თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ გარემარბს საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა თბილისური მატჩის შეფასება ვთხოვეთ
საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა თბილისური მატჩის შეფასება თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ გარემარბს, ვლადიმერ გუცაევს ვთხოვეთ. როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც საინტერესოდ ისაუბრა...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- პირველ რიგში, თქვენს ზოგად შთაბეჭდილებებზე გვითხარით...

- პირველ ტაიმში ავსტრიის ნაკრებმა ულაპარაკოდ გვაჯობა. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა იმავე პირველ ტაიმში მომენტები ჩვენც გვქონდა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა იპოვა თავისი თამაში და მატჩი კინაღამ გადავარჩინეთ. ალბათ, ასეც იქნებოდა, საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოგვეყენებინა...

ერთი აზრი მაქვს და აუცილებლად უნდა ვთქვა - მე ვფიქრობ, ავსტრიასთან შეხვედრაში ვლადიმირ ვაისს უნდა ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით. გურამ კაშია უნდა ყოფილიყო დაცვაში და არა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. კი, მეორე ტაიმში გამოცოცხლდა თამაში. ოქრიაშვილმაც გაამწვავა, ცენტრფორვარდი სხირტლაძეც ნორმალურად ჩაერთო თამაშში და ცალკეულ ეპიზოდებში მანაც მოახერხა სიტუაციის გამწვავება, ჯანომაც მეტი აიღო საკუთარ თავზე...

ისევ სამი მცველის თემას დავუბრუნდები. ეს ჩემი აზრია, ისე კი მწვრთნელმა უკეთ იცის, რა და როგორ გააკეთოს. ის გუნდის შიდა სამზარეულოს უკეთ იცნობს. უბრალოდ, ორი გოლი გავუშვით ცენტრალური მცველების ზონიდან და ეს გარემოება აუცილებლად გასათვალისწინებელია.

- ვაისმა ზედმეტი სიფრთხილე ხომ არ გამოიჩინა სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას?

- ასეც შეიძლება თამაში და ისეც. მე მაინც 3 ცენტრალური მცველის ფაქტორი მგონია გადამწყვეტი. კარგი იქნებოდა მეტი კრეატივიც შუა ხაზში. დაუშვილი მარტო შლის მეტოქის შეტევებს, კაშიაც მცველია ამპლუით. ამ დროს უფრო კარგად უნდა გამოგვეყენებინა ფლანგის მცველები. ამის საშუალებას მოგვცემდა სამი ცენტრალური მცველი. ასეთ ტაქტიკაში ძალიან კარგად გრძნობს თავს გიორგი ნავალოვსკი...

- რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით ჩვენი გუნდიდან?

- ინდივიდუალურად რომელიმემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. ჩემი აზრით, ჯანო ანანიძეს შეეძლო, უფრო უკეთაც ეთამაშა. საბა კვირკველია, ერთი შეხედვით, ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ორი გოლი გავიდა ცენტრალური მცველების ზონიდან და ეს სათვალავშია ჩასაგდები. უჩა ლობჟანიძემაც მოინდომა, კარგად ითამაშა მთლიანობაში. ვაკო ყაზაიშვილიც მომეწონა, კარგად ეჭირა ბურთი, გამწვავებას ცდილობდა... ოქრიაშვილზე ვთქვი, აი, დვალიშვილმა კი თითქმის ვერაფერი გვიჩვენა. ცენტრფორვარდი უფრო მწვავე უნდა იყოს საჯარიმოში...

- რა მოგეწონათ ვაისის მოქმედებებში?

- აშკარად ეტყობა, რომ ჩამოყალიბებული მწვრთნელია. გავითვალისწინოთ, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური მატჩი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან კარგად გადააწყო თამაში, შეცვლებმაც შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში აშკარა უპირატესობას ფლობდა.

- შეცვლები ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, ვაისმა ცვლილებები ხომ არ დააგვიანა?

- რადგან პირველი ტაიმის მერე 0:2-ს ვაგებდით, ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაკეთებულიყო ცვლილებები. როგორც აღმოჩნდა, ამ ცვლილებებმა გაამართლა. ახალი ცენტრფორვარდი შედარებით ადრე უნდა ჩართულიყო თამაშში, ოქრიაშვილიც...

ახლა ამაზე ლაპარაკი შედარებით იოლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის ვაისი კარგი მწვრთნელია. ჯერ ერთი, მის ისტორიას თუ ავიღებთ, სლოვაკეთის ნაკრებთან კარგად აქვს ნამუშევარი. სლოვაკები პირველად მან გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ავსტრიასთანაც გამოჩნდა, რომ თამაშში ჩარევა შეუძლია...

- ავსტრიის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ძლიერი გუნდია, მომეწონა. განსაკუთრებით სამი ფეხბურთელი უნდა გამოვყო - ალაბა, არნაუტოვიჩი და კაპიტანი ბაუმგარტლინგერი. ყველას გვახსოვს, რა კარგად ითამაშა ავსტრიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მიმაჩნია, რომ მათ ცუდად არც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ. უბრალოდ, საფრანგეთში ნაკლებად გაუმართლათ. ამ გუნდს აშკარად აქვს დიდი პოტენციალი. ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. კარგად აქვთ ნამუშევარი "სტანდარტებსა" და კონტრშეტევებზე.

ჩემი აზრით, ამ ფორმაციის ავსტრიის ნაკრებს თამამად შეუძლია, შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. ამის პოტენციალი მარსელ კოლერის გუნდს აშკარად აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
კაშიას ალტერნატივა ნამდვილად იყო. კვეკვესკირი ძალიან კარგ ფორმაშია. კაშია დაცვაში სჯობდა ამისულაშვილის ნაცვლად.
"ბურთაობას" ავტორი
მერამდენედ მოგმართავთ!!! თქვენ კონკრეტული თამაშის პერიპეტიებზე საუბრობთ პრობლემა კი გლობალურია. ეს თამაში ამ წესებით ამ ზომის მოედნით მძლეოსნობად იქცა. ყველა წესი შესაცვლელია განსაკუთრებით ფეხბურთელთა შეცვლის, ყველაზე დიდი სისულელე ყვითელი და წითელი ბარათის, უაზრო თამაშგარეს წესი და ადამიანებით ვაჭრობა. ამ სახით ეს თა მაში უკვე არ ვითარდება, სტრესია მაყურებლებისათვის და უარესი მოთამაშეებისათვის.
დათო
გოჩას ვეტყოდი, რომ სხვა მწრთვნელებზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ვაისს ამ ხელფასიანი სამსახური არსად არ გაუჭირდებოდა, ამიტომ მის მიერ ფულის კეთებაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. რაც შეეხება ბატონ ვოვას - სამი ცენტრალური მცველით რა შედეგსაც ვაღწევთ, რუმინეთთან გამოჩნდა. არც კაშიაზე უკეთესი საყრდენი იყო იმ დღეს, თორემ არც დაუშვილს დააყენებდა ძირითადში. ვაფასებ ბუბას თავდადებას, მაგრამ იმდენად სუსტია ბურთიანად, რომ ბევრი ხიფათი იქმნება მისი არაზუსტი პასების შემდეგ. ამიტომ კაშოს ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობდა იმ დღეს საყრდენზე.
ნიკოლოზი
ვლადიმერ გუცაევი!ქართული ფეხბურთის მშვენება,ევროპის გრანდების დამწიოკებელი,ქართველ გულშემატკივართა სიხარული,ყველა ქართველი ოჯახის სასურველი და საყვარელი სტუმარი,ერთერთი უდიდესი ფეხბურთელი.
gocha
ბოსკამპები,ჟირესები,კუპერები,ტოპმიოლერები და ვაისები ამ ქვეყანაში ფულის საკეთებლად ჩამოდიან, ბევრს იღებენ თუ ცოტას ეს მეორე ხარისხოვანია მთავარია სამსახური იშოვეს და ქართული ფეხბურთის რესურსით ბევრს ვერაფერს მოსთხოვ!ნაკრების ისტორიაში ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი რომ შეადარო ნებისმიერ უცხოელს შედეგით ბევრად სჯობს!!!
kombato
თქვენ ხომ მუნდიალის ფინალზე გაიყვანეთ ნაკრები
qutaiseli
შეიძლება არ მოგწონდეს გუცაევის ნააზრები მაგრამ ეს კაცი ისარის ვისი გულისთვისაც 80 ათასი კაცი მოდიოდა სტადიონზე ყიფოს წასვლის შემდეგაც კი სანამ გუცაევი და შენგელია იყვნენ გუნდში მანამდე ხალხი მაინც ავსებდა სტადიონს და იცით რატო დღევანდელო ფეხბურთის მოყვარულო ახალგაზრდებო თქვენსმიერ მოწონებულ ბავარიებს და ლივერპულებს რო ი....ა ხინკლის ჩეკივით ერთ ადგილას.ნაკრების დონეზე როცა ენდობოდენ აშკარად გამორჩეული იყო იქაც.
Cxadadze
ნათქვამი რომაა გულშემატკივარი მე 13 მოთამაშეა სინამდვილეში გულშემატკივარი პირველი მოთამაშეა ფეხბურთი კი ცხოვრებისეული პროცესის ნაწილია ,ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ედგას სათავეში რომელიც გრძნობს გულშემატკივარის განწყობას, ხალხის დამოკიდებულებას ფეხბურთისადმი ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში!
ალეკსანდრე
გუცაევისნაირი ფეხბურტელი მოგვცა დღეს ნაკრებში...
svani
ბ-ნო ვლადიმერ ჯობდა საერთოდ ცხადაძე ყოფილიყო ნაკრებში!! ის რომ, მეორე ტაიმში ვითამაშეთ ფეხბურთი არაფერს ნიშნავს მეტოქემ მოგვცა ამის უფლება, რათქმაუნდა))) თამაში თუ უნდოდათ პირველ ტაიმში ეთამაშათ, სანამ 2 გოლს გაუტანდნენ))))
ostap bender
გაიხარეთ ბატონო ვოვა... ისე,როგორც თქვენ გვახარებდით თქვენი თამაშით...
bebeto
ცხადაძის დროს მისი არჩეული ტაქტიკა ძალიან ამართლებდა და გუნდი გუნდს ემსგავსებოდა.ეს უნდა გაეთვალისწინებინათ ახლანდელ სამწვრთნელო შტაბს.
Kaxa
სხვა ტრენერებსაც კითხეთ ერთი აზრი ვინც არიან საქართველოში და ვინც მიგაჩნიათ რომ არიან ტრენერები
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
საქართველოს ნაკრები ინგლისელმა მწვრთნელმა დატოვა
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
სალაჰი და მესი ერთად? - ეგვიპტელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სოფი ქალიშვილი აღარაა და დიოკერეშისგან 4,5 მილიონი$ გამოიმუშავა - "მსოფლიოში ყველაზე მიუღწველი" ქალის სკანდალური განცხადება
სამი კანდიდატი - "ლივერპულმა" სალაჰის შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ინგლისელმა მწვრთნელმა დატოვა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?