უკვე წლებია, "დინამოს" და "ტორპედოს" ფანები "ბეწვის ხიდზე" დადიან... კოკა კი ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს
ეს ვრცელი წერილი ნამდვილად არ დაიწერებოდა, რომ არა საკვირაო მატჩი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის - მატჩი, რომელიც ფეხბურთით კი არა, სხვა რამით დაგვამახსოვრდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივები გუნდის ფანები (გულშემატკივარი ცოტა სხვა სიტყვაა. პირადად მე ის იმდენად მესათუთება, რომ ამ შემთხვევაში მის დაწერას მოვერიდები), ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რომ არა მრავლად მობილიზებული სამართალდამცავები, არავინ იცის, "დინამო არენაზე" რა მოხდებოდა...

- დინამო (თბ)-ტორპედო 0:0 - არ არის ფეხბურთი, არის ჩხუბი და გინება! [VIDEO]

თამაშამდე კი ძალიან, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა სტადიონის წინ, წერეთლის გამზირზე - ორივე გუნდის გულშემატკივრებმა სიტყვიერი "თაიგულები" არ დაიშურეს ერთმანეთისთვის.

- "დინამოსა" და "ტორპედოს" ფანებს შორის მატჩამდე დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

იმასაც ამბობენ, სროლის ხმაც გაისმაო, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ეს არ ყოფილა მართალი - გამოუყენებიათ მხოლოდ პიროტექნიკა. არ ყოფილა მართალი, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია ისეთ ზღვარზეა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ.

მავანი გვეტყვის, რომ ეს უცხოეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ალბათ, ნაწილობრივ მართალიც იქნება, მაგრამ არის რამდენიმე განსხვავება: ჯერ ერთი, უცხოეთში ფეხბურთი მაინც არის, ჩვენთან კი მხოლოდ ჩხუბია.

მეორეც: ქართული მენტალიტეტი სხვაა და უცხოური - სულ სხვა. ჩვენთან კაცს რომ დედას შეაგინებ, ის უკვე შენი მტერია, სამუდამო მტერი. ასეთი გინება კვირას მრავლად იყო თამაშის დროს. გაცილებით მრავლად, ვიდრე საფეხბურთო ელემენტებით აღტაცებული გულშემატკივრების შეძახილები.

დიდი, ძალიან დიდი უფსკრულია ამ ხალხს შორის. ამ სიტყვას ნამდვილად არ დავწერდი, მაგრამ რასაც მე კვირას ვუყურე, უკვე სიძულვილიც აღარ არის. ჩვენი, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების სურვილი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულად თუ არა, საფეხბურთო შუღლად მაინც იქცეს.

საქართველოში, შეიძლება, ყოველ მეორე დღეს შეხვდე შენს მოშუღარს. უცხოეთში კი ერთხელ შეხვდები და, დიდი ალბათობით, მეორედ - ვეღარ. ესეც სხვაობაა.

გამოსავალი პირველი

ამ ქვეყანაზე გამოსავალი ყოველთვის არის. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ გადაწყვეტილა ამაზე რთული პრობლემებიც. ქართული ფეხბურთის სათავეებში დღეს ისეთი ხალხია, კომუნიკაციის პრობლემა რომ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ისინიც ფიქრობენ.

მას შემდეგ, რაც "ქართულ კლასიკოდ" წოდებული საკმაოდ არასანახაობრივი მატჩი დასრულდა, განუწყვეტლივ ვფიქრობ მომხდარის გამო. ფაქტია, სიტუაცია სასწრაფოდაა გამოსასწორებელი. და როგორ უნდა მოხერხდეს ეს?

სხვა თავისას იტყვის, მე კი ასეთი აზრი მაქვს: არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული კვალი დაუტოვებია ორივე გუნდის ისტორიაში. თამამად შეგვიძლია, ისინი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებადაც შევრაცხოთ.

ჩვენ უნდა შევძლოთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ ორივე გუნდის ფანკლუბის მოთავეები. ეს უნდა ითავონ იმ ფეხბურთელებმა, იმ ვარსკვლავებმა, რომლებმაც ბევრი გააკეთეს როგორც "დინამოსთვის", ისე "ტორპედოსთვის".

ეს ისეთი ავტორიტეტული პიროვნებები უნდა იყვნენ, რომელთა სიტყვასაც განსაკუთრებული ფასი ექნება. დასხდება ეს ხალხი, თავისას იტყვის... ბოლოსდაბოლოს, დედას აღარ შეაგინებს ერთმანეთს და ქუჩაში ისე აღარ დაეტაკება ერთურთს, როგორც კორიდაზე ხარი - წითელ მოსასხამს.

ამ პიროვნებების შერჩევა არ არის რთული საქმე. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერევა. სწორედ ფედერაციის ინტერესშია ის, რომ ქვეყნის პირველობისა თუ სათასო მატჩებში რაც შეიძლება ცოტა იყოს ქომაგთა ასეთი საქციელი.

გამოსავალი მეორე

დარწმუნებული ვარ: "დინამო არენაზე" ცოტა მეტი ფეხბურთი რომ ყოფილიყო, ნაკლები აგრესია იქნებოდა გულშემატკივართა მხრიდან. არანაირი სანახაობა - იყო მხოლოდ ბრძოლა, რომელიც მაყურებელს ვერაფრით მიიზიდავს.

მაყურებელი სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მიდის. მიდის ლამაზი გოლების, ფინტების, კარში დარტყმების სანახავად. როცა ესენი არ არის, გასაქანი ეძლევა სხვა ფანტაზიებს. დავამატოთ ამას ისიც, რომ დღეს თითოეული ქართველი უამრავი პრობლემითაა დახუნძლული.

დღეს ხალხი ფეხბურთზე იშვიათად დადის. ვინც დადის, ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღიური პრობლემები მცირე ხნით მაინც დაივიწყოს. არადა, მიდის სტადიონზე, მაგრამ... ფეხბურთს ვერ ხედავს.

მერე ის ხვდება, რომ სულ რაღაც საათნახევარში ეს ვირტუალური თავშესაფარი დაინგრევა. დაინგრევა და ის ისევ დარჩება თავის პრობლემებთან. სამწუხაროდ, დღეს არნახულად დაცემულია ქართული ფეხბურთის დონე და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩს არ ეხება. ამ უფეხბურთობაში კაცს ნერვები კიდევ უფრო ეშლება.

ადამიანი სანახაობას ყოველთვის აფასებს. როცა ფეხბურთი ასჯერ წამოგახტუნებს თამაშის განმავლობაში, მაშინ ნამდვილად არ გეცლება ჩხუბისა და მოწინააღმდეგე ქომაგთა შეურაცხყოფისთვის.

გამოსავალი მესამე

დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, მას არაფერი ეშველება, თუ თითოეულმა ჩვენგანმა მეტი არ მოსთხოვა საკუთარ თავს. ეს ეხება ფეხბურთელს, ჟურნალისტს, ქომაგს - ყველას, ვინც დღეს ქართულ ფეხბურთშია.

თუ ჩვენ ცოტა მეტს მოვთხოვთ საკუთარ თავს, არ დავრჩებით ასეთ მდგომარეობაში და ერთმანეთს ასე აღარ გავიმეტებთ (თუნდაც, სიტყვიერად). ის, რაც "დინამო არენაზე" ისმოდა, ვერაფრით გახდება ჩვენი ფეხბურთის პროგრესის საწინდარი.

არადა, რომელ პროგრესზე ვსაუბრობთ, როცა ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრას ათასამდე გულშემატკივარიც კი არ ესწრება და სულ ათამდე ჟურნალისტი აშუქებს. მერე ჩვენ გვინდა, რომ სანაკრებო ასპარეზზე მოვუგოთ სერბეთს, ავსტრიას და მათნაირებს. ფეხბურთში ლოგიკა ყოველთვის ვერ ზეობს, მაგრამ არც იმდენად მეფობს სენსაცია, რომ ეს ხშირად მოხდეს. ამიტომაა, ძალიან ხშირად "ყარაულის თოფის" იმედად რომ ვართ.

მოკლედ , ასეა თუ ისე, ეს ის საკითხია, რომელიც ძალიან დიდ დაკვირვებას და შინაგან კულტურას მოითხოვს თითოეული ჩვენგანის მხრიდან. ვამბობთ, რომ სხვაგანაც არის ეს ფაქტები, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა სულ სხვაა.

სანამ ურემი გადაბრუნდება...

ღმერთმა დაგვიფაროს და, საფრთხე მაინც ძალიან რეალურია. არ გვინდა, ურემი გადაბრუნდეს და გზა მერე გამოჩნდეს. ურემის გადაბრუნებაში კი, ღმერთმა ნუ ქნას, სისხლის დაღვრას ვგულისხმობთ.

აი, ამ შემთვევაში კი მართლაც რთულად იქნება საქმე და ძალიან გაჭირდება, ან პრაქტიკულად შეუძლებელიც გახდება ორი გადამტერებული ბანაკის შერიგება.

უკვე წლებია, ამ ორი გუნდის ფანები "ბეწვის ხიდზე" დადიან. ღმერთის წყალობით, ეს ხიდი დღემდე არ ჩატეხილა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

George
George ნიკი მაინც შეიცვალე დალშე შენნაირ "განათლებულთან" საუბარს აზრი არ აქვს
George
მორჩი გადაბრალებას. ქუთაისის ჯუნგლების ბრალია ყველაფერი. აი სტადიონზე რომ გამოვარდნენ ქუთაისში და მერე კუდამოძუებული უკან გაიქცნენ, მაშინ რომ გაეგდოთ ტორპედო უმაღლესიდან დღეს მშვიდობა იქნებოდა. ეგ ჩხუბები ფიფიამდე დაიწყო, დიდი ხნით ადრე. ასე რომ შეეშვი მატყუარობას.
George
ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. არ ისჯება დინამო და ისჯება სხვა. ფიფია აღიზიანებს გულშემატკივრებს შეურაწყოფას სყენებს მთელ ქალაქს და არავინ არ მიაქსია ყურადღება. შარშან ტელევიზორში რეკლამაში ისიც კი მოვისმინე "მოდით სტადიონსე ერთად დავამარცხოთ ჩიხურაო". ამის მერე უჩნდება გულშემატკივარს დინამოს მიმართ ზიზღი და შუღლი. ყველაზე ძლიერი "ჯუნლგები" არიან და ყველაზე მწვავეთაც გამოხატავენ და უბრალოდ ჩანს ეგ თორე სხვა ქალაქშიც არა ნაკლებად ხვდებიან თქვენს ფლაგმანს
111
არ ვიცი ეს კონკრეტული დაპირისპირება ვისი მიზეზით მოხდა მაგრამ დინამოს გულშემატკივარი ყველგან ძალიან გამომწვევად რომ იქცევა ეს ფაქტია. ყოველთვის თუ რამე მწვავე დაპირისპირება ხდება გულშემატკივართა შორის უმეტეს შემთხვევაში ერთი მხარე დინამოს გულშემატკივარია.მე გორელი ვარ და მახსოვს როგორ იქცეოდნენ გორში ჩამოსული დინამოს გულშემატკივრები
neitraluri
მადლობა ავტორს ასეთი აზროვნებისათვის. ზოგადად, გავიცნობდი სიამოვნებით და ვისაუბრებდი მასთან ფეხბურთზე.
სოსო
გიო ზუსტად აღარ მახსოვს,რომელი წელი იყო,მაგრამ ყვე;ლას გაგიგიათ ალბეთ ეიზელის სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ,როცა ფანების ჩხუბს ტრიბუნის ნგრევა და 39 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.აი მაშინ ფეხბურთი ყველას ცალ კი არა,ორივე ფეხზე ეკიდა,უფრო სწორედ,არავის აღარ ახსოვდა. შედეგად ინგლისური ფეხბურთი მოკვეთეს მსოფლიოს ფეხბურთიდან და მაშინდელ სიმაღლეს დღემდე ვერ მიაღწია,დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ კი კიდევ კარგა ხანს გულშემატკივრებს უცხოეთში არ უშვებდნენ,განსაკუთრებით აგრესიულ ფანებს სტადიონთან მიახლოებაც ეკრძალებათ. რა ლოგიკითაც თქვენ და ვაკო მსჯელობთ,ზესტაფონს ომი უნდა დაეწყო,რადგან მოპოვებული ჩემპიონობა კრებაზე წაართვეს და შემდეგ, ილია კოკაია ფაქტიურად აიძულეს გუნდი და თან მართლა კარგი გუნდი დაეშალა,თქვენ მათ ადგილას რას იზავდით,ქალაქის ღირსების დასაცავად სისხლაც დაღვრიდით არა? მერე ქვეყნის ღირსებას რაღას უშვრებით,თუ ეგეც ცალ ფეხზე გკიდიათ. კაცი სოფელში თავის ოჯახს წარმოადგენს,რაიონში, თავის სოფელს,ქვეყანაში,თავის რაიონს,მხარეს, ხოლო უცხოეთში-თავის ქვეყანასდა თუ ესეც ცალ ფეხზე გკიდიათ,მაშინ ბარაქალა თქვენ,მე სათქმელი აღარაფერი მექნება. მაპატიეთ მეგობრებო,თუ მკვახედ გამომივიდა,მაგრამთქვენი მიდგომაც სრულიად მიუღებელია და ძალზე საშიში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.ალბათ ძველი ფეხბურთელები უნდა ჩაებან ამ პრობლემის მოგვარებაში და ჩვენ გულშემატკივრებმაც უნდა მოვიფიქროთ რამე, თორემ რაღაც უბედურება მართლა დატრიალდება და მერე გვიანი იქნება.
გიორგი
ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სტადიონზე სრული ანტიფეხბურთია.რაღაცით ხომ უნდა დაკავდეს ეს ვითომ ფეხბურთის ფანები, თორემ ჩემი თაობის ადამიანებს არ ეშლებათ არც ქომაგობა არც მეტოქის პატივისცემა
Lelo
Gamxsene fifias damamcirebeli sityvebi torpedos qutaisuri fexburtis marto?!
რა ატამი რი ატამი
Giga-ს აი, კიდევ ეთი არაადეკვატური პოსტი. რა მსაჯობაზე ლაპარაკობ, ჩხუბი და დაპირისპირება თამაშის დაწყებამდე მოხდა! პრევენციულად იჩხუბეს ქუთათურებმა თუ რაფერაა მაი ამბავი? რახან ოდესღაც ვიღაც ქუთაისელი გალახეს ვიღაც თბილისელებმა, ამიტომ მუდმივად დებოშები უნდა მოვაწყოთ და ერთმანეთს ძველი ამბები ვუხსენოთ? გარეთ ნუ ეძებ დამნაშავეებს, პირველ რიგში საკუთარ თავს მოსთხოვე პასუხები! ეს იქნება სწორი საქციელი! მე, ძმაო, არავინ გამილახავს ფეხბურთის გამო. ახლა სტადიონზე რომ მოვიდე ქუთაისში, თბილისელობის გამო უნდა გამლახონ? ეგ რანაირი გაგებაა, ვერ გავიგე. :)
giga
რა ატამი რი ატამი.... ნუ დაგიჩემებიათ ერთი და იგივე თითქოს მარტო ტორპედოს ფანები იყვნენ მსაჯობით უკმაყოფილო, გადახედეთ რამდენს აქ პრეტენზია დინამოს თამაშზე მსაჯობის მიმართ, მაგრამ სხვა რა არგუმენტი გაქვთ. იქნებ და სხვა ყველა მტყუანია და თქვენ ხართ მართლები? მერე მეორე ცუდად იქცევითო ვინ მოიქცა ცუდად? შენ ალბათ არიცი ტოპედოს ერთი ფანი დინამოზე რამდენმა კაცმა სცემა , ხო ზუსტად ერთი ფანი კინაღამ მოკლეს ცემით, სწორედ აქედან გაღვივდა ეს მტრობა. თუ არ იცი რა ხდება სინამდვილეში გაჩუმდი მაინც. მერე გამოვიდნენ და ბლატაობდნენ ტორპედოს ფანი ვცემეთო. მითხხარი რომელ კაცობაში წერია ეს ყველაფერი და მერე ილაპარაკე ცუდდ მოქეცავზე...
dato
უნდა შერიგდნენ ამას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ სანამ შერიგდებიან ვაჟკაცურად უნდა ცემონ ერთმანეთი მუშტი კრივით ამის მერე დაჯდნენ და იქეიფონ, დედის გინება არაკაცური და არაქართული საქციელია
რა ატამი რი ატამი
ნეტავი არ მოგბეზრდათ ქუთაისელებს ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება? პარანოიდალური იდეები გაწუხებთ უკვე. სამარცხვინო საქციელს რა გამართლება აქვს? ის, რომ ცუდად იქცევით, ყოფილა ჟურნალისტების, ფეხბურთელების, კლინტონის, ლიპარიტ ბაღვაშის, ფარსადან ბოდბისხეველის, ჩირიკის, ჩიკოტელას, ალხანას და ჩალხანას ბრალი, თქვენ უბრალოდ გარემოებათა მსხვერპლი ხართ! აბა, ბიჯო, რეალის დონის გუნდი გყავთ და დაგიჩაგრეს! სირცხვილია, ბატონებო, სირცხვილი!
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
ესენი რომ რეალი-ბარსას ფანები იყვნენ, მერე რა დღეში იქნებოდნენ ეს ვაი გულშემატკივრები!რა კლასიკო,რის ფეხბურთი?!რაის ქუთაისი, რის დინამო,რა მეტალურგი,რა სამტრედია და საჩხერე?!წადით რამე ხელობა ისწავლეთ თქვე უსაქმურებო!
big
დროული კარგი წერილია
ვაკო
მადლობა რომ არ დაბლოკეთ! და კიდევ აი როდესაც მეგობარი ამბობს, რომ სამარისებულ სიჩუმეს ისევ ეს ხმაური ჯობსო აბსოლუტურად მართალია - აბა რა ფეხბურთი იქნება ან სადაა მაღალი დონის ჩემპიონატები სადაც თავის გუნდს კბილებით არ იცავენ! ჩვენზე პატარა ქალაქის ორ გუნდს შორის ხდება ჩხუბები და ისტორიული დაპირისპირებები, ასე რომ ნუ აღვიქვამთ ამას რაღაც კატასტროფად! კატასტროფა არის ის რომ თბილისში ხალხის უდიდდეს ნაწილს ფეხბურთი მაგრა არ აინტერსბს! და ბრავო ქუთაისს და ყველა სხვა ქალაქს, სადაც ფანები ასე ერთგულად უჭერენ საკუტარ გუნდს მხარს! და კიდევ ისიც მიდნა ვთქვა, რომ მიზეზი ფეხბურთია და არ უნდა ამას დაბრალებ არც მსაჯია აქ შუაში, არც ჟურნალისტიკა და არც შავი კატა, ფეხბურთი გვიყვარს და ვიბრძვით ისე როგორც ყველგან! და რამდენადაც ვიცი ეს ყველაფერი ქუთაისში დაიწყო, როცა 64-ში ტორპედომ უმაღლესი ლიგა ითამაშა, მას მერე ქვა ღორღით ჯიბე გატენილი ჯუნგლები ხან მოთამაშეებს ესროდნენ ხან ფანებს, მაგრამ ძალიანაც კარგი თუ რაღაც ინტრიგა და ყურადღება მსიაქცევი კიდევ შემორჩა ჩვენს ჩემპიონატს ! მადლობა ქართულ კლასიკოს და მის ისტორიას!
dinamo
ტორპედომ ბარსელონასთან რომ წააგოს მაინც მსაჯებს აბრალებენ.
ვაკო
ჩემს კომენტარს რა პონტში ბლოკავთ? უცენზურო არაფერი მიხმარია და თუ ასე სცემთ პატივს ვიზიტორებს, შედეგსაც მიიღებთ, ისედაც დიდი შედევრების შეთავაზებას ვერ ახერხებთ და ამ მოპყრობით ძველ მკითხველებსაც დაკარგავთ
გიორგი
ბატონო ალეკო, ვატყობ თქვენი წინა სტატიის კომენტარები "- დინამო (თბ)-ტორპედო 0:0 - არ არის ფეხბურთი, არის ჩხუბი და გინება! [VIDEO]"არ წგიკითხიათ. უნდა გაირკვეს რა ნიადაგზეა ეს მტრობა წარმოქმნილი და ყველას პასუხი მოეთხოვოს. მარტო ამ ბიჭების შეხვედრა და დამოძღვრა არაფერს მოგვცემს!უნდა მოეხსნას დინამოს ყველა შეღავათი, დაისაჯონ მსაჯები და პირველ რიგში მათი დამკვეთები. პირობები ყველა გუნდისთვის უნდა იყოს თანაბარი!!!სხვა შემთხვევაში მშვიდობა არ ჩამოვარდება!!!
giga
ახლა დავწერ იმას თუ რითაა ეს ყველაფერი გამოწვეული ჩემო კარგებო. 1. დავიწყოთ იმით რომ ეს მტრული დამოკიდებულება ამ ორ გუნდს შორის არ არის მხოლოდ მათი გულშემატკივრების ახირება, ამ შუღლის გაღვივებაში უდიდესი წვლილი (თუ მთავარი არა) მიუძღვის ძალიან ბევრ ადამკიანს და მათ შორის თქვენც ჩვენო "საუკეთესო ჟურნალისტებო". ყოველთვის ცდილობთ ყველაფერში დინამო წამოწიოთ წინ და სხვა გუნდები ფეხებზე გკიდიათ. ყველა სტატიაში წერთ იმაზე თუ როგორი უძლეველი და ტიტულებით მდიდარი კლუბი გყავთ. ახლა ვიღაც დაწერს დინამო საუკეთესო გუნდია საქართველოშიო, მითხარით ერთი რატომაა საუკეთესო რადგან ბევრი ტიტულები აქვს მიტო? ეგეც გასარკვევია ყოველ წელს რომ მსაჯები არ ჩაგრავდნენ სხვა გუნდებს მოიგებდა კი დინამო ამ თასებს? გასაგებია რო საუკეთესო ბაზა აქვს საქართველოში მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება სხვა გუნდები არაფრად ჩავაგდოთ? ყოველ წელს რო დიდი იმედებით წერთ სტატიებს თუ როგორი უდიდესი გუნდი გყავთ და რომ იმსახურებს ეს გუნდი ევროპის ლიგებზე თამაშს , იმაზე დაფიქრებულხართ რომ ეს ყველაფერი თავის დაიმედებაა მხოლოდ?... მიზეზი 2: ყველას კარგად მოეხსენება ფიფიას დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ, ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა ფანებზეც ვრცელდება. მოზეზი 3: მსაჯობა მსაჯობა და კიდევ მსაჯობა. სენი რომელიც ქართულ ფეხბურთს საბოლოოდ ანადგურებს. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი რადენი საკამათო სიტუაცია მომხდარა დინამოს სასარგებლოდ, როგორ დასჯილან ამის გამო სხვა გუნდები. ასე რომ სანამ დაიწყებთ სტატიების წერას რომ ეს მტრული დამოკიდებულება მოსაგვარებელია, თქვენს ქცევებს დააკვირდით და იპოვით მიზეზს იმისა თუ რატო არსებობს ასეთი დამოკიდებულება. ამ თქვენი მეტიჩრობით დინამოს ფანებში იწვევთ ამპარტავნებას, მარტო ჩვენ ვართ და სხვა არავინ.... არასდროს არ იქნება მშვიდობა ამ ორი გუნდის ფანებს შორის სანამ არ შეწყვეტთ ილუზიებით ცხოვრებას და მეტიჩრობას. იმის გამო რო დედაქალაქური გუნდია არ უნდა გახდეთ მიკერძოებულები დინამოს მიმართ, დედაქალაქისაა საბურთალოც და ლოკომოტივიც მიდით წერეთ ამ სამ გუნდზე მარტო მაშინ. ყველამ თავის ჩასვრილ საქმეს მიხედოს და მაშინდალაგდება ყვე;ლაფერი, ქუთაისი არავის დააჩაგვრინებს თავს და ამიტომაც მუდამ ასეთუ მტრობა გვექნება ვითომ საუკეთესო გუნდის ფანებთან... იმედია აზრი გაიგეთ. ახლა ადექით და დაწერეთ თუ როგორი გუნდი გყავთ სინამდვილეში !!!
gio
გამოგიტყდებით და სტატია ბოლომდე არც წამიკითხია..სათაურით და დასაწყისით გასაგებია ავტორის პათოსი...ძალადობა და აგრესია თავისთავად დასაგმობი და ძირშივე აღმოსაფხვრელია მაგრამ...ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ჩემი აზრით დინამოს და ტორპედოს ფანების ერთმანეთის მიმართ აგრესია კი არა...უმეტეს შეხვედრებში ცარიელი ტრიბუნები და გუშემატკივრების სრული გულგრილობაა...ანუ იმ ხალხის აბსულუტური უმრავლესობა ვინც არც არავის აგინებს,არც არავის ეჩხუბა და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ვინ მოიგებს და ვინ წააგებს..ამ უინტერესობას ებრძოლეთ პირველ რიგში,თორემ ვისაც აინტერესებს ის ხან შეიგინება,ხან დაილოცება და ზოგჯერ შეიძლება იჩხუბოს კიდეც...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,ჩხუბს და აყალმაყალს არ ვამართლებ.მაგრამ მე პირადად ისევ ეს ალიაქოთი მირჩევნია სასაფლაოს სიჩუმეს ქართულ სტადიონებზე...
ვაკო
ქუთაისში დინამო იმ დროიდან ეზიზღებათ, მესხი და მეტრეველი რო თამაშებოდნენ, დინამოს ფანები როცა ძალიან ძლიერები ვიყავით, ცხონებული ბალუს დროს, ტორპედოს ფანები თბილისში ჩამოსავლსაც კი ვერ ბედავდნენ. არადა მაშინ ქუთაისური კლუბი ისტორიის საუკეთესო წლებს ითვლიდა და საშინაო თამაშებზე თითქმის სულ სავსე ტრიბუნების წინ გამოდიოდა,ფინანსურადაც ძლიერი იყო, მაგრამ უბრალოდ თბილისში ჩამოსვლის ეშინოდათ, სამაგიეროდ მაშინ დინამოს ფანები ჩადიოდნენ და 10 ათასობით კაცს უშიშრად უპირისპირდნებოდნენ. ახლა კი ტორპედოს ფანები ჩამოდიან თბილისში და აქ მსვლელობებს აწყობენ, საკუთარ ქალაქში სცემენ რამდენიმე სახელით წარმოდგენილ ფან დაჯგუფებებს და თუ სატურნირო ცხრილში მათი გუნდი ვერაა მოწოდების სიმაღლზე ამ კომპონენტში აშკარად ჯაბნიან ყველას! კლასიკოც ასეთი გამოვიდა, გუნდებმა ვერა მაგრამ ფანებმა თავისი ქნეს! მე ვფიქრობ ყველა თბილისელს, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ღირსება აქვს, დინამოს თამაშებზე განსაკუთრებით კლასიკოზე მივიდეს და დაიცვას ქალქაის ღრსება და სახელი! უბანში დგომა სა სემიჩკის კნატუნი თუ ფურთხება, არავის ჭირდება
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა