ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი უკრაინელ ოლეკსანდრ ილიუშჩენკოვსა და ბრაზილიელ ნახევარმცველ ჟარდენს აკვირდება
ხარკოვის "მეტალისტის" ყოფილი მეკარე ოლეკსანდრ ილიუშჩენკოვი ბოლნისის "სიონში" ვარჯიშობს. ამის თაობაზე "ლელოს" ბოლნისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ განუცხადა.

"ჩვენთან ვარჯიშობს უკრაინელი მეკარე ალეკსანდრ ილუშჩენკოვი, რომელიც ხარკოვის "მეტალისტში" თამაშობდა.

რა თქმა უნდა, მასზე საფუძვლიანი მსჯელობა ამხანაგური მატჩის შემდეგ შეგვეძლება, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ორმხრივ თამაშში თავი კარგად წარმოაჩინა. რაც მთავარია, აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია...

ასევე, ვსინჯავთ ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველ ჟარდენს. პრინციპში, ნორმალურად გამოიყურება, ბურთს არ კარგავს... როგორც ყველა ბრაზილიელი, ისიც ტექნიკურია. ის ბოლოს ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობდა...

ველოდებით თავდამსხმელს უცხოეთიდან, თუმცა, შესაძლოა, ქართველი ფორვარდის დამატებით შევავსოთ ეს ვაკუუმი. მოლაპარაკება მიდის ასევე ერთ-ერთ ქართველ საყრდენ ნახევარმცველთან. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ დავასახელებ. გაირკვევა ყველაფერი და გაიგებთ", - გვითხრა ჯელაძემ.

ინტერნეტის მეშვეობით ოლეკსანდრ ილიუშჩენკოვის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ. ის 26 წლისაა. ბოლო დრომდე "მეტალისტის" წევრი იყო. საფეხბურთო კარიერა ტერნოპოლის "ნივაში" დაიწყო. ამის შემდეგ ბურშტინის "ენერგეტიკში" გადავიდა.

2011 წელს ის ლვოვის "კარპატიმ" აიყვანა და ამ გუნდის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა. ცოტა ხნით ილიუშჩენკოვმა მოლდოვურ "ტირასპოლს" მიაკითხა, მაგრამ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და "მეტალისტის" მაისურა მოირგო.

"სიონის" პოტენციურმა ახალწვეულმა 2012 წელს ერთი მატჩი ითამაშა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა არის იმის ალბათობა, რომ ქართული კლუბის კარი გამოცდილმა მეკარემ დაიცვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სიონი-დინამო (ბთ) 0:3 - ელგუჯას თამაში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონი" არ გავარდება!
ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სიონი-სამტრედია 0:3 - "სამტრედიამ" "სიონი" დააქვეითა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები