გამოცდილი ბელგიელი ნახევარმცველი, რომელსაც არაერთი კლუბი აქვს გამოცვლილი, კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
გამოცდილი ბელგიელი ნახევარმცველი სტივენ დეფური, რომელსაც არაერთი კლუბი აქვს გამოცვლილი, კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ბარნლისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა სარეკორდოდ დიდი თანხა - 8 მილიონი ფუნტი დახარჯა ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" მოყვანილ მოთამაშეში.

დეფურს ბელგიის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიხილეთ, მაგრამ ევრო 2016-ზე აღარ წაიყვანეს.

"იმედი მაქვს, ჩემს გამოცდილებას გუნდს მოვახმარ და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რაც ძალიან მომწონს. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს აქ ვარ. როცა გავიგე, რომ "ბარნლი" ჩემით დაინტერესდა, ამ კლუბზე ბევრი რამ გავიგე. დავურეკე ჩემს მეგობარს, რომელიც "ბრენტფორდში" თამაშობს და მან მითხრა, რომ წინა სეზონში "ბარნლი" ჩემპიონშიფში საუკეთესო გუნდი იყო. ასე რომ, კარგი არჩევანი გამიკეთებია", - თქვა დეფურმა.

"სტივენი დიდი ხანია ჩვენი სამიზნეა. ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით" - თქვა "ბარნლის" მწვრთნელმა შონ დიჩიმ.

2011 წელს დეფური "ევერტონს" უნდოდა და 9 მილიონ ფუნტსაც იხდიდა, მაგრამ ლიეჟის "სტანდარდს" ეს თანხა ეცოტავა. დაინტერესებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედიც", მაგრამ მერე დეფურმა ფეხი მოიტეხა და სერ ალექს ფერგიუსონმა მას პირადად უსურვა კიდეც მალე მომჯობინება, თუმცა... მერე აღარ გახსენებია.

აქვე, ვთქვათ ისიც, რომ "ბარნლიმ" გაყიდა 31 წლის მცველი დევიდ ჯოუნსი, რომელიც "შეფილდ უენსდიში" ჩაირიცხა. სხვათა შორის, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაგამოვლილია და ბოლო წლებში "ბარნლის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "ბარნლისთან" მარცხი განიცადა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
[VIDEO] ეს რა იყო? - რიშარლისონის ულამაზესი გოლი "ბარნლისთან"
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები