გიოტცე "დორტმუნდში" დაბრუნდა, ვეინალდუმი თითქმის "ლივერპულშია"
13:04. ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ რაფაელ ვარანმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ჟოზე მოურინიოსთან, უარყო პორტუგალიელის წინადადება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე. ინგლისური კლუბი მზად იყო, 40 მილიონი ევრო გადაეხადა ფრანგში.

13:10. Sky Sports-ი ირწმუნება, რომ "ნიუკასლის" ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი სულ მალე "ლივერპულში" გადაბარგდება. "ნიუკასლში" მზად არიან, ჰოლანდიელს 25 მილიონ ფუნტად შეელიონ და ვეინალდუმი მალე სამედიცინო შემოწმებაზე გაემგზავრება.

13:15. "ვესტ ჰემის" თანამფლობელის შვილმა ჯეკ სალივანმა გაამჟღავნა ინფორმაცია კარლოს ბაკას ახალ გუნდზე. სავარაუდოდ, "მილანი" კოლუმბიელს ლონდონელთა რიგებში გაუშვებს. "ვესტ ჰემმა" უახლოესი 48 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს პასუხი ბაკასგან.

13:36. "ბარსელონას" ვუნდერკინდი ალენ ჰალილოვიჩი, რომელმაც სრულად ვერ წარმოაჩინა საკუთარი ნიჭი კატალონიაში, ბედს "ჰამბურგში" ცდის. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. ასე რომ, ეს უკვე შემდგარი ტრანსფერია. კონტრაქტი ოთხი წლით გაფორმდა.

13:47. "უდინეზემ" ოფიციალურად გამოაცხადა 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ "ვალენსიის" ნახევარმცველთან, როდრიგო დე პაულთან.

13:59. პეპ გვარდიოლამ მიანიშნა, რომ "მანჩესტერ სიტის" ლეროი სანეთი გაძლიერება უნდა. "ამ მომენტისთვის ლეროი "შალკეს" ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მათ წარმომადგენლებთან კავშირი და იციან ჩვენი დაინტერესების შესახებ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ.

14:05. "იუვენტუსმა" უარი თქვა ჰაქან ჩალჰანოღლუს შეძენაზე. როგორც Football Italia-ს მიაჩნია, ტურინელები შეაშინა 25-მა მილიონმა ევრომ, რომელიც "ლევერკუზენმა" ფეხბურთელში მოითხოვა.

14:09. მარიო გიოტცე "დორტმუნდში" ბრუნდება. "ბორუსიამ" "ბაიერნს" 26 მილიონი ევრო გადაუხადა და ნახევარმცველთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14:15. "იუვენტუსს" მიაწერენ "ნიუკასლის" ნახევარმცველის, მუსა სისოკოს მიმართ დაინტერესებას. The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ინგლისელებს 35 მილიონი ფუნტის მიღება სურთ, ტურინელები კი შეეცდებიან, ფასი 20 მილიონამდე დააგდონ.

14:29. "ინტერმა" და აქსელ ვიტსელმა ახალ ტაქტიკას მიმართეს, - აღნიშნავს Sport Italia. იტალიურ კლუბს არ სურს ბელგიელში 22 მილიონი ევროს გადახდა. ამიტომაც ისინი მზად არიან, ერთი სეზონი მოიცადონ და მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი უფასოდ მიიღონ.

14:34. "ჩელსის" ძალიან უნდა ალვარო მორატა და მზად არის, 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ "რეალი" არ აპირებს ფორვარდთან დაშორებას, მასთან 2021 წლამდე კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

14:40. "ლაციო" ორი ფეხბურთელით უნდა გაძლიერდეს. ლაპარაკია ფორვარდ ჩირო იმობილესა და მცველ ჯორდან ლუკაკუზე, - იტყობინება Sky Italia. ამ დუეტს დღეს სამედიცინო შემოწმებაზე ელიან.

15:15. ბრაზილიელი განსო უკვე ესპანეთშია და თითქმის დაასრულა "სევილიაში" გადასვლა. ნეიმარის მეგობარმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჯერი პრეზენტაციაზეა.

15:22. ჟერემი მატიომ "ბარსელონას" სხვა კლუბში გაყიდვა სთხოვა. კატალონიელები 10 მილიონ ევროს მოითხოვენ, ხოლო ფრანგ მცველზე კანდიდატები არიან "ბეშიქთაში" და "ლივერპული".

15:31. მინო რაიოლა ირწმუნება, რომ პოლ პოგბა "იუვენტუსს" არ დატოვებს.

16:00. მაურო იკარდიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ინტერის" ერთგულია და "არსენალში" გადასვლას არ აპირებს: "ინტერთან" 2019 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ეს ჩემი გუნდია. დანარჩენის შესახებ კი კლუბს ჰკითხეთ".

16:20. "ატლეტიკო" არ აპირებს "ბარსელონასთვის" ფორვარდ ლუსიანო ვიეტოს დათმობას. Sport.es-ის ცნობით, მადრიდელებს ურჩევნიათ, ფეხბურთელი "სევილიას" მისცენ, რადგან "ბარსაში" პირდაპირ კონკურენტს ხედავენ.

16:34. "კრისტალ პალასი" აქტიურად არის დაინტერესებული "ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელით, მუსა სოუთი.

16:45. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა ვისენტე დელ ბოსკეს მემკვიდრე. ეს არის ხულენ ლოპეტეგი, რომელიც ცოტა ხნის წინ "პორტუს" ავარჯიშებდა.

17:30. საბოლოოდ გაირკვა, რომ "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი ბორხა მაიორალი მომავალ სეზონში "ვოლფსბურგში" ითამაშებს. კლუბებმა მოილაპარაკეს 19 წლის თავდამსხმელის იჯარაზე.

17:41. "ტოტენჰემი" აპირებს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს ერიკ დაიერს. ლონდონელები ნახევარმცველს ხუთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, ხელფასი კი კვირაში 70 ათასი ფუნტი იქნება.

17:51. "რომამ" იჯარით "ატალანტაში" გაუშვა ბოსნიელი მცველი ერვინ ზუკანოვიჩი.

18:00. Football Espana-ს ინფორმაციით, "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ფორვარდ კევინ გამეიროს გადაბირებას აპირებენ. მადრიდელები მზად არიან, "სევილიის" მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი გადაიხადონ, "ბარსას" კი ეკონომიის გაკეთების იმედი აქვს.

18:08. დევიდ მოიესი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს. შოტლანდიელს "სანდერლენდში" ნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ ამ გუნდს სემ ელარდაისი დატოვებს.

18:37. ბრაზილიელი დეივერსონი, რომელიც შარშან "ლევანტეში" თამაშობდა, ახალ სეზონში "ალავესის" მაისურს მოირგებს.

19:01. "უოტფორდმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია "მარსელის" მცველთან, ბრის ჯა ჯეჯესთან. კონტრაქტი ოთხწლიანია, ტრანსფერი კი 4 მილიონი ევრო დაჯდა.

19:35. The Times-ი წერს, რომ "სუონსის" ძალიან უნდა "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველის, ნასერ შადლის შეძენა, რომელიც შარშან არც ისე ხშირად ხვდებოდა ლონდონელთა ძირითადში. შეთავაზებული თანხის ოდენობაა - 10 მილიონი ფუნტი.

19:57. "მანჩესტერ სიტის" აკავშირებენ ახალგაზრდა და ნიჭიერ ბრაზილიელთან, გაბრიელ ხესუსთან. ეს ბიჭი "პალმეირასში" თამაშობს და დაახლოებით 30 მილიონი ევრო ღირს.

20:05. "ბილბაოს" ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო ამორებიეტა ხიხონის "სპორტინგში" გააგრძელებს კარიერას. ამ გუნდში ბასკი "ფულჰემიდან" გადავიდა, სადაც სამი წელი ითამაშა.

20:18. იურგენ კლოპს "ლივერპულისთვის" მაქს მაიერის შეძენა სურს. ეს ფეხბურთელი 20 წლისაა და "შალკეში" თამაშობს.

20:23. "იუვეტუსმა", როგორც იქნა, გააფორმა მარკო პიაცას ტრანსფერი. ხორვატის პრეზენტაცია უკვე შედგა, თუმცა გარიგების დეტალები ჯერ უცნობია.

20:36. როგორც ჩანს, ფერნანდო მუსლერა ევროპას ტოვებს. ურუგვაელი მეკარით აქტიურად არის დაინტერესებული "ბოკა ხუნიორსი", რომელიც მზადაა, "გალათასარაის" 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

21:02. ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 75 პროცენტით შეასრულა სატრანსფერო ნორმატივი. "მე დირექტორატს ოთხი ფეხბურთელის შეძენა ვთხოვე და მათ სამუშაოს 75 პროცენტი შეასრულეს - მოიწვიეს იბრაჰიმოვიჩი, მხითარიანი და ბაი. 31 აგვისტომდე გვჭირდება სამუშაოს დარჩენილი 25 პროცენტის შესრულება", - თქვა პორტუგალიელმა. როგორც ჩანს, ამ 25 პროცენტში პოლ პოგბა იგულისხმება.

21:37. რუმინელი რაზვან პოპა, რომელიც მილანის "ინტერს" ეკუთვნის, ერთი წლით იჯარით "სარაგოსაში" წავიდა, - დაწერა Marca-მ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
მეტოქე: ზაგრების "დინამოს" შემტევი ნახევარმცველიც ტოვებს!
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
"მილანმა" "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა, უეფას გადაწყვეტილებას კი გაასაჩივრებს
ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ალეკო ამისულაშვილი: "დინამო" მზად არის დიდი ბრძოლისთვის!
ვინ ანგრევს ალენ ჰალილოვიჩის კარიერას?
მარკო პიაცა სეზონის ბოლომდე "შალკეში" ითამაშებს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ალენ ჰალილოვიჩი იჯარით ამჯერად ჰოლანდიაში გაუშვეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
ფლორენციის "ფიორენტინამ" ერთ დღეში ორი ფეხბურთელი ინათხოვრა
იურაი იარაბეკი: ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ "დინამოს" შანსები აუცილებლად ექნება
Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს
ლა ლიგა. XIV ტურის ფაქტები: დრიბლიორი ნეიმარი
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ბუნდესლიგაში იასპარეზებს