გიორგი ივანიშვილი ბავშვობიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა და იზრდებოდა, ევროპულ ფეხბურთს კარგად იცნობს და ამ თემაზე ამიტომაც დაველაპარაკეთ...
რატომ გავარდა საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგიდან, რა უშლის ქართულ გუნდებს და ფეხბურთელებს ზრდაში ხელს და რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროპული კლუბების მოსამზადებელ პირობებში? ამის შესახებ "ლელოს" საჩხერელთა თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი ელაპარაკა.

ივანიშვილი ბავშვობიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა და იზრდებოდა, ევროპულ ფეხბურთს კარგად იცნობს და ამ თემაზე ამიტომაც დაველაპარაკეთ...

- მალე დაიწყება ახალი სეზონი, რომელსაც საჩხერის "ჩიხურაც" და მისი გულშემატკივრები იმედგაცრუებულები ხვდებით. ევროპალიგაზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" ისეთი თამაში წააგეთ, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო...

- მოლდოველებმა ბოლო წამზე რომ გაგვიტანეს, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ამ გოლს 20-ჯერ მაინც ვუყურე და დღემდე ვერ ვხვდები, რა დაგვემართა. იმ ეპიზოდში ისეთი ბავშვური შეცდომები დავუშვით, ამას ვერავინ ახსნის...

- შვეიცარიაში გაიზარდეთ და ქართულ ფეხბურთს გარეშე თვალითაც შეხედავდით. საინტერესოა, ქართველების ყველაზე თვალსაჩინო ნაკლი რა არის?

- ეს პრობლემები არა იმდენად ფინანსებში, რამდენადაც ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი. საჩხერეში საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. ეს ვარჯიშებზეც ჩანდა. კიშინიოვში 1:0 მოვიგეთ და საპასუხო შეხვედრას იმედით ველოდით. რა დასამალია და, ზესტაფონში იგრძნობოდა, რომ მსაჯი ჩვენ მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი, ფრეც გვყოფნიდა და თან შინ ვთამაშობდით. მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. არ მინდა, ყველაფერი გარეშე ფაქტორებს დავაბრალო. მაგრამ ფაქტია, რომ უამინდობამ ჩვენი კოზირი, ბურთის უკეთესი ფლობა, ხელიდან გამოგვაცალა. მაგრამ ბოლო წუთი იყო და უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა...

- ეს წაგება გავლენას ხომ არ მოახდენს მოთამაშეების განწყობაზე ახალი სეზონის წინ. ფეხბურთში ხომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია?

- ორი აზრი არ არის, რომ ევროპალიგიდან გავარდნამ ჩვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. მაგრამ ჩემპიონატსა და მიზნების განხორციელებაზე თუ ვერ გადავეწყვეთ, მაშინ მოედანზე გასვლას აზრი არ ექნება. ამ თამაშის შემდეგ დავისვენეთ, ერთი კვირა მსუბუქად ვივარჯიშეთ და დარწმუნებული ვარ, ბიჭები მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდიან.

- ევროპას რომ ჩამოვრჩებით, ეს ფაქტია. შეგიძლიათ, გულშემატკივარს ამ ჩამორჩენაზე კონკრეტულად ელაპარაკოთ?

- შვეიცარიაში რომ ვთამაშობდი, იქ სწორედ მაშინ დაასრულეს ფეხბურთის განვითარების 10-წლიან პროგრამაზე მუშაობა. იქ იყო გათვალისწინებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მეურნეობა, სამწვრთნელო, ფიზმომზადებისა და სამედიცინო მიმართულებები, ანუ ეს კომპლექსური პროგრამა იყო. შვეიცარიელებს პროგრამის განხორციელებამდეც კარგი პირობები ჰქონდათ და მათი სისტემაში მოყვანა გადაწყვიტეს. მას შემდეგ რამხელა პროგრესს მიაღწიეს, თავადაც ხედავთ - სანაკრებო და საკლუბო დონეზე წარმატებით გამოდიან და, რაც მთავარია, ეს უკვე სისტემატურად ხდება. რასაც ვუყურებ, ჩვენთან ეს საკითხები უფრო მეტად არის მოსაგვარებელი.

- ამ კუთხით "ჩიხურაში" რა მდგომარეობაა?

- ჩვენ ბევრ კლუბზე მაღლა ვდგავართ. სავარჯიშო მოედნები, შეკრება, კვება, ფინანსები... ეს საკითხები საკმაოდ კარგადაა მოგვარებული. ასეთი პირობები ყველგან რომ იყოს, უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა. მაგრამ ხომ ხედავთ, უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი საკუთარ მოედანზეც ვერ თამაშობს. შვეიცარიაში 14 წლის ბავშვებს ვაკვირდებოდი და ამავე ასაკის ქართველ ბიჭებთან პარალელი რომ გავავლე, უზარმაზარი განსხვავებაა - ჩვენები ბევრად ნიჭიერები არიან. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერ ვზრდით. ევროპელების მსგავსი პირობები რომ გვქონდეს, ალბათ, ფრენას დავიწყებდით.

- პირადად თქვენ ზრდაში რამ შეგიშალათ ხელი? კარგად მახსოვს, 2009 წლის 9 სექტემბერი, როცა თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ზესტაფონში 4:0 მოუგეთ, პირველი გოლი თქვენ გაუტანეთ ვოლქან ბაბაჯანს, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების პირველი მეკარე იყო...

- იმ დღეს რა დამავიწყებს?! ტაბლოზე 09.09.09 ეწერა... ამ შვიდ წელიწადში წინსვლაში ხელი ტრავმამ შემიშალა. შვეიცარიაში "ბელინცონაში" ვთამაშობდი და სამწლიანი კონტრაქტი მქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, გუნდი დაიშალა.

იმ პერიოდში დისკოზი მქონდა, ზურგის ტრავმით კი ახალ გუნდში არავინ ამიყვანდა. მერე 2 წელი ისევ პრობლემებში გავატარე - თამაშისას ტკივილები მაწუხებდა. მერე თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა და მოედანს მხოლოდ შარშან ზაფხულში დავუბრუნდი. ახლა ვცდილობ, დაკარგული ავინაზღაურო. მაგრამ ხომ გითხარით - "ბელინცონას" დაშლამ აშკარად უკან დამხია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aa
გოგიიშ შენ გენეცვალე,ოქრო კაცი ხარ,ნამდვილი პროპესიონალი ,შენ აუცილებლად მიახცევ ცარმატებას,იმიტომ რომ ზაან გიყვარს შენი საქმე და ერთგულად ემსახურები ფეხბურთს.
giorgi
დალოცვილო, ევროპელ ფეხბბურთელებს პირობებსაც უქმნიან და სამაგიეროს ისე თხოვენ, თითოეული თამაშის შემდეგ კურორტზე არიან წასასვლელი ძალების აღსადგენად.. თითოეული მათგანი ტყავიდან ძვრება და ბოლომდე იხარჯება... ჩვენი ფეხბურთელები კი ძაღლის ბუჩქებივით დგანან მოედანზე.
chele გუჯა კახაძეს
თუ შეიძლება თქვენი ნომერი დაგვიწერეთ
ggggggggg
იყიდება საქართველო ფეხბურთელები კი ანგელოზები გვყავს
gaza
ზიმბრუსტან ხო კუმარი იკო და გაკიდეტ გულსჰემატკივარი
გუჯა კახაძე
კარგად ამბობს: სამწვრთნელო, ფიზმომზადების და სამედიცინო მიმართულებებიო. აქედან სამედცინოს არაუშავს (ტრავმა თუ მიიღე ნაწილობრივი აღდგენით უნდა დაკმაყოფილდე). ფიზმომზადეა 0 (ამაზე საუბარიც არ ღირს) და სამწვრტნელო - მხოლოდ საახლობლოს დასაქმება. ამიტომაც გვახევენ ბურთს და კარგახანს ასე გაგრძელდება. სახელმწიფომ გახსნას უფასო სკოლები და ნიჭიერი ბავშვები აღარ დაიკარგებიან!
zaza
dinamos pirobebi akliA magram rogorz daprinaven naxet albat

სასაცილოა მაგათი უაზრო ბჟუტური. თუ შვეიცარიაში გაიზარდე და იმ პირობებში გაზრდილს წესით "ბაზელში" მაინც უნდა გებობღა, შენ კი საჩხერეში ვერც დაფრინავ და ვერც დაბობღავ. მიზეზი, პირობები კი არა საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა, თორემ აფრიკელებს ტყავის ნორმალური ბურთი ხეირიანადაც კი არ უნახავთ და მსოფლიო ვარსკვლავები ხდებიან. ერთი სიტყვით ქართველ ფეხბურთელებზეა ნათქვამი. "კაცს აღარ უ.......ო და ფ.....ს აბრალებდაო.
ნოდარი
ევროპელების მსგავსი პირობები, ისტორიულად, არ ჰქონიათ ქართველ რაგბისტებს, მაგრამ ფრენა დაიწყეს!
giga
xoda daanaxet xalxs, rom frena ki ara da burtis gachereba mainc shegidzliat da iqneb cota fuli mainc chaidos am fexburtshi. tumca mcire nichsac ver xedavs investori tqvenshi. es ise, sanam frenas daicyebt
Vaso
ზიმბრუსთან რა ფეღბურთიც ითამაშა საჩხერემ, მასეთ ფეღბურთს მხოლოდ უნიჩოები თამაშობენ, ვუყურე მე მაგ თამაშს და იმათთვის არ იყო ცუდი ამინდი??? / არავინ არ გსაყვედურობთ, უბრალოდ გასაგებია და მივხვდით, რო თქვენ შემთხვევით , ახლობლობით და პროტექციით მოხვდით მანდ, (ყველას ვგულისხმობ) . ნიჩიერი და ტალანტი ბავშვები უყურადგებოდ დატოვეს წლების მანზილძე , რადგან მშონელი ვერ ეხმარებოდა, / და საქართველოში თუ ფული არ გაქ, თუ პატრონი არ გყავს,შანსი არ გაქ! და აი ესეთი თაობების დაკარგვის შემდეგ დარჩით დგეს ეს ეგრეთ წოდებული პატრონიანები და გახევენ ბურთს თავზე, ზიმბრუდან დაწყებული გაბალათი დამთავრებული, და ხალხიც ამიტომა ტრიბუნიდან რომ ილოცება თქვენს მისამართით...
babu
იძახის კარგი პირობებიაო და გუნდი იშლება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]