ბუბა ბერიშვილის მიერ გაწვრთნილმა კადეტებმა დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეზობლები
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობს. მასპინძლების გარდა, შეჯიბრებაში ჩაერთვნენ თურქეთი და ისრაელი. უფრო მართებული იქნებოდა, თუ ვიტყოდით, ჩაერთო ორი; მესამე, ისრაელი კი პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე ქართველთაგან ძლეული თურქეთი იქნება. ბუბა ბერიშვილის მიერ გაწვრთნილმა კადეტებმა დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეზობლები.

ჩვენს გუნდს ოთხივე პერიოდი არათანაბარი გამოუვიდა. შეხვედრის დასაწყისში თურქები უკეთ გამოიყურებოდნენ, 6:0 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე ათწუთეულში სურათი ჩვენ სასარგებლოდ შეიცვალა და თურქეთის დაცვას ქართული "მიძალების" გაძლება გაუჭირდა. შედეგად, მეორე პერიოდი 31:18 მოვიგეთ და დიდი შესვენებისთვის სწორედ იმ სხვაობით დავწინაურდით, როგორითაც საბოლოოდ გავიმარჯვეთ.

თურქები დანებებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით, ფარქვეშიდან აქტიურობდნენ და მესამე პერიოდში ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 50:50. 60-ქულიან ნიშნულამდე ანგარიში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ ჩვენი გუნდი დაეუფლა ინიციატივას, რაც უმთავრესად, დაცვაში თამაშის გაუმჯობესების შედეგი იყო. შეტევაში კი ოთარ პერტაიამ გამოიდო თავი. გადამწყვეტ მომენტში მისმა პასებმა, ფარქვეშ შესვლებმა და სამქულიანებმა თურქებს თამაშის შემოტრიალების შანსი მოუსპო. საბოლოოდ, მატჩის ბომბარდირი სწორედ პერტაია გახდა.

gbf.ge

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა