საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს თურქი ექიმები ოპერაციის თარიღს დღეს ეტყვიან
აკაკი დევაძე მალე ოპერაციას გაიკეთებს და იმედია, ნორმალურ და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს, რომელსაც სასწრაფოდ ღვიძლის ოპერაცია სჭირდება, მთელი საფეხბურთო სამყარო გვერდში დაუდგა. სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ... გაიმართა საქველმოქმედო აქციაც, მეგობარს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც დაეხმარა.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და დევაძის ანგარიშზე ერთიანი ფონდიდან სოლიდური თანხა დარიცხეს. თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მატჩის გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა დევაძის მხარდასაჭერ ფონდში სრულად გადარიცხა.

"თურქეთში ორი თვე ვიმყოფებოდით. იქ ვეღარ ავუდიოდით კლინიკის ხარჯებს, მაგრამ კაკო ახლაც იქ არის და ოპერაციას ელოდება.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, რადგან ამ ხნის განმავლობაში თურქმა ექიმებმა უამრავი პროცედურა ჩაუტარეს.

ხვალ ზუსტად გვეტყვიან ოპერაციის დღეს, დონორი კი ორი დღის წინ ჩავიდა. ამ დონორს კაკო კლინიკაში 2 თვე ელოდებოდა.

20-22-საათიანი ურთულესი ოპერაცია ელის, იმედიანადაა და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის", - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელის მეუღლე მანონი დევაძე.

მისივე თქმით, საოპერაციო ფული შეგროვებულია, მაგრამ ჯერ სრული თანხა არ გააჩნიათ:

"იყო დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტები, მაგრამ მათი გამართვა ვერ მოხერხდა. იმედია, ახლა მოესწრება და დაიგეგმება, რადგან რეაბილიტაციის თანხა ჯერ კიდევ შესაგროვებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
მალე გამოჯანმრთველება აკაკის. ღმერთი იყოს აკაკი შენი მფარველი.
ეფრემი
ღმერთმა ხელი მოუმართოს აკაკისაც და მის ექიმებსაც.. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს..
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
აკაკი დევაძე: მერე, ცუდია, ვაისი რომ დარჩეს?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ქინქლაძისა და არველაძეების დროს საუკეთესოდ დასახელებული - რას ნანობს ქართველი მეკარე, რომელიც ხალხის მადლიერია...
აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..