საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ყაზახური წარმატებების საიდუმლო და რატომ შეადარა არშავინმა ის არსენ ვენგერს...
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ყველაზე ტრადიციულ კლუბ "ქაირათში" მთავარ მწვრთნელად რომ მივიდა, ამ გუნდის საქმე კარგად ვერ იყო. თითქოს, ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო, ცხადაძემ ერთმანეთის მიყოლებით მოიგო მატჩები, მათ შორის - გუშინაც და ახლა მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზეა ლიდერ "ასტანას" შემდეგ, რომელსაც 10 ქულით ჩამორჩება.

"ქაირათმა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც წარმატებით ითამაშა - გასვლაზე 1:0 მოუგო ალბანურ "ტეუტას", შინ კი 5:0 გაანადგურა. ახლა ცხადაძე შოთა არველაძის პირისპირ დადგება. წილისყრამ ისე ინება, რომ შოთას "მაკაბი" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "ქაირათს" დაუწყვილა. ორი ქართველის შერკინება უდავოდ დიდი ინტრიგაა ჩვენი ფეხბურთის ქომაგთათვის...

"ლელო" ცხადაძეს ალმათიში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- მოდით, ცოტა უკან დავიხიოთ და ის მომენტი გავიხსენოთ, როცა "ქაირათში" მიხვედით გიორგი ჩიხრაძესთან ერთად. რბილად რომ ვთქვათ, მაშინ გუნდი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. როგორ შეძელით მოკლე ხანში სიტუაციის მკვეთრად გამოსწორება?

- რომ ჩავედი, პირველივე შეხვედრა მოვიგეთ. მერე იყო მარცხი. ამას მოჰყვა რამდენიმე გამარჯვება დიდი ანგარიშით. მერე იყო ძალიან დასანანი წაგება "ასტანასთან"... ბოლო სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 14 მატჩიდან 12 მოვიგეთ, 2 კი ფრედ დავასრულეთ... რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებია, მაგრამ ჩვენ მივილტვით პროგრესისკენ. ყველაფრის თავი და თავი ალბათ მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაითავისეს ჩემი მოთხოვნები.

აქ ზღაპრული სამუშაო პირობებია. ყველანაირად ვგრძნობთ მხარდაჭერას კლუბის ხელმძღვანელობისგან. მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ. თუნდაც, სარეაბილიტაციო საშუალებებით, გნებავთ, დანადგარებით... არ არსებობს რაიმე ახალი საფეხბურთო დანადგარი, ხელსაწყო თუ სისტემა, ჩვენ არ გვქონდეს.

მეც და გიორგი ჩიხრაძეც ძალიან თავდაჯერებულები ვართ. გულშემატკივრებისგანაც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ალბანურ "ტეუტასთან" მატჩზე 20 ათასი მაყურებელი მოვიდა.

- ერთ-ერთ შეხვედრაში ქომაგებმა ქართული ბანერით გადაგიხადეს მადლობა. ერთობ ამაღელვებელი სანახაობა იყო...

- მართლაც სასიამოვნო ჟესტი იყო. რამდენიმე თვეა, აქ ვარ და აქაურებისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ. ამისთვის მინდა ამ დიდებულ ხალხს მადლობა გადავუხადო.

- ჩემპიონატში "ქაირათმა" სასწაული სპურტი განახორციელა. შემთხვევით, ოქროზეც ხომ არ ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, როცა აქ ჩამოვედით, პირველი რიგის ამოცანა იყო, ოპტიმალური თამაში მოგვეძებნა. მერე ჩავიფიქრეთ, რომ ექვსეულში მოხვედრა არ იქნებოდა პრობლემა... ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. კი, ჯერაც სოლიდურია ჩამორჩენა "ასტანასთან", მაგრამ ჩემპიონატიც გრძელია. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მინდორზე დავამტკიცოთ ყველაფერი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ "ასტანა" ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩემპიონატში, ისე ყაზახეთის თასის გათამაშებაშიც, სადაც ნახევარფინალში ვართ. გრაფიკი ძალიან მჭიდროა, ინტენსიური. წამითაც არ გვაქვს მოდუნების საშუალება.

- გადავიდეთ ევროთასებზე. კლუბის ხელმძღვანელობა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას გისახავთ მიზნად?

- რა თქმა უნდა, მიზანი ეს არის. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვერგო შოთა არველაძის "მაკაბის" სახით. ჩემი აზრით, ამ წყვილში გამარჯვებულს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის დიდი შანსი ექნება.

- ალბათ, არ გინდოდათ, ასეთ ადრეულ ეტაპზე მაინცდამაინც შოთას წინააღმდეგ რომ გეთამაშათ...

- ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ რას ვიზამთ - ფორტუნამ ასე გადაწყვიტა. მერჩივნა, შოთასთან ჯგუფში მეთამაშა, მაგრამ... თქვენც იცით, ამდენი წლის მეგობრები ვართ, ძმებივით ვართ, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. ამიტომ ძალიან დაძაბული ორრაუნდიანი ბრძოლა იქნება.

- ყაზახეთის ჩემპიონატში გამოჩნდნენ ქართველი ფეხბურთელები. საინტერესოა, "ქაირათში" რომელიმე ქართველის აყვანას ხომ არ აპირებთ?

- მინდა, წარმატება ვუსურვო აქ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს. მაგალითად, გოგიტა გოგუა უკვე ერთ-ერთი ლიდერია თავისი გუნდის, ძალიან კარგი პრესა აქვს. რაც შეეხება "ქაირათისა" და ქართველი ფეხბურთელების თემას, ჩვენთან ძალიან მკაცრი კანონებია ლეგიონერებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კანონების გამო გავხდით იძულებულნი, გუნდიდან გაგვეშვა ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი, თავისი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი... ამ ეტაპზე არ იგეგმება გუნდში ქართველი ფეხბურთელის მიწვევა.

- ცალკე უნდა გკითხოთ "ქაირათის" ორ ვარსკვლავზე, ანდრეი არშავინსა და ანატოლი ტიმოშჩუკზე. ტიმოშჩუკი გასაგებია, მაგრამ როგორ შეძელით ის, რომ ჭირვეული ხასიათის მქონე არშავინი პირველ პლანზე გუნდის ინტერესებს აყენებს და თავგანწირვით თამაშობს?

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ორი ვარსკვლავი მართლაც ყველაფერს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის. ორივე ჩვენ გვერდით არის. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ტიმოშჩუკს უფრო მალე დავუახლოვდი. მის ადამიანურ თვისებებზე რომ მოვყვე, ერთი სიტყვაც მეყოფა - შესანიშნავი! ასევეა არშავინიც. ის მხოლოდ გუნდური ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ამ ორი ფეხბურთელის კოლოსალური გამოცდილება გუნდს დიდ სამსახურს უწევს.

ჩვენც კმაყოფილები ვართ მათი გარჯით. სხვათა შორის, "ტეუტასთან" მატჩის შემდეგ არშავინმა ხუმრობით მითხრა - არსენ ვენგერს უნდა შეგადაროთო. რატომ-მეთქი, ვკითხე და მითხრა - ისიც სადღაც 70-ე და 75-ე წუთებს შორის მცვლიდა და თქვენცო...

- რას იტყვით საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე?

- ჩვენ ვნახეთ, რომ სწორი თამაშის, კონცენტრაციისა და სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვის ხარჯზე ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი. პლეი ოფში არაერთი ისეთი ნაკრები გავიდა, რომელთა იქ ყოფნასაც ტურნირის დაწყებამდე ვერაფრით წარმოვიდგენდით...

საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ კომპონენტებით დაამარცხა შოტლანდიის ძლიერი გუნდი და გერმანიასთან ითამაშა ისე, როგორც ითამაშა. მას შემდეგ, რაც ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა, ჩვენ ვთქვით, რომ უნდა გვებრძოლა მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმზე მოსახვედრად...

- სწორედ საქართველოს ნაკრებზე უნდა გკითხოთ. როგორ აფასებთ გუნდის თამაშს იმ პერიოდში, როცა თქვენ აღარ ხართ გუნდის თავკაცი და საერთოდ, რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?

- ჩემგან ახლა ცოტა უხერხული იქნება შედარებები და პარალელები...

პირდაპირ დაწერეთ - ვლადიმირ ვაისს, როგორც ძლიერ მწვრთნელს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე მიყვარს საქართველოს ნაკრები, მიყვარს მისი ფეხბურთელები. ქართველ გულშემატკივართან კი პირნათელი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tengo
კობოაშვილს ფეხბურთი კი არა თანამდებობა აინტერესებს
vato
კახა ძალიან პროგრესული მწვერთნელია და ადამიანიც. ის ყოველთვის სწავლობს და ვითარდება. დარწმუნებბული ვარ საქართველოს ნაკრები ბევრს ისწავლიდა მისგარ ცოდა მეტი დრო რომ მიეცათ. რა მოხდა თავისი შვილი რომ Aთამაშა, რა შვილები და ნათესავები ყოველთვის წინა პლანზე არ გვყავს ქართველებს=? სარკეში ჩავიხედოთ სანამ სხვას რამეს ვეცილებით.
temo
ნათქვამი რომაა გულშემატკივარი მე 13 მოთამაშეა სინამდვილეში გულშემატკივარი პირველი მოთამაშეა ფეხბურთი კი ცხოვრებისეული პროცესის ნაწილია ,ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ედგას სათავეში რომელიც გრძნობს გულშემატკივარის განწყობას
დათო
ბაჩანას არყოფნა გვეტყობა თავდასხმაში)))
ნაგო
კახა გვიყვარხართ აფხაზეტელებს, შენი წარმატება ყოველთვის გაგვიხარდება.
დათო
გიყვარს საქართველო ალბათ მარა ფული, ფულიც მაგრა გყვარებია აი.
sandro
გისურვებთ წარმატებას!!! ძალიან კარგი ფეხბურთის სტრატეგიის ცოდნა და ურთიერთობის კომუნიკაციის უნარი გაგაჩნიათ!
irakli
პოლიტიკას სპორტში ნუ რევ ვამეხ კახა მართალი კაცია და ქვეყნის სიყვარული ბაქოს დატოვებით და აქაური ხელფასის განახევრებითაც დაამტკიცა
irakli
მართალ კაცს ღალატს რო დააბრალებ უცოდინრობას მივაწერ მაგრამ ბევრად მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პირობები რო დატოვა ბაქოში მანდ მაინც უნდა დაგენახა ამ კაცის პატრიოტიზმი
tengo
კარგი კაცი და მწვრთნელი .

როდის აქეთ გახდა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მოყვარული?! - საქართველოს, სნგ-ს (იმპერიის) ნაკრებზე რომ ცვლიდა, თუ საკუთარ შვილს ნაკრების მეშვეობით, კარიერას რომ უწყობდა?!
ვენდეტა
ვამეხის ნაირების შესაფასებელი რომაა ვის უყვარს ქვეყანა და ვის არა იმიტომაცაა კარგად საქმე. კაიხარე კახა წარმატებებს გისურვებ გულით მიხარია შენი წარმატებები. და იმ ქართველს რა უთხარი ქართელის წარმატება რომ რესყინება. გფარავდეს უფალი
ვამეხს
თქვენ საქართველოს სიყვარულს რითი გამოხატავთ? ძალიან საინტერესო იქნება გვითხრათ და იქნებ დანარჩენებმაც გავითვალისწინოთ?
ვამეხი
კახა ცხადაძეს საქართველო რომ უყვარდეს,სნგ-ს ნაკრებში არ ითამაშებდა,მაშინ როცა საქართველო არ იყო სნგ-ს წევრი...
kaxa
გაიხარე კახა წარმატებებს გისურვებ, წელსვე გეზეიმოს დუბლი ჩემპიონატში. წარმატებებიი.
beqnu
ჯიგარი ხარ ცხადა , წარმატებები
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
"შემიძლია ამაზე ფსონს ჩამოვიდე" - არშავინის აზრით, რუსები ევროტურნირებზე კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდებიან
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"არ მესმის, რუსეთიდან ევროპაში სათამაშოდ რატომ უნდა წახვიდე?" - ანდრეი არშავინი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
"ნაბიჭვ**ი, "გაზპრომისთვის" მუშაობს, გაიწმინდეთ ფეხები" - უკრაინელებმა ტიმოშჩუკის მაისური ფეხით გასრისეს [VIDEO]
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
არშავინმა ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" წარმატების მიზეზი განმარტა
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ტიმოშჩუკს უკრაინელებმა ყველა ტიტული ჩამოართვეს - "ზენიტის" მწვრთნელს რუსი ჟურნალისტები ამ ფაქტის შესახებ დაეკითხნენ
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"თავისი სინდისი და ნამუსი "გაზპრომის" ნაგებობებს შორის დამარხა" - სავინი მოჰყვა, რა საუბარი ჰქონდა ტიმოშჩუკთან ომის დაწყების შემდეგ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები სანქტ-პეტერბურგში "სპარტაკისა" და "ზენიტის" ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
"თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ" - ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
სად არის რეალურად სკანდალურად ცნობილი ტიმოშჩუკი? - ამერიკელი ამბობს, რომ მან სანქტ-პეტერბურგი დატოვა, რუსები ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ