...თუ სხვა სახეობებმა რიოში ოქროს მედლები მოიპოვეს, ამათ ტირილით დატოვეს ოთხწლედის უმთავრესი სპორტული ფორუმი
მინდია ბოდაველის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართულ ძიუდოში არსებული მენტალური პრობლემა - პრემიების უარყოფითი გავლენა, სპორტის ნაცვლად კონცენტრირება ფულსა და ფუფუნების საგნებზე, რასაც ძალიან ხშირად უარყოფით შედეგამდე მივყავართ...

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭების ცუდი გამოსვლის ერთ სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაასახელა.

- პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე

თუმცა არ იფიქროთ, მწვრთნელი წარუმატებლობას ამას აბრალებდეს - სულაც არა, მან საკუთარ შეცდომებზეც ისაუბრა და შედეგზე პასუხისმგებლობაც მთლიანად თავის თავზე აიღო. უბრალოდ, ეს პრობლემა ახსენა, როგორც ქართული ძიუდოს ერთ-ერთი სენი და სავსებით სამართლიანადაც.

მან სინანულით აღნიშნა, რომ ამ თემაზე არაერთხელ საუბრის მიუხედავად, მიზანს ვერა და ვერ მიაღწია - მოზარდები მაინც ისეთივე გატაცებით საუბრობდნენ ძვირად ღირებულ მანქანებზე, პრემიებზე, ფულზე და არა შეჯიბრებაზეო.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა ქართულ ძიუდოში მთელი სიმწვავით დგას, მაგრამ აქამდე თუ მხოლოდ ეროვნული ნაკრების "პრეროგატივა" მეგონა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თურმე ახალგაზრდებშიც იგივე მიდგომაა. ახლა უკვე აშკარაა - "მეფეც შიშველია" და "არც დანიის სამეფოში" არ არის ყველაფერი რიგზე. ეს უკვე მენტალური პრობლემაა, რასაც გლობალურად სჭირდება მიდგომა, მცდელობა, თორემ კიდევ არაერთხელ წაგვაკვრევინებს ფეხს...

მავანი შემოგვედავება, ცუდი რა არის იმაში, ახალგაზრდა კაცი ფულის შოვნაზე, ცხოვრების მოწყობაზე თუ ფიქრობსო...

მომავალზე ფიქრი კარგია და ღმერთმანი, ამის საწინააღმდეგო მართლაც არაფერი გვაქვს, მაგრამ ცუდი და დამღუპველია თავად მიდგომა - ჩვენები ფიქრობენ ფულზე და არა შედეგზე; სპორტსმენმა მხოლოდ შედეგზე უნდა იფიქროს და გასიგრძეგანებული ჰქონდეს, რომ ამის გარეშე ფული და პრემია არ მოვა, მხოლოდ წარმატება თუ მოიტანს მას.

მარტივი ჭეშმარიტებაა - აქცენტი რომ მედლებზე გააკეთონ, მით მეტ ჯილდოს მოიპოვებენ და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მოიმატებს, ახლა კი პრემიებზე წინასწარ ფიქრით ფსიქოლოგიურად "იწვებიან", კონცენტრაციას ვერ აკეთებენ და მარცხიც ხშირია.

სწორედ ეს მიმაჩნია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტების არასახარბიელო გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად (ვიმეორებ - არა ერთადერთად) და არა ის, რომ თურმე ლიდერის ტვირთს ვერ გაუძლეს, ან საზოგადოება ფავორიტებად რომ მიიჩნევდა მათ.

როცა ახალგაზრდებიც კი წინასწარ ასე ნერვიულობენ პრემიებზე, სავარაუდოდ, ჭაბუკებშიც არ იქნება ნაკლები განწყობა. შესაძლოა, ასაკიდან გამომდინარე, ისინი ჯერ ღიად ვერ ავლენენ ამას, მაგრამ დადგება დრო და აუცილებლად გამოავლენენ. თან ყველაზე ცუდია, ისინიც ასეთივე მენტალიტეტით რომ იზრდებიან.

უკვე ცხადია, ამ პრობლემამ ღრმად გაიდგა ფესვი ქართულ ძიუდოში და ეს მომავალშიც დაგვაზიანებს.

ბუნებრივია, პრემიების საკითხი მნიშვნელოვანია სპორტის სხვა სახეობებშიც, მაგრამ ამ მხრივ ძიუდო რომ ყველაზე შორს წავიდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, სხვებიც გამოთქვამდნენ და ამაზე არც ახლა წყდება ლაპარაკი. მეტიც - კულუარებში იმდენად აქტიურად საუბრობენ, სავარაუდოდ, სულ მალე ის ავანსცენაზეც დაიქუხებს.

აქ ლაპარაკი ძირითადად იმაზეა, რომ ინფლაცია არაა გათვალისწინებული. არადა, თავის დროზე ხელისუფლებამ ათვლის წერტილად 100 000 დოლარი აიღო, როცა კურსი 1,7-ზე იყო. სპორტსმენები სწორედ იმას ამბობენ, რომ ინფლაცია უნდა იყოს გათვალისწინებული და 100 000 დღევანდელი კურსით უნდა გადაიანგარიშონ, ხელისუფლება კი სათანადო განკარგულებას იშველიებს და ამბობს, რომ მასში პირდაპირ წერია ეროვნული ვალუტა - 170 000 ლარი და არა უცხოური ვალუტა.

თუმცა სპორტის სხვა სახეობებში საპრეტენზიო მხოლოდ ეს ერთი სეგმენტი აქვთ - ინფლაციის გათვალისწინება, ძიუდოისტების ფინანსური პრეტენზიები და მიზნის მიღწევის გზები კი (ყოველ შემთხვევაში, მათი უმეტესობისთვის) გაცილებით მრავალფეროვანია: ფედერაციაში გუნდურად მისვლა საპრემიო თანხის გაზრდის მოთხოვნით; სპონსორებთან იმის გარკვევა, ფედერაციისთვის გადმორიცხული თანხიდან რამდენი ერგებათ პირადად მათ; მიიღებდნენ თუ არა დამატებით პრემიებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ყოველი წარმატებისთვის. განსაკუთრებით - გუნდურ სახეობებში, და სხვა...

რიოში წასვლამდე, თვით ფიცის დადების ცერემონიალზეც კი ეს იყო მათი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი...

ბუნებრივია, სხვა სახეობების წარმომადგენლებიც გამოთქვამდნენ ამაზე უკმაყოფილებას, მაგრამ არა ასე მასობრივად. ისინი არც ფედერაციებში მისულან ულტიმატუმებით და არც სპონსორებთან დაუწყიათ საქმეების გარკვევა, სავარჯიშო დარბაზში თავდახრილნი მუშაობდნენ ანუ აკეთებდნენ თავიანთ უმთავრეს საქმეს - ვარჯიშობდნენ, ძიუდოისტებთან კი ზემომოყვანილი ფაქტები ძირითადად მაის-ივნისში ხდებოდა ანუ მაშინ, როცა მეტოქეთა შესწავლით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. შედეგად, სხვა სახეობებმა რიოში ოქროს მედლები მოიპოვეს, ამათ კი ტირილით დატოვეს ოთხწლედის უმთავრესი სპორტული ფორუმი...

ბუნებრივია, ძიუდოისტებსაც აქვთ უფლება, მოითხოვონ მეტი, მოითხოვონ პირობების გაუმჯობესება, თუნდაც იმავე ინფლაციის გათვალისწინება, მაგრამ ისინი ისე ითხოვდნენ, 170 000 ლარი ცოტაა და მოგვიმატეთო, თითქოს ის თანხა უკვე ჯიბეში ედოთ და მას მოპოვება არ სჭირდებოდა. თან მათგან ამ თემაზე მუდმივად დავამ ვაჭრობის სახე მიიღო.

ამასთან, ისეც ნუ გამოვიყვანთ, ამ ქვეყანაში თითქოს მარტო ძიუდოისტები შრომობდნენ და მხოლოდ ისინი ვერ იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას...

გაგრძელება გაზეთ "ლელოს" შემდეგ ნომერში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი თავაძე
ლაშას "ბატონო ირაკლი (სტატიის ავტორს), ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს თქვენ სტატიაზე და მთავარი ის არის რომ საბოლოოდ უნდა ქონდეთ ძიუდოისტებს თუ სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს პრემიები თუ არა ვერ გავიგე". არა მგონია, სტატიიდან მაგ კითხვაზე პასუხის მიღება ძნელი იყოს, ხოლო თუ მაინც ვერ გაიგეთ, როგორ გგონია, ეგ უფრო ვისი პრობლემაა - ჩემი თუ თქვენი? ერთს მაინც რომ დაეწერა ანალოგიური, კიდევ ჩავთვლიდი, რომ გაუგებრად მიწერია, ახლა კი... მოკლედ, წიგნების კიტხვას თავად გირჩევთ - უკეთ გამოუტანთ აზრს ნაწერიდან, მე კი პრემიის მნიშვნელობა მოტივაციაზეც კარგად ვიცი და საპირისპირო ეფექტზეც. ეგ რომ ვიცი, იმიტომაც დავწერე ეს წერილი. შენი სიტყვები, პათოსი ძალიან ჰგავს ნაკრების წევრთა სიტყვებს. ასე მგონია, მაგათი ახლობელი ხარ რომელიმესი. მე გთავაზობ, თვითონ გამოხვიდე მონიტორიდან და რაზეც პრეტენზია გაქვს, არ მეთანმხები, ამაზე გაზეთიდან ილაპარაკო - გინდ სენ მოიტანე საპირისპირო წერილი, გინდ ინტერვიუს ჩავიწერ, ადგილს დაგითმობთ ყველა ვარიანტში. ბოლო-ბოლო, ცინცხალი ამბები თუ გაინტერესებს, იმასაც გეტყვი, ვის რას უთვლიდა საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიადის დღეებში და ვინ ვერ გამოიყენა იმხელა შანსი, მანამ კი მომეცი უფლება, თუნდაც სავარაუდოდ დავწერო რაღაც.
bavaria
რაც გეკუთვნის ის უნდა მიიღო, ამაში ცუდი არაფერია, ყველა ესე არ ვცხოვრობთ? აი მიღების შემდეგ ფუჭდება თუ არა ახალგაზრდა, ეს უკვე აღზრდის და შინაგანი ინტელექტის საკითხია. მაგალითები ბევრი გვაქვს კარგიც და ცუდიც. აქ მხოლოდ კარგებს ჩამოვთვლი, ჭრიკიშვილი, ზვიადაური, შავდათუაშვილი...
კობა
და ძიუდოისტები საერთოდ რა შუაშია?! პრემია უნდა მიეცეთ, აბა არ უნდა მიეცეთ?! ეს პრობლემა კი არა მხოლოდ ძიუდოშია... ფეხბურთში ამის მეტი რა არის?!17-18 წლის ასაკში მიაღწევენ რაღაცას... გააფორმებენ რაღაც კონტრაქტებს... იყიდიან მანქანებს და ,,მარიაჟობენ"... მცირედით კმაყოფილდებიან... ამაზე სერიოზული სამუშაოა...ფსიქოლოგების... მწვრთნელების... ანუ სპორტსმენი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ დიდი მიზანი დაისახოს სპორტული შედეგების თვალსაზრისით... პრემია კი ჭკვიანურად უნდა იყოს დაწესებული... ევროპაზე შედეგების დადება გაცილებით მარტივია, ვიდრე მსოფლიოზე და მით უფრო ოლიმპიადაზე... მგონია, რომ მსოფლიოს პრიზიორობა ათჯერ უნდა აღემატებოდეს ევროპისას პრემიალურებით...
ააააა
სსსსსსსსსსსსსსს
თორნიკე
100% გეთანხმებით პრემიები უნდა "გაიყინოს" კარიერის ბოლომდე და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს მოჭიდავეს მისი გამოყენება. რამდენი 16-17 წლის მოჭიდავე ფუჭდება ფულით, მათი ფეისბუქ გვერდების დათვალიერებითაც შეგიძლიათ ნახოთ
ლაშას
და რა არის გაუგებარი. არავინ დავობს იმაზე, რომ გამარჯვების მომპოვებელ სპორტსმენს პრემია და ჯილდო ესაჭიროება (ხელფასს ისედაც იღებენ), მაგრამ როცა ადამიანებს თავში უვარდებათ, მუდმივად მეტს და მეტს ითხოვენ, სულ პრემიებზე მაფიქრალები შედეგებს აუარესებენ და ის პრემიაც ოხრად რჩებათ, რაღაც ზომები არაა მისაღები? წარმატებას რაც შეეხება-რთულია, სახეობას ყველაზე წარმატებული დაარქვა, როცა 2007 წლიდან 2014 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი არ გვყოლია და ყველა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამ წარმატების მერე თავი დაანება ჭიდაობას (ძლივს, ლაშამ შეცვალა ეს ცუდი ტენდენცია და მადლობა მას ამისათვის). ქართველების წარმატება ძირითადად, ევროპის ჩემპიონატით სრულდება და ზუსტად ეგაა, რომ უკავშირდება პრემიებს. ევროპის ჩემპიონატი წლის დასაწყისშია. გაიგიჟებენ თავებს პრემიების გამო, აიღებენ ოქროებს და მერე მსოფლიო ჩემპიონატისათვის ძალ-ღონე აღარ ჰყოფნით.. შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლება ჩავარდნაც დაერქვას, მხოლოდ 2 ბრინჯაო აიღო ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა გუნდმა. წლევანდელ ოლიმპიადაზე ხომ რაღა ითქმის, პაპინაშვილმა და ჭრიკიშვილმა მედლის რამხელა შანსი გაუშვეს ხელიდან....... ასეთი ძლიერი გუნდი არასოდეს გვყოლია ბოლო 10 წლის მანძილზე და დავრჩით 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს ამარად...
Malxazi
ჭესმარიების მარცვალი არის ამ სტატიასი და არამარტო ეს. ბოლო ხანს ასკარა ჩავარდნაა ძიუდოში. აი დაიწყება ძიუდოს ტურნირები და გამოჩნდება , მარტო ბექა და ლაშა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მიხდეთ ძიუდოს. მიხედეთ ბერძნულ რომაულს .
ლაშა
ბატონო ირაკლი (სტატიის ავტორს), ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს თქვენ სტატიაზე და მთავარი ის არის რომ საბოლოოდ უნდა ქონდეთ ძიუდოისტებს თუ სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს პრემიები თუ არა ვერ გავიგე. ერთი ცალსახად უნდა იცოდეთ თუ სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლები თავდახრილი ვარჯიშობენ და იმდენს არ ითხოვენ რამდენსაც ძიუდოისტები ეს იმიტომ რომ ძიუდო მაღალი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ ძიუდოისტები შედეგებს დებენ (მე მხოლოდ ოლიმპიადით არ განვსაზღვრავ) შესაბამისად ძიუდოისტების პრეტენზიები, რა თქმა უნდა თუ არის პრეტენზიები (ესეც ვერ გავიგე აქვთ თუ არა და თუ აქვს ვის აქვს ესეც რომ თქვათ ცუდი არ იქნება თორემ სოფლის ორღობეში ნათქვამს გავს და მთლიანად ყველა ძიუდოისტს ეხება) სავსებით ჩვეულებრივად მიმაჩნია და არ არის ამაში არაფერი გასაკვირი. და საერთოდ რა მიდგომაა ეს, ერთი ორი სტატია (არათუ წიგნი) რომ წაგეკითხათ მოტივაციაზე მიხვდებოდით პრემიები და პრიზები რა მნიშვნელობას ატარებს მაღალი პოპულარობის მქონე სპორტის სახეობებში. ამასთან მართლა გაუგებარია ერთის მხრივ წერთ ძიუდოისტებს უფლება აქვთ მოითხოვონ ის რაც უნდათო და მეორეს მხრივ აკრიტიკებთ თუ როგორ გაუფუჭებია პრემიებს ძიუდოისტების შედეგები, მერე იმასაც ამატებთ მარტო ამას სხვა უამრავ ფაქტორსო. ცუდი არ იქნება თავიდან კარგად გაიაზროთ რისი დაწერა გნებავთ და ისე დაწეროთ სტატია. P. s. ამ სტატიაზე ამდენ დროს არ დავხარჯავდი უბრალოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა და ესე გაუგებრად და 2 აზროვნად არ უნდა იწერებოდეს მსგავსი სტატიები. მადლობთ
Geo
საჭირო და დროული ანალიზია.. დევალვაცია(გაუფასურება)
უტუა
ყველაფერს მოტივაცია ჭირდება მითუმეტეს დიად მიზნების მისაღწევად მარტო კაი ბიჭის და შენ შემოგევლეს ძახილი არ ყოფნის
gero
სადააქვთ მაგათ ჭკუას ნაოჭები??
eco
ინფლაცია არის ფასების დონის საერთო ზრდა და არა რაც ამა სტატიაშია ნაგულისხმევი
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას