არაბები ნისლიან ალბიონზე

ყატარის სამეფო ოჯახი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვას აპირებს და მზადაა ამ ინგლისურ კლუბში 1,5 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს. ეს თანხა ევროებში 1,77 მილიარდია, დოლარებში კი 2,43 მილიარდი. ალ თანების ოჯახთან დაახლოებულმა ადამიანმა ინგლისურ ტაბლოიდებს გაუმხილა, რომ ემირი მანჩესტერელთა ამჟამინდელი მეპატრონეების, ამერიკელი ძმების, გლეიზერების დაყოლიებას თებერვლის დასაწყისში 1 მილიარდად აპირებდა, მაგრამ მათ უარი თქვეს, რადგან 1,8 მილიარდის შოვნას ვარაუდობენ.

როგორც ხედავთ, მთლად გლეიზერების სასურველი თანხა არა, მაგრამ 500 მილიონი ფუნტით მეტი უკვე შესთავაზეს ყატარელებმა ამერიკელებს. შესაძლოა კიდევ მოამატონ. მიზეზი: გარდა პრაქტიკული მოსაზრებებისა და ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა, ალ თანებს მეზობლებთან, გაერთიანებული საემიროების მმართველ ოჯახთან სურთ გაჯიბრება. მოგეხსენებათ, აბუ-დაბის შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰიანი "მანჩესტერ სიტის" მეპატრონეა. და თუ ყატარის სამეფო ოჯახის გეგმა განხორციელდება, არაბ ემირთა ქიშპიანი მეზობლობა ინგლისის ქალაქ მანჩესტერის საფეხბურთო დერბიში გადაინაცვლებს.

ზემოთ, პრაქტიკული მოსაზრებებიც ვახსენეთ. მოგეხსენებათ ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რასაც მთელი მსოფლიოს პრესა გაოცებით და ერთგვარი წინააღმდეგობით შეხვდა. ბევრ სხვა მოსაზრებასთან ერთად დაიწერა, რომ ამ არაბულ ქვეყანაში ფეხბურთი იმდენად არ უყვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლონ. სწორედ ამიტომაც სჭირდებათ ქვეყნის მმართველთ ყველას დაუმტკიცონ, რომ ყატარი საფეხბურთო ქვეყანაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ "ყატარ ჰოლდინგისგან" რაიმე წინადადება მიიღო, მაგრამ ზემოთ ნახსენები წყარო აცხადებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შესაძლოა არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდეს. ყველაფრის თავში, რასაკვირველია შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი დგას.

დოსიე

შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

59 წლის

ყატარის ამირა 1995 წლიდან

ტახტიდან საკუთარი მამა ჩამოაგდო გადატრიალებით

ჰყავს 3 ცოლი და 24 შვილი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა