ირანული კლუბების მხრიდან ქართული ფეხბურთით დაინტერესების ტენდენცია არსებობს
მოგეხსენებათ, საქართველოში შეკრებაზეა ირანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებული საფეხბურთო კლუბი - თავრიზის "მეშინ შაჰრდარი". სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას "რუსთავის" 23 წლის ნახევარმცველი კახა კაკაშვილი.

ამ ტრანსფერს საინტერესო ისტორია აქვს. "რუსთავთან" მატჩის შემდეგ ჩვენებური ფეხბურთელის გარჯა ირანული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ახლო წარსულში "ჰამბურგის" ფეხბურთელ რასულ ხათიბის თვალში რომ მოუვიდა, საქმეში თავისი ყოფილი თანაგუნდელი ჯაბა მუჯირი ჩარია.

მუჯირი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. საქართველოში ის "ვიტ ჯორჯიის" ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ კარიერა ირანში გააგრძელა და იქაურ კლუბებში ითამაშა... ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მუჯირის ნაამბობი ირანულ ფეხბურთზე, საქართველოსთან კავშირებზე...

ფაქტია, არსებობს ტენდენცია ირანული კლუბების მხრიდან ქართული ფეხბურთით დაინტერესებისა და სხვებთან ერთად, ამაში წვლილი ყოფილ ფეხბურთელს, ლევან შავგულიძესაც მიუძღვის.

- რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა

- სამი მიზეზი, რის გამოც ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ

ახლა კი ჯაბა მუჯირს მოვუსმინოთ:

"რუსთავთან" შეხვედრაში ირანული გუნდის მთავარ მწვრთნელს, რასულ ხათიბის ძალიან მოეწონა კაკაშვილის თამაში. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. კარგა ხნის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით და მთხოვა, რაც შეგიძლია, ამ ფეხბურთელზე გამირკვიეო და მეც დავეხმარე. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა...

ვაპირებ თუ არა ირანელებთან თანამშრომლობას? ამ ეტაპზე, უბრალოდ, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს დავეხმარე. ეს იყო მეგობრული ჟესტი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

რაც შეეხება ირანულ საკლუბო ფეხბურთს, მისი პროგრესი თვალსაჩინოა. ირანელებს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვთ აზიაში. იქაური კლუბები წარმატებით თამაშობენ აზიის საკლუბო ტურნირებზე...

ხომ ამხელა ქვეყანაა ირანი და ასეთი კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ლეგიონერების რაოდენობა რომ დათვალო, შესაძლოა, ათსაც არ გადასცდეს. საშუალოევროპული დონის კლუბში წასვლას ირანელ ფეხბურთელს შინ დარჩენა ურჩევნია, რადგან ანაზღაურება იგივე აქვს და თან - სახლშია...

კლუბებს ირანში კერძო ინვესტორები აფინანსებენ, თუმცა ისიცაა, რომ ყველა მსხვილი წარმოება ვალდებულია, თანხის ერთი პროცენტი სპორტში დააბანდოს", - გვითხრა მუჯირმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკსანდრე
რა ირანი, რა სირია და აზია, ევროპულ ფეხბურთზე უნდა იყოს სწორება,რა ძნელი მისახვედრია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
კახი კაკაშვილი: ირანში ჯერ 3 შეხვედრა ჩავატარე და ხალხი უკვე ქუჩაში მცნობს
სამი მიზეზი, რის გამოც ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ
ᓐᓠᓩᓔᓕᓜᓔᓑᓘ ᓙᓐᓠᓒᓘᓐ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘ?.. ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓛᓔᓢᓐᓚᓣᓠᓒᓘ" ᓓᓐᓨᓚᓘᓡ ᓞᓘᓠᓐᓡᓐᓐ
ᓠᓔᓕᓐᓖ ᓫᓝᓫᓣᓐᓨᓕᓘᓚᓘ ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓢოᓠᓞᓔᓓᓝᓡ" ᓓᓐᓡᓕᓔᓜᓔᓑᓘᓡ ᓡᓐᓨᓣᓐᓚᓔᓑᓐᓡ ᓐᓠ ᓐᓫᓚᓔᓕᓡ
ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: ეგზოტიკური ირანის ჩემპიონატი
თერჯოლის "საპოვნელა" - ნაპოვნი სპონსორი და იმედები
რა ურჩია კარლუშ კეირუშმა ირანში მოთამაშე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს
ჩიხურა-ვერეია 4:4 - უხვგოლიანი სპარინგი ბულგარელებთან
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ": ᓔᓡ ᓡᓘᓪᓠᓣᓔᓐ, ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ!
ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕛᓝᓜᓐ ᓐᓠ ᓐᓠᓘᓡ! - "ᓖᓔᓡᕢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕖᕔ ᓘᕒᓔᓑᓡ, ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕡ ᓛᓘᓦᕛᓐ ᕐᕒᓔᓑᓡ
ჩიხურა-ბრაშოვი 1:3 - რუმინელებმა ფრთხილი ტაქტიკით გვაჯობეს
სოსო ფრუიძე: იმედია, შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამი გვექნება
ირანში კახა კაკაშვილის დებიუტი შედგა
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ - ᓓᓦᓔᓡ ᓕᓐᓓᓐ ᓘᓬᓣᓠᓔᓑᓐ!
"ზუგდიდის" ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისი ჩააბარა, რომ გაზის ფული გადაეხადა...