საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა უელსთან მატჩი შეაფასა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრების კარში გოლი სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების დროს ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა, უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები... წაგება არ შეიძლებოდა.

მოხარული ვარ 1 ქულის მოპოვებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლო 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულას მაინც ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ასე მოხდა, საქართველოში კი მოლდოვას წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ilia
მჭედლიძეს უნდა გაეტანაააა უეჭველიიიი, მეკარეზე თავზე უნდა გადაეგდო ბურთი და გოლი გარდაუალი იქნებოდა, ძალიან დასანანია ასეთ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, უნდა მოგვეგო
luk
ყოველი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისთვის,ეხლა ნავალოვსკის მაგივრად რო ცისკარიძე დააყენოს ნავალოვსკი უნდა გაიბუტოს? არა რა თქმა უნდა,თუ სკამზე ზიხარ ესეგი საჭირო ხარ,ასე უნდა მიუდგნენ საკითხს! მოდავეთთან საქმის მალე მოთავებას და მერე ექსპერიმენტირებას შევეცდებოდი,მარა ამხელა ფუფუნება არ გვაქვს,ნელნელა კაჭარავა უნდა შეაჩვიოს გუნდს,საოცარი ალღო აქვს. მოედნის ფორვარდი თუ გინდა ვაწაძე აქ არ არის?!
qutaiseli-s
დაუშვილი ორივე მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შენი კრიტიკა მის მიმართ უადგილოა!და საერთოდ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი საჭიროა გუნდისთვის!!!ჭანტურია სანამ ჭკუას არ ისწავლის არც დაუძახებენ ნაკრებში და არც ეკუთვნის!ოქრიმ გოლი გაიტანა მაგრამ ვაკოს ბრწყინვალე პასიც აღსანიშნავია! ჯანოს პასები ხომ საერთოდ... მოკლედ იყო შეცდომებიც მაგრამ ამ გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი დარწმუნებული ვარ თუ ასე გააგრძელეს კიდევ ბევრ გუნდს გაამწარებენ!!! წარმატებები......
გაბი
გვილია და კვეკვესკირი ერტად რო დადგებიან მაგარი ზალაააა.
batumeli
qutaiseli-ს. ყველას თავისაზრი აქვს, მაგრამ ჭანტურიას ადგილს ამ ფორმაციიც ნაკრებში ვერ ვხედავ. სანამ ეს მწვრთნელია ჭანტურიას არ მოიწვევს. მე თ მკითხავთ, არც იმსახურებს.
dato ramaza
კარგია ესე გააგრძელეთ!!!
bavaria
ოქრი არის სუპერსთარი, ცოტა ფიზიკას მოუმატე და შენი ადგილი კრასნოდარში კი არა, ლივერპულის და მანჩესტერის დარ გუნდშია. მადლობა ოქრი ასეთი თავდადებისთვის.
qutaiseli
რაც შეეხება ფეხბურთელების ლანძღვას და ბილწსიტყვაობას ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მაგრამ ადამიანი თუ ფეხბურთელს თამაშის გამო აკრიტიკებს ეს სულ სხვაა და ამის გულისთვის მას მესამე პირში შეურაწყოფა არუნდა მიაყენო.შენთუ სიტყვაზე მჭედლიძის თამაში მოგწონს ეს სუბიექტური და პირადულია და ასევეა მეორე მხარეც ვინც აკრიტიკებს ხოლო კრიტიკის და ქომაგის გარეშე ფეხბურთი უბრალოდ არარსებობს.გუნდი თამაშობდა მწყობრად ერთი ორი გამონაკლისის გარდა დაუშვილი იყო ყველაზე სუსტი რგოლი და აუცილებლად უნდა წაეყვანა ჭანტურია გვილიას მეწყვილე უნდა იყოს როცა ჯანზეა აბურჯანია რადგან თვითონ ეს ბიჭია მაგარი ჩამშლელი და პლიუს ამას სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში.ამ ნაკრებს დავამატებდი ხარაიშვილს და არაბიძეს კაჭარავას მეტ დროს თუ დაუთმობენ კარგი იქნება.მოლდავეთს აქ უეჭველი უნდა მოუგოთ.
bebeto
ოქრიაშვილს კიდევ მეტი შეუძლია კლუბში შრომა და შესაბამისად მეტი სათამაშო დრო უნდა შეძლოს, მერე კი მისი შეჩერება მოწინაღმდეგეს ძალიან გაუჭირდება.მთლიანობაში კი გუნდმა კარგად ითამაშა ნახევარდაცვა ნელნელა ასწორებს თამაშს,თამაშიდან თამაშამდე უმატებენ ნახევარმცველები და ეს კარგია, ახლანდელ ფეხბურთში ნახევარმცველებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული თითქმის ისინი წყვიტავენ მატჩის ბედს.
gulshematkivari
ძალიან კარგი იყო მეორე ტაიმი. მადლობა ბიჭებს,ვაისს და ბატონ ბიძინას!
romandro
ყველას დიდი მადლობა ვინც უელსის ნაკრების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო გასული მინდორზე,და ვინც ლევანს ლანძღავს ის ერთი გამოუყენებელი მომენტისთვის ალბათ ფეხბურთთან ცოტა შორსაა, რადგან მასეთ მომენტებზე უკეთესიც ვერ გამოუყენებიათ ფეხბურთის დიდ ვარსკვლავებსაც. ლევანმა ყველაფერი გააკეთე შედეგის დასადებად (მაგრამ ფორტუნა არწყალობდა)იბრძოდა ყველა ბურთის მოსაპოვებლად რამაც უელსელ მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
levani kaxeti
დიდი მადლობა ბიჭებო!. გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
დავითი))
ჯობია მოვრჩეთ უარყოფითს ყველგან და ყველაფერში...და ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ.განა ხარვეზები არ იყო მაგრამ ჯობია მადლობა ვუთხრათ ბიჭებს უარყოფითი და კრიტიკული შენიშვნებით არაფერი გამოვიდა წლების განმავლობაში...ვხედავთ რო ბევრად მეტი შეუძლიათ და იმედი გვააქვს...მე ვამბობ მადლობას და წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს
giorgi
ძალა ერთობაშია! - უთქვამს ქართველ კაცს და გამონაკლისი არც ფეხბურთშია. საქართველოს ნაკრებმა უნდა ირწმუნოს თავისი ძალა და ის , რომ ერთად თუ დადგებიან, ბოლომდე თუ იბრძოლებენ და მოინდომებენ, შედეგიც აუცილებლად იქნება. თორემ წაგება კი არ უკვირს ვინმეს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანი აგებს და ცუდი თამაშიც უჩვენებია. სპორტში ასეა. მაგრამ გავიხსენოთ შედარებისთვის რაგბისა და კალათბუთბურთის ნაკრებების თამაში: ერთა დგომა და ერთმანეთის გატანა პროფესიონალიზმთან ერთად,წარმატების გასაგებიც ამაშია. თორემ, საქართველოში რომ ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან,ახალი ამაში არაფერია. რამაც გუშინ უელსის ნაკრები ასე დააბნია: ალაბათ ვერ წარმოიდგენდნე , რომ ასე ტექნიკურად დავიჭერდით ბურთს . მთელი გუნდით იცავდნენ თავს, ბეილიც კი ჩამოდიოდა უკან... ერთს დავამატებდი: მე მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების, თუკი დაწყებულს წარმატებით გააგრძელებენ. მადლობა ბიჭებს გუშინდელი თამაშისთვის!!
Vasili
მჭედლიძეს მეტი შეუძლია, და ამას დაამტკიცებს მომავალ თამაშში,/ გული არ გაიტეხო ლევან, ვინც გლანძღავს ზუსტად ეგ ხალხი აგიყვანს ცაში ქებით , გოლის გატანას რო დაიწყებ
bidzinas olimpiuri nakrebi
ოQრიმ იმდენი უაზრო შეცდომა დაუშვა და იმდენჯერ დაკარგა ბურთი უაზროდ კია გასალანძღი მაგრამ ამეტაპზე ნავალოვვსკის და დაუშვილის ლანდძღვით შემოვიფარგლები :)
ჰმ
და ის ყვითელი რომ არ აეკიდებინა ტყუილად, უფრო კაი ბიჭი იქნებოდა
qutaiseli
გუნდი მცირე გამონაკლისის გარდა მწყობრად თამაშობდა დაუშვილი სუსტია და ნაკრებში შეიძლება იყოს სათადარიგო გვილიას შეუძლია როგორც წართმევაზე თამაში ისე შეტევაში სწრაფი გადასვლა ასე რო აბურჯანია მის გვერდში ზედგამოჭრილი იქნება და თავდასხმა რათქმაუნდა ჭანტურია უნდა წაეყვანა ალბათ მიხვდება ვაისი ადრე თუ გვიან რო ფეხბურთელი რომელიც მეკარესთან პირისპირ გადის მისი გვერდის ავლაც უნდა იცოდეს ისე ხარაიშვილს და არაბიძეს მომავალ წელს აუცილებლად დავამატებდი და კიდე კაჭარავას თუ ენდობა დვალიშვილის მაგივრად არცარაფერს წაააგებს ჭანტურია ცენტრფორვარდად კიდე აუცილებლად უნდა გამოიყენოს მოლდავეთი კიდე უნდა დავამარცხოთ რო დიდი სირცხვილი არ ვჭამოთ საბოლოოდ ამ ჯგუფში ღმერთმა ნუ ქნას რო ბოლო ადგილზე გავიდეთ.
nika
ძალიან მაგარი თამაში იყო. მალადეც ბიწებო ენა არ მიბრუნდება რო რამე ცუდი ვთქვა ასე მაგრად თამაში არ მინახავს კარგი ხანია. იმედია ასე გაგრძელდება და გავიხარებთ ყველა
Me
ამ ბიჭს ლანძღვა კი არა მწვრთნელის ნდობა ჭირდება და მერე უკეთესად გაიხსნება კლუბშიც
გაბი
ოქროხარ ოქრო,გაიხარეტ მტლიანად მცვრტნელ-ფეხბუტელებიანად,ვფიქრობ მჰედლიზეს აქ ბევრი სამუსჰაო ერტი ორტაბროლა ვერ მოიგო ამ ფორმაციის კაცმა დან ანტიააა.
tengo
ამ ნაკრებს შეუძლია მსოპლიო-ევროზე გასვლა და გირსეული შედეგის ჩვენება,მჯერა მოუატაბენ.თუ მწვრთნელის სიტყვა გასახდელში ამ ბიჭებს სისხლს უდუღებს კარგი იქნებოდა გიორგი სააკაძის ჩვენება.
მლანძღავებს
ტყუილ უბრალოდ თუ დამსახურებლ სამართიალად ვინ მოგცათ ერთი სხვისი ლანძღვის უფლება. თქვენნაირების გამოა ფეხბურთი ცუდ დღეში. წარმოიგინე თქვენ რომ გაგინებდეთ მთელი ქვეყანა და ამის მიუხედავად იცი რომ შეურაყობას მოგაყენებს ხალხი და მაინც გადიხარ იბრძვი შენი ქვეყნისთვის და თქვენ კიდე დაუცდებათ ერთი ფეხი და ისეთ შეურაწყოფას აყენებთ რომ რავი თქვენ უკეთ იცით, გავიგე რომ ცუდად თამაშობენ მაგრამ რაააც არ უნდა ცუდად თამაშობდნენ რაც არ უნდა საკუთარ კარში გაქონდეთ არანაირი დნავი უფლებაც არ გაქვთ შეურაწყოფა მიაყენოთ და ლანძღოთ. როდის უნდა გაიგოს ხალხმა რომ მეორე ადამიანის შეურაწყოფის უფლება არ აქვს!
გულშემატკივარი
ოქრი,ხომ იცი ლანძღვაც ფეხბურთის ნაწილია.არ გეწყინოს,შენთვის და ნაკრებისთვის კარგი უმდათ დამიჯერე და იმიტომ გაკრიტიკებენ. შენ ნაკრებში შეუცვლელი ხარ,თავდადებული და თავდაუზოგავი,გვინდა კლუბში ისეთი შედეგები გქონდეს როგორც ნაკრებში და გვინდა მსოფლიო ვარსკვლავი გახდე. არ გვავიწყდება რომ ხშირად შენ ყოფილხარ ერთადერათი ნათელი წერტილი შეტევაში და არც ის გვავიწყდება როგორი ჯიგრით თამაშობ.
azazelo
კაცო გიჟები კი არ ვართ კაცი ტყუილ-უბრალოდ ვლანძღოთ, სხვათა შორის მგონი მაგ ლანძღვამაც უშველა ოქრის, რაღაც უფრო დაკაცებული მეჩვენება და თავიც უფრო კაცურად უჭირავს და არა ბავშვურ-ვარსკვლავურად...
Me
რატო აღარ ლანძღავთ ოქრის? მაგ კლასის 4-5ფეხბურთელი,რომ გვყავდეს უელსთან 1-1 გასვლაზეც კი მეწყინებოდა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...