"კონტრაქტი რომ გაეწყვიტათ, ესპანეთის ან გერმანიის ბევრად ძლიერ გუნდში მოხვედრის პერსპექტივაც მქონდა, მაგრამ დონეცკელებს ჩემი გაყიდვა არ სურთ"
21 ივლისს, უკრაინულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, გიორგი არაბიძეზე ინფორმაცია ქართულმა საიტებმაც გაავრცელეს. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დონეცკის "შახტარმა" უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა. არადა, 11 ივლისს დონეცკელთა 27-კაციან სიაში არაბიძე არ ყოფილა.

უკრაინის ჩემპიონატი დღეს, 22 ივლისს იწყება და "შახტარმა" ქართველი, ანდრეი კორობენკოსთან ერთად, ბოლო მომენტში დაამატა განაცხადს.

არაბიძე "შახტარში" შარშან, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და უკრაინული გრანდის ფორმა სულ სამჯერ მოირგო - ერთხელ თასზე და ორჯერ ჩემპიონატში. უმთავრესად კი, "შახტარის" 19-წლამდელებსა და დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

რუმინელი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს გუნდიდან წასვლითა და პორტუგალიელი პაულო ფონსეკას დანიშვნით არაბიძისთვის ვითარება შეიცვალა. პორტუგალიელმა ის ჰოლანდიურ შეკრებაზე არ წაიყვანა. მაშინ არაბიძე ამბობდა, რომ მიზეზი თავად მისი სურვილი იყო - დაეტოვებინა კლუბიც და ქვეყანაც...

მას უკრაინაში სწორედ იმის გასარკვევად დავუკავშირდით, თუ რატომ გადაწყვიტა "შახტარში" დარჩენა, საუბრის დროს კი მოულოდნელი ამბავი შევიტყვეთ...

- ზაფხულიდან მოყოლებული, ამბობდით, რომ დონეცკის "შახტარი" უნდა დაგეტოვებინათ. ახლა ვითარება რატომ შეიცვალა?

- ვინ გითხრათ, რომ შეიცვალა და ვრჩები?!

- ფაქტია, რომ კლუბმა უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონის განაცხადში შეგიყვანათ...

- კი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი საკითხი ახლა წყდება და დიდი ალბათობაა, რომ გუნდი მაინც დავტოვო.

"შახტარის" ხელმძღვანელობას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ დუბლებში დარჩენა და იქ თამაში არანაირად არ მაწყობდა. თუ ახალი გუნდი გრანდი არ იქნება, უმაღლეს ლიგაში მაინც ვითამაშებ, სათამაშო პრაქტიკა მექნება და გავიზრდები. რეზერვისტებში კი პროგრესის შანსი ძალიან მცირეა და ამ დონეზე დარჩენა, ცხადია, არ მსურს.

- გარიგება როდის მოხდება?

- მაქსიმუმ ექვს დღეში ჩემი ამბავი გაირკვევა და იმედია, ახალ გუნდში ჩავირიცხები.

- რომელ გუნდზეა ლაპარაკი?

- ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბია, მაგრამ ახლა ვერ დავაკონკრეტებ...

- ასეთ დონეზე თამაში ნამდვილად არ გაწყენდათ...

- რა თქმა უნდა! რა აზრი აქვს ძლიერ გუნდში ყოფნას, თუ მხოლოდ დუბლებში თამაშით შემოვიფარგლები. ასე ვერავინ გაიზრდება. გუნდი, სადაც ვითამაშებ, სუსტი ნამდვილად არ არის, რადგან ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ მაღალი დონეა.

- ებრაულ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვა სურს?

- არა, ლაპარაკია დაახლოებით ხუთ-ექვსთვიან იჯარაზე. თუ ყველაფერი მოგვარდება, სამშაბათს ისრაელში ვიქნები. ჩანაფიქრი მარტივია - მინდა სათამაშო პრაქტიკა და შემდეგ "შახტარის" მთავარ გუნდში დამკვიდრება. თუმცა, ევროპაში თამაში უფრო მინდა...

სხვათა შორის, ახლა კლუბს ჩემთან კონტრაქტი რომ გაეწყვიტა, ესპანეთის ან გერმანიის ბევრად ძლიერ გუნდში მოხვედრის პერსპექტივაც მქონდა, მაგრამ დონეცკელებს ჩემი გაყიდვა არ სურთ. "შახტარის" გენერალურ დირექტორს ვუთხარი, რომ სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, დუბლებში გაჩერება არ მაწყობს-მეთქი, თან ვთხოვე, რომ სხვა ლიგაში გადასვლის საშუალება მოეცათ. წინასწარი თანხმობა მივიღე, მაგრამ გენერალურმა დირექტორმა ისიც მითხრა - "შახტარს" სჭირდები, ითამაშე და მერე ძირითადში მოხვედრის მეტი შანსი გექნებაო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში შემიყვანეს, ისრაელში წასვლის იმედი მაინც მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

michael
მომწონს ეს ფეხბურთელი და ვფიქრობ რომ ნამდვილად შეძლებს და კარგად წარმოაჩენს თავს ძირითადში, იზრაელში
Spartaka
რატომ აქვს ამ ბიჭს ამხელა პრეტენზიები რა საინტერესოა,არა ერთის მხრივ კარგია რომ საკუთარი თავის ჯერა მაგრამ 18 წლის ასაკში ცოთა ძნელი ხომარარის და ხმამაღალი განცხადება ძირითადში მოხვედრებზე?ერთეულები აკმაყოფილებენ ამ ასკში ფიზიკურ მონაცემებს რაც უმაღლეს დონეს ჭირდება,,,და ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდი ათამაშებს 90 წუთს ყოველ ტურს?რაღაც არ მგონია,ვფიქრობ ამასაკში არ გვყავს ფენომენები და დაკმაყოფილდით 18 კაცში მოხვედრას და თამაშს 25/30 წუთს..აი ასე მართლა გაიზრდებით და ღმერთმაც ქნას 21 წლის ასაკში (როცა უკვე მართლა უნდა გაიფურჩქნო)მაგარ კონტრაქტსაც გამოკრა ხელი..სადეჩქარებათ?
გიორგი მეზვრიშვილი
"რაც კარგები ვართ" ვან დე ვალე ოლიმპიური ჩემპიონი ადრეულ ასაკში გახდა,25-26 წლის...ამის მერე კიდევ დაახ. 10 წელი იჭიდავა და არაერთი ტიტული მოიგო... რაც შეეხება არაბიძეს,კარგია პროგრესზე და პროფესიულ ზრდაზე რომ ფიქრობს...
რაც კარგები ვართ
ქართველები წესრიგის და რეჟიმის ხალხი არა ვართ და ამიტომაც იშვიათად რომ ნიჭიერი ახალგაზრდა დიდი სპორტსმენი გახდეს.ეგ კი არა დიდი სპორტსმენებიდან უმეტესობამ დროზე ადრე დაანებეს სპორტს თავი.ბელგიელი ძიუდოსტი ვან დერ ვალე 38 წლისა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა როდესაც მაგის მეგობარ თანატოლ ქართველებს 8-10 წელი უკვე დანებებული ჰქონდათ თავი და სუფრაზე საქართველოს დიდების სადღეგრძელოს სვამდნენ.
რაც კარგები ვართ
ქართველები წესრიგის და რეჟიმის ხალხი არა ვართ და ამიტომაც იშვიათად რომ ნიჭიერი ახალგაზრდა დიდი სპორტსმენი გახდეს.ეგ კი არა დიდი სპორტსმენებიდან უმეტესობამ დროზე ადრე დაანებეს სპორტს თავი.ბელგიელი ძიუდოსტი ვან დერ ვალე 38 წლისა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა როდესაც მაგის მეგობარ თანატოლ ქართველებს 8-10 წელი უკვე დანებებული ჰქონდათ თავი და სუფრაზე საქართველოს დიდების სადღეგრძელოს სვამდნენ.
Liverpoolgirl
კი მაგრამ, ხალხო. წვერის გარდა ვერაფერი შენიშნეთ ინტერვიუში? -_-
asiana
წვერის ტარება მოდური გახდა ამ ბოლო დროს სპორცმენებში, თუმცა ის უპირველეს ყოვლისა მტვრისა და ბაქტერიების ბუდეა. გაიპარსე, გალამაზდი, შე კაი ოჯახის შვილო, რა!!!. თუ მაინც ვერ იშლი და წვერებში გინდა იყო ყოველთვის, ეკურთხე ბერად და მორჩება ყომარი.
დათო
რა სჭირთ ეს პირგაუპარსავობა, რას დაათრევენ მეტ სიმძიმეს. თუ გონიათ, რომ ამით თავს ვინმეს დაამახსოვრებენ.
დიტო
შოთასთან მიდის ვითამ? :D
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ასე ამხნევებს დისკვალიფიცირებული ფონსეკა მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს მატჩამდე - "ლიონის" გვერდმა ვიდეო გაავრცელა [VIDEO]
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
"მეტს ვიმსახურებდით" - პაულო ფონსეკა "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ეს პოლიტიკური აღსრულებაა" - ფონსეკას უკრაინელი მეუღლე თავისი ქმრის 9-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"