13 აგვისტოს შაბათს პრემიერლიგა იწყება და ამით ყველაფერია ნათქვამი
13 აგვისტოს შაბათს პრემიერლიგა იწყება და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ასტრონომიული დანახარჯები, დიდი სამწვრთნელო დუელები, ახალი მიზნები - ეს, რა თქმა უნდა, ყოველი სეზონისთვის დამახასიათებელი ინტრიგებია, მაგრამ მომავალი ბატალიები მაინც გამორჩეულად საინტერესო უნდა იყოს ბოლო წლების ფონზე...

ახალი სეზონის მთავარი საინტრიგო ღერძი ორი ტოპმწვრთნელის დაპირისპირება იქნება - ჟოზე მოურინიო პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ.

პრიმერა დივიზიონიდან ამ ორი, განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქადაგებელი სპეციალისტის ჭიდილი პრემიერლიგაში ინაცვლებს...

როგორი იქნება პეპ გვარდიოლას "სიტი"? მას მერე, რაც ბევრმა "ტიკი-ტაკა" უკვე გამოიტირა, ელოდებიან, რომ "ქალაქელების" ფეხბურთი განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე იყო, მაგრამ საკითხავია, მზად აქვს კი პეპს წარმატების რეცეპტი პრემიერლიგისთვის, სადაც ამ ყბადაღებულ "ტიკი-ტაკას", ცალკეული ექსპერტების ვარაუდით, პერსპექტივა ნაკლებად ექნება.

ნოლიტო, ილქაი გიუნდოგანი, ლეროი სანე და ბოლოს ჯონ სტოუნზი - ეს არის გვარდიოლას მთავარი საზაფხულო "ნავაჭრი". ძველებიდან საეჭვოა სამირ ნასრის მომავალი. ამბობენ, რომ პეპს ის გულზე არ ეხატება და გაშვებას უპირებს.

შემადგენლობა ძალიან ძლიერია. გვარდიოლა ადვილად იგებდა ბუნდესლიგას, მაგრამ ინგლისი სხვაა. აქ ძალიან ბევრს აქვს საჩემპიონო ამბიცია და პეპს პირველივე სეზონში უეჭველ ტრიუმფს ვერც ვერავინ მოსთხოვს და ვერ ვერავინ უწინასწარმეტყველებს.

მოელიან, რომ პეპი 3-4-3 სისტემით ითამაშებს, წინა ხაზზე სერხიო აგუეროს, ნოლიტოსა და დავიდ სილვას ტრიოთი. გვარდიოლას უყვარს თამამი გადაწყვეტილებები.

პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და თავად ჟოზე მოურინიო - უკვე საკმარისია დიდი გადატრიალებისთვის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ის კლუბია, სადაც გუნდის მშენებლობისთვის ბევრ დროს არ იძლევიან.

ამიტომ, "განსაკუთრებულმა" რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ "წითელი ეშმაკები" რეალურად დააბრუნოს საჩემპიონო ფერხულში.

რა შეიძლება იყოს, ეს "განსაკუთრებული"? სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველამ დაინახა, თუ რას ნიშნავდა ეს ლეგენდარული კაცი "იუნაიტედისთვის". იქ ყველაფერი მოიშალა - წესრიგი, ფილოსოფია... ფერგისაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ის ყოველთვის ინარჩუნებდა გენერალურ ხაზს.

მოურინიომ ეს ყველაფერი უნდა დააბრუნოს. მაგრამ აქვს კი "ავტობუსების" მოყვარულ პორტუგალიელს საიმისო რეცეპტი, რომ უარი თქვას "თავის" ფეხბურთზე და "ოლდ ტრაფორდზე" ზეიმები მოაწყოს, თან შედეგიც დადოს? რამდენად საკმარისი იქნება ამისთვის ჟოზეს ყისმათი და ქარიზმა, ძნელი სათქმელია.

"ჩემპიონთა ლიგა ცარიელია, როცა იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის", - თქვა მოურინიომ.

სიცარიელის რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვა მხრივ მართალია - "იუნაიტედი" იქ ნამდვილად უნდა იყოს!

მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი სულ ოთხია და აბა ნახეთ, კიდევ ვის აქვს პრეტენზია იქ მოხვედრაზე - "სიტი", "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "ტოტენჰემი", რომელმაც წინა სეზონში ფინიში ჩააფლავა, თორემ...

და "ლესტერი"? სენსაციური ჩემპიონი! ამ ტიპის გუნდები ზედიზედ ორჯერ ვერ იგებენ პრემიერლიგას, ეს ზღაპარია და კლაუდიო რანიერიმაც მშვენივრად იცის, მაგრამ ვინ თქვა, რომ მის "მელიებს" ოთხეულში შეძვრომა არ შეუძლიათ?

რანიერი ნ'გოლო კანტეს შეელია და, რომ იტყვიან, კბილებით იჭერს რიად მაჰრეზს. ესეც თუ დაკარგა, მერე ძნელი იქნება თუნდაც ოთხეულზე ფიქრი.

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და არსენ ვენგერი უკვე კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.

ჯერჯერობით, "არსენალის" მთავარი შენაძენი 35-მილიონიანი გრანიტ ჯაკაა, რაც ფანებს აშკარად არ აკმაყოფილებთ, მით უმეტეს, კონკურენტების გაძლიერების ფონზე.

თან, მოსიე არსენს საკადრო პრობლემები ისედაც ჰქონდა. ტრავმირებულები არიან დენი უელბეკი, პერ მერტეზაკერი, ჯეკ უილშირი, გაბრიელი... ეს-ესაა, შეუდგა ვარჯიშს ლორან კოშელნი.

"ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ ახლა კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული კონტინგენტი რაც შეიძლება უკეთ მოვამზადოთ ახალი სეზონისთვის", - თქვა ვენგერმა.

დიახ, ის რჩება ბაზარზე და რაღაცას ცდილობს. აქეთ შკოდრან მუსტაფის "ეჩალიჩებიან", იქით მაჰრეზს... ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, პრემიერლიგის სტარტი "არსენალისთვის", ალბათ, ვერ იქნება შთამბეჭდავი, დანარჩენიც მერე გამოჩნდება...

ძალიან საინტერესო იქნება რას იზამს იურგენ კლოპი "ლივერპულში". წინა სეზონში მან შუა გზაზე ჩაიბარა გუნდი და გამოაცოცხლა კიდეც, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ახლა ის თავად უძღვება სელექციასაც და საწვრთნელ პროცესსაც, ამიტომ, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ცხადია, თავადვე იქნება.

ვერ ვიტყვით, რომ "წითლებს" შთამბეჭდავი სატრანსფერო კამპანია ჰქონდათ და ეგებ, ამ მხრივ, კლოპი ვენგერზე არანაკლებ იმსახურებდეს კრიტიკას. გუნდიდან წავიდა მცველი მარტინ შკრტელი, შევსება კი, ავ თვალს არ ენახვებაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით...

მაგრამ კლოპი მაინცდამაინც ვარსკვლავებთან მუშაობით არასოდეს გამოირჩეოდა, ის ამით არ გაუცნია საფეხბურთო სამყაროს.

სამაგიეროდ, ემოციურმა გერმანელმა იცის, როგორ გააკეთოს კარგი გუნდი კარგი (მაგრამ რიგითი) ფეხბურთელებისგან და სწორედ ეს უნდა დაამტკიცოს ამ სეზონში.

რა მოლოდინებია ანტონიო კონტესგან? ვარჯიშებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ მან უკვე დააყენა "ჩელსიში" ქარიშხალი. იტალიელმა მიძინებული "არისტოკრატია" უნდა გამოაღვიძოს. ხასიათიდან გამომდინარე, მას შეუძლია, მაგრამ მარტო ხასიათი ვერ უშველის ამ საქმეს, საკადრო რესურსიც აუცილებელია.

"სტემფორდ ბრიჯზე" კონტეს მისვლა რაღაცნაირად ჰგავს 2004 წლის ზაფხულს, როცა მოურინიოს საოცარი ეპოქა იწყებოდა. მაგრამ მოურინიოსგან განსხვავებით, რომან აბრამოვიჩი ჯერჯერობით არ ანებივრებს კონტეს მეგატრანსფერებით. ნ'გოლო კანტე და მიჩი ბაჩუაი - ამ ეტაპზე სულ ეს არის.

თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო და ვნახოთ...

ერთი რამ არის - იტალიელმა იცის საქმის კეთება და ეს უკვე დაამტკიცა იტალიაში, მაგრამ ინგლისი სხვაა. ძნელად სავარაუდოა, კონტეს პირველივე სეზონში "ჩელსი" დიდ გარღვევას ეწიოს...

ამბიციები ექნება "ტოტენჰემსაც". მით უმეტეს, მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში რჩება ის კონტინგენტი, ვინც პრემიერლიგის დაარსების (1992) შემდეგ "მამლებს" საუკეთესო შედეგი (მესამე ადგილი) მოუტანა.

მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ - იმავე "ტოტენჰემს", იმავე "ლესტერს" გასულ სეზონში ვერ ექნებოდათ ესოდენ შთამბეჭდავი სეზონი, რომ არა გრანდების ტოტალური ფიასკო. ოღონდ, აქ ერთი წუთითაც არ ვაკნინებ მათ დამსახურებულ წარმატებებს იმ მოცემულ მომენტში.

ამდენად, მგონია, რომ "ლესტერსა" და "ტოტენჰემს" ჭიდაობა მოუწევთ ევროპალიგის ზონისთვის, რაზეც "ევერტონსაც" უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ახლა უკვე რონალდ კუმანთან ერთად, იმ კუმანთან, ვისაც წინა ორ სეზონში ძალიან კარგი "საუთჰემპტონი" ჰყავდა.

ეს "საუთჰემპტონი" ახლა ფრანგი კლოდ პიუელის ხელშია. პიუელი განსწავლული მწვრთნელია და ალბათ არ მოუკლებს სიჩქარეს.

საინტერესო იქნება "სუონსი" იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინის ხელში. ეს ის კაცია, ვისაც ფაქტობრივად არაფრისგან ძალუძს კარგი გუნდების დაყენება.

ყველა დარწმუნდა, რომ დევიდ მოიესის საქმე არ ყოფილა გრანდებში მუშაობა. ამას განსაკუთრებული გაქანება და ქარიზმა სჭირდება, მაგრამ ვინ იტყვის, რომ შოტლანდიელს ზოგადი კვალიფაკაცია დაეწუნება? "სანდერლენდი" სწორედ რომ ზედგამოჭრილი უნდა იყოს მისთვის...

მებრძოლი გუნდი ჰყავს სლავენ ბილიჩსაც. "ვესტ ჰემმა" კარგად ივაჭრა ამ ზაფხულს - ანდრე აიუ, სოფიან ფეგული, გოხან ტორე... "ჩაქუჩები" არ იჯდებიან გულხელდაკრეფილები...

დანარჩენები დეკორაციებს ჰგვანან, თუმცა, მხოლოდ - ჰგვანან, თორემ ვინ იცის, რა სიურპრიზებს გვიმზადებენ...

პრემიერლიგა. I ტური

13 აგვისტო, შაბათი

ჰალი-ლესტერი 15:30

დისკვალიფიკაცია: ჰუთი (ლესტერი)

ტრავმა: ბრიუსი, დოუსონი, მაკგრეგორი, ოდუბაჯო (ჰალი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +5=4-6, (15-16)

ევერტონი-ტოტენჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: დემბელე (ტოტენჰემი)

ტრავმა: ბეშიჩი, პენინგტონი (ევერტონი), ნ"ჯიე, ვერტონგენი (ტოტენჰემი)

ნაკრებში: სონი (ტოტენჰემი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 157 თამაში: +48=51-58 (202-236)

მიდლსბრო-სტოკი 18:00

დისკვალიფიკაცია: -

ტრავმა: აიალა, ესპინოსა, ჰასბენდი, ლედბიტერი (მიდლსბრო), აფელაი, ეარლენდი (სტოკი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 თამაში: +26=12-20 (90-71)

საუთჰემპტ.-უოტფორდი 18:00

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: ბერტრანდი (საუთჰემპტონი), ქეთქართი (უოტფორდი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +9=6-10 (35-39)

კრ. პალასი-ვესტ ბრომვ. 18:00

დისკვალიფიკაცია: -

ტრავმა: კემპბელი, საკო, ტომკინსი (კრ. პალასი), ბრენტი (ვესტ ბროვიჩი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +12=13-18 (52-57)

ბარნლი-სუონსი 18:00

დისკვალიფიკაცია: -

ტრავმა: ფ. ფერნანდესი (სუონსი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +3=2-5 (12-13)

სიტი-სანდერლენდი 20:30

დისკვალიფიკაცია: -

ტრავმა: გიუნდოგანი (სიტი), დეფო (სანდერლენდი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 125 თამაში: +62=20-43 (228-179)

14 აგვისტო, კვირა

ბორნმუთი-მანჩესტერ იუანიტედი 16:30

დისკვალიფიკაცია: სმოლინგი (მანჩესტერი)

ტრავმა: ჰინდმენი (ბორნმუთი), ბორტვიკ-ჯექსონი (მანჩესტერი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=0-1 (3-4)

არსენალი-ლივერპული 19:00

დისკვალიფიკაცია: -

ტრავმა: გაბრიელი, მერტეზაკერი, უელბეკი (არსენალი), კარიუსი, ოჯო, სახო (ლივერპული)

ნაკრებში: გნაბრი (არსენალი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 186 თამაში: +68=51-67 (256-261)

15 აგვისტო, ორშაბათი

ჩელსი-ვესტ ჰემი 23:00

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: ტერი (ჩელსი, შესაძლოა ითამაშოს), კრისუელი, ლანცინი (ვესტ ჰემი)

ნაკრებში: ობი მიკელი (ჩელსი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 91 თამაში: +38=19-34 (149-139)

გიორგი ნინიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა