07.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 19:00. LIVE "II არხზე"
დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" მიიღებს. ბაქოში პირველი რაუნდი მასპინძლებმა 5:1 მოიგეს...

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"სამტრედია"-"გაბალას" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" II არხი შემოგვთავაზებს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.

შეხვედრას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი გეორგიოს კიზასი იქნება. მას ასან კულა და ლოანის სიპკასი დაეხმარებიან.

მატჩის წინა დღეს ზესტაფონის მთავარ არენაზე პირველად აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს. მეზობლების დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია - "გაბალას" ოცამდე აზერბაიჯანელი სპორტული ჟურნალისტიც ახლავს...

ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი ზესტაფონში, თანამემამულეებთან მატჩისთვის ემზადება

რაც შეეხება მოედანს, მართალია, ის მთლად იდეალურ მდგომარეობაში ვერ არის "ჩიხურა"-"ზიმბრუს" მატჩის შემდეგ, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ვერავინ ვერაფერს დაუწუნებს. მან გაუძლო სტიქიას და დღეს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, როცა ერთმანეთის პირისპირ "სამტრედია" და "გაბალა" დადგებიან...

"გაბალას" ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა გუნდის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა დააკმაყოფილა:

- მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, ჩვენ სულაც არ მიგვაჩნია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური ჯიბეში გვიდევს. დარწმუნებული ვარ, ხუთშაბათს რთული თამაში გველის...

- "გაბალას" პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კმაყოფილება გამოთქვა გუნდის ახალწვეულებით. თქვენც კმაყოფილი ხართ?

- დიახ, მოხარული ვარ, რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ.

- რას იტყვით მინდვრის საფარის მდგომარეობაზე?

- ვიცი, რომ აქ დიდი წვიმა იყო და ისიც ვიცი, რომ ზესტაფონში ორი დღის წინ ევროპალიგის მატჩი გაიმართა. ვფიქრობ, რომ არა ეს ამბები, მინდორი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ კატასტროფული არაფერი ხდება - ფეხბურთის თამაში შეიძლება!

- მომდევნო ეტაპზე მეტოქედ უნგრული გუნდი გირჩევნიათ თუ ყაზახური?

- დღეს მომდევნო ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩზე. ისე კი, ჩვენს ორივე პოტენციურ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ.

- ლიბერიელი ვიკსი გუნდში ბრაზილიელი დოდოს შემცვლელად მოიყვანეთ?

- არა, ისინი სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან.

- როგორ ფიქრობთ, ეს "გაბალა" უფრო ძლიერია თუ ის, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა?

- ორივე გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. ორივეში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თამაშობენ.

- ცალკე უნდა გკითხოთ ნიკა კვეკვესკირზე...

- მიხარია, რომ ის დღეს ჩვენი გუნდის წევრია. ამ ფეხბურთელზე გვქონდა ინფორმაცია, სანამ "გაბალაში" მოვიწვევდით. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე გაამართლა ჩვენი იმედები. ნიკას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კიდევ შეუძლია, მოუმატოს.

- და ბოლო კითხვა: კლუბის ხელმძღვანელობა შარშანდელი შედეგის გამეორებას, ანუ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრას ითხოვს?

- ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ის არის, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

სამტრედიელთა ვარჯიშის დაწყებამდე "ლელომ" გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- რას ელით საპასუხო მატჩისგან?

- უპირველეს ყოვლისა, უკეთეს თამაშს ველი ჩემი გუნდისგან, ვიდრე პირველ შეხვედრაში ვაჩვენეთ.

- მეტოქეს როგორ აფასებთ?

- "გაბალა" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ბაქოში არ მოგვცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ისიც ფაქტია, რომ გრანდიც არ არის.

- პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?

- ახლა ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.

- ის მაინც გვითხარით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?

- კი, დანაკლისი არ გვაქვს.

- მაინც გჯერათ საფეხბურთო სასწაულის?

- ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
ხარისხი პირველ ტაიმში ბაქოსთან თამაშზე მკვეთრად უკეთესია, მაგრამ დაცვა ისევ დირკებიანია, არ უნდა გაეშვათ ეს გოლი და რამდენი კიდევ საგოლე მომენტიც გააფუჭეს...ვნახოთ რას იზამენ მეორე ტაიმში...
ვახტანგ
ძნელი იქნება აფრიკის ნაკრებთან თამაში...
Jango
jangos Tu jengos დაგვანახეთ ხალხს მისი თანადგომა კლუბისათვის ფინანსური, გვითხარით რაში და რამდენი დახარჯა რომ ვიცოდეთ, თქვენ ხომ იცით მეტი?ჰოდა თქვით,რაა დასამალი?არაოფიციალურად ხარჯავს?რაა კოლუმბიაში ვართ? თუ ქველმოქმედებას ეწევა საბიუჯეტი კლუბის მიმართ? რა ფორმით? რა იყო ბიუჯეტი ეს ვიცით,როგორ მოხდა კლუბის დაფინანსების სისტემის შეცვლა ეგაც ვიცით, რომ საკრებულოში არ ყოფილიყო გამიშვი-დამაკავე...ეს ვიცით, მაგრამ აი კერძო ფული რა დაიხარჯა არ ვიცით, თუ იცით თქვით, თუ არ ამბობთ არ იცით, ხომ ასეა არა?მართლა მიდნა ვიცოდე რა დახარჯა და რამდენად ვიყო მისი მადლიერი, ხომ მაქვს უფლება?
jangos Tu jengos
შენ თუ კალას გვრდით დგომას ვერ ხედავ მაშინ ფეხბურთთან ახლოს არ ხარ ან ინტრიგნობას აქ ადგილი
kvaxa
უაზროდ არ უნდა შეუტიონ, თორე აქაც წააგებენ. გახსნილი თამაში და კლოუნადები თუ გინდათ აგერ ითამაშეთ "ვერხნი დვორის" მოედანზე. ნიძლავიც შეიძლება: ცხვარი და ოციანი.
Jango
sioni მართლაც უფალმა აცხონოს ჩაჩუა ტარიელის სული, დიდებული ადამიანი იყო,უდიდესი ხარჯები გაწია იმ დროისათვის სამტრედიის კლუბში. ისე ხომ ვერ დამიზუსტებდით როგორია ბოლო ორ წელიწადში ბატონ კახა კალაძის ან მისი ოჯახის კაპიტალხარჯები საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში?ან როგორი ფორმით მოხდა სახელმწიფო კლუბში კერძო პირის კაპიტალის ხარჯვა?იყო ამ კერძო პირთან სასპონსორო შეთანხმება? და რა თანხები დახარჯა რომ ასეთი დონის კლუბი გაეკეთებინა? სამტრედიას დღეს, 7 ივლისს (კაი რიცხვია 7) ბედნიერ დღეს ვუსურვებ, რომ სასწაული მოეხდინოს და გაბალა მეორე ეტაპზე ვერ გავიდეს! წინ სამტრედიავ!!
romandro
ამ თამაშის შემობრუნება ნამდვილად ძნელია და ვერც მოვითხოვთ გუნდს რომ გინდა თუარა 4-0 მოიგონ,თან გაბალაც არაა ისეთი სუსტი გუნდი ასე თავისუფლად გაანიავოს პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობა,და ესღა დაგვრჩენია და თან იმედი ვიქონიოთ რომ გუნდი კარგ თამაშს გვიჩვენებს და ყველაფერს გაკეთებს წარმატების მისაღწევად,და დამტკიცებს რომ ისეთი დიდი სხვაობა არაა გაბალასა და სამტრედიას შორის როგორც ანგარიშიდან ჩანს. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!
svani
სვანი... ნუ იწუხებ ტავს სამტრედიის გულშემატკივრობით
gagas
გაგა ჩვენი ძმა კალას არ ჩაუგდია გუნდი საცოდაობაში პირიქით 21 წლიანი პაუზის მერე ფეხბურთი დააბრუნა სამტრედიაში რაც შეეხება 1 ან 2 ფეხბურთელს სამტრედიას ამ ეტაპზე არ ჭირდება ყველა რგოლში მაგრები ვართ თუ არ იცით გეტყვით სამტრედიას წელს მაქსიმუმი ქონდა დაგეგმილი მე 5 ადგილი ასე რომ ნუ რევიულობთ
svani
sioni-ს კალა გვიცოცხლოს ღმერთმა)) ხვავი, ბარაქა, დოვლათი, აყვავება, გამრავლება და მილიონები არ მოაკლოს ღმერთმააა))))))))))))))))))))))))))))))))
gagas
გაგა ჩვენი ძმა კალას არ ჩაუგდია გუნდი საცოდაობაში პირიქით 21 წლიანი პაუზის მერე ფეხბურთი დააბრუნა სამტრედიაში რაც შეეხება 1 ან 2 ფეხბურთელს სამტრედიას ამ ეტაპზე არ ჭირდება ყველა რგოლში მაგრები ვართ თუ არ იცით გეტყვით სამტრედიას წელს მაქსიმუმი ქონდა დაგეგმილი მე 5 ადგილი ასე რომ ნუ რევიულობთ
გაგა
sioni-ს. კალა მართლაც სიამაყეა ქართული ფეხბურთის და არა მარტო სამნტრედიის, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ კალა, 1-2 მაღალი თუ არა, საშუალო კლასის ფეხბურთელს შეიძენდა და ასე საცოდაობაში არ ჩააგდებდა თავის გუნდს, როგორც ეს ბაქოში მოხდა. მინდა წარმატებები უსურვო სამტრედიას. სასწაულების კი ნაღდად მჯერა. ვნახოთ...
quTaisi
ქება და ქება სამტრედიელ ქომაგს გუნდი რომელიც გასვლაზე იგებს ;ჩიხურაზე მაქ საუბარი და ქომქგი არ იჩენს ინტერსს და პირიქით გუნდი აგებს ასეთი ანგარიშით და ასეთი გვერდით დგომა შესაშურია
Tttoo
სამტრედიელი ქომაგი მაოცებს. ბრავო. ეს არის ნამდვილი გვერდით დგომა. წარმატებები მე მჯერა 4:0 ის....
Gocha Juve
მართლაც რომ იმედის გაცრუება იყო როდესაც 5-1 დათმეს პირველი მატჩი ახლა მხოლოდ სასწაულის იმედადღა დაიტოვეს თავი. მაინც ვნახოთ ყველაფერი ხდება წარმატებებს ვუსურვებ სამტრედიელებს!
sioni
21 წლიანი პაუზის მერე სამტრედიელ ბალეშიკებს ეღირსათ ფეხბურთი მადლობა ამისთვი ჩვენს გიას ჩვენს ბიჭებს რომლებიც რაც შეუძლიათ გააკეთებენ ყველა სამტრედიელი დარწმუნებული ვართ ამაში და ჩვენს სიამაყეს კალასსსსსსსსსსს მეორე ტარიელ ჩაჩუას მისი სული აცხოვნოს ღმერტმა.
gaga
დღეს დვანახებთ ყველას როგორ უნდა გვერდით დგომა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ სამტრედიელები
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს გადაყენებას უპირებენ
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ნიკა კვეკვესკირი: კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა