რა ბედი ეწევა "ჩელსის" თავკაც კარლო ანჩელოტის?
რა ბედი ეწევა "ჩელსის" თავკაც კარლო ანჩელოტის? ეს კითხვა ინგლიურ მას მედიაში აქტუალური გახდა. ერთ გამოცემას თავად იტალიელი მწვრთნელის პრესკონფერენციიდან ასეთი ციტატა მოჰყავს:

"ცხოვრებაში არ გადავმდგარვარ. სამსახურიდან გაქცევა არ მჩვევია, საქმეს არასდროს ვანებებ თავს. ჩემი გაშვება-დატოვების ამბავი მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, მე ამაზე ლაპარაკს ნუ მომთხოვთ. ჩემი საქმე დაუღალავი შრომაა. ვცდილობდი და მომავალშიც შევეცდები მაქსიმუმს მივაღწიო. ეს ფეხბურთია, კაცი ასეთი პერიოდისთვის მზად უნდა იყო და ის საკუთარი თავის რწმენით უნდა დაძლიო".

მაგრამ, სხვა გამოცემამ კვირა საღამოს თვალი მთელ ევროპას გადაავლო და დაინახა, რომ ანჩელოტის სამშობლოში "რომა" უმწვრთნელოდ დარჩა - კლაუდიო რანიერი გადადგა. ბედის ირონიაა, რომ რანიერი თავად "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელია.

ამრიგად, ანჩელოტი ზეწოლის ქვეშაა - განსაკუთრებით ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გავარდნის შემდეგ - "რომას" კი მწვრთნელი სჭირდება... თან, პრესაში გაჟონა ამბავმა, რომ ინგლისის ჩემპიონთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა კლუბის დირექტორის წევრები უკვე შეკრიბა და კრიზისთან დაკავშირებული თათბირი ჩაუტარა. ამბობენ, რომ ანჩელოტის მსგავსად აბრამოვიჩიც ფიქრობს, რომ მისი გუნდის მილიონერ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ორი თამაშობს ისე, როგორც უნდა თამაშობდეს - ჯონ ტერი და ბრანისლავ ივანოვიჩი - დანარჩენებს კი დროა გაახსენდეთ, რომ იმ ხელფასად, რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" იღებენ, გაცილებით უკეთ მართებთ თამაში.

რუსმა მილიარდერმა იანვარში ფერნანდო ტორესსა და დავიდ ლუიზში გვარიანი თანხა, 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ იმისათვის, რომ თავის ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი კონკურენცია აგრძნობინოს, მზადაა ზაფხულში კვლავ გაიკრას ჯიბეზე ხელი. გარდა ამისა, აბრამოვიჩი არ მალავს, რომ საკუთრივ "ჩელსის" ახალგაზრდათა გადაყვანაც სურს წინა პოზიციებზე. ამას რომ ამბობენ, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ჯოშ მაცეჩრანსა და "ფულჰემში" გაქირავებულ გაელ კაკუტას გულისხმობენ.

მაგრამ, როგორც ინგლისური ტაბლოიდები წერენ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აბრამოვიჩს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია რა მოუხერხოს ანჩელოტის - მწვრთნელმა, რომელმაც შარშან პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გაიმარჯვა, წლეულს შეიძლება საერთოდ ვერაფერი მოიპოვოს. ამის მიუხედავად, ანჩელოტის შემცვლელი ჯერ არ ჩანს. ლაპარაკია სამ თუ ოთხ კანდიდატზე, რომელთა შორის ყველაზე სასურველი "ჩელსის" თავკაცად უკვე ნამუშევარი გუს ჰიდინკია, მაგრამ ჰოლანდიელმა თქვა, რომ თურქეთის ფეხბურთის ასოციაციასთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს და მის დარღვევას არ აპირებს - თურქთა ეროვნული გუნდის მწვრთნელობაში ჰიდინკს წელიწადში 8 მილიონ ევრომდე აქვს.

ამბობენ, რომ კიდევ ერთი კანდიდატი "პორტუს" თავკაცი ანდრე ვილას-ბოასია. ის, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსის" სკაუტი გახლდათ. ლაპარაკობენ "ფულჰემის" თავკაც მარკ ჰიუზზეც, რომელიც 1995-98 წლებში "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშობდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა