ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საბა ლობჟანიძე: პოტენციალიც გვაქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეგვიძლია

საბა ლობჟანიძე: პოტენციალიც გვაქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეგვიძლია

საჩხერის "ჩიხურას" შემტევით თურქები დაინტერესდნენ
საჩხერის "ჩიხურა" "თეთრი ჯგუფის" ლიდერია, რაშიც საბა ლობჟანიძის წვლილი სოლიდურია. გუნდის მიერ გატანილი გოლების ნახევარი (6) სწორედ 21 წლის ფლანგის შემტევის ანგარიშზეა. მან ეს 5 შეხვედრაში მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს კიდეც.

ადრეც ვთქვით - ეს ზესწრაფი ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ძნელია ლიგაში მოძებნო მსგავსი შრომისმოყვარე და აქტიური მოთამაშე, რომელიც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდება, დაცვასაც ეხმარება, შეტევასაც და თითქმის ყველა იერიშს ამწვავებს. მაგრამ ის ცაში არ დაფრინავს, საკუთარ ნაკლს ამჩნევს და მიიჩნევს, რომ სასურველ კონდიციებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

"საერთოდ, ახალ გუნდთან შეგუება ყოველთვის ძნელია, მე კი "ჩიხურას" თავიდანვე უპრობლემოდ შევეწყვე. ეს მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამსახურებაა, რადგან ნდობას და თანადგომას ვგრძნობდი და ყველაფერში მეხმარებოდნენ.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ და შესაძლებლობების 100 პროცენტს ვავლენ, მაგრამ ვგრძნობ, მეტი შემიძლია", - ამბობს ლობჟანიძე.

მისივე თქმით, "ჩიხურას" საკმაოდ კარგი საჩემპიონო შანსი აქვს:

"ბოლო ტურში მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა და კარგია, რომ "ცხინვალთან" 3 ქულა მოვიპოვეთ, კონკურენტებს უფრო დიდი სხვაობით გავუსწარით.

სხვათა შორის, გუნდში რომ მოვედი და მოთამაშეებს გადავხედე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. გადაჭრით იმის თქმა, რომ ჩემპიონები გავხდებით, არასწორი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საამისო პოტენციალი გაგვაჩნია და ბრძოლაც შეგვიძლია. მით უფრო, ხედავთ, რომ ცხრილშიც პირველ ადგილზე ვართ.

ბევრი რამ მეორე წრის პირველ თამაშში გადაწყდება, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თბილისში, "დინამოსთან" გავმართავთ. საწყენი ისაა, რომ ამ მატჩს გამოვტოვებ, რადგან საჩხერეში იჯარით ვთამაშობ, ჩემი ტრანსფერი კი "დინამოს" ეკუთვნის და საიჯარო ხელშეკრულებით, მის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მაქვს".

დავინტერესდით, ლობჟანიძეს თბილისის "დინამოში" დაბრუნება ხომ არ შესთავაზეს და უცხოეთში წასვლის შანსი თუ ჰქონდა:

"დინამოში" დაბრუნებაზე ჯერ არავის არაფერი უთქვამს. უცხოურ ვარიანტებს რაც შეეხება, მითხრეს, რომ ევროპის ლიგაზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" მატჩის შემდეგ ჩემით ერთ-ერთი თურქული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის და ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Kaxaberi

Vetanxmebi statiis avtors, martlac rom nateli wertilia qartuli texburtis da karg evropul gundshi imsaxurebs tamashs es bichi

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში