საქართველოს 19-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წყალბურთელმა სლოვაკეთის "ნოვაკთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი
ბოლო ორი-სამი წელიწადია, ქართველი წყალბურთელები წარმატებით თამაშობენ ევროპულ სარბიელზე და სპორტის ამ სახეობის სპეციალისტთა ყურადღებას იპყრობენ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა წევრებს უკვე უცხოური კლუბები იწვევენ. ამას წინათ გაუწყეთ, რომ 19 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ანდრია ბითაძემ შარშან ესპანეთის "ბარსელონაში" ითამაშა, წლეულს კი იტალიის "ვის ნოვაში" ამოყო თავი.

- ანდრია ბითაძე რომაელია - ქართველი წყალბურთელი იტალიურ "ვისნოვაში" ითამაშებს

და აი, მეორე სასიამოვნო ინფორმაცია: საქართველოს 19-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წევრმა რევაზ იმნაიშვილმა სლოვაკეთის "ნოვაკთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

იმნაიშვილიც (სიმაღლე 186 სმ, წონა 94 კგ) 19 წლისაა. წრთობა გაიარა ისეთი მწვრთნელების ხელში, როგორებიც არიან იოვან პოპოვიჩი, ირაკლი ბაქრაძე, რევაზ ჩომახიძე, ზვიად დავითიანი. 2009 წლიდან საწყლოსნო კლუბ "ლიგამუსში" ვარჯიშობდა, 14 წლისა უკვე უფროსების გუნდში თამაშობდა. ორი წლის შემდეგ კლუბ "არენაში" გადავიდა.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია ახალგაზრდებსა და დიდებში, საერთაშორისო ტურნირ "თბილისის თასისა" და საერთაშორისო მემორიალ "ნოდარ გვახარიას თასის" გამარჯვებულია, 2013-2014 წლებში ჩერნოგორიის კლუბ "იადრანის" წევრი იყო. 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით უნგრულ კლუბ "სეგედში" თამაშობდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა ბელგრადში (სერბეთი), გაზაფხულზე თბილისში გამართულ 19-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა, ორი კვირის წინათ კი ჰოლანდიაში ამ ასაკში კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.

2015-2016 წლებში ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიო ლიგის თამაშებში მონაწილეობდა.

და აი, რევაზ იმნაიშვილი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: მისი კლუბი - "ნოვაკი" სლოვაკეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ახალი სეზონის წინ გუნდი ოთხმა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის ჯორჯ ზატოვიჩი საბერძნეთის პაოკში გადავიდა, ხოლო მაროშ ტკაჩი რიეკას "პრიმორიეში" (ხორვატია) მიიწვიეს. კლუბის მენეჯერსა და კაპიტან მიხალ გოგოლს სჯერა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისა (შვიდი წყალბურთელი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა) და უცხოელი ლეგიონერების დახმარებით ახალ გუნდს შექმნის და ტიტულებს შეინარჩუნებს. ახალწვეულებში, ცხადია, ქართველ წყალბურთელ რევაზ იმნაიშვილსაც გულისხმობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
ჩაიშლება ადრიატიკის ლიგა? - ხორვატიულ-სერბული დაპირისპირება და ქართველი ლეგიონერი
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
ანდრია ბითაძე: იტალიასთან მატჩი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: ლეგიონიც მოგვიმრავლდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო