ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლადომ გაბედა და იქნებ, თქვენც გეცადათ...

ლადომ გაბედა და იქნებ, თქვენც გეცადათ...

ლადო დვალიშვილმა გადადგა ძალიან კარგი ნაბიჯი და ზედ ევროკამპანიის წინ შეუერთდა მშობლიურ "დინამოს"
როგორ უნდა დაემსგავსოს საქართველოს ჩემპიონატი ჩემპიონატს? რა თქმა უნდა, სხვა ათას ნიუანსთან ერთად, გვჭირდება კვალიფიციური კადრები. კადრები თითქმის ყველგან თითქმის ყველაფერს წყვეტენ და გამონაკლისი არც ქართული ფეხბურთია.

როგორი ფეხბურთელები უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ჩემპიონატში? დავაბრუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ თავდაპირველად ჩვენი ჩემპიონატის დონე მისაღები გახდეს ჩვენთვის მაინც. ჩვენ მაინც მოგვეწონოს პროდუქტი მანამ, სანამ სხვას გავასინჯებთ მის გემოს...

საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა ეროვნული ნაკრების ფორვარდი, 30 წლის ლადო დვალიშვილი. საქართველოდან წასულ დვალიშვილს ტოპ-კლუბებში არ უთამაშია, მაგრამ ისეთ გუნდებში კი გააგორა ბურთი, ბევრი ქართველი ლეგიონერი რომ ვერც კი იოცნებებს...

ვინ იტყვის, რომ ვარშავის "ლეგია" ქართველი ფეხბურთელისთვის ცუდი გუნდია? ან იმას ვინღა იტყვის, რომ ჰაიფას "მაკაბის" წარმატებაში დვალიშვილის წვლილი მოკრძალებული იყო? ლადოსთან ერთად "მაკაბიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მაშინ დვალიშვილი მინდორზე ებრძოდა ევროპული ფეხბურთის გრანდებს, მათ შორის - "ბაიერნს". და ვინ იტყვის, რომ ეს პატარა გამოცდილებაა?

ვინც "დინამოში" დვალიშვილის თამაშს დააკვირდება, ერთ რამეში უნდა დაგვეთანხმოს: მისი ფეხბურთი როგორღაც განსხვავებულია - მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე იბრძვის. მისთვის თამაში არ იყოფა ეპიზოდებად.

მასზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. მინდვრის მიღმა ის მშვიდი და ძალიან გაწონასწორებულია. ასეთივეა მინდორზეც. სულ ცოტა ხნის წინ გვითხრა - არ ვარ ეგოისტი თავდამსხმელი, ჩემთვის მთავარი გოლის გატანა კი არა, გუნდის წარმატებააო...

არავინ იცის, როგორი იქნება ამ ახალგაზრდული, ძალიან საინტერესო "დინამოს" წლევანდელი სვე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: დვალიშვილი მაგრად მუშაობს გუნდის წარმატებისთვის. მუშაობს როგორღაც არაქართულად, უფრო - ევროპულად. მუშაობს მთელი პროცესის განმავლობაში და არა ამ პროცესის რაღაც ნაწილში.

ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი მინდორზე სწორედ ამას ჰქვია. ფეხბურთელი დეტალებში იცნობა და დვალიშვილის თაობაზე დეტალებში სწორედ ეს იკითხება. დღეს ასეთი თავდამსხმელები მაგრად ფასობენ...

რა თქმა უნდა, ის არ არის არც უნაკლო ფორვარდი და არც ევროპული ფეხბურთის ტოპ-შემტევი, მაგრამ ქართული გუნდისთვის ის კარგი ფეხბურთელია. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე არის, დვალიშვილის დონის ფეხბურთელები უნდა ჩამოვიყვანოთ ქართულ კლუბებში.

ბოლოს და ბოლოს, შეხედავენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ მათზე მეტის და მათზე უკეთ ნათამაშები ფეხბურთელი მათზე მეტს დარბის, მათზე მეტს იბრძვის და ამის შემდეგ ისიც ასევე მოიქცევა. ეგაა, ოღონდ - საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე ამ დონის ფეხბურთელების დათანხმება ჭირს. მათ ევროპაში ურჩევნიათ თამაში...

ჯერ ერთი, იქ ნამდვილი ფეხბურთია. მეორეც - უკეთ იხდიან და მესამე: თუნდაც პოლონეთში, ისრაელსა და კვიპროსში ფეხბურთი მართლა სიამოვნების მომტანი თამაშია და არა - სატანჯველი.

ჩვენში ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებენ - ვერც მაყურებელი (დონე არ არის) და ვერც ფეხბურთელები. ზოგს ცხრაჯერ გაკერილი ბუცი აცვია. ასე ფეხბურთით ვერ ისიამოვნებ. ასე ბოლომდე წახდები, როგორც ფეხბურთელი და, იქნებ, პიროვნულ ამბავშიც მოგემატოს ვარამი.

ლადო დვალიშვილმა გადადგა ძალიან კარგი ნაბიჯი და ზედ ევროკამპანიის წინ შეუერთდა მშობლიურ "დინამოს". თუ "დინამოს" დარი პირობები (ან ცოტა ნაკლები მაინც) სხვა ქართულ კლუბებშიც იქნება, ეგებ ჩვენი ლეგიონერები დაბრუნებაზე დაფიქრდნენ...

დაფიქრდნენ მანამ, სანამ რეალურად შეუძლიათ ქართული ფეხბურთისთვის სარგებლობის მოტანა, თორემ, შესაძლოა, მერე გვიან იყოს. ამისთვის კი ქართულ კლუბებს ელემენტარული პირობები სჭირდებათ.

გოლი? ლადო აუცილებლად გაიტანს!

ბიჭებო, ლადომ გაბედა! იქნებ, თქვენც გაგებედათ, სანამ მართლა გვიან არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vasiko

როცა ქეცბაია იძახებდა დვალიშვილს მაშინ როგორ ლანძღავდით ქეცბას რატო იძახებსო,თვითონ დინამოს ფანებიც ლანძღავდნენ!!!თურმე ქეცბაია ყველაფერში მართალი ყოფილა

• Ss

გაბედა?? თუ სხვა გზს არ ქონდა?? ...

• Kote

ორ გაცვეთილ ფრაზაზე მაგრა ვხალისობ ხოლმე - ჩვენს ჩემპიონატში ვერ გავიზრდებიო, ყველა ქართველი ფეხბურთელი რომ იძახის და ლეგიონერი თუ ჩამოგყავს, მთელს გუნდს ორი თავით უნდა ჯობდესო )) . მეორეთი დავიწყებ - თავის პოზიციაზე თუ კონკურენტს ჯობნის, ეგეთი ლეგიონერი იკვე ასაყვანია, თუნდაც სხვა 7-8 მოთამაშე ჯობნიდეს გუნდში. და ზრდას რაც შეეხება - დღეს საქართველოს ჩემპიონატში არ მეგულება მოთამაშე, რომელიც აქაურობისთვის გადაზრდილი იყოს. ამათი ლოგიკით მესის დიდი ხნის წინ უნდა დაემთავრებინა თამაში ))

• ნ

აზრი დიდებულია,მაგრამ თუ ევროპაში არ გავიდნენ,ისე ვერ გაიზრდებიან.დვალიშვილმა იქ მიიღო გამოცდილება და ისწავლა ბოლომდე ბრძოლა.თუ ზაგრებთანაც ასე ითამაშა და თავდადებაში დანარჩენებმაც მიბაძეს,დიდი შანსია მოიგონ იქაც და აქაც.

• kaxa

ლადო საუკეთესოა დინამოში, მას უნდა მიბაძონ ბიჭებმა, ასეთი ბრძოლით ზაგრებს კი არა უკეთეს გუნდებს წავაქცევთ. ლადო მადლობა ბრწყინვალე თამაშისათვის, გამარჯვებებს გისურვებ, გაიხარე.

• beso 72-s

ქართველ ფეხბურთელებში დღეს აშკარა დეფიციტია ისეთი ფეხბურთელების, რომლებიც ბოლომდე მუშაობენ. შენც შეამჩნევდი ამას. ვეთანხმები ავტორს.

• c

რომ წავიკიტხე ლადო დინამოში დაბრუნდაო, ჩემი და არამარტო ჩემი ბევრი ქართველის პირველი სიტყვა ის იყო ნეტა სხვა ქართველებმაც მიBაძონო.. თუნდაც იგივე რევიშვილი, ძალამიძე, კობაXიძე, არაბიძე, მაკარიძე, "კანკავა"

• 765

ერტადერტი ტავდამსხმელია მსოპლიოსჰი რომელსაც გოლი არ გაუტანია

• fcb

კარგი სტატიაა ავტორ მარა,ერთ რამეს ვიტყვი შენ იძახი რო გაბედონ მარა სუ ერთი თვის უკან ლადოს ნაირი ტოპ ფეხბურთელმა გაბედადა წავიდა დილადან ეს მარცვალაძეა,რატო უნდა მომხდარიყო ესე იმიტო რო ფული არარი და რაქნან თორე შირაქს მარტო მოუგებდა თამაშს მარცვალა მაგაში 100% ვარ დარწმუნებული.

• გიო

გაურკვეველი წარმომავლობის და საფეხბურთო ისტორიის მქონე ლეგიონერებში ფულის გადაყრას ჯობია ქართველები დავაბრუნოთ ვისაც შედარებით მაღალი ლიგის გუნდებში აქვთ ნათამაშები. დიდ პატივს ვცემდი ჩისკოს, ორჯერ გახდა საქართველოს ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, მარა ევროასპარეზზე ვერაფრიტ ვერ გამოიჩინა თავი. თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი დვალიშვილია ვინც წელს დინამომ დაიმატა.

• ბესო72

მივესალმები დვალიშვილის ქმედებას , ღმერთმა ასიათასად დაუფასოს , მარა ეგ რაღა იყო არაქართულად მუშაობსო ?! ( სტატიის ავტორისგან ) სწორედაც , რომ ქართული სულის მატარებელი კაცია და არაევროპული სად იცის ევროპელმა სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარული , როგორც ქართველმა ? თუნდაც ფეხბურთის თამაში ... სულ ცოტახნის წინ არ წერდა ინგლისური გამოცემა ქართველმა ქინქლაძემ გვასწავლა ინგლისს ფეხბურთის თამაშიო , ძალიან შორს ,რომ აღარ წავიდეთ აღარაფერს ვამბობ ყიფიანზე, გუცაევზე, მესხზე და ასე შემდეგ...ავტორო სტატიისა თუ ამდენი არ იცი იკითხე მაინც არის...

• status quo

რა სისულელეს წერთ,არაბიძე დინამოში რომ გადმოვიდეს,სოფლის ფეხბურთელის დონეზე დარჩება.

• xxx

ნატელი ცერტილი დინამოსჰი.ჯიგრიანად და გულიტ ტამასჰობს

• Geo fan

რაღა დავმალო და ნაკრებში ქეცბაია რო იძახებდა რა მოსწონს ამ ფეხბურთელში ტიპს გოლის გატანა არ შეუძლია თქო მაგრამ ალაშკერტთან სტადიონზე ვიყავი და რაც ამან იბრძოლა ნეტა ყველას ეგრე ეთამაშა. არცერთი პირველი ბურთი არ წააგო, კორპუსს ძაან მაგრად აყენებს ისე რო ბურთს ჯარიმის გარეშე ვერ წაართმევ და ერთი შეხედვით უიმედო ბურთზეც მოლომდე თამაშობს. ასე რომ მის სანახავად ღირს წასვლა. დანარჩენებმა მართლა უნდა მიბაძონ განსაკუთრებით ქვილითაიამ

• alekos

კარგი სტატიაა. გეტყობა, გიყვარს ფეხბურთი!

• ალგეთი

amirani-ს.. გეთანხმები, არაბიძეს კარგი გარემო და მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეცემა, სადაც თავს აუცილებლად გამოიჩენს და გუნდსაც დაეხმარება წარმატებების მიღწევაში, საბოლოო ჯამში მისი გადასაწყვეტია, მან უკეთ იცის სად უნდა წავიდეს და გააგრძელოს მომავალი კარიერა, მაგრამ მე, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვისურვებ რომ ეს თემა დაიძრას.

• skafush

lado namdvila dyvelaze mets brdzolobs moedanze da amas ver davukargavt. martlac rom namdvili profesionalia da saqartvelos doneze top tavdsxmelic. bevri aseti legioneri gvinda da bevri aseti qartveli chvens chempionatshi. rac sheexeba arabidzis dinamoshi chamoyvanas chemiazrit eg iqneba samshoblos galati. israelis chempionatshi midis sadac saqartveloze bevrad magali done da infrastruqturaa tan dziritadis satamashod midis. varskvlavi gaxdeba eg bichi momavalshi, top donis varskvlavi da imedia mis ganvitarebas xels ar shevushit. ai oqriashvilze sheileba chalichi da dzaan magari iqneba tu gadmova, chamoyalibebulia eg ukve.

• Vaso

ამირან-ს . / აი მაგას ვიძახი და ვწერ კომენტარს, ხად იბლოკება ხან იდება . რა მოხდება რომ ესეტი ტალანტები რო მოიყვანონ , ინათხოვრონ შესარჩევისთვის , დროებით, როგორც ლადო.../ მაინც დაბალი დონის გუნდებში არიან და ზოგი ხასიათის გამო არ თამაშობს და ზოგი უიგბლობის გამო, / ოქრიაშვილი , არაბიზე , ჩანტურია და ა.შ../ ვერ გავლენ ევროპაზე ან ლიგაზე და მერე დაუბრუნდნენ ტავიანთ გუნდებს... / მე კიდე მგონია რო მაგარ სწორ და აზრიან , ნაბიჯს გადადგანენ , თუ ასე მოიქცევიან, გაიხარებენ თვითონაც და ჩვენნაირ მონატრებულ გულშემატკივარსაც გაახარებენ.

• amirani

დინამოს არაბიზე რომ ყავდეს მერე ნახეტ ბიჯებო რა გუნდი გვეყოლებოდა იკნებ რამენაირად დაიტანხმოს ფიფიამ

• gio

გენაცვალე ჯიგრიანად თამაშობს და იქნებ სხვებმაც მიბაძონ!

• გოლი ლადო გოლი

მეგოლეობის რა მოგახსენოთ მაგრამ დინამოს კარგად მოერგო და წინა ხაზში საჭირო შავ სამუშაოს ასრულებს

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს