ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხელის ჭუჭყი თუ პრემია? ჩანს, ქართულ ძიუდოში ამ პრობლემამ ფესვი ღრმად გაიდგა [დასასრული]

ხელის ჭუჭყი თუ პრემია? ჩანს, ქართულ ძიუდოში ამ პრობლემამ ფესვი ღრმად გაიდგა [დასასრული]

პრემია რომ საჭიროა, ამაზე არ ვკამათობთ, მაგრამ 18 წლის მოზარდისთვის 34 000 ლარი, ან 15-17 წლის ბავშვისთვის 17 000 ბევრი ხომ არაა?
ფოტოზე: მინდია ბოდაველი

გაგრძელება. დასაწყისი წინა ნომერში

- ხელის ჭუჭყი თუ პრემია? ჩანს, ქართულ ძიუდოში ამ პრობლემამ ფესვი ღრმად გაიდგა

ამ პრობლემებზე, უპირველესად, სამწვრთნელო შტაბმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. დიდი ალბათობით, ნაკრების ახლანდელი ხელმძღვანელობა შეიცვლება (თუმცა ამაზე გადაჭრით ვერაფერს ვამტკიცებთ) და ვისურვებდი, ფედერაციამ უცხოელი მწვრთნელი მოიყვანოს, რომელიც შეცვლის ამ მენტალიტეტს, მოთოკავს გაზულუქებულ სპორტსმენებს (ვიმეორებთ - ეს არ ეხება ყველას, რადგან ზოგი არც ერეოდა ამ პრეტენზიებში), ჩაუნერგავს მათ, რომ უნდა იჭიდაონ შედეგისთვის და არა ფულისთვის.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ახალგაზრდულ პრემიებსა და მინდია ბოდაველის სიტყვებს, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ ახალგაზრდებს პრემია სჭირდებათ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს ვითარება.

- პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე

სიმართლე გითხრათ, მაშინ მისი სიტყვები განუხორციელებელი მეჩვენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იაპონელებს ჰქონიათ მსგავსი მიდგომა, ოღონდ ეროვნულის დონეზეც კი - თურმე სპორტსმენს საპრემიო თანხის 10 პროცენტის გამოყენება შეუძლია, დანარჩენი კი კარიერის დასრულებამდე ენახება და მხოლოდ სპორტიდან წასვლის შემდეგ შეუძლია მისი გამოყენება.

ეს მიდგომა იქნებ ძალიან კარგიცაა (სხვა თუ არაფერი, სპორტსმენებს კარიერის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდით თავის რჩენა გარანტირებული აქვთ), თუმცა დალაგებული იაპონიისგან განსხვავებით, ქართულ რეალობაში ინფლაცია გასათვალისწინებელია.

ამასთან, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში პრემიებიც გადაჭარბებული გვგონია. ახლანდელი თანხები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებითაა განსაზღვრული. ამ დოკუმენტით, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი 34 000 ლარს იღებს, რასაც გუნდურში კიდევ 68 ათასი ემატება (ოღონდ ეს თანხა გუნდის ყველა წევრზე ნაწილდება). მეორე პრიზიორის შემთხვევაში ეს ნიხრები ასეთია: 25 500 და 51 000 ლარი, მესამეზე - 17 000 და 34 000 ლარი.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ეს ნიხრები ასეთია: ოქროს მედალზე - 25 500 და 51 000 ლარი, ვერცხლზე - 17 000 და 34 000 ლარი, ბრინჯაოზე - 8 500 და 17 000 ლარი.

საკმაოდ მსუყე პრემიებია ჭაბუკებშიც. ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი პირადში ჯილდოდ 17 000 ლარს იღებს, ხოლო გუნდური წარმატება 34 ათასადაა შეფასებული. მომდევნო ადგილების შემთხვევაში პრემიები ასეთია: 10 200-20 400 ლარი და 6 800-13 600 ლარი. ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული მედლები ასე ფასდება: 8 500, 5 100 და 3 400 ლარი, გუნდურში კი - 17 000, 10 200 და 6 800 ლარი.

პრემია რომ საჭიროა, ამას წყალი არ გაუვა და არც ვკამათობთ, მაგრამ 18 წლის მოზარდისთვის 34 000 ლარი, ან 15-17 წლის ბავშვისთვის 17 000 ბევრი ხომ არაა?

ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და შევხედოთ, როგორია ანაზღაურება უმრავლეს სამუშაოზე, რამდენს იღებენ წლიდან წლამდე პედაგოგები, პროფესორები, პენსიონერები... უფროსებისგან განსხვავებით, ამ ასაკში მოზარდებს არ აწევთ ოჯახის ტვირთი და მოთხოვნილება ბევრად ნაკლებია. სამაგიეროდ, ახლა ნაირ-ნაირ მანქანებზე ფიქრობენ. ამას სოციალური ქსელები, იქ ფოტოების გაზიარება, გოგონები და მთელი აჟიოტაჟი ემატება, შედეგად კი ვარჯიში ავიწყდებათ.

თუმცა ყველაფერს თავი დავანებოთ და 18-20 წლის ბიჭი რომ 34 ათას ლარს ჩაიგდებს ხელში (რასაც, შეიძლება, გუნდურში ან პირად პირველობაში მოპოვებული პრემიებიც დაემატოს), ის ვარჯიშზე ნაკლებად იფიქრებს და არ მოიკლავს თავს. ამასთან, მათ ყოველთვიური ფული ექნებათ - ხელფასი, რომელიც წარმატების კვალდაკვალ სულაც არ იქნება მცირე და მინიმალურ მოთხოვნილებებს ნამდვილად დაიკმაყოფილებენ.

ასევე გაბერილი გვგონია მწვრთნელთა პრემიებიც - სპორტსმენთა პრემიების 50 პროცენტი. სხვის ჯიბეში ფულის დათვლას სულაც არ ვაპირებთ, მაგრამ ამხელა პრემიის მიმღები ხალხი, მინიმუმ, იმ საზოგადოებასთან კონტაქტზე უარს არ უნდა ამბობდეს, რომელთა გადასახადიდანაც იღებენ ამ თანხებს (ასევე - ხელფასებსაც, რომელიც ნამდვილად არაა ცოტა).

თუმცა ამ მხრივ საჭიდაო სახეობებში ასაკობრივი ნაკრებების დამრიგებლებთან პრობლემა თითქმის არაა, რასაც ვერ ვიტყვით ეროვნული გუნდების მთავარ მწვრთნელებზე - ოლიმპიადის წინ მათთან დაკავშირება ათმაგად გაძნელდა და, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kosta

30000 ათასი ის თანხაა, რომელსაც ყოველთვიურად იღებს ხელფასის სახით საკმაო რაოდენობის ჩინოვნიკი ამ ქვეყანაში და ამ თანხის მეათედსაც არ გამოიმუშავებენ. სპორტსმენები შრომობენ, აღწევენ შედეგს და მათზე ალალია პრემიის ის რაოდენობე, რაზეც აქაა საუბარი, რაც შეეხება რეჟიმიდან გადახვევას და მმსგავს რამეებს, ამაზე ფედერაციამ უნდა იმუშაოს ფსიქოლოგების დახმარებით.... და არა მარტო ამაში უნდა გამოიყენონ ფსიქოლოგები.... ასეთი მიდგომით, აშშ და მსოფლიო ისეთ გენიას. დაკარგავდა, როგორიც ფელპსია...

• კობა

ნამდვილად არ ვიყავი ჩახედული ამ საკითხში... მადლობა ავტორს, რომ გამოაქვეყნა ეს ციფრები! ძალიან დიდ ფუფუნებაში გვყოლია ძიუდოისტები... მით უფრო ახალგაზრდები... ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ ასეა, შედეგები გაუარესდება... მგონია რომ მათ ეს პრემიები უნდა გაუნახევრდეთ... განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატების პრემიები... უფრო აქცენტი მსოფლიო ჩემპიონატებზე უნდა გაკეთდეს... იქ მოპოვებული მედლები უნდა იყოს დაფასებული... სპორტის სამინისტრომ კი ეს თანხები სწორად უნდა გადაანაწილოს... ოლიმპიური სახეობების განვითარებას შეუწყოს ხელი... ისეთებს, როგორიც მაგალითად კანოეა... სხვა სახეობების განვითარებაც შეიძლება ამ თანხებით, რომლითაც დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადებზე გაცილებით მეტ მედალს მოუტანს საქართველოს... მე ეჭვი გამიჩნდა უკვე, ამხელა პრემიების შემყურეს, რომ სპორტის ჩინოვნიკები წილში ხომ არ უზიან ძიუდოისტებს...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში

სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]

რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...