დავით ბედინაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 13-14 სექტემბერს თბილისში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს

საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბედინაძემ დაასახელა მსოფლიოს ის შემადგენლობა, რომელიც 13-14 სექტემბერს თბილისში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

როგორც უკვე ვწერდით, ეს გუნდი ბორჯომში, სასტუმრო "ოლიმპიკში" გადის დასკვნით შეკრებას, სადაც გუშინწინ მწვრთნელმა საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა და მისი შედეგებით დააკომპლექტა გუნდი.

ევროპის ჩემპიონატთან შედარებით საკადრო ცვლილებები არ მომხდარა, რადგან კონკურენტებმა ძველ ლიდერებს ვერ აჯობეს, თუმცა ერთი უცნაური როქი მაინც გაკეთდა - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ირაკლი ძიმისტარაშვილმა (54) და ევროპის მესამეპრიზიორმა ლერი აბულაძემ (58), უბრალოდ, წონები გაცვალეს. ისინი დაახლოებით თანაბარი დონის ფალავნები არიან, წონაც თითქმის ერთნაირი აქვთ და გადაწყვიტეს, ვინც უფრო მჩატე იქნებოდა, ის დაეყენებინათ 54-ში, ასეთი კი აბულაძე აღმოჩნდა და მსოფლიოზეც უფრო დაბალ წონაში ის იჭიდავებს, ძიმისტარაშვილი კი 58-ში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 10 წონიდან 7 მედალი მოიპოვა: თითო ოქრო-ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (50) გახდა, როგორც გითხარით, ძიმისტარაშვილმა 54-ში ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი, აბულაძის გარდა, გიორგი ჩხიკვაძე (42), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63), გიორგი ქაცანაშვილი (85) და საბა ცეცხლაძე (100) დაეუფლნენ.

ბედინაძე ამათ შეცვლას ისედაც არ აპირებდა, იმ სამი წონიდან კი საკადრო ცვლილებებს უფრო 46-სა და 69-ში გეგმავდა, მაგრამ საკონტროლო შეხვედრებში ისევ ძველმა ფავორიტებმა შეინარჩუნეს ლიდერობა.

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში 13-18 სექტემბერს ტარდება და მას "ბერძენ-რომაელები" გახსნიან. პირველ დღეს 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამების მოზარდები იჭიდავებენ, მეორე დღეს კი დანარჩენები, ანუ 42, 46, 69, 76 და 85-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

42 კგ. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)

46 კგ. დავით ფუტკარაძე (აჭარა)

50 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)

54 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)

58 კგ. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)

63 კგ. ქერიმ მაჩალიკაშვილი (ახმეტა)

69 კგ. ლევან გოგუა (აჭარა)

76 კგ. ლუკა ხუციშვილი (გარდაბანი)

85 კგ. გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი)

100 კგ. საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგილო
შენ არხეინად იყავი. მალე გახდებიან "თბილისელები"
ქართველი
ყველაზე მაგარი ისაა, რომ არცერთი თბილისელი არ არის გუნდში- მისასალმებელია ნამდვილად!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ვინც სკოლაში გამოირჩევა სწავლით, ჭიდაობაშიც გაცილებით უკეთ აზროვნებს"
ქართველი "ბერძენ-რომაელები" ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ვერ ივარგეს
დღეს თბილისში სტარტს ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს
ახალგაზრდული ოლიმპიადა: მოჭიდავეები თოხაძე და ჩხიკვაძე ფინალში გავიდნენ
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოქრო-ვერცხლი
ქართველი ფალავნების ოქრო, ვერცხლი, 2 ბრინჯაო და კიდევ 4 მედლის შანსი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ბრინჯაოს ხანა
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ორი ოქრო პირველივე დღეს [VIDEO]
გიორგი შოთაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ორი ქართველი ოქროსთვის იბრძოლებს, ერთი კი - ბრინჯაოსთვის
კიდევ 2 ქართული ოქრო ახალგაზრდულ ევროპირველობაზე
ქართველმა ჭაბუკებმა "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" 12 მედალი მოიპოვეს
ზვიად პატარიძის დიდი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: შემადგენლობამდე საკონტროლოებიო
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველი ბერძენ-რომაელების უმედლო II დღე
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: წარმატებული დასაწყისი