"მერწმუნეთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უკეთესი შედეგი უჩვენოს"
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ეროვნულ გუნდში ქულათა 500-იან მაჩვენებელს წლეულს ასცდა.

მისთვის ევრო-2017-ის შესარჩევი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი საშუალოდ 8 ქულას, 6.8 პასსა და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა. თუმცა მთავარია, რომ...

- საქართველოს ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია - პირველი ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. კიდევ ერთხელ ყველას დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, იოლად დასაძლევი მეტოქე არც ერთი ევროპული გუნდისთვის არ ვართ. ეს სტატუსი კი წლეულს არ მიგვიღია, შედეგებს თავი რომ დავანებოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საფრანგეთი, ლიტვა და სხვა გრანდები გვიწვევენ ამხანაგურ ტურნირებზე. ეს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგია, რაც იგორ კოკოშკოვის შემდეგ კარგად განაგრძო ილიას ზუროსმა.

- ძირითადად რა შეცვალა ახალმა თავკაცმა კოკოშკოვისეულ სტრატეგიაში?

- იგორ კოკოშკოვი ჩვენს გუნდში 8 წელი წარმატებით მუშაობდა და ილიას ზუროსმა გარკვეული ფრაგმენტები ხელუხლებლად დატოვა. მთავარი, რაც შეცვალა, დაცვა იყო.

დაცვის ასეთ სტილს პირველად შევხვდით, თავიდან ყველაფრის ზედმიწევნით შესრულება რთული იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გვქონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა. მომავალ სეზონში ამ ტაქტიკას კიდევ უფრო დავხვეწთ და უკეთესი დაცვაც გვექნება.

- დაცვამ, თითქოს მეტი აგრესიულობა შეიძინა...

- დაცვა ყველა მწვრთნელის პრიორიტეტია, მხოლოდ შეტევით თამაშს ვერ მოიგებ. მთავარია, რომ ახალი მწვრთნელის სტრატეგიამ პირველივე წელს მოგვცა კარგი შედეგი.

- დაცვაზე რომ ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს სლოვაკეთთან მატჩში შენ მიერ დაფიქსირებული საქართველოს ნაკრების რეკორდი - 9 ჩაჭრა.

- 9 ჩაჭრა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბურთის ართმევა, უმთავრესად, გუნდური დაცვის შედეგია. ცოტა რთულია ჩაჭრების დაფიქსირების პროცესი, შეიძლება მეტოქეს შენ წაართვა ბურთი, ან თანაგუნდელმა წაჰკრას ხელი და შენ მოგივიდეს. იმ მატჩში ნამდვილად არ დავკვირვებულვარ, რამდენი ჩაჭრა მქონდა, მთავარი ის იყო, რომ 28 ქულის სხვაობით მოვიგეთ.

- ალბანეთში, ყველასთვის მოულოდნელად, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გაჩაღდა...

- ალბანეთის ამ გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაში 100-ჯერ რომ შევხვდეთ, ასჯერვე მოვუგებთ, თუმცა ტირანულ მატჩს არასათანადოდ მივუდექით. როდესაც გავაცნობიერეთ, რომ საქმე შესაძლოა სანერვიულოდ გამხდარიყო, მთლიანად გადავეწყეთ და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობითაც ვიმარჯვეთ.

- თავად ილიას ზუროსმაც აღნიშნა, რომ წლეულს აქცენტი ფარქვეშ თამაშზე გააკეთა...

- ამის საშუალებას ჩვენი შემადგენლობა იძლევა. როდესაც გუნდში გყავს ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, იოლია ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება. როდესაც საჭირო გახდა, უკანახაზელებზეც წამოვიდა თამაში. ჩვენ საამისოდ ყოველთვის მზად ვიყავით.

დაბლებსაც არანაკლები ფუნქცია გვეკისრა, ბურთის კალათში ჩაგდებამდე მოედანზე ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, მაგრამ კალათბურთის სპეციალისტის თვალი კარგად ამჩნევს - ბლოკი, გახსნა, დახმარება, სივრცის გამოთავისუფლება...

- შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ბევრი კითხულობდა, აჯობებს ფაჩულია მონტენეგროს ცენტრ ვუჩევიჩს?

- ზაზას NBA-ში 13 სეზონი აქვს გატარებული. კლასი და გამოცდილება კი უკვალოდ არ ქრება. არ მახსოვს მატჩი, ვინმეს ეჯობნოს ჩვენი ნაკრების მეფარეებისთვის. ფაჩულია ხომ მსოფლიოს მასშტაბის კალათბურთელია, შერმადინი - ევროპის მასშტაბისა. მათთან ვერას გახდნენ ვალანჩუნასი, გორტატი...

- საქართველოს ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან თამაშობ. შეგიძლია თქვა, რომ მონტენეგროსთან გასვლითი მატჩი ბოლო ათწლეულის ტოპ-5-ში შეყვანას იმსახურებს?

- ასე უცბად რთულია ყველა შეხვედრის გახსენება და ამ მატჩთან შედარება, მაგრამ ფაქტია - ასეთი დრამატული და საინტერესო შეხვედრა ბევრი არ ყოფილა. ბარში გამართული დაპირისპირება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.

- მონტენეგროში თუ იყო წამი, როცა იგრძენი, რომ გამარჯვება ახლოს აღარ იყო...

- კალათბურთელები მოედანზე იმიტომ ვდგავართ, რომ გავიმარჯვოთ. პირველ წუთზეც გვჯეროდა წარმატებისა, 39-ზეც და მე-40-ზეც. რამდენი თამაში ყოფილა, ბოლო წამებზე დიდი ჩამორჩენა რომ გაბათილებულა?!

მონტენეგროში ჩვენც ვიგებდით 14 ქულას, მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ხოლო ბოლო წამებზე ჩერნოგორიელები 5 ქულით რომ დაწინაურდნენ, ზუსტად 30 წამში შევცვალეთ -5 +1-ით.

კალათბურთი იმიტომაცაა ყველაზე სანახაობრივი სპორტის სახეობა, რომ უკანასკნელ წამებზე შეიძლება მოგებული მატჩი წააგო, ან პირიქით.

- 2004 წელს, ხორვატიის ქალაქ სისაკში ჭაბუკთა ნაკრების ფინეთთან თამაში დღესაც გემახსოვრება...

- იმ მატჩს ახლაც ხშირად ვიხსენებთ. ბოლო 100 წამში 0:11 ჩამორჩენა აღმოვფხარით და გავიმარჯვეთ. საოცარი შეხვედრა იყო, ისევე როგორც მონტენეგრო-საქართველო.

- როგორ ფიქრობ, ამ ნაკრებს რა რესურსი გააჩნია ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე 2015 წლის შედეგის გამეორებისთვის, ან გაუმჯობესებისთვის?

- მართლაც მაღალი კლასის შემადგენლობაა შეკრებილი და დიდი რესურსიც აქვს. ერთი მიზნისთვის ვართ გაერთიანებული და თითოეული კალათბურთელი საქართველოს სახელისთვის თამაშობს.

ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა. მერწმუნეთ, ჩვენზე მეტად არავის უნდა ნაკრების წარმატება, ამიტომ ყველა მატჩში 100 პროცენტით ვიხარჯებით, მაგრამ მეტოქეც ხომ ასევე ბოლომდე იბრძვის. შესაძლოა მცირე უიღბლობის გამო თამაში ვერ მოვიგოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უკეთესი შედეგი უჩვენოს. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ევრობასკეტს.

- ახალ სეზონში "ქუთაისის" ღირსებას დაიცავ...

- ყველაზე კარგი შეთავაზება სწორედ "ქუთაისიდან" მივიღე. საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და მომავალ სეზონშიც მაღალ მიზნებს ისახავს. რაც ყველაზე მთავარია, "ქუთაისს" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს.

მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. მანამდე კი ბაკურიანშია შეკრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulSematkivrebi
გიორგი შენ ძალიან კარგი კალატბურთელი ხარ ეროვნული გუნდისთვის, გამოცდილება არ გაკლია და ტექნიკა ჯერ კიდევ ბევრს ველით შენგან ფორმა არ უნდა დაკარგო და მომზადებული შეხვდე 2017-ის ევრო ბასკეთს,უკეთესი იქნება თუ უცხოეთში გააგრძელებ თამაშს.
კახა
გიორგის წარმსტება ძალიან გამიხარდება.მინდა სტატის ავტორს ე.გ წოდებულ ჟურლნალისტს რამდენიმე კითხვით მივმართო რატო ქმნი ცუდ ფონს რატო გვაზარებ ამ ჩვენ კალათბურტელებს მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა და ბრზოლის ჟინი რაც გაგვახარებს ტორემ ხომ ყველსმ კარგად ვიცით რომ ნაკრები მსოფლიოზე თუ მოხვდა უდიდესი სენსაცია იქნება ვერ მოვგუბთ გრანდებს და დაგვწყვდება ყველას გული რომ აი ამას იძახიოდნენ იმას იქადნიდენ და ბოლოს რა ზუროსზე გადატყდება ჯოხი იმას არავინ იტყვის რომ ერთი ორი გსმონაკლისის გარდა სრული არაპროფესიონალიზმი.
სოსო
წადი,წადი,წადი გიო უცხოეთში,თორემ ა ქაურ ჩემპიონატში ფორმას დაკარგავ და ნაკრებს ვერ გამოადგები.ცოტა ხასიათზეც იზრუნე,არასტაბილურობა აღარ გიხდება.
Odala
ციცაძეზე ცუდი მოთამაშე იშვიათად მინახავს. იმიტომაც არის რომ წესიერ გუნდში Vერასოდეს ფეხუ ვერ მოიკიდა.
ქუთაისელი
რას ლაპარაკობ კაცო ქუთაისში რა უნდა აგერ ჩიკაგო ბულზი იწვევდა ცინცაძეს და უარი უთქვამს თურმე თუარ ყავს მთხოვნელი რა ქნას იქ წამოვიდა სადაც დაუძახეს და შანსი ქონდა. პირადად ჩემთვის სულერთია ეს კაცი სად ითამაშებს საქართველოში ქუთაისში რუსთავში თბილისში თუ ტყიბულში . სადაც არუნდა იყოს გიო იმაზე მაგრად რასაც ეხლა თამაშობს ვერ ითამაშებს და იმაზე სუსტიც აღარ იქნება რადგან ძალიან გამოცდილია და თუ ხასიათზეა და წაუვიდა თამაში მაგარია . თორე ევროპიდან ჩამოსული ცინცაძეც მინახია ძალიან ცუდ ფორმაში.
FEOLA
რა ქუთაისი,რის ქუთაისი... ეს ეხლა გავიგე... დროზე მონახე გიო რამე სხვა კლუბი... რატო მოხდა,რო შენ საქართველოში ითამაშებ,ამას ვერ ვხვდები.
ქომაგი
ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრების მთავარი გამთამაშებელი კარიერას საქართველოში განაგრძობს. უბრალოდ, ძალიან მეეჭვება, საქართველოს ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, კალათბურთელმა აქ პროგრესი განიცადოს, ეს კი უპირველესად ისევ ნაკრებს დააზარალებს. შედარებისთვის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები გამოდგება - ნავალოვსკი, ამისულაშვილი, რომლებიც საქართველოში დაბრუნების და თამაშის შემდეგ, მაკრებში რომ გამოიძახეს აშკარად არ იყვნენ სასურველ კონდიციაში. ასე რომ გიორგიმ რაც შეიძლება მალე უნდა ნახოს კარგი უცხოური კლუბი და გაასწროს აქედან, მომავალ ზაფხულს ყველა ფორმაში უნდა იყოს, რამეთუ ეს ამ თაობის რამდენმე კალათბურთელისთვის შეიძლება ერთ-ერთი ბოლო დიდი საკალათბურთო ფორუმი იყოს და იმედია სერიოზულ შედეგს დადებენ
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს