ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროს არის გადაღებული. ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

- მიშა სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]

ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავიდა.

როგორც გაირკვა, რეალურად, ლადო ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- როგორ მოხვდით უკრაინაში?

- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი უკრაინაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. სწორედ მათთან ჩავედი სტუმრად კიევში. იქ გავიგე, რომ ოდესაში ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა იყო, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი.

- ოდესაში შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?

- ოდესაში სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. იქ მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ის ჩემი მეგობრების ნაცნობია. როდესაც დამინახა, წარმატება მომილოცა და შემოგვიერთდა. მისი მოსვლა რესტორანში ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ იმ დროს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოდესაში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს ლადო ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს მიშა სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

- რთველში როგორ აღმოჩნდით?

- სანამ კიევში დავბრუნდებოდი, ყველანი ერთად აღმოვჩნდით რთველში. ვენახების მფლობელი ფრანგი მეღვინეა. იქ ქართული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო და საკუთარი წვლილი შევიტანე ყურძნის დაწურვაში. ჩემი სტუმრობა თავადაც ძალიან გაეხარდათ. იქ იყო მიხეილ სააკაშვილი, ის ერთ-ერთ არხს აძლევდა ინტერვიუს. დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ერთად ვისაუბროთო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო. ვიდეოს სრული ვერსია არ გამოქვეყნდა, უბრალოდ, ის ნაწილი დაიდო, რაც დაიდო. სამწუხაროდ, ხალხმა ეს ყველაფერი ნეგატიურად მიიღო. მივმართავ იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში გამაკრიტიკა, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ რეალურად არ გაიგებენ, რა მოხდა. მე ვხვდები, თუ რატომ მაკრიტიკებს ხალხი, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა გააკრიტიკო... თავის სამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ, მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება.

- როდემდე აპირებდით კიევში დარჩენას და რატომ დაბრუნდით ასე ადრე?

- 6 ოქტომბრამდე ვრჩებოდი კიევში, მაგრამ ეს ამბები რომ ატყდა, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი იმ ხალხთან, ვინც იცის, მე რაზე ვარ ხელის მომწერი. ვინც გვერდით მიდგას, მათთან დავბრუნდი. მე არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

• bebeto

ამ სპორცმენმა სადაც უნდა და როგორც უნდა იქ იაროს,ვისთანაც უნდა იმასთან მოკრიფოს ყურძენი გინდათ ატამი გინდათ ნესვი,აქ ლაპარაკი არის იმაზე თუ როგორ ცდილობს ნაპრეზიდენტალი კაცი სპორცმენის გამოყენებას თავის ინტერესებისთვის ისე რომ რეალურად იმ სპორცმენმა არც იცის იმ ადამიანის ზრახვები.

• giorgi

ყველამ თავის თავს მიხედოს!

• ხატია

მოდით რა ყველამ ერთი ადგილი დავაყენოთ ვის რაში გეკითხებათ ვინ სად დადუს ჯობია ამ გაპარტახებულ ქვეყანაში თავის გატანაზე ვიფიქროთ. აქ წერაზე ყველა მაგრები ვართ

• Vova

ვისი რა საქმეა თქვე ჭორბიურო, ვისთან ერთად იყო ლადო რთველში? მიშასთან თუ გრიშასთან.. გამოვიდა და თქვა რო ნაცებს ვუჭერ მხარსო თუ ოცნების აქტივისტები ცემა?! ცოტა აზრზე მოდით ბნელებო! ლადო ძმაო, საამაყო ქართველი ხარ და მაგრად გვიყვარხარ ქართველ ერს! ბნელებს ნუ მიაქცევ ყურადღებას.. წარმატებები!

• asurbanifali

ეს არის გასაოცარი დემოკრატია, ოლიმპიურ ჩემპიონს და ვერცხლის მედალოსანს ანგარიშს აბარებინებენ რატომ გადაიღე სურათიო...თქვე...... ბარიგებთან იღებთ სურათს და მათ დეპუტატად არჩევას აპირებთ, ამაყობთ კიდეც და ხინჩეგაშვილს მიშასთან სურათზე "რაზბორკას" უწყობთ....?ვაი თქვენს პატრონს....

• bebeto

გამოვიდა ეს სპორცმენი და ყველაფერი თქვა რაშიც იყო საქმე,ყოფილი პრეზიდენტი კი როგორც ადრე ისევ ცანცარობს ახლა, პრინციპში მეტი არ იცის და რა ქნას,სპორცმენები თუ არა გეგონება დიდად უყვარს სპორტი, ყოფილ პრეზიდენტს თავის თავის გარდა არავინ არ უყვარს,...და მეტი არაფერი.სპორცმენებს თავი დაანებოს და საერთოდ საქართველოს.

• სიმართლე

ლადოს ოდენი გააკეთეთ საქართველოსთვის და მერე გამოხატეთ თქვენი ვითომ და აზრები.სადაც უნდა და ვისთანაც უნდა იქ წავა!!!

• rrr

მატერიალური დაინტერესების სუნი დის!!!

• y

ხინჩეგასთან სურათის გადაღება არჩევნების მოგებას ნიშნავს შიზი?

• luka

აიღეთ ეს გულისამრევი სურათი იქნებ ლადოც იმ მონახაზის ნაწილია რაც ნაც ბანდას აქვს და არეულობის შეთხვევაში გამოიყენოს კიდეც ზონდერებად მე მაინც მგონია რაღაც შეთქმულება მზადედება ეხლა თუ არა ნაც ბანდა დამთავრებულია და ყველაფერზე წავლენ.

• rati

ბიძო გყავთ მაგარი კაცი

• qutaiseli-s

ვინ მოკლა კოდორის(2007წელს)ოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელები?ვინ გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს შსს–ს თანამშრომლების საიდუმლო სია?...უფრო დიდი დანაშაული ქვეყნის ,სახელმწიფოს წინაშე არ არსებობს!

• giga

გრუზლანდია ვართ კიდევ 1-ელ დამტკიცდა. არაფერი არ ჭირს ლადოს თქვენთან დასამტკიცებელი.

• qutaiseli

ბიჭო კაცი იძახის ამის აფიშირება არ იყო ლამაზი მისი მხრიდანო და ესეიგი თვითონ მიხვდა რო გამოიყენა არაკაცურად და არაკაცთან შეხვედრა რა საამაყოა ერთი ეს ვერ გავიგე.ქართველობას კიდე ამის შეხვედრა მთელ სანაცეთთანაც ვერაფერს დააკლებს. ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ დიდი ხანია ზურგი აქცია ამ პოლიტიკურ გვამებს ასე რო ყველას თავის გზა აქ. მეთუ მკითხავ საერთოდაც არ ჭირდებოდა ახსნა განმარტებების მიცემა თუ მიშასავით აზროვნებს არც მაგისთვის მოკლავს ვინმე ოხრად არიან ქვეყანაში ეგრე მოაზროვნეები მარა არავინ მოუკლავთ და რაც შეეხება ზიზღს მათ მიმართ ხალს ამის მიზეზი აქვს და მიტომაც ეზიზღებათ სანაცეთი ესარი და ეს.

ამას ეძახით ქვეყანა თავისუფალიაო და ა.შ. მიშას დროს გასაგებია ტერორი იყო, მაგრამ ახლა ჩუმი და სინაზეშეპარული ტოტალური ტერორიც არის და ცენზურაც. ფუ თქვენი ნაგავი ყველაფერიც, წათრეული ნაცბანდისაც და ახლანდელი ქოცჯოგისაც. წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ ეზიზღებით ორივე, ქვეყნის ჩვეულებრივ მოსახლეობას.

• ...ვიღაცისტებს

ვისი რა საქმეა,ვის შეხვდება ლადო?!..თქვენ ვის ხვდებით ცხოვრებაში ,პასუხი უნდა მოგეთხოვოთ?!..და ბიძინას ფულებს ,,ლაქუცობით,,,ბიუჯეტის ფულებს უსაქმურობით, რომ ჭამთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?

• oeeeee-s

oeeeee ....... ადამიანს ნორმალურად როგორ უნდა მიმართო შენთვის არ უსწავლებიათ? საქართველოს მტრები შენ და შენნაირები ხართ,ახალგაზრდა კაცს მიღწეულის მაგივრად ასეთ ენით რომ ელაპარაკებით.კაცმა ამდენი იშრომა,ოლიმპიური მედალი მოუტანა თავის ქვეყანას და ეს ფაქტი შენთვის და შენნაირებისათვის არაფერს ნიშნავს? იქნებ შენ და xox-მა აგვიხსნათ,თქვენ რა არგეთ ამ ქვეყანას,ეგ ქოცატყუილა ენები რომ გადმოგიგდიათ?

• MARADONA

მიშას გაუმარჯოს მიშას!!!

• rati

რა დაგავალა შიზომ როგორც შენს უფროს ზოგიერთ მეგობარს ავალებდა ის ხომ არა როცა ეგზიტპოლს არ დაემთხვევა ხალხის არჩევანი ნიღაბაფარებული ხალხის რბევა ხომ არა შემთხვევით?

• kibo

ლადო! არ უსმინო ამ ორფეხიან,მდაბიო არსებებს.ესენი არიან უწიგნური, ცხოვრებაში შეუმდგარი ადამიანები,რომლებიც შენი და შენნაირების დონეს ვერასოდეს მიაღწევენ,ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა ძირს დაგცენ და თავად დავარდნილები ამგვარად გაგითანაბრდნენ.ამათ გინდ წინ დაუდო გინდ უკან,მაინც ვერაფერს შეაგნებინენ.მიშასაც შეხვდი,ბიძინასაც,პეტრესაც და პავლესაც.მთავარია,გულით გიყვარდეს სამშობლო და შენი ხალხი.დარწმუნებული ვარ ასეც არის!

• თედო

ვინც ბიძინას სისხლიან ფულით გულაობს მსახიობი თუ სპორტსმენი იმათ არ სცხვენიათ

• xox-s

საქართველოს მტერი და არაკეთილმოსურნე ხარ შენ და შენისთანები,ასევე შენ და შენისთანებს არ გესმით რას ხილია თავისუფლება,დამოუკიდებელი არჩევანი და სხვა,ასე,რომ საცოდავები და საბრალოები ხართ,მაგრამ არაუშავს პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 8 ოქტომბერს,ცოტაც მოითმინეთ,ცოტაცა.

• quTaiseli

საქართველოში მზადდება რაღაც ისეთი სცენარი,როგორც ეს სირიაში მოხდა,ყველამ იცის,რომ დღეს მოგვწონს თუ არა შანსი არა აქვს ნაცსექტას და გაყალბების მომიზეზებით არეულობას გეგმავენ,როგორც ეს სირიაში მოხდა და ასევე გეგმაქვენ ივანიშვილის მკვლელობას,ამიტომ დაუკვეთა გვარამიას მიშამ ვიღაცას დავალებით რომ რუსთავი ორს ყალბი ეგზიპოლები გამოექვეყნებინა და ანალოგიური უნდა გაიმეოროს არჩევნების დღეს,იმ ვიღაცას რომ მიეცეს საშუალება გაღმიდან მიულოცოს ნაცსექტას გამარჯვება,ამას მერე რა მოყვება საქართველოში ყველამ წარმოიდგინეთ,სირია მოსაგონო იქნება,ჭკუით ქართველებო.

• avto

რაგინდატ ამ ბისჰტან არაგრცხვენიატ

• manana

სააკაშვილი არის ქვეყნის დაუძინებელი მტერი და...., ამიტომ წინ გახედვა ყველას მართებს-ასეთ .... ნორმალურ და საქართველოს მოყვარულ ადამიანს არაფერი ესაქმება!!!!

• xox

ვის უკვირს შენი ჩემპიონობა მითუმეტეს ჭიდაობაში პირდაპირ თქვი რომ ხარ ნაცისტი და მიშას ფანი ვაჟკაცი ხო ხარ რა შეშინებული ლაპარაკობ ქართველებისთვის შიზი არის მტერი ეს სურათი იგივე პუტინთან რომ გადაგეღო.

• tngh

ლადო საქართველოს სიამაყეა და ყველამ თავი დაანებოს მის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, ლადო ყოველგვარ გავლენის გარეშე, თვითონ გააკეთებს არჩევანს 8 ოქტომბერს...

• კახა

გაანებეთ თავი ამ ბიჭს! ვისთანაც უნდა, იმასთან გადაიღოს სურათები, თუნდაც იგორ გიორგაძესთან. ეს მისი პირადი საქმეა, გაიგეთ?!

• oeeeee

შენი ტოლა ბიჭები .... სწორედ! იქნებ ისენიც შენსავით ოლიმპიელობაზე ოცნებობდნენ! რო დაგიძახა მერე და ფინია ძაღლივით მიხვედი და გვერდით ამოუდექი საქართველოს მტერს, პატარა ბიჭი ხარ? თუ ....ხარ ღნაციონალების? არ ყოფილხარ შენ კარგი დახვედრის ღირსი!

• me

ამ ქვეყნის და ხალხის მიკვირს რა ხდება რატო აქვს ადამიანს თავი გასამართლებელი ვისთანაც უნდა იმასთან იქნება. პოლიტიკოსი საქართველოში ვინც არი და ვინც იყო ყველა არის სამარცხვინო ზოგი ადრე იყო სამარცხვინო ზოგი ახლა არის და ზოგი კიდე ძალიან ადრე იყო სამარცხვინო ასე, რომ ნუ გადაირიეთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...

სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!

რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა