ქართველი მწვრთნელის "ქაირათმა" სტუმრად ერთპიროვნული ლიდერი "ასტანა" 4:1 გაანადგურა და ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა
სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა ევროპული პირველობები და ქართველი ლეგიონერებიც შეუდგნენ საქმეს. ამ უქმეებზე ხუთი ქართული გოლი გავიდა.

გერმანია. ბუნდესლიგა

სამწუხაროდ, "ფრაიბურგის" რიგებში მოთამაშე ლუკას ჰუფნაგელი კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში, მისმა გუნდმა კი შინ "გლადბახს" 3:1 მოუგო. მან ამას წინათ ობერლიგაში მოთამაშე "ფრაიბურგ II"-ში ითამაშა და გოლიც გაიტანა.

II ბუნდესლიგა. აკაკი გოგიამ 72-ე წუთამდე ითამაშა დრეზდენის "დინამოს" შემადგენლობაში. მისმა გუნდმა სტუმრად 2:0 დაამარცხა "ჰანოვერი".

იტალია. სერია A

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" დღეს უმასპინძლებს "კროტონეს". მჭედლიძე ჯანმრთელადაა და თამაში შეუძლია.

იტალია. ლეგა პრო

ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიომ" რომში 2:1 მოუგო "ლუპას". სტუმართა ორივე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. "შეყილაძე მატადორი" - ასეთი სათაური აქვს კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მატჩის მიმოხილვას.

ესპანეთი. ლიგა 1|2|3

გიორგი აბურჯანია ტრავმირებულია და ჯერ მის დებიუტს "სევილიას" დუბლებში ვერ ვიხილავთ. მის გარეშე კი გუნდი სტუმრად "ლუგოსთან" 0:1 დამარცხდა.

ოთარ კაკაბაძის დებიუტი "ხიმნასტიკში" ისევ გადაიდო, ჩვენებური სათადარიგო იყო, კატალონიელები კი სტუმრად "ალკორკონთან" 0:1 დამარცხდნენ.

საფრანგეთი. ლიგა 2

ჯაბა კანკავა ახლახან შეუდგა ვარჯიშს, ამიტომ "რეიმსმა" მის გარეშე დაამარცხა "აიაჩო" - 2:0.

საფრანგეთი. ნასიონალი

ამირან სანაიას "ლერბიე" შინ "რუენთან" 1:2 დამარცხდა.

პორტუგალია. პრიმეირა

გიორგი მაკარიძის (90 წთ) "მორეირენშემ" ლისაბონის სპორტინგის" შემოტევებს ვერ გაუძლო და 0:3 დამარცხდა. მით უფრო, რომ გუნდი ტაიმნახევარი 10 კაცით თამაშობდა.

პორტუგალია. სეგუნდა

ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტე" შინ "ავეშს" დაუზავდა - 0:0.

ჰოლანდია. ერედივიზიე

"ვიტესში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა - გურამ კაშია. კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, არნემელები კი "ამსტერდამ არენაზე" 0:1 დამარცხდნენ "აიაქსთან".

საბერძნეთი. სუპერლიგა

სუპერლიგაში თემურ ქეცბაიას დებიუტი გამარჯვებით აღინიშნა, აეკ-მა შინ "ქსანთის" 4:1 მოუგო.

გიორგი ნავალოვსკის დებიუტი ბერძნულ სუპერლიგაში "ოლიმპიაკოსთან" თამაშში შედგა. საქართველოს ნაკრების მცველი შესვენების შემდეგ გამოჩნდა და კაპეტანოსს 74-ე წუთზე გაატანინა, მაგრამ "ვერიამ" 1:6 დათმო.

თურქეთი. სუპერლიგა

"რიზესთან" მიმართებაში უკანასკნელად ვახსენებთ ნიკა ძალამიძეს, "ახიშართან" მატჩის წინა დღეს "რიზე" და ქართველი ნახევარმცველი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ და ძალამიძე თავისუფალი აგენტი გახდა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა

ლევან შენგელიას "ტუბიცემ" სტუმრად "ლოვენს" 1:0 მოუგო. ქართველი ფორვარდი 66-ე წუთზე შევიდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა - მისმა "პლოცკმა" სტუმრად "ზაგლებიე" დაამარცხა - 2:1. ჩვენებურმა 26-ე წუთზე თანაგუნდელის გაფუჭებულ პენალტს დაამატა, ასე გაიხსნა ანგარიში. მერებაშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს.

იხილეთ ვიდეო

ვაკო ყაზაიშვილმა უკვე ივარჯიშა "ლეგიას" რიგებში, მაგრამ მას "ტერმალიცასთან" 1:2 წაგებულ მატჩში არ უთამაშია.

ლაშა დვალის "შლიონსკი" "რუხს" დღეს მასპინძლობს.

ჩეხეთი. სინოტლიგა

ქართული დუელი არ შედგა, ზურაბ ცისკარიძე სათადარიგო იყო "ტეპლიცესა" და "სლავიას" მატჩში (2:2), ხოლო სტუმართა რიგებში კვლავ არ ჩანს ტრავმირებული ლევან ყენია.

დანია. სასლიგა

დავით სხირტლაძემ თავი საგოლე პასით გამოიჩინა, მისი "სილკერბორგი" კი სტუმრად "სონდერისკეს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებური ბოლო წუთზე შეცვალეს.

ნორვეგია. ტიპელიგენი

გიორგი გოროზიას (59-ე წუთზე შევიდა) "სტაბეკი" შინ "როსენბორგთან" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა

გიორგი ქვილითაია პირველად მოხვდა ავსტრიული ბუნდესლიგის მატჩის განაცხადში, თუმცა "რაპიდის" ფორვარდს სტუმრად ლიდერ "შტურმთან" 1:1 დასრულებულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ავსტრია. რეგიონალლიგა

ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინმა" სტუმრად "ზალცბურგერს" 2:1 მოუგო, ჩვენებურმა მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში. 23 წლის ფორვარდმა სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

უნგრეთი. ოტპ ლიგა

ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" სტუმრად ბოლოადგილოსან "გირმიოტთან" 0:1 დამარცხდა. რომან ჭანტურია ჯერ არ ჩანს "ჰონვედში", მისმა გუნდმა სტუმრად 1:3 დათმო "მეჟოკოვეშდთან".

ფინეთი. იუკონენლიგა

ფინეთის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე ირაკლი სირბილაძე, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავად გამოიყურება, მისმა კპვ-მ სტუმრად 3:2 მოუგო ტპს-ს, ხოლო ირაკლიმ მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში. 33 წლის ფორვარდმა 22 თამაშში 12 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ იუკონენლიგის ბომბარდირი სირბილაძე ერთხელ უკვე იყო (2010 წელს - 16 გოლი), ერთხელ კი (2012 წ - 17 გოლი) უმაღლესი ლიგის ბომბარდირიც გახდა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ შინ "ეკენასთან" 0:1 დამარცხდა.

კვიპროსი

ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "ერმისმა" "ანაგენისის" მოუგო - 1:0. ქართველთა "ეთნიკოსი" დღეს თამაშობს (აელ-თან).

რუსეთი. პრემიერლიგა

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" აშკარა აუტსაიდერია, ქართველი გოლკიპერის გუნდი სტუმრად "როსტოვთან" 1:2 დამარცხდა. "ჩემპიონატმა" ლორიას თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

"კრასნოდარის" ახალწვეულ თორნიკე ოქრიაშვილს ამ ტურში არც ველოდით და "უფასთან" საგარეო შეხვედრაში (0:0) არც უთამაშია.

სანაკრებო მატჩის მერე გადაღლილი თუ იყო, სხვა ახსნა არ გვაქვს, რატომ დასვა კარერამ ჯანო ანანიძე სათადარიგო სკამზე მოსკოვურ დერბიში. "სპარტაკმა" 1:0 მოუგო "ლოკომოტივს" და კვლავ ლიდერია.

რუსეთი. I დივიზიონი

მამუკა კობახიძის (არ უთამაშია) "ნეფტეხიმიკი" შინ 1:2 დამარცხდა "ვორონეჟთან" და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.

უკრაინა. პრემიერლიგა

უკრაინაში სეზონის მთავარი დაპირისპირება "შახტარი"-"დინამო" (1:1) ხარკოვში გაიმართა. სამწუხაროდ, სეზონის წინ გიორგი არაბიძე "შახტარის" დუბლებში დატოვეს, ასე რომ, მან ამ გუნდების სარეზერვო შემადგენლობათა მატჩში მიიღო მონაწილეობა. არაბიძემ მხოლოდ ბოლო 8 წუთი ითამაშა, "შახტარი" კი 2:3 დამარცხდა. "სტუმართაგან" (მატჩი კიევის გარეუბანში გაიმართა) ერთ-ერთი გოლი ზურაბ ოჩიგავას ანგარიშზეა. 21 წლის მცველი უკრაინის მოქალაქეა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" შინ "სტალს" 2:2 დაუზავდა. ქართველი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. "ზორია" 14 ქულით მესამე ადგილზეა.

დავით ხოჭოლავასა (90 წთ, გაფრთხილება) და გიორგი გადრანის (არ უთამაშია) "ჩერნომორეცმა" შინ "ოლექსანდრია" დაამარცხა - 1:0.

სანდრო კობახიძემ (90 წთ) ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, მისმა "ვორსკლამ" 2:1 მოუგო "ვოლინს".

ისრაელი. ლიგატ ჰ'აალი

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" (თელ-ავივი) პირველ ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, საკუთარ მოედანზე "ბეითართან" წაიფორხილა - 2:2.

ბელორუსი

ქართველთა "სლავია" შინ 1:4 განადგურდა "ბრესტთან". ამ შეხვედრაში პაპუნა მოსემღვდლიშვილი სათადარიგო იყო, ხოლო იაკობ აფხაზავა უკვე დიდი ხანია, არ გამოჩენილა.

ბატე-ს რიგებში (სტუმრად "სლუცკს" 2:0 მოუგო) არ უთამაშია ვაკო გვილიას.

მოლდოვა

გურამ მაღალდაძის გარეშე მოთამაშე "საქსანი" სტუმრად "დინამო-ავტოსთან" 0:1 დამარცხდა.

ლატვია

გიორგი დიაკვნიშვილის (არ უთამაშია) "რიგასი" შინ "ვენტსპილსთან" 0:3 დამარცხდა.

ესტონეთი

ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორა" შინ "კალიუს" 1:1 დაუზავდა. ქართველის გუნდი 57 ქულით მე-3 ადგილზეა.

აზერბაიჯანი

ქართველთა აზალ-ი სტუმრად ჩემპიონ "ყარაბაღთან" 0:6 შერცხვა. ნუგზარ კვირტიაც (67-ე წუთზე) და დავით ჯანელიძეც (70-ე წუთზე) შეცვალეს.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" სტუმრად აზერბაიჯანული ფეხბურთის გრანდი "ნეფთჩი" შეარცხვინა - 8:0 მოუგო. ჩვენებურმა მეორე ტაიმში ითამაშა.

ზაურ სვანაძის "ინტერმა" სტუმრად "სუმგაიტს" მოუგო - 2:1. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

სომხეთი

ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ 1:3 დამარცხდა გიორგი ხუბუას (არ უთამაშია) "არარატთან".

გოგიტა გოგატიშვილის (არ უთამაშია) "განძასარი" შინ 0:1 დამარცხდა "შირაქთან".

ყაზახეთი

კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად ერთპიროვნული ლიდერი "ასტანა" 4:1 გაანადგურა და ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. ყაზახურმა მედიამ ამ შეხვედრას "ცხადაძის ტრიუმფი" უწოდა.

"ყველა ჩვენი გოლი სწრაფი შეტევის წყალობით გავიდა. ძალიან ლამაზი მატჩი მოვიგეთ. "ასტანა" თითქმის არ კარგავს ქულებს, მაგრამ ეს მოგება გვაძლევს შანსს, ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა მატჩის მერე ქართველმა სპეციალისტმა.

შოთა გრიგალაშვილის (სათადარიგო) "ირტიშმა" 1:2 წააგო გოგიტა გოგუას (90 წთ, გაფრთხილება) და ოთარ მარცვალაძის (ტრავმა) "ორდაბასისთან".

უზბეკეთი

კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 3:0 მოუგო "შორტანს". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. "ლოკომოტივი" 52 ქულით ლიდერია და უახლოეს კონკურენტს 6 ქულით უსწრებს.

გიორგი კვესიეშვილის (67-ე წუთზე შეცვალეს) "ყიზილყუმი" 1:1 დაუზავდა "კოკანდს". ქართველის გუნდი 36 ქულით მე-5 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato bliadze
კახას გასშვება დიდი შეცდომა იყო მაგნაირად ნაკრები არავის აუტამაშებია
quTaisi
ნაყარნუყარი გუნდები და საქართველოს ნაკრები?
GIGIA
Mozambikis chempionatshic aris erti kartveli legioneri.barem imazec daceret
აჩიკო
მონღოლეთის ჩემპიონატში არავინ გვყავს?
me
სად თამაშობს ეს ხალხი სად პოულობთ ამ ინფორმაციებს?
kika
ასე უთამაშებელი ლეგიონერებით რას უნდა მიაღწიოს ნაკრებმა გასაგებია. არაფერს და ასეც არი.
FCMilan
ხოჭოლავა დაფრინავს უკრაინაში !!!!!
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...