ჩვენმა გუნდმა რუსეთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის მეორე მატჩი გამართა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 6 აგვისტოს რუსეთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის მეორე მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდის მეორე მეტოქე მასპინძელი რუსეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც ჩვენი გუნდი ანგარიშით 94:62 დამარცხდა. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქესთან მხოლოდ 2 ქულას აგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

საუკეთესო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებში გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც 17 ქულა დაუგროვდა.

2 წამყვანი კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსკოვში, თითქმის სავსე "ხიმკის" დარბაზში ოპტიმალური შემადგენლობით მყოფ რუსეთს პირველი პერიოდი 25:17 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ოდენ 2 ქულას აგებდა.

შესანიშნავად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რასაც ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის ტრავმა დაერთო და საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი სხვაობით - 94:62 წააგეს.

ილიას ზუროსი სულ იმეორებს და ყველასაც კარგად მოეხსენება, რომ მოსამზადებელ მატჩებში დამარცხება არაფერს ნიშნავს. ოფიციალურ მატჩებამდე გამართული ნებისმიერი მატჩი მხოლოდ მოსამზადებელია და სწორედ ასეთ შეხვედრებში მართებს მწვრთნელს გუნდის დალაგება.

უფრო ზუსტად, ამგვარ მატჩებში დანახული ხარვეზების აღმოფხვრაა მთავარი და ამ მხრივ, ილიას ზუროსისთვისა და მისი სამწვრთნელი შტაბისთვის ძალიან სასარგებლო იყო აღნიშნული შეხვედრა.

ცა და დედამიწასავით განსხვავებულად ნათამაშები ტაიმები კარგი გაკვეთილია მწვრთნელებისთვის, რათა დაინახონ ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილ 7 მატჩში მაქსიმალურად შეეცადონ მათ აღმოფხვრას.

მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის მაქსიმალურად განეიტრალებაც ქართველებს დასჭირდებათ, შორი სროლებია. რუსებმა 14 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ძირითადი კომპონენტიც, რის ხარჯზეც მოგვიგეს, ესაა.

საქართველოს ნაკრებს 14 სამქულიანი იშვიათად თუ მიუღია. რუსებს, როცა უიმედოდ აგებდნენ, შვებად სწორედ შორი სროლები გამოუჩნდათ.

რუსეთს ქართველები კიდევ შეხვდებიან - თბილისის მერიის ტურნირზე, 14 აგვისტოს და იმ მატჩში ჩვენებს ზაზა ფაჩულია ეყოლებათ. სწორედ ზაზას და მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნას გაუსვა ხაზი ჩვენთან კომენტარში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.

იხილეთ კომენტარები

საქართველოს ნაკრები მოსკოვს 7 აგვისტოს, საღამოს დატოვებს და თბილისში დაბრუნდება.

6 აგვისტო. ამხანაგური მატჩი. მოსკოვი. ხიმკი

რუსეთი-საქართველო 94:62

17:25, 22:12, 30:12, 25:13

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

jora
ნაკრები რა შემადგენლობითაც არ უნდა თამაშობდეს 32 ქულით არ უნდა აგებდეს გასაგებია მოსამზადებელი პერიოდია მაგრამ მაინც მე მგონი მაინც კოკოშკოვს რომ გაეგრძელებინა მუშაობა ჯობდა თუ ვცვლიდით უფრო მაღალი დონის მწვრთნელი უნდა მოგვეყვანა
ნიკოლოზი-ს
ბიძია შენ,როგორ მსჯელობ,გეუბნები სომხებმა ამ რამდენიმე დღის წინ გააფარჩაკეს ჩვენი 20 წლამდელები ევრობასკეტზე,ჩვენი კალათბურთის ხვალინდელი დღე,იცი ეს რას ნიშნავს,რა ფედერაცი,რის წინსვლა,ცოტა აზრზზე მოდით რა,სირცხვილია ეს ყველაფერი,რასაც შენ და სენისთანები აკეთებთ,ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას,კარგზე უნდა ითქვას კარგი,ცუდზე უნდა ითქვას ცუდი,ზუროსი,რაც არის ცოტა ხანში გამოჩნდება და მასზე მერე ვილაპარაკოთ,ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს,მაგრამ რაღაც არამგონია,კოჭებში ეტყობა მას ვინც არის,ის,რომ მაგარი დამრიგებელი იყოს საქართველოში მას ვინ გამოუშვებდა,ხო ლოგიკიკურია არა,მეორც ბარსელონას,რომ ადარებ ჩვენს ნაკრებს,ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეტესო გუნდია,ხილო ჩვენებს ბარსელონამდე ბევრი აკლიათ,ასე,რომ საქმეს შველა უნდა და არა წაყრუება,თორემ ფეხბურთივით მერე გვიან იქნება.
შოთა გუგეშაშვილი
რა დავალებას ვასრულებ აზრზე ხარ რას ლაპარკობ ბოისაზე რაც ტრინერმა ილაპარაკა საერტოდ მისი ადგილი არი ცეკვავენ ვარცკვლავებიისე რომ იცოდე ლიტვასტან ორი ქულიტ კი არაოტხი ქულიტ წავაგეტ ბოისა კოკოშკოვს არ ყავდა
912
Rusebs yvela dopingze yavt tu ase mwared rogo waages?
ნიკოლოზი
"შოთა გუგეშაშვილი"-ს. რას ლაპარაკობ. ვის დავალებას ასრულებ. ბესო ლიპარტელიანს ნუ ახსენებ და ნუ უძაბავ ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ გაბრიჩიძე იყო შარშანწინ და შარშან ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი რომ აჩვენა და ფინალისტ ლიტვასთან მხოლოდ 2 ქულით დამარცხდა, ისიც მსაჯის გამო. ჩემი დისშვილია ჭაბუკი კალათბურთელი. აშკარად დაეტყო გაუმჯობესება მომზადებაში, უცხოელი სპეციალისტებიც მუდმივად აკვირდებიან. სხვადასხვა შეჯიბრებზე დაყავთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან მოკლე "სკამი" გვყავს. შეცვლა არათანაბარია. როგორც ჩანს მომდევნო თაობაც მოისუსტებს. ზუროსის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. სუპერ პროფესიონალია, საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა და ოლიმპიადაზე გაიყვანა. ჯერ სამი კვირაა, რაც რეალურად ავარჯიშებს ნაკრებს. რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია. გუნდში ნბა-ს ჩემპიონი თამაშობს. ვნახოთ, რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვლენ და აქ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფაჩულიაც შემოემატებათ. რა გჭირთ, ერთი თამაშის წაგებისთვის ნუ შეჭამეთ ხალხი. თქვენ გულშემატკივრები არ ხართ, ჩასაფრებულები ხართ ყველაფერზე. გუშინ "ბარსელონამ" 0:4 წააგო "ლივერპულთან". რა, მთელი გუნდი გაუშვან, მწვრთნელი და გუნდის პრეზიდენტიც გადააყენონ?! დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ. გუნდს გვერდში დგომა უნდა. მონტენეგროში ოთხი ნბა-ს მოთამაშეა. ასე რომ, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს შესარჩევში. სავსე სასახლე და გულშემატკივრობა ჭირდებათ და არა ლანძღვა და გინება.
georgia
ლიდერები გვაკლია
გიო-ს
საერთოდ აზრზე ხარ რა ხდება ასაკობრივ ნაკრებებში,ამ რამდენიმე დღის წინ ევრობასკეტზე ჩვენ 20 წლამდელებს სომხეთის გუნდმა მოუგო,სოლიდური ანგარიშით,იმ ქვეყანამ,რომელსაც ნორმალური კლუბიც კი არასდროს ჰყოლია და საერთოდ კალათბურთი საშუალოზეც კი არ უთამაშია არასდროს,ამ ქვეყანამ გააფარჩაკა ჩვენი ხვალინდელი დღე 20 წლამდელები,წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს,ამის შემდრგ ან ფედერაცია ან სხვა ვინმე რისი მაქნისია,საყვირალია SOS,SOS და კიდევ ერთხელ SOS.
roma
ასაკობრივ ნაკრებზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს,ევრობასკეტზე 20 წლამდელებში,ამ რამდენიმე დღის წინ სომხებმა მოგვიგეს ხალხო,წარმოგიდგენიათ რა დღეშია ჩვენი კალათბურთის მომავალი და ვის ხელშია ან ფედერაცია ან ასაკობრივი ნაკრებები,სომხებს შეურაცყოფას კი არ ვაყრნებ,მაგრამ ქვეყანას არასდროს არ ჰყოლია გუნდი,არასდროს კალათბურთი საშუალო დონეზეც კი არ უთამაშია და ჩვენ 20 წლამდელებს მოუგო,გესმით ეს რას ნიშნავს,20 წლამდელები ჩვენი ხვალინდელი დღეა და წარმოგიდგენიათ რა იქნება ეს უფროსი თაობა,რომ წავა რა დღეში ჩავარდება ქართული კალათბურთი.მოკლედ SOS,SOS და კიდევ ერთხელ SOS.
შოთა გუგეშაშვილი
სასცრაფოდ რიგარეშე არჩევნები ფედერაციაში დააბრუნეტ ლიპარტელიანი
zurab
მარკოიშვილი სადაა?
Qartveli
Roma-s da nikos:nu profesorobt erti ra.gadi da is I tamashe Rasa shengelia tamashebs da mere ilaparake magdeni.kaci erti tevea rac mcvrtnelia da uceb moitxoves yvelaperi.televizoridan adviia ara ka latburtis tamashi
შოთა გუგეშაშვილი
მოაშორეტ კალატბურტის ფედერაციაში ბოისა და გაბრიჩიზე დააბრუნეტ ბესო ლიპარტელიანი და მისი გუნდი
შოთა გუგეშაშვილი
კოკოშკოვი მარტალი ყოფილა ხომ ბოისა და ზმანი მისი რომ გაყარა ჩერნოგორია გადაგვივლის ესეტი ტამაშიტ სუროსი ვერ ერევა მის ზმას
გიო
"ნიკო"-ს. სწორედ ფედერაცია აკეტებს მაქსიმუმს. ან 2 წელში ფედერაციამ რა უნდა ქნას, თვითონ ითამაშონ? ნუ საუბრობთ იმაზე, რაც არ იცით. ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი ვარჯიში და ტურნირი ალბათ, ერთად აღებული წინა 10 წელში არ ჩაუტარებიათ. უამრავ კემპებს აწყობენ, შინ და გარეთ იმ საშუალებუთ, რაც არის, ყველაფერს აკეთებენ. თუ ნიჭიერი თაობა არ მოდის, რა, მწვრთნელს, ან სხვა ვინმეს უნდა დააბრალო? ზუროსის დონის მწვრთნელი საქართველოს არასოდეს ყოლია. თამაში რომ იცის და დავალების შესრულება დიქსონმა, კიდევაც ეტყობა. შენგელიას მეტი არ შეუძლია, მწვრთნელმა რა უყოს. ფედერაციაო, რომ აგიჩემებიათ, საკუთარი ერთი დარბაზიც არ აქვთ. იჯარას იხდიან. ასე რომ, ჯერ გაარკვიეთ, ვინ რას აკეთებს, მერე აკრიტიკეთ. საერთოდაც, ჩვენ სპორტსმენებს სპორტის ყველა სახეობაში დისციპლინა რომ არ აქვთ და ზარმაცები არიან, ახლა გაიგეთ? 20 დღის მოსულ მწვრთნელს რა უნდა ექნა, თამაში ასწავლოს?
roma
არამარტო ბოისას რა უნდა,არამედ ბურჯანაძეს,ლეჟავას,ზაქროძეს,შარაბიძეს და სხვებს რა უნდათ ნაკრებში,ახალ მწვრთნელს იგივე შეცდომები აქვს,რაც მის წინამორბედს ჰქონდა,არავითარი ტაქტიკა,მხოლოდ ურა კალათბურთი,ასევე შენგელიას უპასუხისმგებლო თამაში,მეტიც ეს კაცი არაპროფესიონალია,ძალიან ბევრი ნაკლი იყო,როგორც ტაქტიკაში,ისე ტექნიკაში,არ ეტყობოდა მწვრთნელის ხელი,წუთშესვენებას,რომ იღებს მწვრთნელი და უხსნის მოთამაშეებს,ამის შემდეგ,რაღაც ხომ უნდა გამოსწორდეს,ასე იყო კოკოშკოვის დროსაც,ძალიან ბევრი სამუშაოა ნაკრებში,ძალიან ბევრი.
ნიკო
როგორც ვატყობ ეს ფედერაცია ფეხბურთის მსგავსად მიდის ( დგევანდელ ფეხბურთის ფედერაციაზე არ ვიძახი ჯერ ადრეა მათი შეფასება). არაფერს ესენი არ აკეთებენ ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს, ბავშვთა კალათბურთი რად დღეშია ასაკობრივებზე ჩანს, ეროვნული ნაკრები რასაც აღწევს ეს არის რამოდენიმე კაცის კონრკეტული კალათბურთელის წყალობით სხვა არაფერი, ნოისაზე მეც ვუსმინე მსგავსი ერთ ფეროვანი მოთამაშე იშვიათია თქვა კიდევაც რუსების მწვრთნელმა.
იკა
ბოისაზე მართლა თქვა რამე რუსების მწვრთნელმა? და რაო?
DDD
არაუშავს.კარგი მოთამაშე დაგვიმატებია ეს დიქსონი მომეწონა მაგის თამაში. იმედია გააძლიერებს ჩვენ გუნდს! წარმატებები ბიჭებო
დათო
ერთ–ერთი წუთშესვენების დროს რუსი მწვრთნელი ეუბნებოდა გუნდს ბოისას ტავი დაანებეთ ეგ არაფრის მაქნისია სხვებს ნიხედეთ მაგას თავის გაჭირვებაც ეყოფაო
Gegi
რა უნდა ნაკრებში ანატოლი ბოისას?! პასუხი: ვლადიმირ ბოისა( კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი! სამარცხვინოა ეს ყველაფერი.. წარმატებები ნაკრებს!
zzz
არაუშავს იმის გათვალისწინებით რომ ლიდერები გვკლია. უ18 ზე რატო აგარ წერთ?რადგან წააგეს?9-16 ადგილისთვის იბრძვიან. დანიას მოუგეს და მერე პორტუგალიას და მე 9 ადგილისთვის მეტოქეს ელოდებიან
ზურა
არ გვყავს 12 სრულფასოვანი მაღალი კლასის კალათბურთელი! ბოისასზე ღადაობდა დავალების მიცემისას რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა