"უკრაინელმა რომ წააგო, მერე ახმაურდნენ. არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში"
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

ვეტერან ქართველ ცნობილ ფალავანს, თემურ ყაზარაშვილს წილად ხვდა ბედნიერება, მოხვედრილიყო მსოფლიოს იმ რჩეულ არბიტრთა შორის, რომლებსაც რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ტურნირის მსაჯობა ანდეს.

თემურმა არაერთი შეხვედრა იმსაჯა მაღალ დონეზე მისთვის დამახასიათებელი ობიექტურობით. ტურნირის დამთავრების შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა.

- სიმართლე გითხრათ, ამ ოლიმპიადაზე, მსაჯობის გარდა, მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი და ვარ. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებდი ოლიმპიურ სარბიელზე ასპარეზობის დღეებში მათ გასამხნევებლად და მხარდასაჭერად. სპორტსმენი მეც ვიყავი და კარგად ვიცი ყურადღების ფასი, - გვითხრა რესპონდენტმა.

- საინტერესოა ქართველი მოჭიდავეების გამოსვლის თქვენეული შეფასება...

- კმაყოფილი ვარო, ვერ ვიტყვი. არც არავინ ამბობს. უკეთ გამოსვლა შეიძლებოდა. მე სულ ვამბობდი, რომ ორი მედალი გვექნებოდა, მაგრამ ერთს დავჯერდით.

- ყველაზე მეტად ვისი ხილვა გეიმედებოდათ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე?..

- ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, ზურაბ დათუნაშვილისა და შმაგი ბოლქვაძის ძალიან დიდი იმედი მქონდა. უკვე თავისთავად მრავლის მთქმელია, რომ ბოლქვაძემ ოლიმპიურ ჩემპიონს დააყრევინა ფარ-ხმალი საჭიდაო ხალიჩაზე. სავარაუდო მედალოსანთა შორის მე ამ ბიჭს ყოველთვის პირველ რიგში ვასახელებდი, მჯეროდა მისი შესაძლებლობების.

- და გაამართლა კიდეც. რა გაძლევდათ რწმენის საფუძველს?

- დიდი ხანია ვაკვირდები და დავრწმუნდი, რომ შმაგი ძალიან მშრომელი ბიჭია, მიზანსწრაფული. გააჩნია დიდი სპორტსმენისთვის აუცილებელი თვისებები და უნარ-ჩვევები, რაც მისი პირადი მწვრთნელის, ვაჟა კრავეიშვილის დამსახურებაა. ამ ბიჭმა, დებიუტანტი ოლიმპიელის კვალობაზე, მართლაც ჩინებულად იასპარეზა, ყველაფერი გააკეთა და დაიმსახურა ის, რაზეც ბევრი, ძალიან ბევრი ოცნებობს.

დათუნაშვილის წარმატების მეც და ბევრ სხვასაც სჯეროდა. ამ იმედით მეგონა, მინიმუმ ორ მედალს დავიმსახურებდით. ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან იაკობ ქაჯაიამ.

- ოლიმპიადაზე მსაჯობდით და უკეთ ხედავდით ყველაფერს. ხომ არ გვჩაგრავდნენ? საერთოდ, მსაჯობაზე რას იტყვით?..

- სასაყვედურო მსაჯობაში არც ჩვენების და არც სხვების მიმართ ნამდვილად არაფერია. შერჩეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური არბიტრები. მათი მუშაობის ყველაზე კარგი შემფასებელი ის არის, რომ მინიმუმამდე იყო დაყვანილი მსაჯობით უკმაყოფილება.

- უკრაინელებმა ერთი ამბავი ატეხეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა ფინალურ შეხვედრაში მსაჯად თქვენი დანიშვნის გამო. მიზეზი კი მოსკოველი ჩაკვეტაძის ქართველობა გახდა...

- დანიშვნაზე არა, უკრაინელმა რომ წააგო, მერე ახმაურდნენ. მანამდე ხმა არავის გაუღია. ძალიან კარგადაც იცოდნენ, ვინც ვიყავი. ან რა უნდა ეთქვათ, დამნიშნეს მსაჯად და მორჩა. არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში.

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
რა ქონდა ჩაკვეტაძეს მისახმარებელი დაახია ტრუსიკი თავზე ამ ნიგერს! და თუ მიეხმარა ღმერტმა გაუმარჯოს აბა ვის უნდა მიხმარებოდა აფროუკრაინელს?ცოტა აზრზე მოდიტ!სერბს თუ მიეხმარენ მე ეს შეხვედრა არ მინახია რა გიკვირთ ლალოვიჩი იციტ ვინ არის?
სოსო
თემურ ყაზარაშვილი მართლა მაგარი მოჭიდავე იყო,მაგრამ თუ შმაგის ნახევარფინალის მსაჯობასთან პრეტენზია არ აქვს ,,ზნაჩიტ"ერთი ბანდაა დასაერ თოდაც კლასიკური ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია ძირფესვიანად დასაფერთხია.
giga
1 შენ იმსაჯე კარგად და მეორე ბოლქვაძეს უმსაჯეს კარგად სერბთან
Irakli apkhaidze
ისეთივე მართალი ხარ, როგორი მართალიც შმაგისთან იყო მსაჯი ნახევარფინალში
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ალ-იტიჰადი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავს
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]
ბიჭი მებრძოლი სულით - ინტერვიუ შმაგი ბოლქვაძესთან