"გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი მდუღარე წყალში - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს!"
თელ-ავივის "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, სხვასთან ერთად, ევროთასებზე თბილისის "დინამოს" წარუმატებელ გამოსვლასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლს იწყებს.

შოთა არველაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ "დინამომ" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს, საქართველოს ნაკრებში კი, კახა ცხადაძის გაშვების შემდეგ, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი...

- არაერთხელ მითქვამს თანამდებობის პირებისა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთვისაც - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს! გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი მდუღარე წყალში - ეს ასეა... იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს მილიარდი აქვს ბიუჯეტი, მგონი, შეიძლება გაერთიანებული ძალებით ამ კლუბს მეტი ყურადღება მიექცეს. მაინც თბილისის "დინამომ" უნდა გააკეთოს გასაკეთებელი, მან უნდა ითამაშოს ჯგუფურ ეტაპზე!

წარმოუდგენელი ამბავია - აზერბაიჯანის ორი კლუბი ხვდებოდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოდან კი ერთიც ვერ! აზერბაიჯანელებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? არა, მაგრამ უკეთესი მოთამაშეები, მწვრთნელები და სპეციალისტები ჩაჰყავთ, მეტ ფულს ხარჯავენ და შედეგიც აქვთ. კლუბს, რომელიც ქვეყნის სახეა, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს - ქალაქის ხელმძღვანელობის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის დონეზე.

რამე თუ არ ვიღონეთ, ფეხბურთზე წასვლის პროცესი აღარ ახსოვს ქართველ გულშემატკივარს. ნაკრები წელიწადში 7 მატჩს თამაშობს, აქედან თბილისში შეიძლება 3-4 იყოს და... სტადიონის გზა დაავიწყდა ხალხს. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა კი, შესარჩევი ეტაპის ჩათვლით, 14-16 მატჩს ნიშნავს!

საქართველო ნამდვილად არ არის ისეთი გაჭირვებული, თბილისის "დინამო" ერთხელ მაინც ვერ მოხვდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე. ვითომ ალბანელები და მაკედონიელები ჩვენზე მდიდრები არ არიან?!

- ნაკრებზეც ვთქვათ: ესპანეთთან გამარჯვება "ყარაულის თოფის გავარდნა" იყო თუ მორიგი იმედისმომცემი მატჩი?

- ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჩვენი თამაში? ვაღიარეთ უკვე, რომ თუნდაც ესპანეთთან გამარჯვება არ გვიღირს იმად, მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში გავმაგრდეთ...

მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ვისგანაც რაღაცის შექმნას ელი, ან უკლუბოდ არის, ან არ ათამაშებენ. ზოგი ფეხბურთელი ჯერაც ფესტივალზეა დარჩენილი, ზოგიც - სოციალურ ქსელში.

დღემდე მიმაჩნია, რომ ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო. კახამ ძალიან მოკლე დროში შეძლო გუნდისთვის სახის მიცემა, მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა, მოთამაშეებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ - უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთო. ახლა კი ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ...

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

Jango
svani ევროპალიგის ჯგუფურზე ბევრი არაფერს გაძლევენ :) შეიძლება 4-5 ფეხბურთელი იყიდო 3 მილიონ ევროდ(დინამომ იყიდოს თორემ სხვები არ იყიდიან, ტვინი ჰყოფნით) რომ ჯგუფურზე მოხვდე და მხოლოდ იმას გაასწორებ, მეორეჯერ რომ მოხვდე ჯგუფურზე ისევ იმდენივეს დახარჯავ :) აი ესაა სიმართლე...აქ მხოლოდ პრესტიჟზეა საქმე, ფინანსური წაგება და მორალური მოგება, თუკი იგივე ჯგუფურზე ყველა თამაში არ წააგე :)
effe
ამაზე ვგიჯდები რაა შეცდომა იყოო რო ამბობ მოდი ისიც თქვი რატო გაუშვეს... ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ქეცბაიას დროს ქონდა მაგრამ იმხელა ხელფასს იღებდა მაგ შედეგთან შედარებით სასაცილო იყო ისევე როგორც ცხადაძე... აგერ ძალიან მაგარი შედეგის მქონე მწვრთნელი ჩამოიყვანეს სასაცილო ხელფასით სლოვაკი ვიმეორებ სლოვააკიიი ეგ დათანხმდა მაგ ხელფასს და ცხადაძე არა და ამის მერე რა შეცდომებზეა ლაპარაკი... პირველ როგში ცხადაძეს მოკითხეთ რატო აღარ არის ნაკრების მწვრთნელი და მერე დანარჩენებს
123
შოთა შენ და შენ ძმას რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის შეგიძლია დაწერო? ცხადაძე ფულის გამო გაუშვეს აღარ გახსოვთ ? შორიდან ლიკლიკი ადვილია მოდი ეგეთი პატრიოტი თუ ხარ დადექი ნაკრების სათავეში და რას იზავ გვაჩვენე.
irakli
ხოდა ჩამოდი და მიხედე ნაკრებს, ჩვენ მხარს დაგიჭერთ და ხალხის წინაამღდეგ ვერ გაბედავენ წასვლას.
გელა1
ეს შეცდომა კი არა დანაშაულია, ცხადაძე, რომ ყოფილიყო არ წავაგებდით.
სოსო
ჯანგოს,სვანი ცამდე მარტალია.
svani
Jango-ს ტორპედოსაც წაადგება თუ დინამო ევროპალიგის ჯგუფურზე მაინც გავა ამ ერთხელ მხოლოდ) აი როგორც ყარაბახი იყო მთელი ერი იყო ჩართული რომ ევროპალიგის ჯგუფურზე მოხვედრილიყო გუნდი და მერე უკვე აღარც უჭირს ჯგუფურზე მოხვედრა)) შენ იცი ჯერ ჯგუფში რომ მოხვდები რამდენს გაძლევენ?!! აღარაფერს ვამბობ იქ ფრეს ითამაშებ თუ მოიგებ საერთოდ თამაშს!!! და მარტო ფიფიას თავის სატეხი არ არის რომ დინამო ჯგუფურზე მოხვდეს ეს ყველა ჩვენგანს გვეხება!) იმას ვერ ხვდები რომ ჩიხურასაც წაადგება სამტრედიას და "ააქაააანეეეს დაა იქაააააააანეეეს")))
ფეოლა
მართალია რასაც შოთა ამბობს მაგრამ საწყენი ის არის როდესაც წარმატებული ქართველი კაცი საქმეზე საქმიანად ლაპარაკობს მას სხვა უვიცი ქართველები დატენილ თოფის ლულას შიგ გულში უმიზნებენ. ფაქტი სახეზეა დღეს ქართული ფეხბურთი არის გარდაცვლილი და ღვთის სწაულს ველოდებით და ასეთი ოცნება დამღუპველია თავი და ხელი გავანძრიოთ და აუცილებლად გვეშველება
vaxo
კიდევ ერტხელ დავრცმუნდიტ, ცხადადზეს გაჰვება დიდი ჰეცდომა იკო, კობის სინდისზე ა ეს კველაპერი. ტკვენ ცარმოიდგინეტ კობი პარლამენტარი, ხომ ავჰენდებიტ . ვაი ჰვენს პატრონს უბედურს, სანამდე ვიკნებიტ ამ უცოდინრების ხელჰი?
გგგ
ჩემი აზრით, რა თქმა უნდა მშვენიერია, თუ ესპანეთის დონის გუნდებს დავამარცხებთ, მაგრამ ეგ მუდმივად არ მოხდება. ჯობია სლოვაკეთთან და რუმინეთთან მუდმივად ვიგებდეთ და ესპანეთტან ვაგებდეთ
Jango
შოთა არველაძე შენ ძამიკო .... რაის თბილისის დინამო?რის თბილისი?ვისაც უნდა, სურს და შეუძლაი ის ითამაშებს და ის იქნება პირველი. რატომ უნდა იხადოს თბილისის მილიარდიანი ბიუჯეტიდან ფული ვინმემ იმისათვის რომ წამგებიანად იდიოტური ამბიცია დაიკმაყოფილოს,ევროპალიგის ჯგუფურზე ვითამაშეთო? რაა ბაქოს მოსახლეობა იხდის ყარაბაღის ან გაბალას წარმატებაში ფულს? ჰყავს დინამოს მეპატრონე და იმან იტეხოს თავი, ეს კერძო საქმეა და მორჩა. თუ ვინმეს დახმარება გინდათ ფიფიაზე, კი გენაცვალე, მაგერაა ფონდი თქვენი, ფულებიც, ხარჯეთ და იყავით რამდენიც გინდათ. დინამოზე ნაკლები არაა არ ჩიხურა,არც სამტრედია, არც ბათუმი,არც ქუთაისი,მალე ჩაესვენება დინამოს მზე თუნდა წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარი მიეცით. მაინც მრავალ წელიწადს არ მივა დინამოს სტადიონზე ჩემპიონატის მატჩზე 300 კაცზე მეტი. ეს დიაგნოზია.
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა