თურმე, "იუვეს" დამარცხებაც შეიძლება
* ჯო ჰარტმა იტალიაში პირველად შეინახა კარი მშრალად.

* 2015 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "იუვენტუსმა" დათმო ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც თავიდან დაწინაურდა. მაშინ ეს "ტორინომ" მოახერხა, ახლა "ინტერმა".

* მაურო იკარდიმ მონაწილეობა მიიღო "ინტერის" ყველა გოლში ამ ჩემპიონატში - 4 გაიტანა და 1 პასი გააკეთა.

სერია A-ს მესამე ტური ჯერ კიდევ პარასკევს დაიწყო, როდესაც გენუაში "სამპდორიამ" ‘მილანს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მთავარი მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც "ინტერი’ "იუვენტუსს" დაუხვდა, ეს კი არც მეტი, არც ნაკლები, დიდი იტალიური დერბია...

ისევ ბაკას გოლით

"მილანში" თუ ვინმეს გააქვს, ეს კარლოს ბაკაა და ამჯერადაც, ლომბარდიელებმა სწორედ მისი გოლით მოიგეს. კოლუმბიელი სათადარიგოთა სკამზე იყო, მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, გამარჯვების გოლი შეაგდო - ბაკა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა და მისგან შორეული კუთხე დალაშქრა.

იქამდე უფრო გენუელები ფლობდნენ უპირატესობას და რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმა იყო მოწოდების სიმაღლეზე. მთლიანობაში, მატჩი ისეთივე მძიმე გამოვიდა, როგორიც "სტადიო მარასის" მინდორი იყო გადატანილი შტორმის შემდეგ, რის გამო წინა კვირას "ჯენოა"-"ფიორენტინას" ჯახი გადაიდო.

მოკლედ, "მილანმა" სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მაგრამ გუნდის თამაში რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს და ამაზე მატჩის შემდეგ, ვინჩენცო მონტელამაც ისაუბრა:

"უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და ბუნებრივია, სამმა ქულამ ძალიან გამახარა. თუმცა, თამაშში კვლავინდებურად ბევრი ხარვეზია, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა და ევრეოსაგზურის მოპოვება. "სამპდორია" შესანიშნავი გუნდია, ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო და დარწმუნებული ვარ, რომ გენუაში ბევრი დარჩება ხელმოცარული".

იხილეთ ვიდეო

შეუჩერებელი მილიკი

არკადიუშ მილიკს უკვე თამამად ადარებენ გონსალო იგუაინს, რადგან 22 წლის პოლონელი ფორვარდი უბრალოდ შეუჩერებელია. თავად განსაჯეთ, მილიკმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 5 მატჩი გამართა და 6 გოლი შეაგდო. ამჯერად, ნეაპოლელებმა "ბოლონიას" უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით სძლიეს მეტოქეს, 3:1.

ანგარიში ხოსე კალეხონმა გახსნა, რომელმაც ლორენცო ინსინიეს პასი შეირგო და თავური დარტყმით მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა. საპასუხო სიმონე ვერდიმ შეაგდო, რომელმაც უძლიერესი დარტყმით, დაახლოებით 30 მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი. შემდეგ მილიკის ჯერი დადგა, რომელიც ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტექნიკური დარტყმით გადაატარა ბურთი თავზე, შემდეგ კი საჯარიმოს გარედან გამოზომილი დარტყმით მოათავსა ბურთი მეკარისაგან ახლო დაბალ კუთხეში.

მოკლედ, მატჩის გმირად პოლონელი იქცა და რა გასაკვირია, რომ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სწორედ მასზე გაამახვილა ყურადღება:

"გუნდი კარგ ფორმაშია და რაც მთავარია, ვუმატებთ. იგუაინის წასვლის შემდეგ, ბევრმა ჩამოგვწერა, მაგრამ ჩვენ ასე იოლად არ დავნებდებით. "ბოლონია" კარგად ორგანიზებული გუნდია და ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. მილიკი რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, ეს ვიცოდი და ამიტომაც გადმოვიყვანეთ, მაგრამ ასე მალე თუ დაიწყებდა გოლების გატანას, არ მეგონა. არკადიუში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება და ეს ძალიან მახარებს. მილიკის სახით, იტალიურ ფეხბურთში ნიჭიერი ფორვარდი გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია რომ ვარსკვლავი გახდეს".

იხილეთ ვიდეო

"ლაციომაც" ივარგა

სიმონე ინძაგის თავკაცობით, "ლაციომ" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და ამჯერად, საკუთარ კედლებში "პესკარა" გაანადგურა - 3:0. რომაელებმა სამივე გოლი მეორე ნახევარში, 10-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს, იქამდე კი სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

რომაელთაგან თითო გოლი სავიჩმა, რადუმ და იმობილემ გაიტანეს - პირველმა ორმა შესანიშნავი თავური დარტყმებით, მესამემ კი ფეხით, მას შემდეგ, რაც კეიტამ გაარღვია ფლანგი და ფორვარდს იდეალურად უპასა. "ლაციოს" კიდევ შეეძლო გატანა და მთლიანობაში, ინძაგის გუნდმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე.

"სასუოლო" აღარ ხუმრობს, რადგან ევროპალიგაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ამ გუნდმა სერია A-შიც ივარგა და საკუთარ მოედანზე, "ჯენოას" ორი უპასუხო გოლი შეუგდო. თავი დეფრელმა და პოლიტანომ გამოიჩინეს, რომლებიც ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

"იუვე" "ინტერმა" გააჩერა

დიდ იტალიურ დერბიში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 66-ე წუთზე, "იუვენტუსმა" მარცხენა ფრთიდან გაჭრა შეტევა, ალექს სანდროს ჩაწოდებას კი შტეფან ლიხტშტაინერი გამოეხმაურა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მილანელთა კარის ჩარჩოში.

მოკლედ, ტურინული გოლი ფლანგებმა გამოძერწეს და ზოგადად, "იუვე" მეტწილად სწორედ ფრთებიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას. "ინტერი" მალევე მოეგო გონს და ორ წუთში ანგარიში გაათანაბრა - კუთხურს მაურო იკარდის შედეგიანი თავური მოჰყვა. ათიოდე წუთში, უკვე ივან პერიშიჩის თავურმა უწია მიზანს, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამნაშში და საბოლოოდ, 2:1 "ინტერის" სასარგებლოდ.

ერთი სიტყვით, კრიზისში მყოფმა "ინტერმა" მრისხანე "იუვეს" სძლია და ამით, ჩემპიონატი აშკარად გაამწვავა. ფრანკ დე ბურის გუნდმა დაამტკიცა, რომ დაუმარცხებელი არავინაა, თვით "იუვეც" კი.

იხილეთ ვიდეო

სერია A. IV ტური

16 სექტემბერი

სამპდორია-მილანი 0:1

გოლი: 0:1 ბაკა (85)

სამპდორია (4-3-3): ვივიანო - სალა (31. პერეირა), სილვესტრი, სკრინიარი, რეჯინი - ტორეირა, ლინეტი, ბარეტო (88. შიკი) - პრაეტი (69. ფერნანდესი), მურიელი, კვალიარელა

მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, კალაბრია - სოსა (57. ლოკატელი), მონტოლივო, ბონავენტურა - ნიანგი, სუსო (90. გომესი), ლაპადულა (64. ბაკა)

გაფრთხილება: მურიელი, Pერეირა - დონარუმა, Bონავენტურა, ლაპადულა

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-4 (4-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 25 000

17 სექტემბერი

ლაციო-პესკარა 3:0

გოლები: 1:0 სავიჩი (67), 2:0 რადუ (72), 3:0 იმობილე (76)

ლაციო (3-5-2): მარკეტი - ბასტოსი, დე ვრი, რადუ - ანდერსონი (73. ბასტა), პაროლო, კატალდი, სავიჩი (81. მურჯა), ლულიჩი - ჯორჯევიჩი (60. კეიტა), იმობილე

პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი (49. ფორნაზიერი), კამპანიარო, ბირაგი - კრისტანტე (73. მიტრიტა), ბრუგმანი, მემუშა - ბენალი (46. მანა), ვერე - კაპრარი

გაფრთხილება: რადუ, ბასტოსი - კამპანიარო, ვერე

კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 20-7 (12-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 25 000

ნაპოლი-ბოლონია 3:1

გოლები: 1:0 კალეხონი (14), 1:1 ვერდი (56), 2:1 მილიკი (67), 3:1 მილიკი (78)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (67. გულამი) - ზელინსკი, ჟორჟინიო (74. ალანი), ჰამშიკი - ინსინიე, კალეხონი, გაბიადინი (61. მილიკი)

ბოლონია (4-2-3-1): და კოსტა - კრაფტი, გასტალდელო, ოიკონომუ, ტოროსიდისი (83. მაზინა) - ტაიდერი, ჯემაილი - დი ფრანჩესკო, კრეიჩი (74. რიცო), ნაგი (61. დონსა) - ვერდი

გაფრთხილება: ტაიდერი (ბოლონია)

გაძევება: კრაფტი (81. ბოლონია)

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15-5 (7-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 40 000

18 სექტემბერი

უდინეზე-კიევო 1:2

გოლები: 1:0 საპატა (25), 1:1 კასტრო (82), 1:2 კაჩატორე (90)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, ფელიპე, არმერო -კუმსი, ბადუ, ალფრედსონი (65. კონე) - დე პაული (76. ევანჯელისტა) - ტერო (87. პერიცა), საპატა

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (88. დე გუზმანი) - მეჯორინი (68. ფლორო ფლორესი), ინგლეზე (63. პელისიერი)

გაფრთხილება: ალფრედსონი, კონე, პერიცა - ცეზარი, დაინელი, კაჩატორე, რადოვანოვიჩი

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 7-14 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 16 000

კალიარი-ატალანტა 3:0

გოლები: 1:0 ბორიელო (8), 2:0 საუ (55), 3:0 ბორიელო (73)

კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - პიზაკანე (79. ბიტანტე), ალვეში, კაპიტელი, მურუ - ისლა (83. მუნარი), პანაიოტისი, პადოინი - პედრო (63. ბარელა) - საუ, ბორიელო

ატალანტა (3-5-2): ბერიშა - მაზიელო (46. დალესანდრო), ტოლოი, ზუკანოვიჩი - კონტი, კესიე, კურტიჩი (56. გალიარდინი), კარმონა (59. გრასი), კონკო - გომესი, პალოსკი

გაფრთხილება: პიზაკანე, ბიტანტე - ტოლოი, კარმონა

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-9 (8-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 15 000

კროტონე-პალერმო 1:1

გოლები: 1:0 ტროტა (23), 1:1 ნესტოროვსკი (66)

კროტონე (3-4-3): კორდაცი - ჩეკერინი, კლეიტონი, ფერარი - კაპეცი (74. ბარბერიზი), როდენი, კრიზეტიგი, მარტელა (70. სამპირიზი) - ტროტა, ფალჩინელი, პალადინო (80. სტოიანი)

პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, გონსალესი, რაიკოვიჩი (29. გოლდანიგა), ალესაამი - ჰილემარკი, გაცი, ენრიკე - ნესტოროვსკი, დიამანტი (86. ანდელკოვიჩი), შალაი (46. ემბალო)

გაფრთხილება: კლეიტონი, კრიზეტიგი, კაპეცი - გოლდანიგა, ანდელკოვიჩი

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 6-10 (1-5); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 1 000

სასუოლო-ჯენოა 2:0

გოლები: 1:0 პოლიტანო (58-პენ.), 2:0 დეფრელი (66)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, ანტეი, პელუზო - პელეგრინი (66. ბიონდინი), მანიანელი, დანკანი - პოლიტანო, რაგუზა (46. რიჩი), დეფრელი (81. მატრი)

ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, ორბანი - ლაზოვიჩი (71. სიმეონე), ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - რიგონი (59. პანდევი), გაკპე (74. ოკამპოსი), პავოლეტი

გაფრთხილება: ორბანი, პავოლეტი (ჯენოა)

გაძევება: ველოზო (86. ჯენოა)

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-12 (5-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 12 000

ტორინო-ემპოლი 0:0

ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, ბოვო, კასტანი, მოლინარო (32. ბარეკა) - ასკუა, ვალდიფიორი, გობი (72. ბაზელი) - იაგო (65. ძაპაკოსტა), მარტინესი, ბოიე

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა (44. ბარბა), პასკუალი - ტელიო, მაური (56. ელ ჰაჯი), კროჩე - საპონარა (76. კრუნიჩი) - პუჩარელი, ჯილარდინო

გაფრთხილება: მოლინარო, ვალდიფიორი, ბოიე, ბაზელი - ბელუში, ტელიო, ელ ჰაჯი

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 13-7 (5-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 20 000

ინტერი-იუვენტუსი 2:1

გოლები: 0:1 ლიხტშტაინერი (66), 1:1 იკარდი (68), 2:1 პერიშიჩი (78)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, სანტონი (79. მიანგე) - ჟოაო მარიო, მედელი (75. მელო) - კანდრევა, ბანეგა, ედერი (69. პერიშიჩი) - იკარდი

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბენატია (26. ბარძალი), ბონუჩი, კიელინი (80. პიაცა) - ლიხტშტაინერი, ხედირა, პიანიჩი, ასამოა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი (74. იგუაინი)

გაფრთხილება: მედელი, ჰანდანოვიჩი - ლიხტშტაინერი, ასამოა, ბარძალი

გაძევება: ბანეგა (90. ინტერი)

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-5 (4-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 80 000

ფიორენტინა-რომა 1:0

გოლი: 1:0 ბადელი (82)

ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, ასტორი, გონსალო - ტელიო (64. ბერნარდესკი), ბადელი, სანჩესი, მილიჩი - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (76. ბაბაქარი), კალინიჩი (84. კრისტოფორო)

რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, პერესი - ნაინგოლანი (85. იტურბე), დე როსი, სტროტმანი - სალაჰი (67. ელ შაარავი), პეროტი (78. ტოტი), ჯეკო

გაფრთხილება: სანჩესი - ფლორენცი

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-14 (4-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 28 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 5 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 4 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 3 - დიეგო პეროტი (რომა), ფრანც კესიე (ატალანტა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

20 სექტემბერი:

მილანი-ლაციო

21 სექტემბერი:

ბოლონია-სამპდორია, ატალანტა-პალერმო, კიევო-სასუოლო, ემპოლი-ინტერი, ჯენოა-ნაპოლი, იუვენტუსი-კალიარი, პესკარა-ტორინო, რომა-კროტონე, უდინეზე-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი