ჯაბას მამა: "დიდი სისულელეა, რომ ჯაბას ვაისთან კონფლიქტი აქვს. არანაირი დაპირისპირება ავსტრიაში არ მომხდარა"
სამწუხაროდ, ჯაბა კანკავა 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის თქმით, "ჯვაროსნების" კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც იგივე გაიმეორა. მაგრამ ეს ბევრისთვის დაუჯერებელია.

გულშემატკივარს აქვს ეჭვი, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ვაისს კანკავასთან კონფლიქტი მოუვიდა და ამიტომაც არ გამოიძახა. ამას კი შემდეგნაირად ასაბუთებენ: სლოვაკმა სპეციალისტმა საავსტრიო შეკრებაზე ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ფაქტობრივად, უგუნდოდ მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი მიიწვია. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აკლია პრაქტიკა - ნუკრი რევიშვილს, ოთარ კაკაბაძეს, ჯანო ანანიძეს, საბა კვირკველიას, ზურაბ ცისკარიძეს, გიორგი აბურჯანიას, ლევან მჭედლიძეს. ამის მიუხედავად, ვაისმა ისინი შეკრებაზე მაინც მიიწვია.

აქედან გამომდინარეა, ყველას რომ უკვირს, ნაკრებში მოწვეულთა ლამის ნახევარი თუ უთამაშებელია, კანკავამ რაღა დააშავაო?!

თავად ჯაბასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იაშვილი და ვაისი არ ცრუობდნენ. კაპიტნის ოჯახი აგორებულ ჭორებს განიცდის. "ლელომ" ჯაბას მამის, გია კანკავას კომენტარი ჩაიწერა:

"დიდი სისულელეა, რომ ჯაბას ვაისთან კონფლიქტი აქვს. არანაირი დაპირისპირება ავსტრიაში არ მომხდარა. პირიქით, ერთმანეთის მიმართ ორივე დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული.

რომელ კონფლიქტზეა ლაპარაკი, როცა ვაისი ამბობს, რომ კანკავა მისთვის პროფესიონალიზმის მაგალითია და თავად ჯაბაც კმაყოფილია - სლოვაკი მწვრთნელი კარგი სპეციალისტი და პიროვნებააო.

ეს ტყუილები არ დაიჯეროთ, ეს მოგონილი თემაა. ჯაბა მართლა გამოფიტულია და შეკრებაზე ამიტომ არ ჩამოვიდა. ახლა არც ვარჯიშობს, ანალიზის პასუხს ელოდება და გაიგებს, რა სჭირს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯიჯი ალფაიძე
არ მიკვირს,რომ გამოიფიტა.ჯერ ევროპა ითამაშა, მერე ოლიმპიადა.რა ზღაპრებს ყვებით.ჩვენი ფეხბურთელები ძირითადად მშობლების გაფუჭებულები არიან.
avto
ოთარ კაკაბაძემ ხიმნასტიკის ყველა ამხანაგურში ითამაშა და როგორ არის უპრაკტიკოდ როცა ჯერ მარტო 1 ტური იყო სეგუნდაში. აბურჯანია კი 1 კვირის გადასულია სევილიაში
ლუკა
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კაპიტანს. მთავარია ჯანმრთელობა. სხვა დანარჩენი იქნება. იმედია მალე დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს და ნაკრებში თამაშითაც მალე გაგვახარებს.
Bero_2000
ნუ დავიწყოთ იქიდან რომ სტატიაში არის ფაქტობრივი შეცდომები: ჯანო ანანიძე სულაც არ არის უპრაქტიკოდ, ამასთანავე გიორგი აბურჯანია ახალი გადასულია სევილიაში, მანამდე კი ხიმნასტიკში ჰქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ( თუ ბოლო თამაშს არ ჩავთვლით ). ჯაბა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სული და გულია და აქედან გამომდინარე ნებისმნიერი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ეს უნდა გახმაურდეს, რათა ხალხმა ფედერაციას გონს მოგებისაკენ და ვაისის განთავისუფლებისაკენ მოუწოდოს. კახა ცხადაძეს ძალიან დიდი მიზეზი ჰქონდა ოქრიაშვილთან კონფლიქტისთვის, თუმცა გაითვალისწინა რა, რომ ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო საკუტარ თავს გადაახტა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ