ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგა. III ტურის წინ: უკვე ექვსქულიანი მატჩებიც...

უმაღლესი ლიგა. III ტურის წინ: უკვე ექვსქულიანი მატჩებიც...

ტურის მთავარი მატჩი დღეს "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, სადაც ერთმანეთს "საბურთალო" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან
ფოტოზე: პაბლო ფრანკო მარტი "საბურთალოს" ვარჯიშზე

წინა ტურში მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო გასაოცრად მაღალი შედეგიანობა (ერთ მატჩში, საშუალოდ, 3.6 გოლი გავიდა). იმედი დავიტოვოთ, რომ ამ უქმეებზე გასამართ დაპირისპირებებშიც ვიხილავთ გოლებსაც და, რაც მთავარია, დაძაბულ და შინაარსიან პაექრობებს.

ისე, ორივე ჯგუფში რამდენიმე ისეთი წყვილია, გარკვეულ ინტრიგას რომ გვპირდება; არც ის არის გამორიცხული, რომ III ტურის დასრულებისთანავე შევიტყოთ კიდევ ერთი (ანუ, სეზონის დაწყებიდან - მეორე) საკადრო გადაადგილების შესახებ: მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ოთარ გაბელიამ და მის ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტი ვიქტორ დოგადაილო დაინიშნა.

თეთრი ჯგუფი

20.08. ივანწმინდა. 17:30

ჩიხურა-ლოკომოტივი

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =3 -0, 4-3

ამ ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება ივანწმინდაში გაიმართება, სადაც არა მხოლოდ "თეთრი ჯგუფის", არამედ, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ჩიხურა" ასევე ამბიციურ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ვერაფერს ვიტყვით: მართლაც სოლიდური შემადგენლობა შეკრიბა "ჩიხურაში" გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ.

თანაც, საჩხერელთა გუნდში, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობაა და ამ ფუფუნებით კი, ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ თბილისის "დინამო" თუ მოიწონებს თავს.

"ლოკომოტივს" ახლახან იუბილე ჰქონდა (80 წელიწადი შეუსრულდა დაარსებიდან) და ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდიც ყველანაირად ეცდება საიუბილეო განწყობის შენარჩუნებას. თუმცა ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ჩვენზე კარგად იციან, თუ რა რთული მატჩი ელოდებათ ივანწმინდაში.

20.08. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:30

გურია-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

6: +1=2 -3, 4-7

ამ ორი გუნდისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ გარდამავალ ჩემპიონატში "გურიას" და "შუქურას" უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. თუმცა, მოვლენების სხვაგვარად განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ და შესაძლოა, ამ ჯგუფის სხვა გუნდებს მოუწიოთ "გადარჩენაზე" ფიქრი.

მანამდე კი "გურიასაც" და "შუქურასაც" სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მართებთ: ორივე გუნდმა ორ-ორი მატჩი ჩაატარა და ჯერ თითო-თითო ქულა აქვს. მოკლედ, "გურიაც" და "შუქურაც" პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან და ამ გუნდების დაპირისპირებასაც "თავისუფლად" შეიძლება ვუწოდოთ "ექვსქულიანი მატჩი".

21.08. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 17:30

ცხინვალი-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

21: +2 =4 -15, 18:58

საქართველოს ჩემიონი, რომელიც ახლახან ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან საკუთარ კედლებში შერცხვა, "მიხეილ მესხზე" კვირას ითამაშებს. მის მეტოქე "ცხინვალს" კარგი შანსი აქვს, დინამოელთა გუნდში არსებული არცთუ სახარბიელო ატმოსფეროთი ისარგებლოს.

ტორპედო ისვენებს

წითელი ჯგუფი

20.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30

დინამო (ბთ)-დილა

ურთიერთშეხვედრები

47: +25 =13 -9, 70-31

"წითელი ჯგუფის" ლიდერების დაპირისპირებაც უდიდეს ინტერესს იწვევს: ბათუმის "დინამომაც" მშვენიერი სტარტი აიღო და "დილამაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის მაღალშედეგიანი თამაში: ლევან ხომერიკის გაწვრთნილმა ბათუმის "დინამომ" წინა ტურში 5:0 მოუგო (თან, სტუმრად) ფოთის "კოლხეთს", პრობლემებით დამძიმებულმა "დილამ" კი საშინაო შეხვედრაში ასევე დიდი ანგარიშით დაამარცხა "ზუგდიდი" (4:1).

სხვათა შორის, ამ ტურის წინ "დილაში" ახალი ლეგიონერი (ისრაელიდან) ჩაირიცხა, ყოველივე ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდი ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს მართლაც ქრონიკული ფინანსური პრობლებიდან...

20.08. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:30

სიონი-კოლხეთი

დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)

ურთიერთშეხვედრები

40: +13 =10 -17, 41-53

სეზონის დაწყებამდე "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად "სიონსაც" მოვიაზრებით, მაგრამ ბოლნისურმა გუნდმა, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ორივე სასტარტო მატჩი წააგო, თანაც, ამ ორ შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა!

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სწორედ "სიონის" წარუმატებლობაა ჯერჯერობით ამ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა. თუმცა, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, შეუთამაშებლობის პრობლემა უნდა იყოს: არმაზ ჯელაძის დამოძღვრილ "სიონში" ხომ, ფაქტობრივად, ყვე;ლა რგოლში ახალწვეულები არიან...

მასპინძლებისგან განსხვავებით, "კოლხეთი" უქულოდ მაინც არ არის: გელა სანაიას გუნდმა სეზონი გასვლითი გამარჯვებით ("ზუგდიდთან") დაიწყო, თუმცა ამას მოჰყვა სასტიკი საშინაო მარცხი ბათუმის "დინამოსთან".

ახალწვეულები "კოლხეთსაც" ჰყავს (თანაც - ლეგიონერები) და ამ შემთხვევაშიც შეუთამაშებლობის ფაქტორიც უნდა ვახსენოთ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად.

20.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:30

საბურთალო-სამტრედია

დისკვალიფიკაცია: გურამ გოშთელიანი (საბურთალო)

ურთიერთშეხვედრები

2: +1 =0 -1, 5-10

ეს მატჩი, უდავოდ, უნდა მივიჩნიოთ III ტურის უმთავრეს დაპირისპირებად: ორივე გუნდი არა მხოლოდ "წითელი ჯგუფის", არამედ, საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად მიგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში, "საბურთალოსაც" და "სამტრედიასაც", ჩვენი სუბიექტური აზრით, რეალურად შეუძლიათ, სულ მცირე, ევროტურნირების საგზურისათვის ბრძოლა.

ყოველივე ეს კი, საწყისმა ტურებმაც დაამტკიცა, როცა ესპანური "დიასპორით" გაძლიერებულმა "საბურთალომ" საგარეო გამარჯვება მოიპოვა სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერებულ "სიონთან", ხოლო წინა სეზონის ვერცხლის პრიზიორმა "სამტრედიამ" ორ მატჩში 4 ქულის მოპოვება შეძლო.

ამ გუნდების დაპირისპირება მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელითაც" უნდა იყოს საინტერესო: პაბლო ფრანკო მარტინიც ("საბურთალო") და გია ცეცაძეც ("სამტრედია") შემტევ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და ეს ფაქტორიც კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს "წითელი ჯგუფის" ფავორიტთა პაექრობას.

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "საბურთალო" და "სამტრედია" პირველად წინა სეზონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი უხვგოლიანიც გამოდგა და საინტერესოც! პირველ წრეში, "ბენდელაზე" რომ ჩატარდა, გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ" მართლაც თვალსასეირო შეხვედრაში აჯობა "სამტრედიას" (3:2).

აი, მეორე წრეში კი "სამტრედიამ" ისეთი რევანში აიღო, "საბურთალოს" ახალგაზრდა მწვრთნელ-ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხანი რომ არ დაავიწყდებოდათ: იმერულმა გუნდმა 8:2 გაიმარჯვა!

სხვათა შორის, სწორედ ამ მატჩის მერე მოვიდა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი, რასაც მოჰყვა კიდეც შთამბეჭდავი სერია: "ხეტაფეს" ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით "საბურთალომ" რვამატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო"...

ზუგდიდი ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Tom

აი ძAლიან საინტერესოა რის შAფუძVელზე ამბობთ რომ შAბურთAლო ჩემპიონატის ერთEრთI ფავორიტიაო? ჯერ ერთI იმ 3:2 ის დროს შAბურთAლოს არ უჯობნია სამტრედიისთVის. Mეკარემ გაიტანა საკუთAრ კარშI. შAმტრედიას ქონდა უპირატესობა და Uბრალოდ გაუმართLა ქინძEბს.

• alessandro

თქვენ ეხლა ამას მიმოხილვას ეძახით? არ გრცხვენიათ? რისთვის ისწავლეთ, რისთვის მუშაობთ რომ ასეთი სტატიები დაწეროთ? სად არის ანალიტიკა, ჟურნალისტირი აზრი, არგუმენტები? ასეთ ტურის წინა მიმოხილვას ჩემი 12 წლის შვილი დაწერს უპრობლემოდ. დინამოს და ზოგადად ქართულ ჩემპიონატს და ფეხბურთს რომ აკრიტიკებთ პაოკთან წააგოო, აბა შეადარეთ თქვენი თავი ბერძნულ პრესას. თქვენი ჩამორჩენა იგივე ბერძნულ პრესასთან 0-3 ზე რომ უფრო დიდია თუ იცით საერთოდ? ასეთი მოღვაწეობის კვალობაზე რა უფლებით აკრიტიკებთ გინდა ფეხბურთელებს და გინდა ფეხბურთის მესვეურებს?!

• Goga

Sponsorebma risi xatrit unda chadon ak fuli? Vis gakidian an stadionze mova vinme? Vinc fuls debs fexburtshi tu sxvagan iman mogeba unda 'axos tore cxalshi gadasakreli fuli aravis akvs.kvela umaglesi ligis gunds unda kavdes kerzo mepatrone da unda okos gundebi uzrunvelkofili stadionit bazebit da kvelanairi infrastrukturit.mashin ikneba konkurencia da gaizrdebian didi fexburtelebi.dges ki chveni chempionati aris karikatura da shedegebic shesabamisia

• შოთა გუგეშაშვილი

დილასი სპონსორები გაქრენ უკვე

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ

გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა