ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა [VIDEO]

<p>პირველ ტაიმში უპირატესობას ჩვენი ნაკრები ფლობდა, მაგრამ... <br> დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა დუბლინში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.</p><p>პირველ ტაიმში უპირატესობას ჩვენი ნაკრები ფლობდა, რომელმაც არაერთი მომენტი შექმნა და გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ტაიმი მაინც უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და 56-ე წუთზე გოლიც გაიტანეს - საჯარიმოში შექმნილი არეულობით <strong>სეამუს კოულმენმა</strong> ისარგებლა და ამ გოლით ირლანდიელებს 3 ქულა მოუტანა.</p><p>2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.</p>

  • გოჩა ქუთაისელი

    კობის ბრალია, რომ ცხადაზე გაუშვა და ვაის შევეყარეთ!

  • goga

    ეხლაც ხომ გრანდები არ გვიზიან???თავმოყვარე ნაკრები ამ ქვეჯგუფში პირველ ადგილს აიღებდა! მაგრამ სადაა თავმოყვარეობა?! ისე რას ვერჩი, არ შეუძლიათ მეტი ამ საცოდავებს და რა გინდა რომ გააკეთონ???!!!!

  • ირაკლი

    კი ვწერთ ბევრ ფეხბურთელზე ნაკრებს არ უნდა გააკაროო, მაგრამ უკეთესიც რო არ გვყავს! ამდენი ხანი ოპტიმალური შემადგენლობაც ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ხშირად ტრავმირებული ან უთამაშებელია.

  • გოგი ქუთაისელი

    დავწერე რომ თავდასხმის და ვაისის იმედი არ მაქვს. 10-ში სპორტიული სამყარო წაიკითხავს. საქართველო 3 თამაში, 3 წაგება!

  • vova

    რომ არა ჯორდანია არც კაშია არც ყაზაიშვილი ვერასდროს მოხვდებოდნენ ჰოლანდიაში ნავალოვსკი დაბერდა და "დსველბიჭობის" გარდა ხველაფერი დაავიწყდა რომელ ადგილზე არიან მსოფლიოში არ დაგავიჭყდეტ და იმის მიხედვით ელოდეთ ამათ შედეგს ვფიკრობ ფეხბურთში ტყუილად იყრება უბედური ქართველების ბიუჯეტი

  • SebastianChabal.France.

    ვერ არიან ვერა.ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის ყველამ იცის.ფლანგის ბეკს რომ ფლანგიდან გაასწრებს თავდამსხმელი დრიბლინგით და მეკარის საჯარიმოში შევა და ლამის შეაგორებს კარში ბურთს?ეგეთი მცველი სანაკრებოა? ან ქიფერი რომ "უბაკუნებს ცხვირწინ ფეხებს ხელების ჰაერში შლით",ჭეტაკების, ეფიზოდის შემდგომ, და წაქცეულ თავდამსხმელს "აშინებს ვითომ"უგნური თინეიჯერივით უადგილოდა, და მერე მთელი მატჩი ტრიბუნები უსტვენენ,აბტსრუქციას უწყობენ მას, ბურთის ყოველი მიღებისას ამგვარი უადგილოდ გამოხდომისათვის "ჩხუბის,შეტაკების შემდგომ,როცა საჭიროც არ არს",და როცა სტრესი აქვს გუნდს,ნებისმიერი გეიმისას ამგვარი სიტუაცია ერთი ორი თუა ,მაშინ იბნევა "ბრინჯივით",და გოლს უშვებს უსუსურად, სანაკრებოა?.თანამედროვე ფეხბურთში კლასისი მაჩვენებელი ერთი-ორი შემთხვევის გამოყენებაშია,მთელი მატჩის დროს.თამაშობენ რაღაც დონეზე-ნავალოვსკი,ლობჟანიძე,ლორია,....და კიდევ ორი სამი ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებულებიდან,დარბიან ,ასრულებენ რაღაც ფუნქციებს "თვალისთვის დასანახად, არც თუ ცუდად",მაგრამ როცა სტრესი აქვს გუნდს,იბნევიან,ვერ ყოფნით სანაკრებოდ დონე,არც ახალგაზრდები გვყავს სანაკრებონი,უზუსტო ჩაწოდებები,მოწინააღმდეგის ვერ გავლა,როცა საჭირო,სულაც ბურთის დაკარგვა,"სწორ ადგილზე" რაც მთავარია გუნდი ვერაა შეკრული,ეგოისტებია,და უმთავრეს შეტაკებებისას,"თავებს უფრთხილდებიან" საკითხავია რისთვის?თუ ე რ ო ვ ნ უ ლ ნაკრებში ვერ აჩვენე,"რას წარმოადგენ,და რა შეგიძლია"რისთვის ხარ ამ ფროფესიაში,რომ რუსულ კრილია სოვეტოვებში,სკა ხაბაროვსკებში და დანიური და ფოლსკას მეორე დივიზიონებში ,ან საბურთალოსნაირ ფარმ ვითომ კლუბებში "იცოდვილო"?რომ არიოდე ევროდ ისევ ურალისნაირ,ან ფრანგული დივიზიონის მეექვსე დონის ლიგაში "გაგიჩალიჩონ "ადგილი,უსაქმურმა ქართველმა ვაი მენეჯერებმა"?ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ მეტის თავი ბიჭებს არა აქვთ,და ქრონიკულად დამარცხებისთვის მზადყოფნაში იმყოფებიან ყოველთვის ,ყველა მოწინააღმდეგესთან,ვინც ცოტათი მაინც,ჩვენებზე თავდადებულად ირჯებიან!!!წლების განმავლობაში ერთი და იგივე,უჯიგრო,არაქართული ,უფხო თამაში აქვთ,თითქოს რაღაცის ეშინიათ!არ შეუძლით? და თუ კი არ შეგიძლიათ,"ერთ ადგილსაც ნუ ათამაშებთ" დაეტიეთ თქვენს "ნაჭუჭში,ადგილებზე"უამბიციოდ. ნუ არცხვენთ ქვეყანასაც,ეროვნულ ანთემს,საქართველოსათვის დაცემულ,ყველა დროის ქართველ ბიჭებს,ვაჟკაცებს!ქართველ ხალხს! თუ კი მართლა არ გძალუძთ,და მართლა ვერ ქართველობთ,გუთნისდედობთ თქვენ თქვენ ფროფესიებში!,ნუ "იბრიქებით" სიტყვების კორიანტელით,მართლა უსუსურად უსაქმურნო.

  • კობა

    ჯერ კიდევ ვერ მოიძერბნა ის ოპტიმალური შემადგენლობა, რომელსაც ძირითადად დავეყრდნობით და მამოძრავებელი ღერძი იქნება. კვირკველია არ იყო ფორმაში, ასევეა უტამაშებელი ყაზაიშვილი ნავალოვსკი რომელმაც შეცდომები დაუშვა, ასევეა დაოშვილიც. მომეწონა გვილია როგორც დებიუტანტი ზუსტადაც თავისთავზე უნდა აეღო თამაში იმ დროს როცა ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა. უბრალოდ რაც შეეძლოთ ის ითამაშეს.

  • sano

    ასე როგორ შეუშვეს!ამასაც ხო უნდა ნიჭი?

  • ნიკ

    george31-ს ბრავო

  • არ დამბლოკოთ > გაგრძელება

    ბიჭო რით არ ცხვენიათ ჰა, მესი რომ მესია, ტიპს იმდენად გაუტყდა 3 ფინალის წაგება რომ ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა (იმიტომ რომ მართლა მაგრად დაწყდა გული და არ დაიწყოს ეხლა ვიღაცეებმა სპეციალურად გაითამაშაო... ნებისმიერი სპორტის მოყვარული წაგებას ვერ ეგუება, მე რომ წავაგებდი ფეხბურთში გახედვა არ მინდოდა ჩემი გუნდისკენ და ბურთიკენ ბურთი მეჩხირებოდა ყელში , ამიტომაც მისი გადაწყვეტილება ეს იყო ცხელ გულზე ) ხოდა ეს უნიათოები რომ უმტივნეულოდ უყურებენ წაგებას, (მერამდენეს ზედიზედ ?? მე-8 თუ მე-9 ) და ვითომ არაფერი ხდება ხო!!!! უთავმოყვარეოები არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მე მაგალითად ნაკრებიდან წავიდოდი... და კაცურად ნუ დაწერთ რა , ცუდად არ ვითამაშეთ და ბუდი ბუდი აქ, ყოველთვის ვაგებთ და თავს ნუ იმშვიდებთ რა !!!!

  • არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ !!!!

    მთელი ბავშვობიდან მოყოლებული მევასება ფეხბურთის ყურება, სადმე გზა რომ მივდივარ თუ სტადიონზე ბავშვები თამაშობენ იქაც ვდგები და ცოტას უყურებ ხანდახან....უკვე 27 ვარ მაგრამ ჩემი ფეხი დინამოზე არ იქნება...ცოტაც და ალბათ არ ტელევიზორით აღარ ვუყურებ ამათ, რა ტვინი მ....ეს ვინ არიან ესენი, ან კიდე რომელი იწერებით კარგად ვითამაშეთ და ესა და ისა, არ გაგვიმართლა და 99 % უნდა მოგვეგო, ვის აბოლებთ ბიჭო ვის... ვერ ხვდებით რომ ... არიან ფედერაციიდან დაწყებული ზოგ ზოგიერთი კლუბებით დამთავრებული.... ყველა გულშემატკივარს მოგიწოდებთ და ამ სტატიების დამწერებს, ან გავმართოთ აქცია სოციალურ ქსელში # "არ ვუყურებთ ფეხბურთს" ან კიდევ ლივეში მოვაწყოთ , რომ გადადგეს ეს უნიათო ფედერაცია და საერთოდ ყველა ვინც ეხლა ფეხბურთს აფუჩებს რა.... აღარ მინდა რა უკვე, დავიღალე ამათი თავის მოტყუებით და უნიათობით უპასუხისმგებლობით და უპატივცემლობით.....

  • MARADONA

    საშინლად არის დაცემული კლასი ჩვენი ფეხბურთის. კორუფცია, სიბანძე, ძველბიჭური მიდგომა საქმისადმი და უტეხნიკობა. ბურთის ფლობაში უპირატესობა მოაქვს ტექნიკაში კლასს. არ მოინდომესო ვერ იტყვი,მაგრამ როცა კლასი ნულია რა უნდა გააკეთო?! და კიდევ ვინმე იტყვის,რომ ყაზაიშვილის ლეგიაში გადასვლა მაგარიაო. ჰოლანდიიდან კაცი რომ პოლონეთში გადავა სათამაშოდ მორჩენილია მანდ ყველაფერი. ამდენი ხანი ჰოლანდიის ნორმალურ გუნდში თამაშობდა და ერთი ნაბიჯით წინ ვერ წაიწია. ჭანტურიაზე ხომ აღარ ღირს ლაპარაკი. მე აღარ შემიძლია!!! პროფესიონალიზმი აკლია ჩვენს ფეხბურთს და კლასი!!! კობიაშვილი კიდე არაფერჩიკია,როგორც ყველა...

  • ucxoplaneteli

    ეს მჭედლიძე მოაშორეთ ნაკრებიდან იმენა არაფრის მაქნისია ტიპი

  • george31

    ფაქტიურად ლელო დაგვიდეს

  • haha

    მე ვეთანხმები ვაისს. ეს არ არის უიღბლობა, ეს არის უბედურება.

  • Vasili

    კარგად ვითამაშეთ , არ გაგვიმართლა, იმ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი, / მთლიანობაში ცუდი საყურებელი არ იყო, გოლის მერე 10 წუთი საერთოდ გაიტიშნენ.../ არაუშავს, უელს უნდა მოვუგოთ , სხვა შედეგი აღარ გვაწყობს, თუ წავაგეთ ვსიო, მორჩა და დამრთავდა ჩვენთვის მსოფლიო

  • გივი271

    მოკლედ, ჩვენი ეროვნული ნაკრები არის საქართველოს დიდი სირცხვილი! არ რცხვენიათ მაინც ასეთ კურიოზულ გოლებს რომ უშვებენ? და ეს უკვე მერამდენედ?!

  • 121212

    საერთოდ დაუწერელი კანონია, რომ პირველ ტაიმს ფეხბურთელები თამაშობენ, მერეს კი მწრთვნელი........

  • თემური

    ეს ფეღბურთი კი არა ბურთის გორება უფრო იყო ვარჯიშზე. ნაკრების მწვრთნელს ეტყობა, რომ მებრძოლი კაცი არ არის. ამდენად, მისი ხელმძღვანელობით ნაკრები მიზანს ვერ მიაღწევს. ფედერაციას ფეღბურთისთვის არ ცალია, რადგან მის პრეზიდენტს არჩევნები აქვს მოსაგები. თუმცა, იქ რა უნდა ვერ გამიგია. არა, მაინც საით მივდივართ და რა გვინდა ჰაა?

  • batumi

    გაუჭირდებოდატ ხო იცი :))))

  • sos

    მომეწონა გვილიას წინ პასები, როგორ ეტყობა ლიგაზე მოთამაშე გუნდი იერსახე. ოქრიაშვილს კი ვისურვებდი ფლანგის თავდამსხმელად, გვერდზე პასები უყვარს, და ბოლოს და ბოლოს მწვრთნელების გასაგონად აუკრძალეთ ამ ხალხს საჯარიმოს მისადგომებთან ატანილი ბურთის საკუთარ კარამდე ჩამოტანაააააა. ან ფლანგებით ვითამაშოთ, ან შეგორებულ ბურთებზე ავაწყოთ თამაშიი.

  • aluda

    კობი პარლამენტში სასწრაფოდ!!!!!!!!!!

  • ვახტანგი

    ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა და სურვილი მხოლოდ ცნობიერში აქვთ, გამყარებული არ არის არაცნობიერით ამიტომაცაა გამუდმებული მარცხი.

  • მალხაზი

    გოლი იყო უნიკალური, ასეთი მარტო საქართველოს ნაკრების კარში გადის!?

  • nika

    ბიჭო აღარ შემიძლია რა ვიტყვი არ უყურებ მაგრამ მაინც ვერ ვეშვები ამ ფეხბურთს. სად გაგონილა ფეხბურთელი დაიღალა და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ვეღარ ეწეოდეს სირბილში. არა ძმაო ესენი ვინ არიან რა ან რა გახდება ხოლმე ეს საბოლოო დარტყმა კარში და ან რა უბედურებაა შეცვლა თამაშის მიწურულს რა უნდა ამ მწვრთნელს თვითონ თუ იცის ნეტა

  • ნ

    ამ თამაშში ნაკრებს ის დააკლდა,რაც ჭანტურიას მოჭარბებულად აქვს,სპორტული"ნაგლობა",სითამამე,თამაშის თავის თავზე აღება.ინერტულები და უინიციატივოები იყვნენ ანანიძე და ყაზაიშვილი.კარგი იყო კაკაბაძე,დაუშვილი,გვილია.სამწუხაროა ერთ შეცდომას მარცხი რომ მოსდევს.მიუხედავად იმისა, რომ უელსი უფრო ძლიერია,იმედი მაქვს და მგონია უკეთესი შედეგი იქნება.წარმატებები

  • beqa

    ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია ისევე როგორც ავსტრიასთან, თუმცა სანწუხაროდ შედეგი ყოველთვის ერთია, მარცხი, მარცხი და კვლავ მარცხი.

  • mumu

    ისევ ღირსეული წაგება!... ბრავო!

  • Irakli

    რატომ გაქვთ მოლოდინი,რომ ამ ფორმაციის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია?

  • გივი271

    ამასაც ხომ მოხერხება უნდა! 8–ჯერ საშუალოევროპულ გუნდთან მოგიწიოს შეხვედრა და რვავე თამაში წააგო! ვერიდებით დამნაშავე პირთა დასახელებას!1 არხზე მატჩისშემდგომი კომენტირებისას ჩემთვის საინტერესო და პატივსაცემმა ეხსპერტებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ირლანდიას მთლიანობაში არაფერში ჩამოუვარდებოდითო.ნუთუ არ ჩანდა განსხვავება სწრაფ საფეხბურთო აზროვნებაში,ფიზმომზადებაში,პასების სიზუსტეში და გამარჯვებისადმი ლტოლვაში და სხვა.ნუთუ არ ესირცხვილებათ ასეთი კურიოზული ბურთების გაშვება? აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო მატჩისთვის ლევან მჭედლიძე,არაა მზად ნაკრებისთვის კაკაბაძე,მეკარე და ის 3 მცველი საერთოდ არ უნდა გააკარო ნაკრებს.ნაკრების მეკარე კარგად უნდა თამაშობდეს გამოსვლებზე, მითუმეტეს, თუ სიმაღლეც უწყობს ხელს,უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული შინაგანი გრძნობა– რა დროს რა ადგილზე აღმოჩნდეს.ასეთი მეკარე გვყავდა=ქუთაისის ტორპედოს კარის დარაჯი რამაზ ურუშაძე, რომელიც იმავდროულად სსრკ ოლიმპიურ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.მოკლედ, მიკვირს რატომ არ ენდობიან კარს კვასხვაძეს და რატომ არ იძახებენ სამტრედიიდან ბუდუ ზივზივაძეს?

  • svani

    მთავარი შედეგია არმაინტერესებს თუ უნდათ 80:20 თან ქონდეთ ბურთის ფლობა ესპანეთთან უნდა მოიგონ!)))) დანარჩენი ყველაფერი სისულელეა

  • ვეტერანი

    ბოლო ომები მახსენდება რაც არ უნდა გაგვეკეთებია მაინც განწირულები ვიყავით წასაგებად. იგივე შეგრძნება მაქვს, ირლანდიამ კი არა განგებამ გაგვიტანა გოლი და დაგვსაჯა.....

  • svani

    ღირსებისთვის......! თუ როგორ იყო თქვენი სტატია?!))))))))))))))))))))))))

  • gulshematkivari

    კარგით რააა,ამაზე ხუმრობა როგორ შეიძლება?! დამარცხდა არა ...,მომკალით და არა მჯერა! მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს!!!! გახადეთ ფეხბურთის თამაში ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი მთელ საქართველოში!!!!!!!!!

  • vato

    კვირკველიას სათამაშო პრაქტიკა აკლია ეს აშკარად ჩანდა. მინიმუმ ორი მოთამაშე უნდა გვყავდეს თითო პოზიციაზე თუ საერთოდ რამეზე პრეტენზია გვაქვს.

  • ზაზა

    კიდევ ბევრჯერ გაიხსენებს ცხადაძეს

  • ხატია-ს

    ხატია, ნამეტანი მონდომებული ხარ დამცინავ კომენტარებში. აქაც, ფეისბუქზეც. არ გადაიღალო ეს ირონია და ერთმანეთის მტრობა თუ მოგვკლავს ჩვენ თორე ისე რა გვიჭირს

  • გგგ

    ისევ არ ვღალატობთ ტრადიციას ირლანდიასთან. ანგარიში ყოველთვის ადვილი გამოსაცნობია

  • butxa

    არვიცი საერთოდ დგევანდელი თამაში ვერ გავარკვიე რა იყო.

  • ხატია

    ნეტავ რატომ არ მიკვირს?

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..