საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების კაპიტანი ბუქარესტის "სპორტულ სტუდენტსკაში" მიიწვიეს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით ასპარეზობს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ევროპულმა კლუბებმა რამდენიმე ჩვენს მოთამაშეს დაადგეს თვალი. ერთ-ერთი გახლავთ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა - ახლო წარსულში სახელოვანი ქართველი წყალბურთელის, დავით რურუას ვაჟი. ზურაბი ბუქარესტის "სპორტულ სტუდენტსკაში" მიიწვიეს.

რუმინეთში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ ნაკრების კაპიტანს.

- მამის ზეგავლენით წყალბურთში ვარჯიში 10 წლისამ დავიწყე ცნობილი მწვრთნელის - სოსო მაისურაძის ხელმძღვანელობით, - გვითხრა მან. - ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. საქართველოში მაშინდელი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, წვრთნა არ მიგვიტოვებია. რადგან სხვა გუნდების ჩამოყალიბების შანსი არ ჩანდა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რუსეთსა და უკრაინას მივაშურეთ.

ახალგაზრდებს შორის ამ ქვეყნებში რამდენჯერმე დავიკავეთ საპრიზო ადგილები, 2001 წელს სულაც რუსეთის ჩემპიონი გავხდით - ფინალში ვოლგოგრადის "სპარტაკი" დავამარცხეთ.

- ევროპის პირველობები?

- მე და ჩემი თაობის წყალბურთელებმა 2002-05 წლებში ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ოთხჯერ ვიასპარეზეთ. ერთხელ მეათე ადგილიც დავიკავეთ. 2007 წელს უკრაინის ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ორი წლის შემდეგ შვეიცარიულ ლუგანოში ევროპის B ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავედით.

- თქვენ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონიც ხართ...

- დიახ, "ლიგამუსის" შემადგენლობაში. ევროპულ ტურნირებშიც მოვსინჯეთ ძალები, თუმცა მანამდე ორი წელიწადი მოსკოვის არმიელთა გუნდის წევრი ვიყავი. ყველაზე დიდ გამარჯვებას მაინც 2014 წელს მივაღწიეთ - კონტინენტის პირველობის ზედიზედ სამ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურნირში გავიმარჯვეთ, მერე ორი მატჩის ჯამში თურქეთს ვაჯობეთ პლეი ოფში და ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვხვდით 12 საუკეთესო გუნდს შორის.

მსგავსი წარმატება 2015-16 წლებშიც გავიმეორეთ - ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ ვითამაშეთ, სადაც თურქეთის ნაკრებს ვაჯობეთ და 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დავიკავეთ. უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა გვქონოდა, რუსებთან დასანანი მატჩები რომ არ წაგვეგო.

- რევანშის შანსი გეძლევათ...

- გეთანხმებით. წლეულს მსოფლიოს ლიგაზე სათამაშოდ მეორედ დაგვიშვეს. ჩვენს ჯგუფში არიან იტალია, თურქეთი და რუსეთი. აპენინელები აშკარა ფავორიტები არიან. დანარჩენ ორ გუნდთან კი ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის საკმაოდ ძლიერ გუნდებში იმაღლებენ ოსტატობას: ანდრია ბითაძე და მარკო ელაჩა იტალიის ჩემპიონატში გამოდიან, რეზი იმნაიშვილი სლოვაკეთშია, დამირ ცრეპულია ეგვიპტის კლუბში თამაშობს. ამ დღეებში კი რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელი გაემგზავრება უცხოურ კლუბებში კონტრაქტების გასაფორმებლად.

- თქვენს ახალ გუნდზე რას იტყვით?

- ბუქარესტის "სპორტულ სტუდენტსკა" ძლიერი წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. შარშან რუმინეთის სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. მართალია, იქ დედაქალაქის "სტიაუასთან" დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის პაექრობაში ისეთ გრანდს აჯობა 3:1, როგორიც ბუქარესტის "დინამოა" და მესამე ადგილი დაიკავა.

კლუბის მესვეურებს წლეულსაც საპრიზო სამეულში გასვლა აქვთ დაგეგმილი. ქვეყნის სუპერლიგა 21 ოქტომბერს დაიწყება. ჩემპიონატის მატჩებს უქმეებზე გავმართავთ, მანამდე დღეში ორჯერადი ვარჯიშები და სხვადასხვა გუნდთან ამხანაგური შეხვედრები გვექნება.

ასე რომ, მსოფლიო ლიგის პირველ ტურს, რომელიც 15 ნოემბერსაა დაგეგმილი, მე და ნაკრების სხვა წევრები მზადყოფნაში შევხვდებით. სტარტზე თბილისის "ოლიმპიკის" აუზში რუსებს გავუწევთ მეტოქეობას, 6 დეკემბერს კი თურქებს ვუმასპინძლებთ. გულშემატკივართა თანადგომით ვეცდებით, ამ ორთაბრძოლებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით123
ახალგაზრდა მეკარე ნიკა შუბლაძე მაგარია ძალიან, უბრალოდ მეტი დრო უნდა ეძლეოდეს ნაკრებში სათამაშოდ!!!
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
დიდი 10. II ტურის წინ: ბრძოლა დაიწყო, ბრძოლა გრძელდება
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
რთული მატჩის მოლოდინში - თბილისის "დინამო" ხორვატიაში გაემგზავრა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება
ჩაიშლება ადრიატიკის ლიგა? - ხორვატიულ-სერბული დაპირისპირება და ქართველი ლეგიონერი
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
"ჯიქი" მხოლოდ "დილას" დაფინანსების მეხუთედს ითხოვს - ინტერვიუ პალიკო ჯიმშელაძესთან
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ანდრია ბითაძე: იტალიასთან მატჩი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო