უკვე ორი თვეა, რაც შიდა ქართლის 15 სოფელში 300-მდე ბავშვი ფეხბურთითაა დაკავებული
უკვე ორი თვეა, რაც შიდა ქართლის 15 სოფელში 300-მდე ბავშვი ფეხბურთითაა დაკავებული. ეს არის დამსახურება არველაძეების ფონდისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად, პროექტ "საფეხბურთო თერაპიას" უდგას სათავეში. მისი მთავარი მიზანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა და დასახლებებში საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა.

ჯერჯერობით, "საფეხბურთო თერაპია" 15 სოფელში (ხელთუბანი, ქვენატკოცა, სასირეთი, ტინისხიდი, ურბნისი, ვარიანი, აგარა, ატენი, ქვახვრელი, არცევი, დირბი, დიცი, ნიქოზი, რუისი, კარალეთი) ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფონდმა გადაწყვიტა, მათთვის შეექმნა შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ ეთამაშათ ფეხბურთი.

უახლოეს მომავალში ფონდის დამფუძნებლები ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად საფეხბურთო თერაპიაში მონაწილე გუნდების ბავშვებისთვისა და მათი მთავარი მწვრთნელებისთვის საფეხბურთო მასტერკლასის ჩატარებას უზრუნველყოფენ.

ტინისხიდში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქავთარაძე ბავშვებს კვირაში ოთხი დღე ავარჯიშებს, სულ - 27 ბავშვს, მათ შორის ერთ-ერთი - შშმ პირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?