ჰოკეის ეროვნული ლიგის სიახლეები
"ედმონტონ ოილერზის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ 2016-17 წლების სეზონში გუნდის კაპიტანი იქნება ფორვარდი კონორ მაკდევიდი, რომელსაც გასულ სეზონში ჰქონდა დებიუტი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

ასე რომ, მაკდევიდი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა NHL-ის ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა "კოლორადოს" შვედ ფორვარდს გაბრიელ ლანდესკოგს, რომელიც 2012-13 წლების სეზონში დაინიშნა კაპიტნად, როცა 19 წლისა და 286 დღის იყო.

მაკდევიდი "ედმონტონმა" 2015 წლის დრაფტზე აირჩია პირველ ნომრად. შარშანდელ სეზონში, ტრავმის გამო, ფორვარდმა მხოლოდ 45 მატჩი ჩაატარა და 48 ქულა (16+32) დააგროვა.

ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდი "ტამპა ბეი ლაითნინგი" ხმარებიდან ამოიღებს 26-ე სათამაშო ნომერს, რომელიც კლუბის ფორვარდს მარტინ სან-ლუის ეკუთვნოდა.

"ტამპა ბეის" საშინაო სტადიონის - Amalie Arena-ს თაღზე სან-ლუის მაისურის აღმართვის ცერემონია 13 იანვარს გაიმართება. იმ დღეს "ტამპა" "კოლამბუსს" მიიღებს, რომელსაც "ლაითნინგის" ყოფილი მწვრთნელი ჯონ ტორტორელა ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით,"ტამპა ბეიმ" 2004 წელს სტენლის თასი მოიგო.

სან-ლუი პირველი მოთამაშე გახდება ახალგაზრდა ფლორიდული კლუბის ისტორიაში, ვისაც ამგვარ პატივს მიაგებენ. კანადელი "ლაითნინგის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - მან 972 მატჩში 953 ქულა (365+588) დააგროვა.

სან-ლუიმ ერთი წლის წინ, "ნიუ იორკ რეინჯერსში" დაასრულა კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტნები გაარკვიეს
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მაკდევიდი აგებს და ლიდერობს
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
ჰოკეი. NHL: საუკეთესო კონორ მაკდევიდია
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კონორის 100 ქულა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კონორის გადამწყვეტი შაიბა