ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ამის იმედს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების პროფესიონალზმი და პატიოსნება მაძლევს"
2 სექტემბერს, PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" სტუმარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო.

გადაცემის ფორმატით, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში დასვას შეკითხვა მიწვეულ სტუმართან.

იხილეთ გადაცემა სრულად: "ჩემი კითხვა" - სტუმარი: ტარიელ ხეჩიკაშვილი

სპორტის მინისტრს ერთ-ერთი კითხვა ფეხბურთის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ნეკა გოგლიძე:

- გამარჯობა, ჩემი შეკითხვა ეხება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას. მაინტერესებს, რა შემთხვევაში ჩაითვლება პროგრამა წარმატებულად და რა შემთხვევაში იქნება გამართლებული ამ პროგრამისთვის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხის, მილიონების დახარჯვა? საინტერესოა ისიც, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდება?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ წლების განმავლობაში იხარჯებოდა მილიონები, სამწუხაროდ, აბსოლუტურად უსისტემოდ, უკონტროლოდ და უშედეგოდ. მგონია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, სახელმწიფოს რესურსები ვაკონტროლოთ და მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა განვავითაროთ.

ვერ მივხვდი, "მილიონები" რა კონტექსტში იყო ნათქვამი... მეორეც, როცა კითხვაში არის საუბარი იმაზე, რას ჩათვლით წარმატებაზე, მაინტერესებს, რას თვლიან წარუმატებლობად...

პირველ რიგში, წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მღვრიე წყალი, რომელშიც იმართებოდა ქართული ფეხბურთი, დაიწმინდა და თამაშის წესები გახდა ყველასთვის ცხადი და თანაბარი. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი.

გამოჩნდა, რომ თუნდაც სამოყვარულო ლიგაში 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მეორე ლიგაში, რეგიონებში, არაერთ გუნდს გაუჩნდა რეგიონში ფეხბურთის განვითარების სურვილი. და ბუნებრივია, ეს მასობრივი ფეხბურთის განვითარება თანდათანობით ხარისხში გადაიზრდება. თუმცა, გულწრფელად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს.

რაც შეეება ხარისხს, კონკურენცია რომ გაიზარდოს, აუცილებელია, რომ ჩვენი პრეიმიერლიგა (შემდგომში ასე ერქმევა) და მეორე ლიგა აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდეს. ეს კი მხოლოდ შესაძლებელია მაღალი კონკურენციის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მედიის მხარდაჭერის პირობებში. და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ის, რომ რამდენიმე კლუბში კერძო ინვესტორს სურს, ქართული ფეხბურთის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, უკვე კარგი ნიშანია.

მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ფეხბურთის ფედერაციის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც აქვს სურვილი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მით უმეტეს, დღევანდელი პროგრამა ამის დიდ შესაძლებლობას იძლევა...

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში მენეჯმენტის კუთხითაა. დეფიციტია, როგორც პროფესიონალი მენეჯერების, ისე მწვრთნელების, ფიზმომზადების სპეციალისტების, ასევე ფეხბურთელების... ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 10 გუნდამდე შემცირდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი წელია, ფედერაცია ახალი ფორმირებულია, პროგრამაც ახალი დაწყებულია. უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხალისიან კომენტარებს, რომ ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულია და კონკურენცია გაიზარდა. თუმცა, ჯერ შორს ვართ ჩემპიონატის იმ დონისგან, როგორსაც უნდა მივაღწიოთ პროექტის ავტორების ჩანაფიქრით.

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ნამდვილად კარგი ჩემპიონატი გვექნება. ერთ-ერთი მთავარი კი, რაც ამის იმედს მაძლევს, არის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების პროფესიონალზმი და პატიოსნება, რაც ყველაზე ძალიან აკლდა ქართულ ფეხბურთს.

zaza
და სტადიონები,რომ ინგრევა ,რატოა სიჩუმე
giorgi
პრემიერლიგას თუ დავარქმევთ გაFრინდებიან Bიჩები რუნი და ჯერარდი აქ ჩამოვლენ
kukusha
შენ მწვრთნელებს ხელფასი გადაუხადე ჯერ და მერე ილაპარაკე
ბაჩო. გ-ს
"იქნებით თქვენ რამდენიმე ცელიცადში სპორტის მინისტრი ან სადმე ინებით საერთოდ?საკითხავი ჯერ ეს არის" ანუ ბაჩო რისი თქმა გინდა? თუ თქვენ დაბრუნდით ჯერ მოხსნით და მერე საერთოდ გააქრობთ? ლავრენტი ხარ ბერიაა?
irakli
ხუმრობს?
Ala
Ra premier liga, ragbisgan aiget tundac da daarqvit "didi 10" an rame wesieri moifiqret, sqxelit ki ara xarisxit midit premierligamde
eeeex
მინისტრო საიდან მოიყვანე მოადგილედ მერიიდან გამოგდებული ყოფილი ნაცების ზონდერი გოგოლაძე?
kika
samokvarulo doneze vart ukve didi xania, chaobidan amosvlis perpektiva ar chans amat xelshi,kvelafers rom tavi davanebot amdeni xania ministrebad arian da federaziis shefebat da erti safexburto stadionis msheneblobaz ar dautkiat. vozduxebi
gulshematkivari
ეს კაცი საქართველოში ცხოვრობს? რომელი გუნდი რომელი ნაკრები არის ნორმალური რო უყუროთ ხალხო ეს კაცი დაგვცინის ისინი ხარჯავდენ ფულებს და თქვენ საქმეს აკეთებთ კიდევ გვაბოლებს ეს კაცი დავაი რა
vaxvax
ბათუმში სტადიონი აშენდება? ხალხიც რო საეჭვოდ გაჩერებულია და ენას არ იღებს.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ფიზიკა რამდენ წელში გაუმჯობესდება ფეხბურთის ყურება რო შევძლო. მანამდე იუვეს ვბალეშიკობ.
khechikas
აფერისტობა მწვერვალს გადასცდა აქ ფეხბურთი არ შეიძლება რომ არსებობდეეს მგავსი მიდგომით
ბაჩო გ
იქნებით თქვენ რამდენიმე ცელიცადში სპორტის მინისტრი ან სადმე ინებით საერთოდ?საკითხავი ჯერ ეს არის
"ბურთაობას" ავტორი
წესების და მოედნის ზომების შეუცვლელად ფეხბურთში არაფერი გვესაქმება. ფეხბურთისგან მარტო მძლეოსნობა დარჩა. ასეთი თამაშის არც ყურება ღირს და არც მოთამაშეებს ანიჭებს სიამოვნებას.სანამ ამას არ მიხვდებით ტყვილა ყრით მილიონებს.
bebeto
სტადიონები, ბაზებია საჭირო რეგიონებში,ფეხბურთის დონე მხოლოდ 1-2 კლუბის ხარჯზე ვერ აიწევს სისტემური მიდგომაა საჭირო.ბიზნესი როგორმე უნდა დააინტერესონ ფეხბურთით და თუ ეს მოხდება ფეხბურთელებიც ადრეულ ასაკში არ იფიქრებენ აქედან გაქცევაზე,საკლუბო ფეხბურთიც წარმატებით გამოვა ევრო ტურნირებზე და ნაკრებიც კარგ შევსებას მიიღებს ადგილობრივი ჩემპიონატიდან.
sdasd
სხვა ქვეყანაში ხო არ ვცხოვრობ? მეც ხო იმას ვხედავ ფეხბურთში რაც ხდება, რასაც თქვენ?
joni
კიდევ ტრადიციულად გვაბოლებს.
okribeli
ისე არ აგიდგა ეგ ტანფეხი, რავარც კარგი ჩემპიონატი გექნება. წაი ისევ პროფილაქტიკაში!...
r-7
სახელი "უმაღლესი ლიგა" უნდა დარჩეს!!! ქართული ენა ჩვენი სიმდიდრეა,ამით ჩვენ სხვებისთვის უფრო საინტერესო ვართ.ნუ ვპროვინციალობთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა