საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. III ტური
ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში "გურიამ", უშუალო კონკურენტებთან უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ფრედ ითამაშა, რამაც თემურ მახარაძე უსამსახუროდ დატოვა - მატჩის დასრულებისთანავე კლუბმა გაწყვიტა კონტრაქტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი წარუმატებლობის შემთხვევაში ამის უფლებას აძლევდა.

არადა, გამოცდილი სპეციალისტი შეიძლებოდა ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო, მის შეგირდს ამჯერად მაინც რომ გამოეყენებინა 11-მეტრიანი - თუ წინა შემთხვევაში ("ცხინვალთან") უკრაინელმა ევგენი მოროზენკომ ძელს მოარტყა, ბრაზილიელმა დინიზმა იმ მხარეს ააცილა, რომელიც აზამატ ჯიოევს ისე ჰქონდა დაცული, ბურთი კარში რომ წასულიყო, მისი ნადავლი იქნებოდა.

ამას არ შეუშლია ხელი "შუქურას" მეკარისთვის, მატჩის გმირი გამხდარიყო - ერთხელ მოროზენკოს სახიფათო ჯარიმა უკუაგდო და თორნიკე სტეფნიაშვილის დამატებას სასწაულებრივად გადაეფარა, ბოლოსკენ კი ახლოდან ლუკა იმნაძეს არ გაატანინა; მერე დამატებაზეც ჩინებული რეაქცია გამოავლინა, რამაც მეტოქე უმწვრთნელოდ დატოვა.

"გურიის" თავკაცი საერთოდ წაგებით რომ არ წავიდა, ამას უკვე რატი იმერლიშვილს უნდა უმადლოდეს - "შუქურას" ერთადერთ შანსს ლანჩხუთელთა მეკარე და კაპიტანი ჩინებული რეაქციით დაუხვდა.

...მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "გურიისა" და "შუქურას" ვეტერანების, მურმან ძაგანიასა და გიორგი კომახიძის ხსოვნას. ამ უკანასკნელის შვილმა შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და, თქმა არ უნდა, ასეთი მწუხარებისას ირაკლის თამაში პატივისცემას იმსახურებს.

P.S. "გურიას" უკრაინელი სპეციალისტი გაწვრთნის, რომელიც გუნდს უკვე მომდევნო ტურში, "ლოკომოტივთან" უთავკაცებს. მას ორი თანამემამულე მოჰყავს - ფორვარდი და შუახაზელი. ახალწვეულთა ვინაობას კლუბი ამ დღეებში დაასახელებს.

უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. III ტური

20.08. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-შუქურა 0:0

გამოუყენებელი პენალტი: დინიზი (36. გურია)

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ცინცაძე (46. ჭეჭელაშვილი), პატერსონი, ჩადუნელი, თევზაძე, მოროზენკო, ფილიპე, სტეფნიაშვილი, დინიზი (76. იმნაძე), ეუჟენიო (53. დიასამიძე).

სათადარიგოები: ხვედელიძე, ჭეიშვილი, ნოზაძე, გელაშვილი.

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, მირცხულავა, ჭეჟია, მამულაშვილი (76. ჩაჩუა), არზიანი (67. მალანია), საბაძე, შალამბერიძე (63. ომანიძე), კუტალია, ჩელებაძე, ბერიაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, ალიევი, ჭანუყვაძე, დაგარგულია

გაფრთხილება: მირცხულავა (36), თევზაძე (40), იმერლიშვილი (58), პატერსონი (62), არზიანი (65), დიასამიძე (90+3), ომანიძე (90+3)

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო ტური

27 აგვისტო

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი-გურია

შუქურა-ცხინვალი

ტორპედო-ჩიხურა

დინამო (თბ) ისვენებს

წითელი ჯგუფი

კოლხეთი-საბურთალო

დილა-სიონი

ზუგდიდი-დინამო (ბთ)

სამტრედია ისვენებს

ბომბარდირები

თ. შონია (დინამო, ბთ) 4

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 3

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho txilashvili
წარმატება აზამათ
ირაკლი
ნამდვილად კარგი მეკარეა, ჩემპიონატის გამორჩეული მეკარეა, უკვე მესამე სეზონს ატარებს ქობულეთში, ამასთან ძალიან სტაბილურია
gaioz
შუქურას მეკარე საქართველოს მოქალაქეა? მაგარი ბიჭია და თან ახალგაზრდაა ეგ კიდევ მოუმატებს და ლორიას მერე ნაკრებისთვის მშვენიერი კანდიდატია....
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
როგორ მოხვდა "სპარტაკის" მეკარე "შუქურაში"? ინტერვიუ აზამატ ჯიოევთან
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
ლოკომოტივი-გურია 2:1 - შანსები ცივსისხლიანად გამოიყენეს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ცხინვალი-გურია 2:1 - დიდი შემობრუნება
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტურის წინ: შეუთამაშებლობა და მაღალი ტემპერატურა
ილია სტურუა: უნდა მოვუმატო და რაც შეიძლება, ძლიერ ლიგაში მოვხვდე
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიამ" ამხანაგური მატჩი ბათუმის "დინამოსაც" მოუგო
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..