რუსეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან და დარჩენილი ლიცენზიები 8 ქვეყანაზე გადანაწილდა
საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიურ ნაკრებში თავიდან სამი სპორტსმენი (ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე) იყო. მათ რიგებს შეემატება უკრაინელი ათლეტი ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელიც შეჯიბრებებში 2015 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის და უკვე წარმატების მოპოვებაც მოასწრო.

წლეულს, აპრილში ნორვეგიის ქალაქ ფორდეში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასიამ ორჭიდში 249 (113+136) კილოგრამი მოაგროვა - მხოლოდ კილოგრამით ჩამორჩა სომეხ ჰრიპსიმე ხურშუდიანს - 250 (113+137) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსგავს წარმატებას მიაღწია ივნისის მიწურულს თბილისში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობაზე: ანასტასიამ მთავარ კონკურენტს - ტაილანდელ დუანგსკრონ ჩაიდეს, რომელიც 111 კილოს იწონის და ჩვენებურზე 23 კილოგრამით მძიმეა, ატაცში (116 კგ) აჯობა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო აკვრასა (140 კგ) და ორჭიდში (256 კგ) ვერცხლის მედლები ერგო.

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ანასტასია გოტფრიდი გაემგზავრებოდა თუ არა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. და აი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან და დარჩენილი ლიცენზიები 8 ქვეყანაზე გადანაწილდა.

ამ სიაში მოხვდა საქართველოც და, ოფიციალურად, ანასტასია გოტფრიდი რიოს ოლიმპიადის მონაწილე გახდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება:

"სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ - ანასტასია გოტფრიდი მონდომებული, მიზანდასახული სპორტსმენია, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს წინსვლა და მან რიოში გამოსვლა დაიმსახურა.

ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვეგონა, რომ გოტფრიდმა ეს ლიცენზია ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილით მიიღო, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს, რომ მხოლოდ სამი ლიცენზია გვაქვს და სამივე ვაჟებში. საერთაშორისო ფედერაციაში იცოდნენ, რომ საქართველოში დავიწყეთ ქალებში ძალოსნობის განვითარების პროგრამა, მოკლე პერიოდში კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს გაითვალისწინეს და უკვე მაშინ, როდესაც ყველა საგანაცხადო საკითხი დახურული იყო, ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადის მონაწილე გახდა.

ამჟამად იგი ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის და დრო ცოტა რჩება, თუმცა წარმატების იმედი მაინც გვაქვს. ქართულმა ძალოსნობამ ოლიმპიადის 4 ლიცენზია მოიპოვა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა".

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში კახი კახიაშვილმა ყურადღება რიოში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა:

"მიდის აკლიმატიზაციის პროცესი. ვეცნობით ქალაქს. ოდნავ ცივა და ჯერ თბილ ტანსაცმელს ვიყენებთ. საკვირველი ის არის, რომ რიოს საერთოდ არ ემჩნევა, რომ ქალაქი გრანდიოზული სპორტული ფესტივალისთვის ემზადება. ქალაქის ცენტრალურ უბნებში საერთოდ არ ჩანს არცერთი მინიშნება, რომ მალე ოლიმპიადა დაიწყება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობაში თავიდან 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (94 კგ) ჩაირიცხა, მაგრამ მერე იგი ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძით (105 კგ) ჩაანაცვლეს, რომელიც თავის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამას წინათ თბილისში გამართულ ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 105 კილოში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგი ამჟამად რიოშია. რამდენიმე დღეში ოლიმპიადის დედაქალაქში ჩავლენ ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ანასტასია გოტფრიდი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან ერთად. ათენის ოლიმპიური ჩემპიონი ჩხეიძის შანსებსა და მის ოლიმპიურ დებიუტზე ლაპარაკობს:

"გიორგი ჩხეიძე რაულ ცირეკიძესთან ერთად თავიდანვე ნაკრებში მესამე ადგილის კანდიდატი იყო. როდესაც გადაწყდა, რომ რაული ოლიმპიადაზე ვერ წავიდოდა, გიორგი ოლიმპიური გუნდის წევრი გახდა. მას უკვე აქვს უფროსებში ასპარეზობის გარკვეული გამოცდილება. რიოს ფიცარნაგი მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. ის მოტივირებულია, მონდომებული, სწრაფად იზრდება, რაც ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც დაამტკიცა. ჩვენ აქედანვე ვაშენებთ მომავლის გუნდს. მართალია, წინ რიოა, მაგრამ ტოკიო 2020 - ეს არის ჩვენი მიზანი. ბრაზილიაში კი ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე - ლონდონში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ორი ბრინჯაოს მედალი ანასტასია გოტფრიდისგან
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!