არსენალი ფსიქოლოგის თვალით
"არსენალმა" "ბარსელონა" დაამარცხა და მიმდინარე სეზონში კვლავ აქვს ოთხივე შეჯიბრებაში გამარჯვენის შანსი, მაგრამ ის სრულყოფილებისგან ძალიან შორს დგას - ეს ჩვენი მოსაზრება არ გეგონოთ, არსენ ვენგერის უახლოესი მეგობრისა და მრჩეველის ჟაკ კრევუასიეს ნათქვამია. კრევუასიეს ვენგერთან 40 წლის ნაცნობობა აკავშირებს. ის გახლავთ ფრანგი ფსიქოლოგი და მწვრთნელი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღევანდელ "არსენალი" ხანგრძლივი წარმატებისთვის მზად არ არის. ის ბრძანებს, რომ გუნდს არ შეუძლია მოგება, როდესაც ცუდად თამაშობს, მას სათადარიგო გეგმა აკლია. და კიდევ, ვენგერის მეგობარი ამბობს, რომ "მეთოფეებს" სუსტი დაცვა ჰყავთ.

"არსენალმა" "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე პირველი ლიგის (ანუ, მთელი ორი ლიგით დაბლა მდგომ) "ლეიტონ ორიენტთან" 1:1 ითამაშა. გუშინ ჩრდილოლონდონელებმა "სტოკს" უმასპინძლეს, კვირას კი - "უემბლიზე", "ქარლინგის თასის" ფინალი ელის - ექვსი წლის შემდეგ პირველად შეუძლია რაიმე ტიტული მოიგოს. კრევუასიე ამბობს:

"ლონდონელებს თამაშის ინტელექტუალუარი სტილი აქვთ. ისინი ყოველთვის ცდილობენ მოწინააღმდეგეს თავს თავიანთი ტექნიკა, პასები და სისწრაფე მოახვიონ. ევროპაში მხოლოდ ორი გუნდის გუნდის ცქერისას უვლის ადამიანს ჟრუანტელი. ეს გუნდები "არსენალი" და "ბარსელონა" არიან, მაგრამ "მეთოფეებს" ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ — არ იციან როგორ მოიგონ, როდესაც ცუდად თამაშობენ. მათგან განსხვავებით ეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ეხერხება საუცხოოდ. ერთი სიტყვით, რამდენადაც მე შევამჩნიე, "არსენალს" B გეგმა არ აქვს.

გარდა ამისა, ხშირად არ მომწონს ბალანსი "მეთოფეების" თავდასხმასა და დაცვას შორის. შესაბამისად, თუ გუნდი ბრწყინვალე ფორმაში არ არის, ვერ იგებს. ამის თვალსაჩინო მაგალითი ერთი ხნის წინ, "ნიუკასლთან" შეხვედრის დროს ვნახეთ. იმ შეხვედრაში "არსენალი" 4:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 4:4 დასრულდა. რასაკვირველია, თავისი როლი მსაჯთა შეცდომებმა და მოწინააღმდეგე გუნდის ზოგი ფერხბურთელის ქცევამაც ითამაშა".

კრევუასიემ, რომელიც ჟერარ ულიეს მწვრთნელობის დროს "ლივერპულში" მუშაობდა ვენგერის ბიჭების დადებითი და უარყოფითი თვისებების აღმოსაჩენად 117 კითხვიანი ტესტი მოიფიქრა. ამ სპეციალისტს პერსონალურად უმუშავია ტიერი ანრისთან, ნიკოლა ანელკასთან, ჯეკ უილშირთან და თეო უოლკოტთან. დღეს ის ამტკიცებს, რომ "არსენალს" დაცვის გაძლიერდება სჭირდება:

"უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცენტრალური მცველი, რომელიც ტომას ვერმაელენსა და ლორან კოშელნის შეავსებდა. ეს უნდა იყოს, დაახლოებით რიო ფერდინანდის კალიბრის ფეხბურთელი. ვინმე, ტონი ადამსის მაგვარი, რომელსაც მეტოქის თავდამსხმელებთან ორთაბრძოლაში შესვლა შეუძლია.. რაც ვენგერი "არსენალის" მწვრთნელია, ადამსზე უკეთესი მცველი არ ჰყოლია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი "არსენალი" ხშირად სწორედ ამ პოზიციიდან ისჯება. ბაქარი სანია, კოშელნი და გაელ კლიში დიდი მცველები ნამდვილად არ არიან, ხომ მეთანხმებით?

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: არსენს ამ პოზიციაზე ახალი მოთამაშის მიყვანა რომც მოუნდეს, საიდან უნდა მოიყვანოს ის და რა უნდა გადაიხადოს?

სხვა მხრივ კი ახლა "არსენალი" შარშანდელზე დაბრძენებული და გამოცდილი ჩანს. თუ ვენგერის გუნდი კარგ ფორმას შეინარჩუნებს, ტრავმებს გადაურჩება და დაშავებულ ვერმაელენსაც მალე დაიბრუნებს, ვფიქრობ პრემიერლიგის ტიტულის რეალური კანდიდატი იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონის ვინაობა მას და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაირკვევა. კიდევ, მათ ორი ინგლისური თასის მოპოვებაც შეუძლიათ.

მე არსენს ხშირად ველაპარაკები და ვიცი, რომ ჯილდოს გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია. მას ფეხბურთში სილამაზე უყვარს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის მებრძოლი ბუნების ადამიანია".

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა