ნოემბრის ტესტებისთვის მზადება საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაიწყო
მიმდინარე წლის სანაკრებო სეზონი ნოემბრის ტესტებით დასრულდება. სარაგბო სამყაროს პირველი და მეორე დონის ქვეყნები თავბრუდამხვევ ბრძოლებს გამართავენ. "მსოფლიო რაგბიმ" მატჩების განრიგი საბოლოოდ დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, 28 ნაკრები 47 მატჩს გამართავს.

წლეულს "ბორჯღალოსნები" შინ ორ ტესტს გამართავენ - 12 და 19 ნოემბერს, შესაბამისად, იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ, ხოლო 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები კილმარნოკში ესტუმრება შოტლანდიას.

ნოემბრის ტესტებისთვის მზადება საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დიდი ხანია დაიწყო. ახლახან გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნების" მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ლეგიონერებს კლუბებში ესტუმრნენ და ნოემბრის ტესტების სამზადისი დაგეგმეს. ამაზე ვრცლად მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ტესტებისთვის გაფართოებულ რაზმს დაასახელებს.

იქამდე კი, გთავაზობთ "მსოფლიო რაგბის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს წლევანდელი ნოემბრის ტესტების განრიგისა და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით სანაკრებო პროგრამებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

"მეორე დონის ქვეყნებისთვის მაღალი დონის მატჩების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბი ინვესტირებას განაგრძობს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო რაგბისა და მომავალი მსოფლიოს თასების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება გაისად, უფრო მნიშვნელოვან, ჯგუფების განაწილების სტადიაში შევა. იქამდე კი, ტურნირის მასპინძლები ევროპისკენ აიღებენ გეზს, სადაც ჯერ "ბორჯღალოსნებს", შემდეგ უელსსა და ფიჯის ეთამაშებიან.

ირლანდია დუმბლინში კანადას უმასპინძლებს. ინგლისი კი 2015 წლის მსოფლიო თასის გახსნით მატჩს გაიმეორებს, როდესაც ფიჯის "თვიქნემზე" დაუპირისპირდება. სამოა ჯერ საფრანგეთს ტულუზში ეთამაშება, შემდეგ კი საქართველოს თბილისში ესტუმრება. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო ტესტში შოტლანდიას კილმარნოკში ეთამაშებიან.

როგორც "მსოფლიო რაგბის" საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა თქვა, "მსოფლიო რაგბი" მხარს უჭერს მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამებს, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და მორაგბეებს მიეცეთ მაღალი დონის ტესტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ჩვენი 50-მილიონგირვანქიანი ინვესტიცია მიმართულია იმ მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამების მიმართ, რომლებმაც ბოლო 4-წლიან ციკლში მატჩებში ყველაზე ცოტა ქულა გაუშვეს პირველი დონის ნაკრებებისგან და 2015 წლის მსოფლიო თასზე წინა ტურნირებთან შედარებით ყველაზე მეტი ლელო დადეს.

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებისას ჩვენი მიზანია, რომ ნაპრალი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდეს ახალი ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებით".

რაგბის კავშირის პრესსამსახური

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს