ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ვითამაშოთ და თუ შევრცხვებით, ხელებს ავწევთ და ვიტყვით, ბოდიში, ბიჭებო"

"ვითამაშოთ და თუ შევრცხვებით, ხელებს ავწევთ და ვიტყვით, ბოდიში, ბიჭებო"

Planetrugby-მ ექვს ერში საქართველოს შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით პუბლიკაცია მოამზადა
ლაპარაკი ექვსი ერის გათამაშების გაფართოებასა თუ ფორმატის შეცვლაზე არ წყდება. ის კიდევ უფრო აქტუალური გახდა "ბორჯღალოსნების" წარმატებული ტურნეს შემდეგ კუნძულებზე, ივნისის ტესტებისას. თვის ბოლოს ექვსი ერის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკითხზე (სხვა თემებთან ერთად) იმსჯელებენ. იქამდე კი, სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ ამ თემაზე პუბლიკაცია მოამზადა.

ჟურნალისტი ბენ კოლსი საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს ესაუბრა.

წერილში დეტალურად არის განხილული ჩვენი გუნდის ტურნე ოკეანეთში. ასევე - ზოგიერთი თემები, რომლებიც ერთა თასსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეხება.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, რომელიც უშუალოდ ექვსი ერის გათამაშებაში მილტონ ჰეიგის პოზიციას აფიქსირებს.

"მილტონ ჰეიგისთვის სულ ერთია, როგორ მოხვდება საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში, ეს იქნება პლეი ოფი თუ პირდაპირ გასვლა-გავარდნა. მას, უბრალოდ, სურს მიიღოს შანსი, რათა დაამტკიცონ, რომ ევროპის უმაღლესი ეშელონის წევრები არიან.

მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსა და ქომაგებს კი, ჰეიგი თბილისში შესანიშნავ მასპინძლობას და ახალი, შესანიშნავი შთაბეჭდილებების შექმნას ჰპირდება.

- ჩვენ, უბრალოდ, გვინდა იქ მოვხვდეთ. მართალი გითხრათ, კარგი იქნებოდა, პლეი ოფს თუ შემოიღებენ. თუ სათანადოდ ძლიერები ვიქნებით, მოვიგებთ და ექვს ერზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ.

ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, მხოლოდ ამ შანსის მიღებაა. თუ სათანადოდ კარგები არ ვიქნებით და შევრცხვებით, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც ხელებს ავწევთ და ვიტყვით - ბოდიში, ბიჭებო, იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ვცადოთ.

რეალობა კი ისეთია, რომ ვფიქრობთ, ექვსი ერისთვის მზად ვართ. ცხადია, ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ.

საქართველოში თამაშისას განსაკუთრებული ატმოსფეროა. რუმინეთის ნაკრებთან მატჩში 54 ათასი მაყურებელი მოვიდა სტადიონზე და ეს მაშინ, როცა ერთა თასი უკვე მოგებული გვქონდა. კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი იქნება, თბილისში ექვსი ერის გუნდი რომ ჩამოვა.

გუნდები და მათი ქომაგები ქართული სტუმართმოყვარეობით განცვიფრებულნი დარჩებიან და ძალიან მოეწონებათ თბილისი. ასე რომ, თუ მუდმივად ექვს ერში თამაშის საშუალება გვექნება, მათთვის თბილისი ისეთივე დანიშნულების პუნქტი იქნება, როგორიც პარიზი და რომია.

მილტონ ჰეიგს საქართველოს ნაკრებთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი პლუს ორი სისტემით. არადა, სპეკულაციები მისი საქართველოს ეროვნულ გუნდში დარჩენის თაობაზე საკმარისზე მეტი იყო. საინტერესოა მომავალი იმ ახალზელანდიელი მწვრთნელებისა, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, ჯო შმიდტი (ირლანდია), ვერნ კოტერი (შოტლანდია), უორენ გეთლენდი (უელსი), როდის დაბრუნდებიან ისინი შინ?

ჰეიგის წარმატებული საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ ის მწვრთნელთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებიც ზე რაგბის პოტენციური თავკაცები იქნებიან. თუმცა, ამის შანსი ნაკლებია. მის მეუღლეს, რომელიც ოჯახში მთავარია, ევროპა უყვარს.

ეს შესაძლოა, ნიშნავს, რომ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ კარიერას რომელიმე ევროპულ გუნდში განაგრძობს.

თუმცა, ახლა ის მთლიანად საქართველოს ნაკრებზეა კონცენტრირებული. ასეც უნდა იყოს, მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და სანერვიულო აქვს, რათა ქართული რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jij

მელიტონი, თავისი საქმით, ყველა ქართველზე უკეთესი ქართველია!

• kaxa

გაიხარე მილტონ. გამარჯვებებს გისურვებთ.

• nika

ბევრ ქართველი მწვრთნელი მინახავს ფულებს რომ ითხოვენ შემადგენლობაში დასაყენებლად და ეს კაცი როგორ არ დავაფასო ესე გულიანად რომ მოეკიდა ამ საქმეს და პროგრესიც სახეზეა.

• fcb

ყველა სპორტის სახეობაში რაც მწვრთნელები გვყოლია უცხოელი ყველაზე მაგარი კაცია მილტონა.

• Gogita

ამ კაცმა საქართველოში დარჩა რომ აქაური ჰაერი ესუნთქა და გაეგო რითი ვსუნთქავდით რაც ფეხბურთში არ ხდება.

• dima

რაც არ უნდა მოხდეს მე პირადად უკვე კმაყოფილი ვარ ამ ადამიანის!

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს