ახალზელანდიური ქალაქი, რომელიც მსოფლიოს თასის ერთ-ერთი მასპინძელი უნდა ყოფილიყო, შვიდბალიანმა მიწისძვრამ თითქმის მიწასთან გაასწორა

ახალზელანდიური ქალაქი ქრაისთჩერჩი შვიდბალიანმა მიწისძვრამ თითქმის მიწასთან გაასწორა. ქალაქის შენობათა ნაწილი მთლიანად დანგრეულია, ნაწილი კი - მნიშვნელოვნად დაზიანებული. ამ დროსითვის 65 ადამიანის გვამია ნაპოვნი, რამდენიმე ასეული დაკარგულად მიიჩნევა.

არადა, სექტემბერში ეს ქალაქი მსოფლიოს თასის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი უნდა ყოფილიყო. საქართველოს ნაკრებს აქ განრიგის მიხედვით სამი დღე უნდა ეცხოვრა და 18 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან ეთამაშა.

"სინანულს გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. საშინელი ტრაგედია მოხდა. ახლა მთავარია, ამ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მძიმე შდეგები დროულად აღმოიფხვრას.

ჩვენთვის ჯერ უცნობია დაზიანდა თუ არა ის სტადიონი, რომელზეც მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩები უნდა გამართულიყო", - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

უკვე ცნობილია, რომ მთლიანად განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია სასტუმროები, სადაც გუნდებსა და მათ ქომაგებს უნდა ეცხოვრათ. ძნელი წარმოსადგენია დარჩენილ მოკლე დროში ქალაქის სრულად აღდგენა მოხდეს. რაგბის საერთაშორისო საბჭოს იმედი აქვს, რომ ახალზელანდიელები, საჭიროების შემთხვევაში, სათადარიგო ქალაქს გამონახავენ.

ერთი სიტყვით, ქრაისთჩერჩს მსოფლიოს თასი შეიძლება არ ეწვოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ზე რაგბის მატჩი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზსა" და სამხრეთაფრიკულ "ნატალ შარქს" შორის არ გაიმართება, რადგან აეროპორტი დაკეტილია.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა