საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტური
18 აგვისტოს, "დინამო არენაზე", საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-ს შეხვდება. ახლა სწორედ ამ მატჩისკენ არის მიპყრობილი დინამოელთა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ქომაგთა იმედი და ყურადღება. ლანჩხუთის "გურიასთან" შეხვედრას სწორედ ამ პრიზმაში განვიხილავდით...

"დინამო არენაზე" საქართველოს XXVIII ჩემპიონატი მეორე ტურის ამ დაპირისპირებით გაიხსნა. "დინამოსა" და "გურიის" კაპიტნებმა საქართველოს ჰიმნზე დროშა აღმართეს...

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 20 საათზე დაიწყო, თამაშის ხასიათზე საღამოს სიცხემაც მოახდინა გავლენა. მეტოქეებს პერიოდულად პაუზა სჭირდებოდათ წყლის დასალევად.

პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე სტუმრებმა შექმნეს - სახიფათო ჯარიმა ბუკა ცინცაძემ შეასრულა, მაგრამ "ცოცხალი კედლიდან" ბურთი კუთხურზე გადავიდა და ყველაფერი დინამოელთათვის მშვიდობით დასრულდა.

მე-13 წუთზე, მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ვახტანგ ჭანტურიშვილის გადაცემას "გურიის" მეკარე რატი იმერლიშვილი გადაეღობა.

26-ე წუთზე ანგარიში მაინც თბილისელებმა გახსნეს. 2 წუთის განმავლობაში ისინი სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს. ბოლოს მათე ცინცაძემ გურულების დაცვაში მარჯვენა ფლანგზე თავისუფალი სივრცე შენიშნა და შეტევაში მიკელ ალვარო ჩართო, ბასკმა ნახევარმცველმა კი კარის წინ გიორგი პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც ზუსტი დარტყმით შეარხია ბადე - 1:0.

ოთხ წუთში დინამოელებმა "გურიის" კარი მეორედაც აიღეს. საჯარიმოს ხაზიდან ჭანტურიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა. ლამაზი გოლი გამოვიდა - 2:0.

მალევე ჭანტურიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ დინამოელთა ნახევარმცველის დარტყმული მიზანს ოდნავ ასცდა. თბილისელებს გატანის შანსი კიდევ ჰქონდათ - თუნდაც 35-ე წუთზე, როცა ალვაროს მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურზე იმერლიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.

ფაქტობრივად, დინამოელებმა საქმე პირველ ტაიმში მოათავეს და მეორე ნახევარში თავი აღარ მოუკლავთ. ლანჩხუთელები კი მაღალი ტემპისა და სწრაფი კონტრშეტევების განვითარებას ვერ ახერხებდნენ. პირიქით, მესამე გოლიც გაუშვეს...

58-ე წუთზე, გიორგი პაპუნაშვილის სოლო-რეიდის შემდეგ "გურია" ხარიხამ იხსნა. იქვე, "დინამოს" მარცხენა მცველმა მატია შპიჩიჩმა ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. თუ რამდენი ხნით დაისვენებს ხორვატი, ამას გამოკვლევა დაადგენს...

მის ნაცვლად მოედანზე გიორგი თევზაძე შევიდა. ეს მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი იყო: როგორც იქნა, იურაი იარაბეკმა თამაშის შანსი იმ ახალგაზრდა მარცხენა მცველს მისცა, რომლიც უქმობაც ევროთასებზე მაინცდამაინც ლოგიკურად არ ჩანდა.

20 წლის თევზაძე, რომელიც შეტევაში ჩინებულად ერთვება, შანსს ნამდვილად იმსახურებდა, რადგან მისი შემცვლელი შპიჩიჩი ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს...

მოედანზე თევზაძის გამოჩენიდან ზუსტად სამ წუთში სწორედ მის გადაცემას მოჰყვა "გურიის" კარში მესამე გოლი - თევზაძე მარცხენა ფლანგიდან დაიძრა და საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური შენიშნა, რომელმაც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა - 3:0.

მიმდინარე ჩემპიონატში ეს "დინამოს" პირველი გამარჯვებაა.

ცუდი ისაა, რომ პაოკ-თან დაპირისპირებაში იარაბეკს საკადრო პრობლემები შეექმნა. გუნდი ორმა თავდამსხმელმა - გიორგი ქვილითაიამ და ნიკა გელაშვილმა დატოვა, მესამე, ლადო დვალიშვილი, ჩემპიონატის პირველ ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" დაშავდა და "გურიის" გარდა, ბერძნებთან შეხვედრასაც გამოტოვებს. პლუს ამას, თამაშს ვერ შეძლებენ უკვე ნახსენები შპიჩიჩი და ბულგარელი სტეფან ველევი, რომელიც ჯერ კიდევ მკურნალობს.

ევროპალიგის პლეი ოფის მატჩი კი კარსაა მომდგარი. იმედია, იარაბეკი და "დინამო" პრობლემებს გაუმკლავდებიან და პაოკ-თან ღირსეულად ითამაშებენ.

უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტური

13.08. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-გურია 3:0

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (26), 2:0 ჭანტურიშვილი (30), 3:0 ჯიღაური (65)

დინამო: სკრიბე, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, შპიჩიჩი (62. გ. თევზაძე), მ. ცინცაძე, ალვარო (46. კიტეიშვილი), ჯიღაური (68. კურიე), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი.

სათადარიგოები: ლომაია, მიქელთაძე, ზარია, კირკიტაძე

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი (69. ნ. დიასამიძე), ბ. ცინცაძე, ზ. თევზაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, ჭეჭელაშვილი (46. სტეფნიაშვილი), ნოზაძე, ფელიპე, დენიზი, ჭედია (38. მოროზენკო).

სათადარიგოები: ხვედელიძე, ზ. გელაშვილი, იმნაძე, ოლივეირა და სილვა

გაფრთხილება: თევზაძე (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

III ტური

20 აგვისტო, შაბათი

ჩიხურა-ლოკომოტივი

გურია-შუქურა

ცხინვალი-დინამო (თბ)

"ტორპედო" ისვენებს.

სერგო კორძაია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
კურიე გაიბრწყინებს პაოკთან , ეტყობ ამის იმედად არის ფიფია, დღეს რო იყიდოს თავდამსხმელი რა აზრი აქვს 2 დღეში გუნდს ვერ შეეწყობა და ალბათ იმედიც არ აქვს რომ დინამო გავა ჯგუფურ ეტაპზე/
ika
იყიდეთ თავდამხსმელი და ეგჰრევე ამოიღებთ იმ ფულს ევროპაზე რო გახვალთ!
qomagi
ფიფია, შენ იყო პუტინის მონა თუ თავდამსხმელი არ იყიდო! თუ არადა, მაშინ შეეშვი შენი თავისა და ჩვენს წვალებას და გაყიდე კლუბი!
kaxa
ნორმალურად ითამაშა დინამომ ეს თამაში,მაგარმ მაყურებლის გარეშე არაფერი არ გამოვა. თუ ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა უნდა მივიდეთ სტადიონზე და გავამხნევოთ ფეხბურთელები. ჩემი აზრით შოტლანდიის ავსტრიის საბერძნეთის პოლონეთის საშუალო კლუბებს დინამო ბევრად არ ჩამოუვარდება. მათ თამაშზე 6-7 ათასი კაცი მინიმუმ დადის და თან კარგად არის შეფუთული ეს ყველეფერი ტელევიზიით ამის გამო მათ კარგი შემოსავალიც აქვთ. მარტო ფეხბურთელი ვერ განვითარდება უფანებოდ რაც არუნდა ფული ხარჯო.წარმოიდგინეთ სელტიკის თითო თამაშს მთელი სეზონის მანძილზე 300 კაცზე მეტი არ დაესწროს დარწმუნებული ვარ მომდევნო წელს დინამოზე სუსტი გუნდი გახდება. გვახსოვდეს რომ დინამო არენა არის ჩვენი სპორტის ტაძარი და ტაძარში სიარული აუცილებელია თორემ ისე მას ეშმაკები დაეპატრონებიან.
ირაკლი
ეხლაც არ იყიდო თავდამსხმელი, ფიფია, და დაგიხატავენ ღირსეულ თამაშს პლეიოფში:))
გუჯა კახაძე
"პაოკთან" მოგებას არავინ გთხოვთ, მაგრამ ტემპს თუ არ მოუმატებთ ისეთ სტვენას ავტეხავთ მაინც გაიძულებთ სირბილს.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...