ქალთა ტურნირის პერიპეტიები
აშშ-ის ღიას დაემშვიდობა რიოს ოლიმპიადის სენსაციური ჩემპიონი მონიკა პუიგი. თუმცა მისი მარცხი პირველ წრეში ჩინელ საისაი ჟანგთან ბევრს არ გაკვირვებია.

პუერტორიკოელი ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში აცხადებდა, რომ მისი მთავარი მიზანი - რიოს ოლიმპიადის ოქროა. მან მიზანს მიაღწია, ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი წარმატებული გამოვიდა. რა თქმა უნდა, მონიკას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ბრაზილიაში ტრიუმფი შემთხვევითი არ იყო, კარგადაც დაიწყო ჩინელთან შეხვედრა - 4:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ შეცდომებს უმატა, რითაც მეტოქეი კარგად ისარგებლა. საბოლოოდ, ჟენგმა 6:4, 6:2 გაიმარჯვა.

პუიგმა კი მატჩის შემდეგ ფილოსიფიურად შეაფასა თავისი მარცხი და გაიხსენა გარბინ მუგურუსა, რომელიც როლან გაროსზე ტიტულის მოპოვების შემდეგ, მეორე წრეში გამოეთიშა უიმბლდონს...

კერბერის გასეირნება

გერმანელი ანჟელიკ კერბერი ამერიკის ღია პირველობაზეც შეუტევს სერენა უილიამსის ლიდერობას WTA-ის კლასიფიკაციაში. პირველი მატჩი მას ძალიან იოლი გამოუვიდა. კერბერმა 35 წუთში არც ერთი გეიმი არ მისცა სლოვენიელ პოლონა ჰერცოგს. გერმანელმა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო, როცა ჰერცოგმა წვალება შეწყვიტა და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მატჩის შემდეგ, სლოვენიელმა თავისი გადაწყვეტილება ბოლო დღეებში ცუდი ფიზიკური მდგომარეობით, აგრეთვე თავბრუსხვევით ახსნა. მატჩზე კი იმის გამო გავიდა, რომ არ სურდა ცენტრალურ კორტზე მსოფლიოს მეორე ჩოგანთან თამაშის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. ამ განცხადებას სარკაზმით გამოეხმაურა "ტვიტერში" ხორვატი დონა ვეკიჩი, რომელსაც შეეძლო ჰერცოგის ადგილი დაეკავებინა ძირითად ბადეში.

პოლონამ უპასუხა ხორვატს: "მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ ვეკიჩმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

მუგურუსა მორიგ სირცხვილს გადაურჩა

ქალების ტურნირზეც შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი სენსაცია - ესპანელი გარბინ მუგურუსასა და ნაკლებად ცნობილი ბელგიელის ელის მერტენსის მატჩში. ეს უკანასკნელი, მხოლოდ მესამე ტურნირს ატარებდა WTA-ის დონეზე. ბელგიელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჰერტოგენბოშისა და მალიორკას ტურნირებზე, როცა ეჟენი ბუშარი და ფრანჩესკა სკიავონე დაამარცხა. გუშინ, მან მუგურუსას ძალიან დამაჯერებლად მოუგო პირველი სეტი - 6:2. რაღაც მომენტში, ესპანელს საოცარი სტატასტიკა ჰქონდა - 0 "ვინერსი" და 10 უნებლიე შეცდომა.

პირველი პარტიის შემდეგ, მუგურუსამ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და გაცილებით უკეთ ათამაშდა. მან მალე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მესამე სეტში ისევ ჰქონდა ჩავარდნა. გოგონები დიდხანს ათამაშებდნენ ბურთს და მერტენსი, უფრო აქტიურად გამოიყურებოდა. 3:3-ზე ბელგიელს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მუგურუსამ შეძლო გეიმის გადარჩენა, რის შემდეგაც, მოახერხა რთული გამარჯვების მოპოვება - 2:6, 6:0, 6:3. ესპანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორტზე ექიმის გამოძახების მიზეზი ის იყო, რომ სუნთქვა უჭირდა.

ასეა თუ ისე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წელს, მუგურუსასთვის საკმარისი აღმოჩნდა როლან გაროსის მოგება და სეზონის დარჩენილ ნაწილში არ არის აუცილებელი ხარისხიანი ჩოგბურთის ჩვენება: ესპანელმა ვერაფერი აჩვენა უიმბლდონზე, ვერ მიაღწია გადამწყვეტ მატჩებამდე "პრემიერის" კატეგორიის ტურნირებზე, მერვედფინალიდან გამოვარდა ოლიმპიადაზე...

ქალები

I წრე

კერბერი (გერ, 2)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:0, 1:0 უარი

მუგურუსა (ესპ, 3)-მერტენსი (ბელ) 2:6, 6:0, 6:3

ვინჩი (იტა, 7)-ფრიდზემი (გერ) 6:2, 6:4

კისი (აშშ, 8)-რისკე (აშშ) 4:6, 7:6(5), 6:2

კუზნეცოვა (რუს, 9)-სკიავონე (იტა) 6:1, 6:2

ციბულკოვა (სლოვაკ, 12)-ლინეტი (პოლ) 6:2, 6:3

კონტა (ბრიტ, 13)-მატეკი (აშშ) 6:3, 6:3

კვიტოვა (ჩეხ, 14)-ოსტაპენკო (ლატ) 7:5, 6:3

ნიკულესკუ (რუმ)-სტრიკოვა (ჩეხ, 18) 6:3, 6:7(3), 6:1

ცურენკო (უკრ)-ბეგუ (რუმ, 21) 6:0, 6:4

სვიტოლინა (უკრ, 22)-მინელა (ლუქ) 6:7(5), 6:0, 6:2

ბენჩიჩი (შვეიც, 24)-კროუფორდი (აშშ) 6:7(6), 6:3, 6:4

როჯერსი (აშშ)-ერანი (იტა, 27) 6:4, 7:6(3)

ოსაკა (იაპ)-ვანდევეგე (აშშ, 28) 6:7(4), 6:3, 6:4

ვიტჰოფტი (გერ)-დოი (იაპ, 30) 6:4, 6:1

ს. ჟენგი (ჩინ)-პუიგი (პ-რიკ, 32) 6:4, 6:2

დეი (აშშ)-ბრენგლი (აშშ) 6:2, 4:2 უარი

დუანი (ჩინ)-საკარი (საბ) 6:4, 4:6, 6:3

ბოგდანი (რუმ)-კირსტეა (რუმ) 0:6, 7:5, 6:2

ვოზნიაცკი (დან)-თაუნსენდი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4

პირონკოვა (ბულ)-რაზანო (საფ) 6:1, 6:2

პეტკოვიჩი (გერ)-კუკოვა (ჩეხ) 7:6(3), 6:3

ბონდარენკო (უკრ)-ჰსიე (ტაი) 6:0, 7:5

სევასტოვა (ლატ)-შმიედლოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3

მაკჰეილი (აშშ)-ბარტელი (გერ) 6:2, 6:2

პუტინცევა (ყაზ)-ლისიცკი (გერ) 6:1, 6:2

ვანგი (ჩინ)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 7:6(4)

როდინა (რუს)-კოლინზი (აშშ) 6:1, 6:2

ბუიუქაქჩაი (თურ)-ფალკონი (აშშ) 6:2, 6:1

დევისი (აშშ)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:2, 4:6, 7:5

ბელისი (აშშ)-გოლუბიჩი (შვეიც) 6:2, 6:3

ლუჩიჩი (ხორ)-კორნე (საფ) 6:4, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
გარბინ მუგურუსა მესამე ჩოგანი გახდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება