ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "არსენალის" "ბარსელონასთან" გამარჯვების ინგლისური გამოხმაურება

ასეთი თამაში უმაღლეს დონეზეც კი იშვიათია - „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალმა“ „ბარსელონას“ 2:1 მოუგო. თან, პირველი ტაიმის მერე დავიდ ვილიას გოლით სტუმრები იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში რობინ ვან პერსისა და შეცვლაზე შესული ანდრეი არშავინის გოლებით „მეთოფეებმა“ გაიმარჯვეს.

„თამაშის ბოლოს მოედანზე უილშირის, ფაბრეგასის, ნასრის, ბენდტნერის, არშავინის და ვან პერსის ერთად შეყრა ჩემი მხრიდან რისკი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ამ რისკმა გაამართლა. ახლა წინ საპასუხო თამაშია. რასაკვირველია, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ „კამპ ნოუზეც“ ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავალთ. იქ, თავის დაცვას ვერ დავიწყებთ.

გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ტაქტიკა ავანტიურისტული იყო. ასეთი თამაშით შეიძლებოდა 2:0 ან 3:0 წაგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა და გავიმარჯვეთ. მე „არსენალის“ მეამაყება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა გვთხოვდა სხვანაირად გვეთამაშა, ჩვენი ბუნებისთვის გვეღალატა, ჩვენ კი საკუთარ თავს ვუერთგულეთ და მოვიგეთ“, - განაცხადა არსენ ვენგერმა.

„ბარსამ“ „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების მეოთხედფინალში მოუგო და ამჯერადაც დაწინაურდა - 26-ე წუთზე, როდესაც ვილიამ ანგარიში გახსნა ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შარშანდელი განმეორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა კიდევ შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი, მასპინძლებმა ბურთის თავისებურად გაგორება და გამარჯვება შეძლეს.

ვენგერი: „რასაკვირველია, ჩვენს წყვილში ფავორიტად კვლავ „ბარსა“ რჩება, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ. ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ამ გუნდის დამარცხება შესაძლებელია. ერთი წლის წინ ეს არ ვიცოდით."

პრესკონფერენციაზე ვენგერმა „მეთოფეთაგან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული 19 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი შეაქო. ვენგერმა სწორედ მის განსაკუთრებულ თამაშს გაუსვა ხაზი:

„ჯეკმა გამორჩეულად ითამაშა. მატჩისა და მეტოქის სიდიდემ ის ვერ დააფრთხო. ის ბურთისთვის კარგად იბრძოდა და ხიფათს აცხრობდა."

საინტერესო შეფასებები გააკეთა ტელეკომპანია ESPN-ის ვებ საიტმა soccernet.com-მა. გთავაზობთ მის შეფასებებს:

ჯეკ უილშირი - საუკეთესო ფეხბურთელი

19 წლის ბიჭისგან იმ მოედნის შუაში ჩაკარგვა, სადაც ჩავი და ინიესტა თამაშობდნენ, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების ახალწვეულმა შიშისაგან და დიდი ვარსკვლავების დანახვისგან თვალები ფართოდ სულაც არ დაჭყიტა. გასაოცარი იყო, რამდენად სწორ პასებს აწვდიდა უილშირი თანაგუნდელებს მაშინაც, როდესაც რამდენიმე მოწინააღმდეგე შემოერტყმებოდა. ორთაბრძოლებსა და ბურთის მოპოვებაში ის უბადლო იყო.

როგორ ითამაშა „არსენალმა“?

„არსენალმა“ თავის პრინციპებს უერთგულა და თამაშის პრინციპად პირველივე წუთიდან მოწინააღმდეგის კარისკენ იერიშების მოწყობა აირჩია. პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ლონდონელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს, მაგრამ კონტრშეტევა, როდესაც ვილიამ გოლი გაიტანა, გამოეპარათ. მეორე ტაიმი „მეთოფეებმა“ ისევე დაიწყეს, როგორც პირველი. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ შესვენებამდე მათი დაცვის ხაზი უფრო წინ დგებოდა, ცენტრთან ახლოს, შესვენების შემდეგ კი უკან დაიხია. ვან პერსიმ და არშავინმა დამსახურებული გოლები გაიტანეს.

როგორ ითამაშა „ბარსელონამ“?

პეპ გვარდიოლას გუნდმა შეხვედრის დასაწყისში „არსენალის“ შტურმი ჩააცხრო და თავისი „წკაპა-წკუპა“ სტილის მიგნება მოახერხა, რასაც დავიდ ვილიას გოლიც მოჰყვა. შესვენების შემდეგ კი „ბარსას“ სიჩქარეების გადართვა გაუჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობით მაინც აღემატებოდა მეტოქეს, საჭირო მომენტებში „ძრავის აღმუვლებას“ ვერ ახერხებდა.

უკეთ შეეძლო

ამას ყველაზე მეტად „ბარსელონას“ მეკარეზე ვიქტორ ვალდესზე თუ ვიტყვით. ვან პერსის გოლის ეპიზოდში ის ახლო ძელიდან იმდენად შორს დადგა, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელის დარტყმული გაუძვრა. ამ მომენტის შემდეგ „ბარსამ“ თამაშის სადავეების ხელში აღება ფაქტობრივად ვეღარ შეძლო.

შეტევის ვარსკვლავი

შეტევის ვარსკვლავად კი რუს ანდრეი არშავინს ვასახელებთ. ამ ფეხბურთელმა, გარდა იმისა, რომ კონკრეტულად ამ შეხვედრის გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთ მატჩში უკვე სამჯერ შეაგდო.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა