"საერთაშორისო ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ ფეხბურთის მამებს ამ ქვეყნების ხმები აღელვებთ"
ირლანდიური Independent აქვეყნებს სტატიას ირლანდია-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით "კარგი, ცუდი და ბოროტი ირლანდიის წუხანდელი საშინელი თამაშიდან". სტატიის ავტორი კევინ პალმერია.

გამოცემის ჟურნალისტი მკაცრად აკრიტიკებს მარტინ ონილის ნაკრებს. მაგალითად, სტატიაში ნახავთ ასეთ ფრაზას:

"საბოლოო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალოზე საშუალო საქართველომ 96 წუთში ბურთი 56%-ით დაიჭირა. ეს ძალიან სამარცხვინო სტატისტიკაა".

სტატიის ბოლო ქვეთავი კი საერთაშორისო ფეხბურთში პრობლემებს ეძღვნება.

"ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შეფები, ალბათ, გახარებულები არიან, რომ საქართველომ იმაზე მეტი ხალხი შეკრიბა "ავივაზე", ვიდრე მათ ეგონათ.

ფიფამ და უეფამ რაღაც უნდა მოუხერხონ საკვალიფიკაციო მატჩებს, რომლებიც აღარ იზიდავს პუბლიკას.

ოქტომბრის ცივ საღამოს ვერ მოჰკიდებ ბავშვებს ხელს და ვერ წაიყვან "ავივაზე" ცუდად მოთამაშე ირლანდიის საყურებლად საქართველოს ნაკრებთან, რადგან შინ ტელევიზია ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობს გასართობად.

ამიტომ ფეხბურთის მამებმა საკვალიფიკაციო ციკლი უნდა შეამცირონ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს და მოლდოვას მსგავსი ნაკრებები წინასაკვალიფიკაციო ტურნირში თამაშობდნენ, მთავარ საკვალიფიკაციოში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ფეხბურთის მამები ასეთი ქვეყნებიდან ხმებს იღებენ არჩევნებში. სამაგიეროდ, ჩვენ გვრჩება საერთაშორისო ფეხბურთის დაკნინება, თუმცა ეს არ არის ახალი ისტორია", - წერს კევინ პალმერი.

დროდადრო ასეთ მოსაზრებებს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში გაიგონებთ ხოლმე. წლების წინ ამავე პოზიციაზე იყო გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.

alexandre
მართლაც რომ, საერთოდ არ ყოლიათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. არც ნაკრებს მიუღწევია რაიმე ღირებულისთვის. მაგრამ ამ ახალ ისტორიაში კი გვიგებს 8-დან 8-ს. საწყენი და სატირალია. ბოლო თამაშში ფეხბურთელებთან სასაყვედუროც ბევრი არაფერი გვაქ. ჰო და სპეციალისტების (და არა მერტო ნაკრების მწვრთნელების!) საქმეა ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მარტო ლაპარაკი და მუშტების მკერდზე ბრაგუნი საქმეს ვერ უშველის. იმედი არის! ირლანდიის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ. ჰო და გვაკლია - აი ეს გამოვიკვიოთ.
jiji
nika-s რით აჯობა და მოუგო! თანაც რვაჯერ (სამწუხაროდ)! ასე, შენსავით, ნაკლის აღიარება არ უყვართ, ჩვენი ფეხბურთის "მამებს" და იმიტომაც აღარ არსებობს "ქართული ფეხბურთი"!!!
gia
რის ასეთი ტოტალიზატორი 1იქსბეტ..მოკლედ,ტუ წაააგე მანდ ხომ კაი,თუ მოიგე და თანხის გატანა გინდა მერე იწყება))უკვე ძალიან ბევრს გაუნოლეს მოგებები,მიზეზი ერტი იპ მისამართიდან არის ნათასმაშევიო.რავიცი ჩემი სახლიდან ნახევარი უბანი დებს ქართულ ტოტოებში და მსგავსი სისულელე არავის უთქვავს.ინტერნეტ კაფეს,ორგანიზაციებს რას უშვრებიან?მოკლედ ვინც დაზარალდა მსგავსი მოქმედებებისგან,დაპოსტეთ,თორემ რასაც ქვია გად...ეს
gocha
ნუ ეხლა, რვიდან რვა თამაში მოგვიგეს, მარა ჩვენი დონის გუნდია... დიდი ბოდიში, მაგრამ ლოგიკასთან როგორ ხართ?
Lova
მეტის ღირსები ვართ ჯერ იმიტო რო შოტლანდიას მოვუგეთ და მაგით გავიდნენ ჯგუფიდან ეხლა კიდე სასწაულით რო მოიგეს ჯიუტად რო არ შედიოდა ბურთი კარში ჯადო გვაქ გაკეთებული
Kaxa
Mtel irlandias tavisi sauketeso pexburtelebit kvela drois marto Gio kinkladze jobda.. agar vlaparakob kipianze gucaevxe metrevelze, mesxze. Da ra hamotvlis kidev ramdenze..Bihebo kvela tamashi ro waagot jgupshi irlandias unda nougat.
svani
მართალია!!! რაგბშიც ასე იყო მაგრამ ეხლა ეს სიტუაცია თვითონ კაცებმა(მოთამაშეებმა) გამოასწორეს და ეხლა საკვალიფიკაციოს(ერთა თასს) აღარ ვთამაშობთ!)))
bavaria
ირლანდიურ ფეხბურთს ახლანდელი ქართული ფეხბურთი თუ არ სჯობდეს რა, რას მიაღწიეს ირლანდიელებმა ფეხბურთში ჩვენზე მეტს, ის რომ ზოგჯერ გადიან ფინალურ ეტაპებზე და მერე იქ ანტიფეხბურთს თამაშობენ კუდამოძუებული ბრუნდებიან სახლში, ამათზე ბანძ ფეხბურთს ვინმე თამაშობს საერთოდ. უხ თქვე გოუცრელი მჭადის გაზრდილებო...
გოგი ქუთაისელი
გიო თუ უელს მოუგებთ!
giorgi
ძალიან ვთხოვ ქართველ ჟურნალისტებს პასუხი მისწერონ იმივე გამოცემაში იმ თავხედს, რომ სასაცილო ირლანდიური დაარტყი გაიქეცი ფეხბურთი მთელი თავით ჩამორჩება ქართულს მიუხედავად 8:0-სა
მერაბი
პრინციპის საქმეა ირლანდიისთვის სახლში მოგება. როდემდე უნდა ველოდოთ მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპს? გუნდი ბურთს ვერ იტანს, ასეთი განწყობით მოედანზე გასვლა არ შეიძლება. რითი გვჯობს იგივე ლატვია, ან თუნდაც სხვა საშუალო დონის გუნდები?
gio-s
შენ და ფეხბურთი?ოოოოო,ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
Me
ისე ირლანდიასაც მოუწევს მაგ წინაშესარჩევ ტურნირში თამაში. არაევროკავშირელ ფეხბურთელზე შეზღუდვამ დააკნინა ქართული ფეხბურთი ესე თორე ირლანდიელების საქმე არ არის ეგ თამაში საქართველლზე უკეთესს რას მიაღწიეს ამდენი წელია დამოუკიდებლად გამოდიან და რა აქვთ საამაყო ევროპაზე გასვლა?
gio
საქართველო გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენ ჩემის სიტყვა დაიმახსოვრეთ!!!!
vaxo
ტყუილად არ ინერვიულოთ, ფეხბურთი არ არის ჩვენი საქმე. ირლანდიის რა გითხრათ, მაგრამ ისე გერმანია, ესპანეთი და ასეთი დონის ნაკრებები ჩვენი და მოლდოვის დარ ნაკრებებთან ნამდვილად არ უნდა დარბოდეს ჩემპიონატზე მოსახვედრად.
არჩილ ხოფერია
ამ ირლანდიის ნაკრებს ეს ჩვენი ნაკრები რამდენჯერაც არ უნდა ათამაშო ყოველთვის მოუგებს. თან სუხოიზე! ადრე არ ვიცი, მაგრამ ახლა ასეა! მძლეოსნობის მწვრთნელი ნამდვილად საჭიროა. სასტარტო სისწრფის გაზრდაზე უნდა იმუშაონ ჩვენმა ფეხბურთელებმა, სპრინტზეც და 10 კილომეტრიანი კროსებიც უნდა ირბინონ!
otari
ჩემი პირადი აზრი ასეთია,ჩვენს ნაკრებს და ანუ ფეხბურთელებს ზოგადად ფეხბურთის მწვრთნელი კი არა,მძლეოსნობის მწვრთნელი უნდა და ნახეთ შედეგი მერე ვინ დაგვამარცხებს
diego
ირლანდიამ რაც უნდოდა ის გააკეთა, ვისაც ესმის თამაშის წაკითხვა ყველამ დაინახა, ძალიან დაბალ დონეზე ვართ და არც რაიმე პერსპექტივა ჩანს, ჩვენს ბიჭებს რაც შეეძლოთ, ის ითამაშეს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს
ავთო
გუშინდელი თამაშით საქართველო კი არა ირლაირლანდია უნდა უნდა გაამწესონ საკვალიფიკაციოში.

თუ ეგრე უნდათ ირლანდიაც მანდ მოხვდება იმიტო რო თითქმის ერთი დონის ვართ
თენგო
სათქმელი აქვს ამ კაცს და ამბობს. აბა რვიდან რვას რომ მოგიგებს სხვა რა უნდა თქვას.
Vasili
ყველა თამაში რო წავაგოთ , ირლანდიას მეორე თამაშში უნდა გადავახიოთ ბურთი თავზე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!!! გამომივიდნენ ესენიც ფეღბურთის ღმერთები, რას მიუხწევიათ საერთოდ ??
გულშემატკივარი
მაგარი აზრია :)))) I საკვალიფიკაციოდან ჩაერთოს საქართველო, მოლდოვა და ა.შ. II საკვალიფიკაციოდან თვითონ ირლანდია, შოტლანდია და ა.შ. III ჩეხეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და ა.შ და ბოლოს დასკვნით ეტაპზე მოხვდნენ პლეიოფით, სადაც პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია და ა.შ..... :))))))))))))) აი ასე უნდა უპასუხო ირლანდიას :)))))))))))))
ამერიკელი
როგორც იქნა უცხოელმა სომალელი თქვა და აბა ახლა გადავუაროთ. ეს სენი საქართველო ესპანეთს რომ პირველად ეთამაშა (წინა მსოფლიოს ციკლში-2014 წელს) მაშინ თქვა კომენტატორმა. 11 კაცი რომ ჩადგება კარებში და თამაშის უნარის ნაკლისობას ფიზიკური "თავგაწირვით" ავსებს - მოწინააგმდეს ერთი ვარიანტი რჩება. მიეცი სივრცე და ათამაშებ (მაინც არაფრის გამკეთებლები არიანო), ასწავლე ფეხბურთის თამაში და გაუტანე ბურთი (კლასიანი თვითონ რომ ვერ მიხვდნენ საიდარ დაერხათო) და გაუფრთხილდი მოთამაშეებს მომავალ ფეხბურთის თამაშისათვის რადგა საქართველოსთან თამაში ფეხბურთი არ არისო. ეს სიტყვები ეხებოდა ქეცბაიას ნაკრებს და ყველა მის შემცვლელის ნაკრებსაც.
ira
ნუ არც ირლანდიასთან თამაშზე გაივსება ზამთრის ცივ ამინდში დინამო და მოდი ირლანდიამ ითამაშოს საკვალიფიკაციო და ჩვენ იქ დაველოდოთ. რომელი დიდი გრანდი ირლანდიაა, მადლობა გვითხარნ შოტლანდია რო გავღუნეთ წინა საკვალიფიკაციოზე და დაწყნარდნენ რა.
ქუთაისელი
სუფთა ირლანდიური ლოგიკაა - რადგან საქართველომ გარკვეულ ეპიზოდებში უკეთ ითამათა სტუმრად ირლანდიასთან, ამიტომ უნდა სანამ ირლანდიას ეთამაშებიან, მანამდე დაბალი რანგის საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ. :) ირლანდიელების საქციელი ფსიქოანალიზს არ ექვემდებარებაო - ფროიდმა ასე თქვა.. აღაჟღაჟებთ მაგრად.
gocha
ამ ირლანდიას გონია ფეხბურტს თამაშობენ?ბეი-ბეგის მეტი არაფერი იციან.გოლის გატანაც არ იციან ისეთი უნიჭოები არიან.მესმის იტალიელმა,გერმანელმა,ესპანელმა თქვას ასეთი რამ მარა ირლანდიელმა???ახია ჩვენზე ასეთ ფეხბურტში უნიჭოებთან 8-დან 8 თამაშს რომ ვაგებთ.სირცხვილია ასეთ სწორხაზოვან გუნდთან ეგ ამბავი,ბრძოლისუნარიანობით გვჯობნიან,თორე მართლა უნიჭოები არიან
ალეკსანდრე
გერმანიამ რომ ტქვას ეს საქარტველოზე კიდევ ხო და ირლანდია რა დიდი გრანდი მიგდია
nika
რითი აჯობა შენმა ირლანდიამ საქართველოს რო ეს საკვალიფაკიციოს თამაშობდეს და შენ პირდაპირ ხვდებოდე?
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]