საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. დიდი 10. IV ტური
მიმდინარე სეზონში შესანიშნავად აღებული სტარტის შემდეგ გორის "ჯიქმა" მოულოდნელად ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. მათ ამჯერად შინ "ბათუმთან" ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

თამაშს წინ უძღოდა სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ლენტის გაჭრის შემდეგ სიტყვით მიმართეს საზოგადოებას და მიულოცეს გორელებს, აგრეთვე საზოგადოდ ქართულ სარაგბო სამყაროს. ახალი სარაგბო კომპლექსის სრულად ამოქმედება.

თუმცა, საზეიმო დღეს საშინაო არენაზე "ჯიქმა" ვერ იზეიმა გამარჯვება. "ბათუმის" გატეხვა ამ ეტაპზე პალიკო ჯიმშელაძის დამოძღვრილთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ზღვისპირელებმა შეხვედრის დებიუტიდანვე გამოაჩინეს ბრჭყალები. თავიდანვე მიეძალნენ მეტოქის ნახევარს და უკვე მე-9 წუთზე საჯარიმოს დარტყმის შანსი წარმატებით გამოიყენეს. სამი ქულით თემურ სოხაძემ გაახარა "ბათუმის" ერთგული ქომაგები, რომლებიც ტრიბუნაზე ცოტანი არ ყოფილან და, ისევე, როგორც "ჯიქის" მხარდამჭერები ენერგიულადაც გულშემატკივრობდნენ თავისიანებს.

სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ამასთან, ფიზიკურად მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლელოს ჩათვლის მოედანს პირველ ტაიმში რამდენჯერმე მიუახლოვდნენ იქ შეღწევა ერთხელაც ვერ შეძლეს.

პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო "ჯიქის" გარემარბმა ნიკა ბიწაძემ გაიტანა. მოედნის შუაში მან მეტოქის იერიში ჩაჭრა და ლელომდე ისე ირბინა, ახლოს მისვლის საშუალება არავისთვის მიუცია - 5:3. ანგარიშში უფრო მეტად დაწინაურება რამაზ ხარატიშვილს გარდასახვით შეეძლო, მაგრამ ძლიერმა ქარმა მისი დარტყმული კარის ძელებს მიღმა წაიღო.

შესვენებამდე თუ "ბათუმი" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა მეტოქესთან შედარებით, მეორე ტაიმის დასაწყისში "ჯიქი" სჯობდა ზღვისპირელებს, თუმცა მასპინძლებს მოედანზე არსებული ვითარების ანგარიშში ასახვა გაუჭირდათ. სტუმრებმა კი, მოწინააღმდეგის რამდენიმეწუთიანი მოძალება რომ მოიგერიეს, შემდეგ თავადვე მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება სოხაძის მიერ ზუსტად დარტყმული საჯარიმოს წყალობით - 6:5.

გუნდებს შემართება არც იქამდე დაეწუნებოდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მინდორზე ნამდვილი თავდაუზოგავი ბრძოლა გაჩაღდა. ამით განსაკუთრებით "ჯიქმა" იზარალა, რადგან ზედიზედ რამდენიმე წამყვანი მორაგბე გამოაკლდა.

69-ე წუთზე "ბათუმის" სწრაფი კომბინაციის ბოლო ფაზაში გიორგი თხილაიშვილმა, ვახტანგ ამირანაშვილმა და ბადრი ევგენიძემ ბურთი წარმატებით მიიტანეს ჩათვლის მოედნამდე, სადაც ამ უკანასკნელმა დაამიწა კიდეც -11:5.

გორელები შეხვედრის გადარჩენას ისევ ცდილობდნენ, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორიოდ წუთით ადრე დავით ტრაპაიძის ლელომ ისინი საბოლოოდ გატეხა. სოხაძის გარდასახვამ კი ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 18:5 დააფიქსირა.

დიდი 10. IV ტური

ჯიქი-ბათუმი 5:18

ჯიქი (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ხუციშვილი (სამხარაძე 21), ჯინჯიხაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ბროძელი (ზაბახიძე 58), (1-8) მაჭარაშვილი (კაკოვინი 24, გურგენიძე 61), მამრიკიშვილი (სუთიძე 68), ორაგველიძე (კაკოვინი 69), გოგოლაძე (კიკნაძე 58), ტრაპაიძე, შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (დიდებულიძე 71)

ლ: ბიწაძე

ბათუმი (15-9) ბებიაშვილი (დონაძე 66), გოგიტიძე (ტრაპაიძე 23), გაბროშვილი, მიმინოშვილი, ევგენიძე, სოხაძე, თუთბერიძე (1-8) ერისთავი, მატკავა, პატარაია (კვანტიძე 79), ცხადაძე (კოსტავა 70), მიქაძე, თხილაიშვილი, ალექსიძე, ამირხანაშვილი

ლ: ევგენიძე, ტრაპაიძე. 2ს,2გ: სოხაძე

მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

სხვა მატჩები:

ლოკომოტივი-აია 14:8

ბაგრატი-ყოჩები 23:27

არმაზი-არმია 12:24

ლელო-აკადემია 19:13

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ლელო 4 4 0 0 +35 18 2

2. აია 4 3 0 1 +21 13 1

3. ლოკომოტივი 4 3 0 1 +29 13 1

4. ბათუმი 4 3 0 1 +22 13 1

5. ჯიქი 4 2 0 2 +20 10 2

6. არმია 4 2 0 2 -3 9 1

7. ბაგრატი 4 1 0 3 -14 7 3

8. აკადემია 4 1 0 3 -28 5 1

9. ყოჩები 4 1 0 3 -30 5 1

10. არმაზი 4 0 0 4 -52 1 1

V ტური

არმია-ბაგრატი

ყოჩები-ჯიქი

ბათუმი-ლოკომოტივი

აია-ლელო

აკადემია-არმაზი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი 10. პლეი ოფის წინ: "ჯიქი"-"აია" და "ბათუმი"-"ყოჩები"
ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა
დიდი 10: მოულოდნელობა - სასიამოვნო და უსიამოვნოც
დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
მამუკა გორგოძე რჩეულია - რაგბის კავშირმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19
დიდი 10. X ტური: "ჯიქის" უპირობო უპირატესობა
ჯიქი-აკადემია 29:0 - "ჯიქს" გორიც მოუხდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში