ფინალურ მატჩში სომხებმა 66:32 მოიგეს და C დივიზიონის ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონნენ
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სომხეთმა მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა ფინალურ მატჩში გამარჯვება და ტიტულთან ერთად B დივიზიონის საგზურიც დაკარგა.

საქართველო და სომხეთი წაუგებლად მივიდნენ ფინალამდე, სადაც ფავორიტი გამოკვეთილი არ იყო, თუმცა თამაშმა საწინააღმდეგო გამოაჩინა. სომხეთის ნაკრებმა ისე დაიწყო შეხვედრა, მასპინძლებისთვის შანსი არ მიუცია. ჩვენი მეზობლები შორი თუ ახლო დისტანციებიდან წარმატებით ესროდნენ, ხოლო ფარქვეშ ქართველებს შანსს არ უტოვებდნენ და პირველი პერიოდის ბოლოს 22:2 დაწინაურდნენ.

მეორე ათწუთეულში ქართველებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს, თუმცა ისე ვერა, რომ ჩამორჩენა შეემცირებინათ. დიდი შესვენების შემდეგ სომხები 50:15 დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

საბოლოოდ სომხებმა 66:32 მოიგეს და C დივიზიონის ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონნენ. საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს ნატალი ოთხმეზური მიუახლოვდა, რომელმაც 9 ქულა მოაგროვა. 6 ქულა ჰქონდა ელენე ილურიძეს, ხოლო ვიქტორია გეგეშიძის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა. ჩემპიონებს 19 ქულით დიანა რამაზიანმა ულიდერა.

მესამე ადგილისთვის მატჩში მალტამ ანდორას 71:63 აჯობა და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. ამ შეხვედრის შემდეგ, სანამ ფინალური მატჩი დაიწყებოდა, პრიზიორი გუნდების წევრები ტურნირის პარტნიორმა - ფარმაცევტულმა კომპანია "პე-ეს-პემ" დააჯილდოვა. გოგონებს სასაჩუქრე ჩანთები კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა გადასცა.

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა და კალათბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა პრიზიორები და გამორჩეული მოთამაშეები დააჯილდოეს.

პირველ რიგში, კამილ ნოვაკმა ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ზვიად კოტრიკაძე ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საგანგებო პრიზით დააჯილდოვა.

პრიზი სამართლიანი თამაშისთვის უელსის გუნდს გადაეცა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა Fair Play-ის პრიზი უელსელთა კაპიტან ემილი სტრადლინგს გადაულოცა.

ტურნირის საუკეთესო ხუთეულში ერთი ქართველი მოთამაშე, ნატალია ოთხმეზური შევიდა. დანარჩენი 4 ადგილი ერგოთ მოთამაშეებს: სოფი აბელა (მალტა), ანა ასლანიანი (სომხეთი), ჰანა ალ-ტუმი (მალტა) და ადეა კასტრადი (კოსოვო).

სიმბოლური ხუთეულის წევრები პრიზებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის იურიდიული კომიტეტის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა კალათბურთელი, რომელმაც ტურნირის მსაჯებისა და კომისრის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. MVP-ის ტიტულის მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების ლიდერი ნატალია ოთხმეზური. ტურნირის უძვირფასეს მოთამაშეს საგანგებო პრიზი გადასცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის იურიდიული კომიტეტის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.

მესამე ადგილზე გასული მალტის ნაკრების მწვრთნელ-მოთამაშეები ბრინჯაოს მედლებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოეს.

ფინალში დამარცხებული საქართველოს ნაკრების წევრები, ბრინჯაოსპრიზიორთა მსგავსად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოეს.

გამარჯვებულ სომხეთის ნაკრებს ოქროს მედლები ერგო, რომლებიც ჩემპიონი გუნდის წევრებს ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიბა-ევროპის ახალგაზრდული კომიტეტის წევრმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცეს.

ფიბა-ს მიერ საგანგებოდ მოწოდებული და C დივიზიონის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი საჩემპიონო თასი სომხების კაპიტან ანა ოჰანიანს ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა ჩააბარა.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯები ევროპის ქალთა კალათბურთში. გოგონებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფინალში გავიდნენ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ჩვენი ნაკრები გაცილებით ძლიერ სომხეთს დაუპირისპირდა. ვფიქრობ, აღნიშნული ტურნირი ჩვენი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება".

კამილ ნოვაკი (ფიბას აღმასრულებელი დირექტორი): "საქართველომ პირველად უმასპინძლა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს 18 წლამდე გოგონათა შორის და წარმატებით გაართვა თავი. საორგანიზაციო კომიტეტმა შესანიშნავად იმუშავა და ვფიქრობ, მომავალში საქართველო ვაჟებს შორისაც უმასპინძლებს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს".

ლელა ცანავა (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სომხეთის ნაკრებს 2 თვის წინ ერევანში მოვუგეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ამერიკიდან და რუსეთიდან სომხური დიასპორის წარმომადგენლებს იმატებდნენ და ყველამ ვნახეთ, თუ რა ძლიერი გოგოები არიან ისინი. გარდა ამისა, ჩვენი გოგოები მეტოქეზე 1-2 წლით პატარები არიან და ასაკში ეს სხვაობა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ წავაგეთ და თბილისიდან თასი გავატანეთ, თუმცა რას ვიზავთ, უნდა მოვემზადოთ, რათა მომავალში მეტი წარმატებით ვითამაშოთ".

ნატალია ოთხმეზური (საქართველოს ნაკრების წევრი, ტურნირის MVP): "გულდაწყვეტილი ვარ წაგებით, მაგრამ მეამაყება ჩემი გუნდის და გუნდელების. რომ არა გადაღლილობა და დაბნეულობა, წარმატებაზე ფიქრი შეიძლებოდა. სომხეთის ნაკრები არ იყო დაუმარცხებელი, მაგრამ დღეს ჩვენი დღე არ იყო. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშის პრიზს, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი მოწადინება დაფასდა".

ალბერტ ჰარუთინიანი (სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველას! ეს არის პირველი ტიტული სომხეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე კალათბურთში, პირველი ევროპის ჩემპიონატი. მისია შესრულებულია ამ მხრივ და ძალიან ამაყები ვართ, არა იმიტომ, რომ მოიგეს, არა იმიტომ, რომ პირველად გაიმარჯვეს. ძალიან გულიანად ითამაშეს და ყველაფერი გააკეთეს რათა კარგი შედეგი ეჩვენებინათ. ჩინებული დაცვა და შეტევა გვქონდა. არ მახსენდება არცერთი თამაში ამ ჩემპიონატზე, სადაც ჩვენმა გუნდმა ცუდად იასპარეზა. გოგონები ყოველთვის მოტივირებულნი იყვნენ და დიდ მადლობას გადავუხდი მათ!"

ანა ასლანიანი (სომხეთის ნაკრების მოთამაშე): "არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, სიხარულისგან სიტყვები არ მყოფნის. ეს იყო საუკეთესო შანსი ჩვენთვის და გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ვინც მხარს გვიჭერდა, ყველა გავახარეთ. მადლობა ყველას".

წყარო: superleague.ge

სომეხი კალათბურთელი?! მაინც ვერ დავიჯერებ,მანამ ლაივში არა ვნახავ. კალათბურთში სომხებთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით?! - რაღაცას ღადაობთ არა???
zviadi
აკი სომხები კალათბურთს არ თამაშობენო?
Goga
კოსოვო რატომ შემოუშვით საქართველოში?! იმ დღეს ერთი ამბავი ატეხა ყველამ ფედერაციამ პარლამენტარმა ჟურნალისტმა თუ გულშემატკივარმა და დღეს ყველა ჩუმად არის.... სერბეთს რომ იგივე გაეკეთებინა აფხაზეთის ან ოსეთის ნაკრებისთვის ემასპინძლა....????????
tazo
gio-ს ყველა ნორმალურ ადამიანს იგივე აზრი გაუცჰნდება:)):)):)):)):))
gio
სომხეთი და კალათბურთი? აღიარეთ, რომ არ ვარგიხართ.
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
თბილისში 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი იწყება
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!
ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
ᓣᓙᓠᓐ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს