ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ლაშამ რუს დენის იარცევს ემოციური ჟესტით საქართველოს დროშაზე მიანიშნა
8 აგვისტოს, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ემოციური კომენტარი "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.

იხილეთ ვიდეო

"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]

ზაზა
ცალკეულ რუს სპორტსმენთან ,ხალხთან ნორმალური ურთიერთობა კარგია,მაგრამ ისისც საჭიროა ვიცოდეთ–სპორტსმენი პუტიბის პოლიტიკის მომხრეა თუ წინააღმდეგი?... როგორია პუტინის დამოკიდებულება სპორტული შეჯიბრების მიმართ?პუტინისთვის სპორტული გამარჯვებები არის მისი ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცების ერთ–ერთი პროპაგანდისტული საშუალება(,,ვსტავანიე ს კოლენ,,)(((კორუფციული გარიგებები სოჭის ოლიმპიადის და მუნდიალის მასპინძლობისთვის(მგონი სულ მცირე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი),დოპინგ–სკანდალი შარდის გამოცვლით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი არ მიიჩნევს სპორტს,როგორც მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებას და თაღლითობა შარდით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი ყველაფერს კადრულობს გამარჯვებისთვის,შესაბამისად ვერანაირი სპორტული პაექრობა რუსეთის ნაკრებთან ან რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან ვერ ჩაითვლება ამხანაგურად...
ლევანი
რუსი სპორტსმენები არ აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში ეგეთ ჟესტებსო... გაგაგიჯებს ეს ხალხი რა... იმოდენა მიწა წაგვართვეს და კიდევ მადლობელი ხართ ჟესტებს არ გვიკეთებენო? არ გინდათ ჩახვიდეთ მოსკოვში მედესანტეების დღეზე და მათ რიგებში გაისეირნოთ ქართველმა? ან ნებისმიერ დროს გაიაროთ ქართული გარეგნობით რუს სკინხედებში? არ გინდათ მთელი სიცხადით შეიგრძნოთ ქართველების მიმართ რუსების "სიყვარული და პატივისცემა"? ასე თუ გაიგებთ რეალობაში რუსი რა არის ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ წიგნების წამკითხველი თქვენ არ იქნებით, რომ რუსეთის "ნავაჟკაცარები" გაიგოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ 1783 წლიდან მოყოლებული
ქუთათური
რუსეთუმეებო სულ ცოტა ხნის წინ იყო სოჭის ოლიმპიადა და თუ სადმე არ გქონდათ თავი შეყოფილი გემახსოვრებათ საქართველოს გამოცხადებისას აფხაზეთის და სამაჩაბლოს ადგილად ჩსვენს რუქაზე როგორი ნისლი აჩვენეს და თქვენი მოკლე ჭკუით რას ფიქრობთ - ეს არ იყო პოლიტიკა და მხოლოდ დიზაინერული ჩანაფიქრი იყო? თუ რუსეთიდან ეს ჟესტი თქვენთვის მისაღებია და ქართველის ვაჟკაცური ჟესტი მიუღებელი??? გენაცვალე ლაშა მე შენ ქართულ ჯიგარში
Alika - ს
კაცი 2008-ში იბრძოდი და რუსები არ გეზიზღება? აი შენნაირები რომ იბრძოდა ბევრი, იმიტომაც იყო რომ ბევრი ისეთი მოკვდა, ვისი სიკვდილის აცილებაც შეიძლებოდა... შენ რა პატრიოტიზმი უნდა ასწავლო სხვას??? 2008-ში იბრძოდი, შენს გვერდით ქართველ ბიჭებს დამპყრობი რუსი ხოცავდა, შენს ქვეყანას მიწებს ართმევდა და შენ მოუწოდებ შავდათუაშვილს რომ ზიზღი არ გამოხატოს რუსების მიმართ?... შენნაირი მებრძოლის მქონე ქვეყანა ბოლომდე როგორ ვერ დაგვიპყრო არ გიკვირს?
ლია კობერიძე
ჯიგარი ხარ , ლაშა
lasha19
მანამდე ლაშა, ძალიან თბილად მოექცა რუსს, როდესაც დაჯახების შემდეგ, ხელი ძალიან თბილად ჩამოართვა. მერე რომ მოიგო საქარტველოს დროშაზე მიანიშნა, იარცევს კი არა, ეგ ჟესტი პუტინზე იყო გამიზნული
vato
რუსეთმა 200 წელია ასე მიწაზე დაგდებული ვყევართ, კი კორექტულად გვექვევიან მაგრამ რად გინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვეს მეტი რა უნდა გვიქნან ვერ გავიგე რომ მტერი დაუძახო.
დუდუ
დიახ ლაშა იმ სოფლიდანაა სადაც რუსებმა ითარეშეს სადაც უდანაშაულო ხალხს მთელი ცხოვრების ნაშრომი გაუნადგურეს და გადაუწვებს, სადაც უდანაშაულო კაცი მხოლოდ იმიტომ მოკლეს რომ ქართველი იყო, და ეს ყველაფერი მან თავის უბანში ნახა, სხვანაირად არც უნდა მოქცეულიყო და ყველაზე სწორი საქციელი გააკეთა, არ გინდათ ეხლა რაგაჩ სიაფანდი საუბარი და ყველამ თავის მამიდას მიხედოს. მაშინ სად იყვნენ ეგ რუსი სპორტსმენები როცა რუსეთი მიწასთან გვასწორებდა..ჩვენი უბედურება ისაა რომ მტერს მტერს არ ვეძახით და მოყვარეს მოყვარეს..და ეგაა სწორი შენს მტერთან რომ გაათმაგებულად უნდა დაიხარჯო..გენაცვალე ლაშა ოქროს ადამიანი ხარ.
Teimuraz
Teimuraz-s ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენს აზრს არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. ანონიმი ვაიქართველების და ვითომ სპორტული სულისკვეთების დამცველების, სინამდვილეში კი უბრალოდ რუსეთუმეების (რამდენი დაგროვილხართ ამ საიტზე, ფეისბუკში რატომ ვერც ერთი ვერ ბედავთ ამას?!) დემაგოგიური განცხადებები აბსოლუტურად არ მაწუხებს.
შოთა გუგეშაშვილი
ეს კაცი კვარაცხელიას და ფიფიას ზმაკაცია როგორ მოხვდა გულზე ლაშას გამარჯვება
Teimuraz---s
მოდი რა გარეთ გადი გაისეირნე..... არასპორტული და არაკორექტული საქციელია,დროშაზე მიანიშნო სხვაა და თითი უქნიო მეტოქეს სხვა!!!
Teimuraz
ალიკა, სპორტი და პოლიტიკა რუსეთისთვის არ არის გამიჯნული და მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს. მათ დოპინგი პოლიტიკის რანგში აიყვანეს. თან გიომიათ კიდეც და თუ საჭირო იქნება, ალბათ ისევ იომებთ. ლაშამაც თავისი ომი მოიგო გუშინ და კიდევ მოიგებს. იმ ჟესტს რუსი ვერასდროს ვერ გააკეთებს, რადგანაც სიმართლე არ არის მის მხარეს და იცის კარგად. ამ ჟესტის გაკეთება მხოლოდ ქართველებს და უკრაინელებს შეუძლიათ.
Teimuraz
ირაკლი, თქვენ სხვა სახელმწიფოში ცხოვრობთ, როგორც ჩანს და არა იმ საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და არა იმ საქართველოში, რომელსაც 8 წლის წინ სწორედ 7-8 აგვისტოს დაესხა თავს მტერი. თქვენ რაც გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, იმაზე 100-ჯერ მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ლაშა შავდათუაშვილს და ამიტომ კეთილი ინებეთ და თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ ვიქნებით „ვიწროშუბლიანი ურაპატრიოტები“, თქვენ კი შუბლის ძარღვი საერთოდ თუ გაქვთ, ის არის საკითხავი. დარწმუნებული ვარ, ამ სისულელეს სრული სახელით და გვარით არ დაწერდით.
me
ვულოცავ ამ გამარჯვებას მთელ საქართველოს. ეს ჟესტი ძალიან არასპორთული პოლიტიკაა. სპორტმა უნდა დაამეგობროს ერები და არა პირიქით.
irakli gigas
ვიწროშუბლიანი ურა პატრიოტებისტვის არ დამიწერია ეგ პოსტი.
Too
Pinia zaglis azrovneba
Alika
Iraklis vetanxmebi, kirilenkom dzalian koreqtulad ilaparaka,arc eniseis bichebi unda dagvaviwydes mekos ro miusamdzimres gulit,tundac tviton iarcevi avigot,kaci idzaxis lashastan vmegobrobda aranairi problema aragvaqvso.
Alika
Armeguleba qartveli romelsac lashas warmateba wyenoda da aq vigaceebma shuglis gagvivebas daanebon tavi,marto saqartvelom kiara msofliom icis lasha saidanaada samwuxarod rusebi aset gamoxtomebs ariviwyebenda rogorcwesad aqvt mwared axseneben. Nuravin damwamebs rusetumobas,ori dzma vibrdzodit 2008shi,magram sportida politika unda gaimijnos gaiget esda nugamoxvalt aq yvelazemagari patriotebi.
bergman
გენაცვალე ლაშა, ბიჭი იმ კუთხიდანაა რომელმაც ეს ომის ქარცეცხლი გამოიარა, და ისე გავიდა როგორც ბრძოლის ველზე მტერთან ჟესტიც შესაბამისი იყო, მიანიშნა რომ ქართველი იყო, უკადრისი არ უკადრებია; მარადონას სიტყვები მახსოვს როცა მთელი ინგლისი წამოიკიდა, ის დაღუპული ბიჭები მედგა თვალწინ ფოლკენდზე ინგლისელებმა რომ ამოხოცესო, ან ივო შუშაკმა პირდაპირ უთხრა ბიჭებს რუსეთის ნაკრებთან რომ გაიხსენეთ სამაჩაბლო და აფხაზეთიო, გაეშვით ამ ფსევდოჰუმანიზმს, პატივი და ღირსება კაცს რომელმაც ოკუპანტს მიანიშვა თავის დროშის დიდებაზე
giga
ირაკლი ეგ სწორედ შენ ვერ ხვდები და ვერ გებულობ. და ლაბათ გეწყინა კიდეც ღრუსის წაგება. ლაშა კარალეთიდან როა არ იცი?
Alika
Lasha dzmao dzalian magari kaci da sportsmenixar, magram politikas daanebe taviraa,mitumetes iarcevi araa cudi bichi.shentvisro gaeketebina egre,guli xo getkineboda?hoda sheeshvi tudzmaxar am intrignul ragaceebs,mibadze chirikas,kaci msoflios sauketeso dziudoistia magram emocia araaqvs kacs,ra amit akldeba rame?
ირაკლი
ვინც როგორც გინდათ გაიგეთ, მაგრამ სპორტში ესეთი რაღაცეები მე არ მიმაჩნია გამრთლებულად, გაიხსენეთ ენისეის რაგბისტები როგორ დაუდგნენ მეკოს გვერდით, ან კალათბურთში ბურთი რომ გადაგვახია რუსეთის ნაკრებმა თავზე კირილენკოს რა ღირსეული კომენტარი ჰქონდა, გეგონება საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვაო!
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
დოპინგ-სკანდალი: ნუგზარ ტატალაშვილისთვის საშიში კონკურენტი ჩავარდა
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე