საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პოლონეთის მინი-ტურნირში მე-3 ადგილისთვის მატჩში დღეს მასპინძლებს დაუპირისპირდება
60:73 - ნაცნობი ანგარიშია, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე სწორედ ასე დავმარცხდით საბერძნეთთან, თუმცა გაცილებით სასიამოვნო 2005 წელს დაფიქსირებული 73:60 იყო, როდესაც მაკედონიის ნაკრები თბილისში დავამარცხეთ. გუშინ შვედეთთან, პოლონეთის ტურნირზე ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა, მეტოქის სასარგებლოდ.

ეს იყო ამხანაგური შეჯიბრების ნახევარფინალი, რომლის წაგების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინალში ვერ გავიდა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის განაგრძობს.

მეორე ნახევარფინალში მასპინძელი პოლონელები ბელგიასთან 13 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს ბელგიელ "ლომებთან" და 55:58 დათმეს. შესაბამისად, ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგია და შვედეთი წარდგებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველო და მასპინძელი პოლონეთი დაუპირისპირდებიან.

სწორედ ჩვენი და პოლონელების ბრძოლას ელოდა გულშემატკივარი ფინალში... შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

დავუბრუნდეთ 24 აგვისტოს გამართულ მატჩს. საქართველოს მეტოქე შვედეთს NBA-ში ნათამაშები არც ჯეფრი ტეილორი ჰყავდა და არც იონას იერებკო. თუკი დანაკლისზე მიდგება საქმე, საქართველოს ნაკრებს არანაკლები დანაკლისი ჰქონდა. მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გუნდს ვერ დაეხმარებოდა თორნიკე შენგელია, ხოლო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მაიკლ დიქსონმა ფეხის ტრავმა მიიღო და დარჩენილ დროში ქართველებს ვერ დაეხმარა.

დანაკლისის გამო მეტი სათამაშო დრო მიეცათ სათადარიგოებს. დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს საკმარისი სათამაშო დრო ერგოთ. ოფიციალური მატჩების წინ მათთვის ნამდვილად სასარგებლო იყო შვედეთის დარ გუნდთან გამოცდილების მიღება. მათ მწვრთნელს უჩვენეს, რაც შეუძლიათ.

საერთო ჯამში, ქართველებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს. აქედან 5 სამიანი სანაძისა და ბურჯანაძის ანგარიშზეა. ჩვენმა ნაკრებმა კი ვერ მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა და 11 სამქულიანი მიიღო. სწორედ შორი სროლები გახდა მიზეზი წაგებისა, რადგან ფარქვეშ ქართველებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით ნაკლები მოხსნა მიითვალეს.

მესამე პერიოდში ქართველების ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მობილიზებისა და შეუპოვარი თამაშის წყალობით მეოთხედის დასრულებამდე სხვაობა 4 ქულამდე შევამცირეთ (52:56), მაგრამ ქართველების შედეგიანმა თამაშმა დიდხანს ვერ გასტანა. შვედებმა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და ზუსტი სროლებით მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე ისე მიყვანა, რომ ვითარება ბოლო წუთებზე არ დაძაბულა - 73:60.

შვედებს 18 ქულით ტობიას ბორგმა ულიდერა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუდვიგ ჰაკანსონმა (4 სამქულიანი), ხოლო კრისტოფერ ჩერაპოვიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ფაჩულია, 13 ქულა და 7 პასი მიითვალა გიორგი ცინცაძემ, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

პოლონეთის ტურნირი

24 აგვისტო, პოლონეთი

შვედეთი-საქართველო 73:60

22:18, 16:15, 18:19, 17:8

შვედეთი: პერსონი, ბორგი (18ქ), კიელბომი (2ქ), პიტა (1ქ), გადეფორსი (2ქ), მასამბა (7ქ), პალმბადი, ჰაკანსონი (13ქ, 8პ), ჩერაპოვიჩი (11ქ, 9მ), ლინდკვისტი (10ქ), სპაირესი (2ქ), ენგსტრომი (7ქ).

საქართველო: ლეჟავა, დიქსონი (2ქ), ზაქრაძე, ბოისა, ფაჩულია (15ქ, 4მ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ, 3მ), სანაძე (10ქ, 7მ), სანიკიძე (7ქ, 3მ), ბურჯანაძე (9ქ, 8მ), ბექაური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
და რა კოკოშკოვის დროს არ ვაგებდით ამხანაგურებს თან პანტაპუნტით ეს არის ამხანაგური თამაშები მთავარია შესარჩევში არ ჩავისვასროტ და ნაკლები იყოს შეცდომები რაც შეეხება ცვენი კალათბურთის მომავალს და ნაკრებს ზოგადად ჩემი აზრიტ ძალიან მძიმე დროება გველის.თაობა არ ჩანს და დონე ნელა ნელა ეცემა ნაკრების რაც ძალიან საწყენია.
შოთა გუგეშაშვილი
კოკოშკოვის დროსაც გვაკლდენ კალატბურტელები მაგრამ ვტამასობდიტ ნუ იმარტლებტ ტავცს
ნიკა
"ლაშა"-ს. მთლიანად გეთანხმები. საქარტველოს ჩემპიონატის თამაშებზე გულშემატკივარი არათუ გასამხნევებლად, მცირე ინტერესის გამოც კი საერთოდ არ დადის, თანაც შესვლა უფასოა. ჰოდა, რუსეთის უძლიერეს ნაკრებს თუ ვერ უგებენ, შეურაცხყოფას აყენებენ კალათბურთელებს. ჰო, ეგ მშობლების დამოკიდებულება ნამდვილი პრობლემაა. საქართველოში ხომ შვილი 50 წლამდე "ბავშვია". დედიკომ უნდა მოუაროს, თანაც ზედმეტი ვარჯიში არ შეიძლება, "ბავშვი" არ გადაიღალოს:)
ლაშა
ზუროსი ზალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, მასზე პრეტენზია ტყუილად ნუ გექნებათ. ნაკრების პრობლემა ძალიან "მოკლე სკამია", ძირითადი ხუთეული შემცვლელი ერთიც კი არავინაა. ამ ხუთ კაცში ორი თუ ტრავმირებულია, გამოდის, სამი კაცია რეალურად მოედანზე. ზაზა ფაჩულიაც ძალიან გადაღლილი ჩანს. ასაკობრივ ნაკრებებსაც ვუყურებ, პერსპექტიული თითქმის არავინ ჩანს. ეს მარტო მწვრთნელებზე არ არის დამოკიდებული. ნიჭიერი თაობა არ მოდის, თანაც ძალზე ზერელედ ეკიდებიან საქმეს, ცუდად იქცევიან მშობლები. 18-20 წლის ახალგაზრდებს დედები და მამები რომ მიყვებიან და პატარა ბავშვებივით ექცევიან, შედეგად უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალს ვრებულობთ. ერI პრობლემა ისიც არის, 18 წლის ადამიანს(16 წლიანებზე საუბარიც არ არის), თუნდაც კარგი მონაცემებით, მშობლების გარეშე ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ უნდა თუ არა კალათბურთელობა. ამიტომ, ზერელედ ეკიდებიან საქმეს. ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები ერთად, ანუ მთავარ მწვრთნელთან ცოტა დროს ატარებენ, კალათბურთელის თვისებები, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, ე.წ. "ჯიგარი", აგრეთვე სამშობლოსადმი დამოკიდებულება და სხვა თვისებები მან ოჯახში, სკოლაში და კლუბში უნდა შეიძინოს. ცალკე თემაა, მიმაჩნია, უმთავრესი- გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს საერთოდ არ ყავს, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება მატჩებზე უფასოა. ეს ამცირებს სპორტსმენის მოტივს და თვლის, რომ კარგად ითამაშებს, თუ ცუდად, მაინც არავინ ხედავს. ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ თამაშებზე 3-4 ათასი ადამიანის მისვლა არაფერია. გასული საუკუნის წარმატებები სპორტის გუნდურ სახეობებში(ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, წყალბურთი) ვისაც ახსოვს, ან გაუგია, ლომის წილი სწორედ გულშემატკივარს და მხარდაჭერაზე მოდიოდა. სპორტსმენები მათ გამო ბოლომდე იხარჯებოდნენ. ახლა, ცარიელ დარბაზებსა და სტადიონებზე არარ ცდილობენ თავის გამოჩენას და ტალანტიც(თუ ასეთი აქვთ) ნელე-ნელა ფერმკრთალდება. ალბათ, ოდნავ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს სიმართლეა. გულშემატკივარი, ისიც მცირედი, მხოლოდ ბოლო სტადიაზე, ეროვნული ნაკრების სედეგს ითხოვს, მათი ჩართულობა და გვერდზე დგომა კი, ნულის ტოლფასია.
dato
თითქმის ყველა წამყვანი კალათბურთელი 30 წელს გადასცდა, რეგრესირებენ, შემცვლელები კი არ ჩანს. გადახედეთ ასაკობრივი გუნდების თამაშებს, ყველა B დივიზიონში გამოდის და ჯგუფიდანაც ვეღარ გადიან.მე პირადად არ გამიკვირდება ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ ვერ გავიდეთ, ასეთია რეალობა.
ზვიადი
დიდად ჩახედული კალათბურთში არც მე ვარ, მაგრამ იგივე რუსეთთან სპორტის სასახლესთან ჩატარებულ მატჩში ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ წუთშესვენების აღებას საკმაოდ აგვიანებდა - ასე 6-9 ქულიანი გაქცევის შემდეგ.
giga
პერიმეტრს ისევ ვერაფერს ვერ ვუხერხებთ.

სამწუხაროდ ასაკში შედიან ისინი ვინც თამაშობდნენ, შემცვლეკები კი არ ჩანან, დროთა განმავლობაში გაგვიჭირდება უფრო თუ არ გამოჩნდა ახალი თაობა.
Buba
ზუროსი სახელოვანი მწვრთნელია, საუბარი არ არის, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების მიერ ჩატარებული თითქმის ყველა თამაში ვნახე და გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში მე მწვრთნელის ხელი ვერასდროს დავინახე! ღმერთმა ქნას ვცდებოდე, თუმცა მეეჭვება ზუროსის "ტაქტიკით" მოთამაშე ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატებები ელოდეს
გოგი ქუთაისელი
ეს ფორმაციის გუნდი ვერ აჩვენს კარგ შედეგს. სამიანების ოსტატები არ არის გუნდში.
jora
მე მგონი ზუროსი დაგვემართა ასე შესარჩევს ვსრ გავივლით
მსქროლავი ტროლი
დავიჯერო, ზუროსმა კომენტარი არ გააკეთა?!.. მოგებულ თამაშებზე ამბობდა - ეს უკან გადადგმული ნაბიჯიაო და შვედებთან მარცხს საით გადაჩეხვად ჩათვლის, ნეტა?!..
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა